რედნაპი: "დელე ალი პოგბაზე ძვირი ღირს"

ლონდონის "ტოტენჰემის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ "მამლების" ნახევარმცველი, დელე ალი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ჰავბეკი, პოლ პოგბა.

17-02-2017, 23:05

ანტონიო კონტე: "არ დაივიწყოთ სამუშაო, რომელიც ვენგერმა არსენალში ჩაატარა"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ლონდონის "არსენალის" მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს შეაქო და ფრანგი მთავარი მწვრთნელის მიღწევები გაიხსენა.

17-02-2017, 22:57

გვარდიოლა: "აგუეროს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის არგენტინელ თავდამსხმელზე, სერხიო აგუეროზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის არგენტინელ შემტევს სრულიად ენდობა.

17-02-2017, 22:54

ლუის სუარესი: "ბარსელონას სიტუაციის გამოსწორება შეუძლია"

კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი მიიჩნევს, რომ "პსჟ"-სთან განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, კატალონიურ კლუბს სიტუაციის გამოსწორება შეუძლია.

17-02-2017, 22:52

პედრო: "ჩელსიში ბედნიერი ვარ"

ლონდონის "ჩელსის" ესპანელი შემტევი, პედრო როდრიგესი აცხადებს, რომ ის "არისტოკრატებში" თავს ბედნიერად გრძნობს.

16-02-2017, 23:48

მარადონა: "ნაპოლი არ მომკვდარა"

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა, დიეგო არმანდო მარადონამ განაცხადა, რომ ნეაპოლიკანელებს მადრიდის "რეალთან" დაპირისპირებაში შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი კვლავ აქვთ.

16-02-2017, 23:13

ჰენდერსონი: "ლივერპულის მიზანი ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგებაა"

"ლივერპულის" ცენტრალური ნახევარმცველი, ჯორდან ჰენდერსონი აცხადებს, რომ თავისი გუნდის მთავარი მიზანი ბოლო ტურებში ყველა შეხვედრის მოგება იქნება.

14-02-2017, 21:55

ზიდანი: "საშინაო მატჩში ნაპოლისგან გოლი არ უნდა მივიღოთ"

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრის წინ, კომენტარს აკეთებს.

14-02-2017, 21:35

ლუის ენრიკე: "დარწმუნებული ვარ, რომ პსჟ-სთან თამაში ძალიან საინტერესო იქნება"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩის წინ საინტერესო კომენტარი გააკეთა. "ბოლო რამდენიმე კვირა "პსჟ"-მ უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ჩვენ ვალდებულები ვართ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და გავიმარჯვოთ. უნაი ემერს კარგად ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩვენი ცხოვრების გართულებას ადრეც ცდილობდა.  ორივე გუნდის მთავარი მიზანი მხოლოდ ერთი იქნება - ბურთზე კონტროლის დაწესება და რაც შეიძლება

13-02-2017, 23:55

მარადონა: "იკარდის არასდროს ვაპატიებ"

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, დიეგო არმანდო მარადონამ "ინტერის" თავდამსხმელზე, მაურო იკარდიზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. ის აცხადებს, რომ არგენტინელი ფეხბურთელი მისთვის საერთოდ აღარ არსებობს. "მე იკარდის არასდროს ვაპატიებ. მან თავისი საქციელით ჩემს თვალში წარმოდგენა დაკარგა. ჩემთვის ის უბრალოდ აღარ არსებობს. ბაუსაზე საუბარი ჯერჯერობით არ მსურს. არგენტინულ ფეხბურთში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც თავიანთი დაუფიქრებელი საქციელებით ავტორიტეტს

13-02-2017, 23:46

რამოსი: "ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ორივე ფრონტზე კარგად ვიასპარეზებთ"

მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი, სერხიო რამოსი აცხადებს, რომ "სამეფო კლუბის" მიზანი ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევაა.

