» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

"ჩელსი": 40 მლნ "ლაციოს" ლიდერისათვის

ლონდონის "ჩელსი" ზაფხულში რომაული "ლაციოს" ერთ-ერთი გამოჩენილი ფეხბურთელის, ბრაზილიელი ფელიპე ანდერსონის შეძენას აპირებს. "პენსიონერთა" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო 21 წლის ბრაზილიელს ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო მიზნად განიხილავს. ცნობილი გახდა, რომ ლონდოლები მზად არიან, იტალიურ კლუბს მათი ...

28-03-2015, 12:16

ჰარი კეინმა ინგლისის ნაკრებში დებიუტი უსწრაფესი გოლით დააგვირგვინა

ტოტენჰემის ფეხბურთელი საუკეთესო სეზონს ატარებს. 27 მარტს ჰარი კეინს ლიტვასთან ჰქონდა ინგლისის ნაკრების მაისურით დებიუტი. ის მინდორზე უეინ რუნის ნაცვლად 72-ე წუთზე შევიდა და დაახლოებით 80 წამში თავისი პირველი გოლი გაიტანა ეროვნულ გუნდში. [jwplayer mediaid="107711"]

28-03-2015, 02:42

14 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ისტორიაში

უეინ რუნი, ჯეკ უილშირი და სხვები, რომლების დებიუტიც პრემიერ ლიგაში 16 წლის ასაკში შედგა. 14. ჯეკ როდველი ("ევერტონი") - მისი დებიუტი 2008 წლის 9 მარტს შედგა, როცა ჯეკი 16 ...

28-03-2015, 01:13

ედენ აზარი: "ხალხი ელის, რომ სეზონში 30-40 გოლს გავიტან, როგორც მესი და რონალდუ, თუმცა..."

ბოლო დროს ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველს, ედენ აზარს ძალიან ხშირად ადარებენ ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს. ბელგიელმა ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. "კმაყოფილი ვარ წლევანდელი სეზონით "ჩელსიში". მე შარშანაც კმაყოფილი ვიყავი. კარგია, რომ განვითარებას განვაგრძობ. ხალ ...

27-03-2015, 23:59

ნეიმარი: "ფეხბურთელი, რომელსაც ბავშვობაში ვაღმერთებდი - ანრი"

"ბარსელონას" და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი საფრანგეთთან მატჩის (3:1) შემდეგ ტიერი ანრის გაესაუბრა. "მან მე ბრაზილიის ნაკრებში გატანილი 43 გოლის გამო შემაქო, მითხრა, რომ 23 წლის ასაკში ამაზე მეტის მიღწევა ძალიან რთულია. ძალიან მაგარი იყო ანრისთან საუბარი. ტიერი ანრი ის ...

27-03-2015, 23:52

"ტოტენჰემი" "ბარსელონას" ნახევარმცველ რობერტოთი ინტერესდება

"ტოტენჰემი" "ბარსელონას" ნახევარმცველ სერხი რობერტოს მომსახურებით ინტერესდება, იუწყება barcastuff-ი, Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით. წყაროს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი ახლა მზად არ არის, წინადადებები განიხილოს სერხიო რობერტოს ტრანსფერის ან იჯარის შესახებ. 23 წლის ფეხბურთელის ანაგარიშზე ...

27-03-2015, 22:55

"მანჩესტერ იუნაიტედი" სმოლინგის გაყიდვას არ გეგმავს

"მანჩესტერ იუნაიტედი" მცველ კრის სმოლინგთან დაშორებას არ გეგმავს. კლუბი უარყოფს 25 წლის ფეხბურთელის ზაფხულში ტრანსფერის შესახებ ყველა წინადადებას. მიმდინარე სეზონში სმოლინგმა 3 გოლი გაიტანა ინგლისის ჩემპიონატის 18 მატჩში. წყარო: Sky Sports

27-03-2015, 22:44

"ვესტ ჰემი" "ბარსელონასთვის" სონგის დაბრუნებას გეგმავს

"ვესტ ჰემი" არ აპირებს ნახევარმცველ ალექს სონგის გამოსყიდვას "ბარსელონასგან" იჯარის ვადის დამთავრების შემდეგ. კლუბის ხელმძღვანელობა არ არის შთაბეჭდილების ქვეშ სეზონის მეორე ნაწილში კამერუნელის თამაშის დონით. გარდა ამისა, ლონდონელები შეწუხებულნი არიან სონგის ხელფასით, კვირაში 80 ათასი ფუნტით. ...

27-03-2015, 20:42

რუნი:"გასაგებია, რომ რეკორდის მოხსნასთან ახლოს ვარ"

ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანი უეინ რუნი ლიტვასთან მატჩამდე მედიას გაესაუბრა. ჟურნალისტების ყველაზე მეტად, რუნის კომენტარი ბობი ჩარლტონის რეკორდზე სურდათ გაეგოთ. შეგახსენებთ, რომ ბობის 49 გოლი აქვს შეგდებული ნაკრების მაისურით, როცა რუნის 46 ზუსტი დარტყმა აქვს განხორციელებული. "გასაგებ ...

27-03-2015, 13:57

სტარიჯი ერთ თვეს გამოტოვებს

"ლივერპულის" თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი გუნდს უახლოეს მომავალში ვერ დაეხმარება. ფორვარდმა ტრავმა "მანჩესტერ იუნაიტედის" (1-2) წინააღმდეგ მიიღო, მაგრამ ინგლისის ნაკრებს სათამაშოდ მაინც გაჰყვა. სამედიცინო შემოწმების შემდგომ, დანიელი კლუბში დაბრუნდა და მკურნალობას "ლივერპულში" გააგრძელებს. 2 ...

27-03-2015, 13:51

"არსენალი" როისით ინტერესდება

"არსენალი" სეზონის დასრულებისთანავე დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველ მარკო როისის შეძენას განიხილავს. The Telegraph-ის ინფორმაციით, "მეთოფეები" გერმანიის ნაკრების 25 წლის ფეხბურთელში ტეო უოლკოტის პოტენციურ შემცვლელს ხედავენ, რომელმაც საკონტრაქტო უთანხმოების გამო, შეიძლება, კლუბი შეიცვალოს. ...

27-03-2015, 10:02

ოფიციალურად: ტერიმ "ჩელსისთან" გაახანგრძლივა

ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელებმა 34 წლის ცენტრალურ მცველთან, ჯონ ტერისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა "ჩელსისთან" კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ტერის "ჩელსიში" დებიუტი 1998 წელს ჰქონდა. მან, იმ დროიდან მოყოლებული, "არისტოკრატთ ...

27-03-2015, 08:21

მესი და რონალდუ იოვეტიჩის "საოცნებო გუნდში" შევიდნენ

"მანჩესტერ სიტის" ჩერნოგორიელმა თავდამსხმელმა თავისი "საოცნებო გუნდი" შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდში ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ შევიდნენ. იოვეტიჩის "საოცნებო გუნდი": ბუფონი, კაფუ, ნესტა, მალდინი, რობერტო კარლოსი, ინიესტა, ჯერარდი, ზიდანი, მესი, რონალდუ, რონალდო. რამდენიმე ხნის ...

27-03-2015, 08:14

პრემიერ ლიგამ ახალი რეკორდი მოხსნა - 7 მილიარდი

ახალი კონტრაქტი გააფორმეს პრემიერ ლიგის წარმომადგენლებმა და Sky Sport-ის დირექტორმა. ცნობილია, რომ ახალი ხელშეკრულების თანახმად, მომავალ სამ სეზონში არხი პრემიერ ლიგას 5 მილიარდ ფუნტს გადაუხდის ტრანსლაციების სანაცვლოდ. ასევე, კონტრაქტი პრემიერ ლიგასთან უკვე გააფორმა BT Sport-მაც, რომელიც S ...