13-02-2017, 23:32

რამოსი: "ერთი პერიოდი 4 ნომრის 93-ზე გადაცვლაზე ვფიქრობდი"

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა, სერხიო რამოსმა "სამეფო კლუბის" მაისურით ჩატარებული მე-500 შეხვედრის შემდეგ შთაბეჭდილებები გაგვიზიარა. "არც კი ვიცი, თუ რომელია ჩემს მიერ გატანილი გოლებიდან საუკეთესო. ამ კლუბში ბევრი კარგი და საჭირო გოლი გავიტანე, მაგრამ ისინი ბავშვებივით არიან - ვერც ერთის ამორჩევა არ შემიძლია. შესაძლოა მათ შორის ყველაზე ღირებული 2014 წელს ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლია, თუმცა ჩემთვის ბოლო წუთებზე გატანილი გოლი -

13-02-2017, 22:58

იაია ტურე: "კლუბის მფლობელების მიზანი თავიდანვე მომგებიანი გუნდის შენება იყო"

"მანჩესტერ სიტის" კოტ დ-ივუარელი ნახევარმცველი, იაია ტურე აცხადებს, რომ თავისი გუნდის არაბი მფლობელების მიზანი თავიდანვე მომგებიანი გუნდის შენება იყო. "აქ გატარებული წლები ჩემთვის ბრწყინვალე იყო. მფლობელები გუნდში მოსვლიდან მომგებიანი კლუბის შენებას გეგმავდნენ. ფაქტია, რომ ახლა მათ ინგლისში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული გუნდი ჰყავთ. ჩვენ ყოველწლიურად ვვითარდებით. ჩვენ ამ სეზონში კვლავ ვასპარეზობთ ინგლისის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე. უნდა

12-02-2017, 23:51

დრინკვოტერი: "ჩვენ რანიერის გვერდით ვდგავართ"

"ლესტერ სიტის" ნახევარმცველი, დენიელ დრინკვოტერი "სუონსისთან" განცდილი წაგების შემდეგ აცხადებს, რომ ის თავის თანაგუნდელებთან ერთად, კლუბის მთავარ მწვრთნელს უჭერს მხარს. "რთულია რამის თქმა. ჩვენ არჩევანის წინაშე ვართ. ვიმედოვნებ, რომ მალე რეზულტატს გამოვასწორებთ. ახლა საკუთარი ძალების უნდა ვირწმუნოთ და ჩვეულ რიტმში დავიწყოთ თამაში. ვფიქრობ, რომ კლაუდიო რანიერი ჩვენგან ასეთ თამაშს არ იმსახურებს. ჩვენ მის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ.

12-02-2017, 23:47

რანიერი: "ჩვენ ორი პრობლემა გვაქვს: გოლებს ვუშვებთ და ვერ ვიტანთ"

"ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ "სუონსისთან" წაგების შემდეგ თავისი გუნდის პრობლემებზე ისაუბრა (2:0). "დღეს მე მსურდა, რომ ჩვენი თამაში მენახა, თუმცა კვლავ იგივე განმეორდა. ეს დაუჯერებელია. ჩვენ თამაში საკმაოდ კარგად დავიწყეთ, თუმცა საბოლოოდ ძალიან ცუდი შედეგი მივიღეთ. ჩვენ ორი პრობლემა გვაქვს: გოლებს ვუშვებთ და ვეღარ ვიტანთ. ჩვენი გუნდი ახლა რთულ მდგომარეობაშია და აუცილებლად უნდა ვიპოვოთ ისეთი რამ, რაც ამ პრობლემას

12-02-2017, 23:07

ლუის ენრიკე: "ვიმედოვნებ, რომ ვიდალი მალე დაბრუნდება"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე თავისი გუნდის განაპირა მცველის, ალიეშ ვიდალის ტრავმაზე ოფიციალურ განცხადებას აკეთებს.

12-02-2017, 01:54

კლოპი: "ფირმინო - ჩემი ღმერთია"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა "ტოტენჰემთან" მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ თავისმა გუნმა გამარჯვება დაიმსახურა. "ჩვენ ვითამაშეთ ისე, როგორც "ტოტენჰემთან" უნდა გვეთამაშა. ჩვენთვის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი იყო. პირველ ტაიმში შემტევმა ხაზმა ბრწყინვალედ ითამაშა, მეორე ტაიმში კი თავი დაცვამაც გამოიჩინა. ჰენდერსონი, ვინალდუმი, ფირმინო - ყველამ უზადო მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება ფირმინო - ჩემი ღმერთია, არ

12-02-2017, 01:25

პოჩეტინო: "დღეს ლივერპული ჩვენზე უკეთესი იყო"

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ "ლივერპულთან" განცდილი მარცხის შემდეგ, კომენტარი გააკეთა:

12-02-2017, 01:20

ვილიანი: "ზაფხულში მანჩესტერში გადასვლა შემეძლო"

ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი, ვილიანი აცხადებს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მის გადაბირებას "მანჩესტერ იუნაიტედი" ცდილობდა. "ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემით ინტერესდებოდა. არ ვიცი იყო თუ არა რაიმე შეთავაზება, მაგრამ ის, რაც თავში ვთქვი, ზუსტად ვიცი. ახლა "ჩელსიში" ბედნიერი ვარ. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც ამ ეტაპზე შემიძლია. ძალიან მომწონს ლონდონში თამაშ და ცხოვრება. ჩემი სახლი აქაა", - განაცხადა ვილიანმა.

9-02-2017, 23:21

ტორღან აზარი: "ედენზე უკეთესები მხოლოდ მესი და რონალდუ არიან"

მიუნხენგლადბახის "ბორუსიის" ბელგიელმა შემტევმა, ტორღან აზარმა თავის ძმაზე, ედენ აზარზე ისაუბრა და განაცხადა, ომ ამ დროისთვის მასზე უკეთესად მხოლოდ ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ თამაშობენ.

8-02-2017, 23:50

კურტუა: "ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს აზრი არ აქვს, ჩვენ ისადაც პირველები ვიქნებოდით"

ლონდონის "ჩელსის" გოლკიპერი, ტიბო კურტუა მიიჩნევს, რომ თავისი გუნდის ევროტურნირებს მიღმა ყოფნა, მას პრემიერ ლიგის ტიტულის დაუფლებაში სულაც არ ეხმარება. "მოთამაშეები კონცენტრირებულნი არიან ყოველ შემდეგ თამაშზე. ევროტურნირებზე ასპარეზობა ყველა მათგანს სურს, თუმცა ასეც რომ იყოს, ჩვენ რიტმს ნამდვილად არ დავკარგავდით და კვლავ პირველები ვიქნებოდით. იმ წელს, როცა ჩემპიონები გავხდით, ჩემპიონთა ლიგაზეც ვთამაშობდით. ასე რომ, მე განსხვავებას ვერ ვხედავ",

8-02-2017, 23:44

მუსტაფის არსენალის ჩემპიონობის სჯერა

ლონდონის "არსენალის" გერმანელი დამცველი, შკოდრან მუსტაფი იმედოვნებს, რომ "მეთოფეები" მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულს დაეუფლებიან. "ვფიქრობ, რომ ტიტულის დაუფლება ძალიან ძნელი იქნება, თუმცა მე მაინც მჯერა, რომ "არსენალს" ჩემპიონობა შეუძლია. ჯერჯერობით ეს სრულიად შესაძლებელია. "უოტფორდთან" წაგების შემდეგ, ჩვენ ძალიან გავბრაზდით. ამ მარცხმა მორალური მდგომარეობა გაგვინაგურა. თუმცა, ახლა მოტივირებულები ვართ და ჩვენ მხოლოდ შემდეგ თამაშებზე

8-02-2017, 23:36

კავანი: "ნაპოლი ჩემს გარეშეც ძლიერია"

ფრანგული "პსჟს" თავდამსხმელი, ედინსონ კავანი თავის ყოფილ გუნდზე - "ნაპოლიზე" საუბრობს და იტალიურ კლუბს აქებს. "ნაპოლის თამაშებს ხშირად ვუყურებ და ამ გუნდის პერფორმანსი ძალიან მომწონს. თუმცა, მე "პსჟ"-ში ვთამაშობ და ახლა ჩემთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი სწორედ ეს გუნდია. ამჟამინდელი "ნაპოლი" ჩემს გარეშეც საკმაოდ ძლიერია", - განაცხადა კავანიმ.