27-03-2015, 03:15

ფალკაომ ბაჰრეინის კარში ორი გოლი გაიტანა

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, რადამელ ფალკაომ ბაჰრეინთან გამართულ მატჩში გოლების გატანა გაიხსენა. კოლუმბიელმა ცენტრფორვარდმა მეტოქის კარი ორჯერ აიღო. აღსანიშნავია, რომ ფალკაოს "ემიუს" ძირითადში ადგილი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამიტომაც, კოლუმბიელი ცდილობს, რომ ლუის ვან გაალს საკუთარი რეა ...

27-03-2015, 00:44

ჯო ჰარტი: "მან სიტის ფეხბურთელები ლეო მესის დანახვაზე პატარა ბავშვებივით იქცეოდნენ"

ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ლიტვასთან მატჩისთვის ემზადება. ნაკრების ყოფილმა მეკარემ, დევიდ ჯეიმსმა, რომელიც ახლა ჟურნალისტად მუშაობს, ჯო ჰარტს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა. ჯეიმსმა ჰარტს "ბარსელონასთან" საჩემპიონთალიგო დაპირისპირებაც გაახსენა. იმ მატჩში "სიტის" კიპე ...

27-03-2015, 00:44

მსოფლიოს საუკეთესო 5 ჯარიმის შემსრულებელი

გთავაზობთ დღესდღეობით საუკეთესო 5 ფეხბურთელს, რომელიც ყველაზე კარგად ასრულებენ საჯარიმო დარტყმებს: [jwplayer player="1" mediaid="107365"]

26-03-2015, 21:17

ფილიპე ლუისს ჯერ არ უნდა "ატლეტიკოში" დაბრუნება

"ჩელსის" მცველი ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლას აპირებს. შარშან ზაფხულში მარცხენა მცველი, ფილიპე ლუისი "ატლეტიკოდან" "ჩელსიში" გადავიდა, სადაც სეზარ ასპილიკუეტასთან ძირითად შემადგენლობაში ადგილისათვის ბრძოლა წააგო. ბოლო კვირების ჭორები ბრაზილიელს უკან, მადრიდში აგზავნიან, მაგრამ ფეხბუ ...

26-03-2015, 20:13

ჯო ჰარტი: "მესი ფენომენია, მაგრამ ყველაზე საშიშ ფორვარდად აგუეროს ვასახელებ"

"მანჩესტერ სიტის" მეკარემ, ჯო ჰარტმა თავისი პარტნიორი სერხიო აგუერო ლიონელ მესის შეადარა. "ვიფქრობ, აგუერო ყველაზე საშიში თავდამსხმელია, ვინც კი მინახავს. ვხედავ, როგორ მუშაობს ვარჯიშებზე ყოველდღე, გოლის გატანის როგორი ნიჭი აქვს. მესი ფენომენალური ფეხბურთელია, მაგრამ მე აგუეროს ვუჭერ მხარ ...

26-03-2015, 18:45

"მანჩესტერის" 16 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ლიონელ მესის ადარებენ

ნახეთ, რას აკეთებს "მანჩესტერ იუნაიტედის" 18-წლამდე გუნდის წევრი, კალუმ გრიბინი ასტონ ვილასთან მატჩის დროს: [jwplayer player="1" mediaid="107330"]

26-03-2015, 18:19

უოლკოტი: "მე ხელფასის მომატებას ვითხოვ? რა სისულელეა!"

ლონდონის "არსენალის" ფორვარდმა, თეო უოლკოტმა გავრცელებულ ჭორებზე, თითქოს ის კვირაში 100 ათას ფუნტს ითხოვს, კომენტარი გააკეთა. "როგორც წესი, ჩემზე ნათქვამ ტყუილებს კომენტარს არ ვუკეთებ ხოლმე, მაგრამ ახლა მინდა გითხრათ, ინფორმაცია, თითქოს მე ხელფასის გაზრდას ვითხოვ, სრული სიცრუეა. ...