8-02-2017, 23:33

კალეხონი: "რონალდუ - მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია"

"ნაპოლის" გარემარბი, ხოსე კალეხონი აცხადებს, რომ მისი აზრით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" შემტევი, კრიშტიანუ რონალდუა. "ერთის მხრივ, მე საკუთარ სახლში ვბრუნდები. თუმცა, მეორე მხრივ, მე ვხვდები "რეალს", როგორც მეტოქეს. ყველა ვარიანტში განსაკუთრებული მატჩი გველოდება. ლუიშ ფიგუ ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო, თუმცა თუ ახლა მკითხავთ, თუ ვინ არის ამ დროისთვის საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში, გეტყვით, რომ ეს კრიშტიანუ რონალდუა", -

8-02-2017, 23:23

კევინ-პრინც ბოატენგი: "კლოპი - მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია"

"ლას პალმასის" ნახევარმცველი, კევინ-პრინც ბოატენგი აცხადებს, რომ "ლივერპულის" გერმანელი თავკაცი, იურგენ კლოპი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. "კლოპი - მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. მან იცის, თუ როგორ უნდა დაუჭიროს მხარი ფეხბურთელს. მას აბსოლუტურად ყველა თვისება აქვს საუკეთესო მწვრთნელისთვის. ჰკითხეთ მოთამაშეებს და ისინი გეტყვიან: "კლოპი საუკეთესო მწვრთნელია, მზად ვარ მის გამო მოედანზე მოვკვდე" დორტმუნდში იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც

7-02-2017, 23:36

ალდერვეირელდი: "რა არის პრემიერ ლიგის მთავარი მინუსი?"

ლონდონის "ტოტენჰემის" მცველი, ტობი ალდერვეირელდი ინგლისის პრემიერ ლიგის ცუდ მხარეებზე საუბრობს. "მას შემდეგ, რაც 15 წელი შემისრულდა, მე ახალ წელს ან შობას ოჯახთან ერთად ვეღარ ვხვდები. საკუთარ მშობლებს იშვიათად, ან საერთოდ ვერ ვხედავ. პრემიერ ლიგის მინუსი სწორედ ისაა, რომ შობისა და ახალი წლის პერიოდში ოჯახთან ურთიერთობის საშალება მოთამაშეებს არ ეძლევათ. ჩემს უფროს ძმას ორი შვილი ჰყავს. მე მათ დაბადების დღეებზე ვერცერთხელ მივედი. 12 წელია უკვე

7-02-2017, 23:16

მარსელომ რეალის ფანებს მიმართა: "მოკეტეთ, იდიოტებო!"

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა, მარსელომ სოციალური ქსელის მეშვეობით მადრიდული კლუბის გულშემატკივრებს შეურაცხყოფა მიაყენა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "რეალის" გულშემატკივრების მხრიდან კრიშტიანუ რონალდუსა და "რეალის" სხვა ფეხბურთელებისადმი სტვენას შემდეგნაირად უპასუხა: "მოკეტეთ, იდიოტებო!"

6-02-2017, 22:16

კაბალერო: "ბრავო მხარს მიჭერს"

"მანჩესტერ სიტის" გოლკიპერი, ვილი კაბალერო აცხადებს, რომ "ქალაქელების" მეორე მეკარე, კლაუდიო ბრავო მას მხარს უჭერს.