26-03-2015, 17:07

ლეივა "ლივერპულის" ახალგაზრდულ შემადგენლობასთან მუშაობს

ლუკას ლეივა ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს განაგრძობს. სამხრეთ ამერიკელი უკვე მოხვდა "ლივერპულის" მატჩის განაცხადში, მაგრამ მისი ფიზიკური მდგომარეობა არც ისე კარგია. გუშინ ლუკას ლეივამ დასვენებაზე უარი თქვა და "ლივერპულის" ახალგაზრდულ შემადგენლობასთან ერთად ივარჯიშა. თავად ფეხბურთელის ინფორმ ...

26-03-2015, 13:05

"ლივერპული" - ფავორიტი ტეილორისთვის ბრძოლაში

"სუონსის" მარცხენა მცველი, ნილ ტეილორი დამდეგ ზაფხულს გუნდის შეცვლას გეგმავს. 26 წლის მცველისათვის ბრძოლაში მთავარ ფავორიტად "ლივერპულს" ასახელებენ. ავტორიტეტული პორტალის, ESPN-ის ინფორმაციით, "წითლების" მწვრთნელს, ბრენდან როჯერსს "სუონსიში" თავისი ყოფილი ქვეშევრდომის ყიდვა უნდა. კლუბთან ნილი ...

26-03-2015, 12:55

ფორსტერი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს

"საუთჰემფტონის" ძირითადი გოლკიპერი, ფრეიზერ ფორსტერი მძიმე ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს. ცნობილია, რომ ინგლისელ გოლკიპერს მუხლის ტრავმა აქვს. როგორც ჩანს, ფრეიზერს საკმაოდ მძიმე დაზიანება აწუხებს, რადგან უახლოეს დღეებში მას მუხლზე ოპერაცია გაუკეთდება. აქვე აღვნიშნავ, რო ...

26-03-2015, 08:35

როუზმა ტრავმა მიიღო

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "ტოტენჰემის" განაპირა მცველმა, დენი როუზმა ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. უცხოური პრესა წერს, რომ როუზმა ინგლისის ნაკრების ბაზა უკვე დატოვა და სამკურნალოდ ლონდონს მიაშურა. ზუსტი თარიღი, თუ როდის დაუბრუნდება ინგლისელი მცველი მოედანს, ჯერჯერობით ...

26-03-2015, 08:31

ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი ფული მიმდინარე წელს?

ავტორიტეტულმა გამოცემამ, France Football-მა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალი, რომლებმაც მიმდინარე წელს ყველაზე მეტი ფული გამოიმუშავეს. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს მესი ბრწყინვალე ფორმაში შევიდა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა გოლების გატანასთან ერთად საგოლე პასების დარიგებასაც მოუმატა. ს ...

26-03-2015, 00:07

მესუთ ოზილი: "ოქროს ბურთის" მიღება მინდა უახლოეს წლებში. დარწმუნებული ვარ, ეს შესაძლებელია"

"არსენალის" ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა "ოქროს ბურთის" პრემიის აღების სურვილზე მოგვითხრო. "უნდა გავაგრძელო განვითარება და ჯანმრთელი ვიყო. "ოქროს ბურთის" მიღება მინდა უახლოეს წლებში. დარწმუნებული ვარ, ეს შესაძლებელია. სწორი მიმართულებით ვმოქმედებ. მსოფლიოს ჩემპიონი ვარ და ინგლისის პრემიერ- ...

25-03-2015, 22:25

მოურინიო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია. ვილაშ-ბოაში და კლოპი ათეულში არიან

GOAL.GE გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების ჩამონათვალს. უცნაურია, მაგრამ ათეულში "შანხაი ისტ აზია"-ს მთავარი მწვრთნელი მოხვდა, ხოლო, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იოჰან ლიოვი ათეულის მიღმა დარჩა.     მთავარი მწვრთნელი

25-03-2015, 19:54

ბეპე მაროტა: "თუ ვინმე პოგბას 10 მილიონს შესთავაზებს, მისი შეჩერება გაგვიჭირდება"

ტურინის "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ პოლ პოგბას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. "ადრე, თუ ფეხბურთელის კლუბში დატოვება გინდოდა, საკმარისი იყო, მხრებზე ხელი დაგედო და დაგერწმუნებინა, რომ საჭირო კაცი იყო. ახლა პოგბა თავის ბედს თვითონ განაგებს. თუ პოგბამ წასვლა მოინდომ ...

25-03-2015, 16:28

ფალკაო: "ჩემს აგენტს ყოველ დღე სხვადასხვა კლუბიდან ურეკავენ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, რადამელ ფალკაომ განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, სად გააგრძელებს კარიერას. "ახლა მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედზე" ვფიქრობ. წინ კიდევ 8 თამაშია და ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. როდესაც ინგლისის ჩემპიონატი დასრულდება, მშვიდად დავჯდები, ყველაფერს გა ...

25-03-2015, 16:22

ინგლისი და ესპანეთი: ბრძოლა დუგლას კოშტასთვის

ახალი ამბავი არაა, რომ ბრაზილიელი დუგლას კოშტას შეძენას ბევრი ევროპული გრანდი ცდილობს. ესპანური და ინგლისური პრესა იუწყება, რომ 24 წლის შემტევით ლონდონის "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "რეალი" და "ბარსელონა" არიან დაინტერესებულნი. თავად დუგალსმა უკვე არაერთხელ გამოხატა ტოპ კლუბში თამაშის სურ ...

25-03-2015, 16:08

"მან სიტი" ანჩელოტის უმიზნებს

"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელთან, კარლო ანჩელოტისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. "ქალაქელებს" სურთ, რომ იტალიელ მენტორთან შეთანხმებას მიაღწონ, რათა ის კლუბს ევროპულ არენაზე დამკვიდრებაში დაეხმაროს. ანჩელოტიმ გასულ წელს მადრიდის "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლ ...

25-03-2015, 08:44

სტერლინგმა შესაძლოა იტალიასთან გასამართი მატჩი გამოტოვოს

"ლივერპულისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, რაჰიმ სტერლინგის თამაში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ახალგაზრდა ფეხბურთელს ფეხის ტრავმა აქვს, რის გამოც როი ჰოჯსონმა, შესაძლოა, ფეხბურთელის დასვენება გადაწყვიტოს. სტერლინგი მზად იქნება ლიტვას წინააღმდეგ სათ ...

25-03-2015, 08:35

ზუმა: "ჰალთან" მატჩი იყო ის, რაც ყველა საფეხბურთო გულშემატკივარს სიამოვნებას ანიჭებს"

ლონდონის "ჩელსის" ცენტრალური მცველი, კურტ ზუმა "ჰალთან" გამართულ შეხვედრაზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ "ლურჯები" მატჩის დებიუტში 2:0-ს იგებდნენ, თუმცა "ვეფხვებმა" წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინეს. მიუხედავად ამისა, "ჰალს" ძალა ბოლომდე არ ეყო და მარცხი მაინც განიცადა. "- ჩვენ მოხარულ ...

24-03-2015, 21:00

ანდერ ერერა: "მანჩესტერ იუნაიტედში" რამდენიმე თვით კი არა, როგორც მინიმუმ, 5 წლით მივედი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ ინგლისურ კლუბში გადასვლაზე მოგვითხრო. "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარი კლუბია და ისინი აგრძელებენ ნიჭიერი ფეხბურთელების ძებნას. ყველაფერი რომ გამოსწორდეს, დროა საჭირო. ახლა მეტს ვთამაშობ, მაგრამ მაშინაც კი, როცა არ ვთ ...

24-03-2015, 20:06

"ბორუსიას" ჰუმელსის "ემიუში" გაშვება 36 მლნ ფუნტზე იაფად არ უნდა

დორტმუნდის "ბორუსიას" მცველი, მატს ჰუმელსი ზაფხულში, შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს. 26 წლის ფეხბურთელმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა და "ბორუსია" დაბრკოლებებს არ შეუქმნის. თუმცა, ჰუმელსის სანაცვლოდ დორტმუნდელები არანაკლებ 36 მლნ ფუნტის გამომუშავებას აპირებენ. აღინიშნება, რომ თავ ...