6-02-2017, 21:29

მხითარიანი: "მოურინიომ მეორე ფორვარდი მოხსნა და სწორედ ამან გაამართლა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" სომეხი შემტევი ნახევარმცველი,ჰენრიკ მხითარიანი აცხადებს, რომ "ლესტერთან" გამართულ შეხვედრაში წარმატება მოურინიოს მიერ მეორე თავდამსხმელის მოხსნამ განაპირობა. "მატჩამდე ჩვენ შევთანხმდით, რომ ორი თავდამსხმელის ტაქტიკა არ ამართლებდა. ასე, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი მოურინიომ შემადგენლობიდან მოხსნა. ვფიქრობ, რომ სწორედ ამან იმუშავა. ჩვენ 3 ქულის მოპოვებით და დამაჯერებელი გამარჯვებით, ძალიან კმაყოფილნი ვართ", - განაცხადა

5-02-2017, 23:55

ფუქსი: "ლესტერის ფეხბურთელებმა ხელები არ უნდა დაუშვან"

ინგლისის მოქმედი ჩემპიონი გუნდის - "ლესტერ სიტის" განაპირა მცველი, კრისტიან ფუქსი "მანჩესტერ იუნაიტედთან" განცდილი მარცხით იმედგაცრუებულია, თუმცა მიიჩნევს, რომ თავისმა თანაგუნდელებმა ხელები არ უნდა ჩამოუშვან. "მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ხელები არ უნდა დავუშვათ. უნდა ვიბრძოლოთ ისე, როგორც ერთმა გუნდმა და წარმატებასაც აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა კრისტიან ფუქსმა.

5-02-2017, 23:52

ჟეზუსი: "არ მეგონა, თუ პრემიერ ლიგაში თამაში ასე გამიადვილდებოდა"

"მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელი შემტევი, გარიელ ჟეზუსი მიიჩენვს, რომ მას პრემიერ ლიგაში თამაში გაუადვილდა. "მანჩესტერ სიტი - ჩემი პირველი ევროპული გუნდია. არ მეგონა, რომ პრემიერ ლიგაში თამაში ასე გამიადვილდებოდა. ეს არა მხოლოდ ფეხბურთს, არამედ ინგლისში ცხოვრებასაც ეხება. მადლობა ყველა გულშემატკივარს, რომლებიც "სიტიში" ადაპტაციის სწრაფად გავლაში მეხმარებიან", - განაცხადა გაბრიელ ჟეზუსმა.

5-02-2017, 23:43

მარკოს ალონსო: "ბელიერინი ჩემი მეგობარია, თუმცა გოლის მომენტში მე არ დავჯარიმებულვარ"

ლონდონის "ჩელსის" ესპანელმა განაპირა მცველმა, მარკოს ალონსომ "არსენალთან" გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის ბელერინთან ეპიზოდში არ ჯარიმდებოდა. "შეხვედრის მიმდინარეობას ჩვენ ვაკონტროლებდით, თუმცა გაბრაზებულები ვართ იმ ფაქტით, რომ გოლი გავუშვით. ასეთ თამაშებში არა სამს, არამედ 6 ქულას იღებ. ეს კვირა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მე მეორე სართულზე მოგებული ორთაბრძოლის ხარჯზე გავიტანე. ბელერინი ჩემი მეგობარია,

5-02-2017, 23:36

ჰამანი: "კლოპს ლივერპულის შედეგები არ გამოუსწორებია"

"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა, დიტმარ ჰამანმა იურგენ კლოპი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გერმანელ სპეციალისტთან კონტრაქტის გახანგრძლივება კლუბის მხრიდან შეცდომა იყო.

5-02-2017, 23:32

მონტელა: "მილანს ყველაფერი საუკეთესო წინ აქვს"

"მილანის" მთავარი მწვრთნელი, ვინჩენცო მონტელა "სამპდორიასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, აცხადებს, რომ მიუხედავად ამ შედეგისა, "მილანს" ყველაფერი საუკეთესო მომავალში აქვს. "ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. ამ რეზულტატის მიღება ჩვენთვის ურთულესია, თუმცა სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ საკუთრი თავის რწმენა არ უნდა დავკარგოთ და მოედანზე 100%-ით დავიხარჯოთ. დიახ, დღეს მომენტების შექმნა და გოლის გატანა ძალიან ჭირდა, თუმცა "მილანს" ყველაფერი საუკეთესო წინ

5-02-2017, 23:19

ნეიმარი: "ჩემი ოცნება 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაა"

კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ნეიმარმა განაცხადა, რომ ის ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაზე ოცნებობს. "ძალიან ბევრი ამბიცია მაქვს, ჯერჯერობით ყველაფერი არ გამიკეთებია, რისი გაკეთებაც მსურს. კიდევ ბევრია ისეთ ტიტული, რომლის დაუფლებაზეც ვოცნებობ. ამის გამოყენება მსურს. მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე ვფიქრობ. ამ ტიტულის მოგებაზე ყოველდღე ვოცნებობ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 2018 წელს ამ

5-02-2017, 23:05

აგუერომ სიტიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ "ქალაქელების" შესაძლო დატოვებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა. "მე ყველაფერი უნდა გავაკეთო, რათა უახლოეს სამ თვეში ჩემს გუნდს დავეხმარო. ამის შემდეგ, თავად კლუბი გადაწყვეტს უნდა დავრჩე თუ არა გუნდში", - განაცხადა სერხიო აგუერომ. მიმდინარე სეზონში 28 წლის თავდამსხმელმა პრემიერ ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 11 გოლი გაიტანა.

5-02-2017, 22:48

სილვა: "ლივერპულთან გამარჯვება - საოცარი შედეგია!"

"ჰალ სიტის" მთავარი მწვრთნელი, მარკო სილვა "ლივერპულთან" მოპოვებული გამარჯვებით ძალიან გახარებულია (2:0). "ეს ფანტასტიკაა. ფანტასიური დღე იყო. გულშემატკივრები დაუჯერბლები იყვნენ. ისინი გუნდს 90 წუთის განმავლობაში გვერდით ედგნენ. ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან. ჩვენმა გუნდმა ბრწყინვალე სულისკვეთება გამოამჟღავნა. პრემიერ ლიგაში რთულია გოლის არ გაშვება, თუმცა დღეს ჩვენ ეს შევძელით", - განაცხადა "ჰალ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა.

4-02-2017, 23:52

კუმანი: "6:3 არანორმალური შედეგია"

"ევერტონის" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი "ბორნმუთთან" მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, კომენტარს აკეთებს. "ეს არანორმალური რეზულტატია. გიჟური თამაში იყო. ორივე გუნდმა შეცვალა სქემა და გახსნილი, სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა. მეტოქემ ამოცანის შესრულება გაგვირთულა, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ გამარჯვება მაინც მოვიპოვეთ. ჩვენ მივიღეთ 3 გოლი, თუმცა მაინც მოვიგეთ. ეს არის ნამდვილი შედეგი. ლუკაკუმ დაამტკიცა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი

4-02-2017, 23:48

კეჰილი: "აზარის გოლმა ინტრიგა მოკლა"

ლონდონის "ჩელსის" მცველი, გარი კეჰილი მიიჩნევს, რომ თავისი თანაგუნდელის, ედენ აზარის მიერ გატანილმა გოლმა "არსენალთან" შეხვედრაში ინტრიგა გააქრო.

4-02-2017, 23:35

კლოპი: "ორივე გოლი ძალიან ადვილად გავუშვით"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი "ჰალ სიტისთან" განცდილი მარცხის შემდეგ იმედგაცრუებულია. გერმანელი მწვრთნელის აზრით, გუნდში სიტუაცია უნდა გამოსწორდეს. "თვალსაჩინოა, რომ ჩვენ არც ისე კარგად ვითამაშეთ. ორივე გოლი ძალიან ადვილად გავუშვით. პირველ ტაიმში ცუდად ვთამაშობდით. ჩემი გუნდის თამაში საერთოდ არ მომეწონა. ბურთს ძალიან დიდი დროის განმავლობაში ვფლობდით, თუმცა აზრი? ბურთის ფლობა კარგია მაშინ, როცა რაღაცის შექმნა შეგიძლია. ჩვენ ახლა

4-02-2017, 23:32

აზარი: "ასეთ გოლებს ყველა თამაშში ვერ გავიტან"

ლონდონის "ჩელსის" ბელგიელმა შემტევმა, ედენ აზარმა ლონდონის "არსენალის" კარში გატანილი ბრწყინვალე გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

4-02-2017, 23:25

ვენგერი კანტეს შეძენას ორჯერ ეცადა

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი "ჩელსის" ცენტრალური ნახევარმცველის, ნგოლო კანტეს ყიდვას ორჯერ ეცადა.