24-03-2015, 19:34

Daily Star: "ბარსელონა" დი მარიას გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდება

კატალონიის "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედის" არგენტინელი ვინგერის, ანხელ დი მარიას ყიდვას შეეცდება. კატალონიელებს 2016 წლამდე ტრანსფერების გაკეთება აკრძალული აქვთ, ამიტომაც ისინი დი მარიას გარშემო შექმილ სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან და მის შეძენას ზამთარში გეგმავენ. აქვე შეგახსენებთ, რომ დი მ ...

24-03-2015, 08:46

მეისონი ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს

ლონდონის "ტოტენჰემის" ახალგაზრდა ნახევარმცველი, მეისონი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. შეგახსენებთ, რომ მეისონს საკმაოდ კარგი სეზონი აქვს. ახალგაზრდა ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში "ტოტენჰემის" ერთ-ერთი ნათელი წერტილია. მეისონმა ინგლისის ეროვნულ ნაკრებში "ლივერპულის" ტრავმირებული ნახე ...

23-03-2015, 23:57

შკრტელი და ჯერარდი 3-3 მატჩს გამოტოვებენ

"ლივერპულის" ორი საკვანძო ფიგურა, მარტინ შკრტელი და სტივენ ჯერარდი თავიანთ გუნდს 3-3 მატჩი ვერ დაეხმარებიან. შეგახსენებთ, რომ მარტინ შკრტელმა მატჩის მიწურულს "ემიუს" გოლკიპერს, დავიდ დე ხეას ფეხი ჩაარტყა, რის გამოც მას ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. რაც შეეე ...

23-03-2015, 23:43

აარონ რემზი: "ჩემპიონობისთვის ბრძოლა? ამ ლიგაში არაჩვეულებრივი რაღაცები მომხდარა"

"არსენალის" ნახევარმცველმა, აარონ რემზიმ ინგლისის ჩემპიონატში თავისი გუნდის სატურნირო პერსპექტივებზე აზრი გაგვიზიარა. "უბრალოდ, საკუთარ თავზე უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება და გვჯეროდეს, რომ ირგვლივ მყოფ მოწინააღმდეგეებს ბოლოს იმედი გაუცრუვდებათ. ჩემპიონატის დარჩენილი მატჩებიდან თითოეულის მოგებას ...

23-03-2015, 20:06

მანუელ პელეგრინი: "ჩელსი" მანქანა არაა, რომელიც სულ იმარჯვებს"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ ინგლისის ჩემპიონატში სატურნირო სიტუაცია შეაფასა. "არ ვფიქრობ, რომ "ჩელსი" მანქანაა, რომელიც მუდმივად იმარჯვებს. დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლომდე ყველა გუნდი კიდევ დაკარგავს ქულებს. მნიშვნელოვანია ჩვენი ნორმალური თამაშის დაბრუნება და ...

23-03-2015, 19:47

სტარიჯმა შესაძლოა ლიტვასთან და იტალიასთან მატჩები გამოტოვოს

"ლივერპულის" ფორვარდმა, დანიელ სტარიჯმა, შესაძლოა, ინგლისის ნაკრების შეხვედრები გამოტოვოს ლიტვისა და იტალიის ეროვნულ გუნდებთან. თავდამსხმელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მატჩში ბარძაყის ტრავმა მიიღო. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უნდა ჩაიტაროს, რომლის შედეგების მიხედვითაც გააკეთებ ...

23-03-2015, 19:41

დიეგო კოსტა უკრაინასთან მატჩს გამოტოვებს

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა, დიეგო კოსტამ პრემიერ-ლიგის 30-ე ტურის მატჩში "ჰალ სიტის" წინააღმდეგ ტრავმა მიიღო. შეხვედრის 75-ე წუთზე ესპანელმა ფორვარდმა დაზიანება მიიღო, რის გამოც მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო და მის ნაცვლად მოედანზე ლოიკ რემი შევიდა. მატჩ ...

23-03-2015, 17:14

ლალანა ინგლისის მოახლოებულ მატჩებს გამოტოვებს

"ლივერპულისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ადამ ლალანა ლიტვასთან და იტალიასთან გასამართ მატჩებს ტრავმის გამო გამოტოვებს. ადამ ლალანამ დაზიანება "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო. ინგლისელმა ჰავბეკმა მატჩის მეორე ტაიმში მოედანზე გასვლა ვეღარ შეძლო. ის სტივ ...

23-03-2015, 16:41

მარიო ბალოტელი: "მე მოედანზე მარტო არ ვიყავი"

მერსისაიდული "ლივერპულის" იტალიელი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამართული მატჩის შემდეგ კომენტარს აკეთებს. "მიუხედავად მონდომებისა, თამაში ჩვენთვის სასურველი გზით არ წარიმართა. მაგრამ ერთი რამ გამოკვეთილი და ნათელი იყო - მე მოედანზე მარტო არ ვიყავი. YNWA!", - დაწერა მა ...

23-03-2015, 16:29

მარიო ბალოტელიმ "ემიუს" ფანებს შუა თითი უჩვენა

"ლივერპულის" ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებს გუშინდელი მატჩის შემდეგ შუა თითი უჩვენა. "ემიუს" ფანების გარკვეული ნაწილი მატჩის შემდეგ "ენფილდზე" დარჩა და მერსისაიდელთა ფეხბურთელები თავიანთი დამცინავი სიმღერებით გააღიზიანა. აღსანიშნავია, რომ მარიო ბალოტელი პროვოკაციაზე ...

23-03-2015, 15:43

"ჩელსიმ" დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა, "ევერტონმა" "ქპრ"-ს მოუგო

დღეს პრემიერ ლიგის 30-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ლონდონის "ჩელსიმ" მძიმე გამარჯვება მოიპოვა "ჰალ სიტისთან" ბრძოლაში და კვლავ განაგრძობს ჰეგემონიას ნისლიან ალბიონზე. თამაში, მართლაც რომ, ძალიან რთული აღმოჩნდა და "არისტოკრატებმა" კარში ზუსტად მხოლოდ სამჯერ დაარტყეს - შესაბამისად, 3 გოლიც გაიტანე ...

22-03-2015, 22:04

როჯერსი: "ლივერპულს" არ გაუმართლა"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი "მანჩესტერ იუნაიტედთან" განცდილ მარცხზე საუბრობს. ჩრდილო-ირლანდიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ თავის გუნდს დღევანდელ შეხვედრაში არ გაუმართლა. "მე პირველი ტაიმით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. მატჩის პირველ ნახევარში ძალიან ცუდად ვთამაშობდით, მეტოქე კი ...

22-03-2015, 20:49

კერიკი: "ემიუმ" ჯერარდის გაძევებამდე უფრო კარგად ითამაშა, ვიდრე - მის შემდეგ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, მაიკლ კერიკი "ლივერპულთან" მოპოვებული გამარჯვებით კმაყოფილია. მოგეხსენებათ, რომ ინგლისის პრემიერ-ლიგის 30-ე ტურში "ეშმაკებმა" "ენფილდზე" ადგილობრივ "ლივერპულს" სძლიეს (1:2). "– ეს ჩვენთვის ძალიან დიდი წარმატებაა" , – ციტირებს Sky Sports კერიკს." – ჩვენ სა ...

22-03-2015, 20:22

ჯერარდმა გაძევების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

"ლივერპულის" ნახევარმცველი, სტივენ ჯერარდი "მანჩეტსერ იუნაიტედთან" გამართული მატჩის შემდეგ კომენტარს აკეთებს. 34 წლის ჰავბეკი თავისი გუნდის გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის და იმედგაცრუებულია მატჩის შედეგით. "- მე წითელი ბარათი დავიმსახურე, - ციტირებს სტივენ ჯერარდის სიტყვებს Sky Sports, - მსაჯის ...

22-03-2015, 20:10

ყველა სიახლე