3-02-2017, 23:48

კონტე მიიჩნევს, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა კვლავ გრძელდება"

ლონდონის "ჩელსის" თავკაცი, ანტონიო კონტე აცხადებს, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება.

3-02-2017, 23:45

პირესი: "არსენალს საჩემპიონო რბოლაში დარჩენის ბოლო შანსი აქვს"

ლონდონის "არსენალის" ლეგენდარული შემტევი, პირესი მიიჩნევს, რომ ლონდონის "არსენალს" ინგლისის პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში დარჩენის ბოლო შანსი "ჩელსისთან" გამართულ შეხვედრაში აქვს. "ვფიქრობ, რომ ეს "არსენალის" ბოლო შანსია, შეინარჩუნოს ტიტულისთვის მებრძოლის სტატუსი. თუ "მეთოფეები" "ჩელსის" დამაარცხებენ, მაშინ ისინი კვლავ საქმეში იქნებიან. "ჩელსიმ" ბოლო 4 თვე ფანტასტიურად ჩაატარა, თუმცა თუ "არსენალი" "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმარჯვებს, ყველაფერი

3-02-2017, 23:42

ვიტსელი: "რატომ ჩინეთი და არა იუვენტუსი? ტრანსფერში დიდი როლი ფულმა ითამაშა"

ჩინეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ვარსკვლავი, აქსელ ვიტსელი საუბრობს მიზეზზე, რომლის გამოც მან ტურინის "იუვენტუსის" ნაცვლად, ჩინეთის ჩემპიონატში გადასვლა გადაწყვიტა.

3-02-2017, 23:36

ევრა: "იუვენტუსში არსებული სიტუაციით უკმაყოფილო ვიყავი"

ტურინის "იუვენტუსის" აწ უკვე ყოფილი განაპირა მცველი, პატრის ევრა, რომელიც იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მარსელში" გადავიდა, ტურინული კლუბის დატოვების მიზეზებს განიხილავს.

3-02-2017, 23:24

გვარდიოლა: "აგუეროს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ის სერხიო აგუეროს გაშვებას აპირებს. "სერხიო აგუეროს შესაძლებლობებში არანაირი ეჭვი არ მეპარება. თუ რამდენიმე მატჩს არ ჩავთვლით, მე მისი მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ. აგუერო ჩვენი გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად რჩება", - განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აგუეროს შეძენით ფრანგული "პსჟ" არის დაინტერესებული.

3-02-2017, 23:22

მოურინიო: "ზაფხულამდე ტრანსფერებზე არაფერი მკითხოთ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ის ზახულის სატრანსფერო ფანჯრამდე ტრანსფერებზე საუბარს არ აპირებს.

3-02-2017, 23:11

ლინგარდი: "ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი გარემარბი, ჯესი ლინგარდი იმედოვნებს, რომ თავისი გუნდი შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარაზებს

2-02-2017, 23:43

კლოპი: "ვფიქრობ, რომ მეოთხე მსაჯთან დაკავშირებით გამიმართლა"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ლონდონის "ჩელსისთან" მომხდარი ინციდენტის შემდეგ კომენტარს აკეთებს. როგორც მოგეხსენებათ, კლოპმა სიმონ მინოლეს მიერ მოგერიებული პენალტის შემდეგ მეოთხე არბიტრს უყვირა: "ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს!" "ვფიქრობ, რომ ყველაფერი თვითონ მეოთხე მსაჯზე იყო დამოკიდებული. როცა მატჩის შემდეგ ფოტო ვნახე, საყვარლად ნამდვილად არ გამოვიყურებოდი. თუმცა, ეს არც ისეთი ცუდი იყო. შესაძლოა, მეოთხე მსაჯთან დაკავშირებით

2-02-2017, 23:13

ყველა სიახლე