მარკიზიო "იუვენტუსს" არ დატოვებს

არც კლუბი და არც ფეხბურთელი თანამშრომლობის გაწყვეტას არ გეგმავენ. "იუვენტუსში" დარჩენა და გუნდთან ერთად ტიტულებისთვის ბრძოლის გაგრძელება მსურს, რადგან სწორედ ტურინში გავიზარდე", - განაცხადა კლაუდიო მარკიზიომ. "ბებერი ქალბატონის" გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამაც დაადასტურა, რომ კლუბი ი ...

3-06-2013, 21:53

მოჯი: "იუვენტუსმა" რონალდუ ხელიდან გაუშვა

მადრიდის "რეალის" ფორვარდი თავის დროზე შესაძლო იყო იტალიაში აღმოჩენილიყო. "იუვენტუსის" ყოფილმა გენერალურმა მენეჯერმა ლუჩანო მოჯიმ პრესას უთხრა, რომ 2003-წელს შესაძლო იყო ტურინში "რეალისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ გადაბარგებულიყო. "ფაქტობრივად, რონალდუსთან ...

2-06-2013, 15:05

"მან სიტი" ფერნანდინიოდან ვიდალზე გადაერთო

ინგლისურმა კლუბმა ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებისათვის თავისი სატრანსფერო პრიორიტეტი შეცვალა. "მანჩესტერ სიტი" დონეცკის "შახტარის" ბრაზილიელ ნახევარმცველში 40 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდას არ აპირებს, სწორედ ამიტომ, მანჩესტერელების ახალი მიზანი "იუვენტუსის" ნახევარმცველი არტურო ვიდალი გახ ...

2-06-2013, 14:52

"არსენალს" იოვეტიჩის ხელში ჩაგდებამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს

"ფიორენტინას" ფორვარდმა უახლოეს დროში შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს. იტალიაში იუწყებიან, რომ სტევან იოვეტიჩისთვის გადაბირებისთვის ბრძოლაში "არსენალისა" და "იუვენტუსის" შანსები გათანაბრდა. საქმე იმაშია, რომ "იუვენტუსი" არ აპირებს ფორვარდის სანაცვლოდ "იების" მიერ მოთხოვნილი 30 მილიონი ევ ...

1-06-2013, 21:07

იოვეტიჩი "იუვეში" გადასასვლელად ემზადება?

ჩერნოგორიელი ფორვარდი, როგორც ჩანს, "ფიორენტინას" დატოვებას აპირებს. სტევან იოვეტიჩის შეძენით სხვადასხვა დროს მრავალი ევროპული გრანდი ინტერესდებოდა. ვარაუდობდნენ, რომ ფეხბურთელი კარიერას ინგლისში გააგრძელებდა, თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა. Gazzetta dello Sport იუწყება, რომ სტევანი ...

1-06-2013, 09:47

"მონაკო": 25 მილიონი ევრო მარკიზიოს სანაცვლოდ

ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი, შესაძლოა უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ამბიციურ ფრანგულ კლუბში გადაბარგდეს. გრძელდება "მონაკოს" ხელმძღვანელობის დაინტერესება, სხვადასხვა ევროპული გრანდების მოთამაშეებით. L'Equipe ირწმუნება, რომ "მონაკო" კლაუდიო მარკიზ ...

31-05-2013, 15:33

"იუვენტუსი" ვიდალის შენარჩუნებას ეცდება

როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში "ბებერი ქალბატონი" ჩილელ ნახევარმცველს, ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. მოსალოდნელია, რომ არტუროს ახალი ხელშეკრულება, ძალაში 2018 წლამდე იქნება. მისი ხელფასი გაიზრდება და ის წელიწადში 2.7 მილიონ ევროს შეადგენს. სავარაუდოდ, კლუბის ხელმძღვანელობა ...

29-05-2013, 15:23

"იუვენტუსი" იოვეტიჩის სანაცვლოდ 30 მილიონს ჩამოდის

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტურინის "იუვენტუსი" მზადაა, "ფიორენტინას" იოვეტიჩის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაუხადოს. სხვათა შორის, "ბებერი ქალბატონი" მხოლოდ ამ თანხაზე გაჩერებას არ აპირებს და "იებისთვის" ამ სამეულიდან: მანოლო ჯაბადინი, მარონე ან მაურისიო ისლა- ერთ-ერთის გ ...

26-05-2013, 22:57

"არსენალი" პოგბასთვის 15 მილიონს ამზადებს

უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "მეთოფეები" ახალგაზრდა ფრანგი მოთამაშის გადაბირებას ეცდებიან. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, არსენ ვენგერს, "იუვენტუსის" ნახევარმცველის შეძენის მცდელობა უკვე ორჯერ ჰქონდა. წყაროზე დაყრდნობით, ამ ზაფხულს იგი კვლავ შეეცდება მის გადაბ ...

26-05-2013, 18:52

სერია ა-ს ტოპ-10 გოლი 20012/13 წლების სეზონში (ვიდეო)

გთავაზობთ სერია ა-ს საუეკთესო გოლების ათეულს ( 2012/13 )

25-05-2013, 11:57

"იუვენტუსი" იგუაინს დაეთანხმა

მადრიდის "რეალის" ამჟამინდელი თავდამსხმელი, ტურინში გადაბარგების ზღვარზეა. ადრე პრესა იტყობინებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ არგენტინელი ფორვარდის თამაშს ლონდონის "არსენალისა" და ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელები აკვირდებიან. თუმცა როგორც ჩანს, ამ ბრძოლაში გამარჯვება იტალიე ...

23-05-2013, 17:39

"რეალმა" და "იუვენტუსმა" იგუაინის თაობაზე მოლაპარაკებების გამართვა დაიწყეს

ტურინიული კლუბის დელეგაცია, ამჟამად მადრიდს სტუმრობს. ეს არ არის საიდუმლო, რომ უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "იუვენტუსი" თავდასხმის ხაზის გაძლიერებას ეცდება. სწორედ ამიტომ, არგენტინელ ფორვარდთან აქტიური მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციის თ ...

23-05-2013, 00:42

მაროტა იგუაინის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გასამართად მადრიდში ჩაფრინდება

"იუვენტუსს" მადრიდის "რეალის" არგენტინელი თავდამსხმელის ხელში ჩაგდება სურს. არსებული ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონის" გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა ესპანეთის დედაქალაქში გონსალო იგუაინის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გასამართად ჩაფრინდება. "ბლანკოსი" არგენტინის ეროვნული ნაკრე ...

21-05-2013, 22:44

"იუვენტუსი" ლიხტშტაინერს ახალ კონტრაქტს უმზადებს

შვეიცარიელი მცველი ტურინში რჩება. ადრე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "იუვენტუსმა" შესაძლოა სტეფან ლიხტშტაინერი "რეალის" ფორვარდის გონსალო იგუაინის ტრანსფერში ჩართოს, თუმცა, როგორც ჩანს, შვეიცარიელი აპენინებზე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება. მარჯვენა მცველს მოქმედი კო ...

21-05-2013, 15:57

"ემიუ": 25 მლნ ფუნტი მარკიზიოსთვის?

"იუვენტუსის" ნახევარმცველი ამ ზაფხულს შესაძლოა ინგლისში გადაბარგდეს. იტალიის ეროვნული ნაკრების 27-წლის ფეხბურთელის მიმართ "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესებთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია, რაც ვიცით, თუმცა ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით, რაიმე კონკრეტული არ გაგვიგია. ახლა კი, გაჩნდა ი ...

21-05-2013, 15:17

"იუვენტუსი" პოდოლსკით დაინტერესდა

ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი თავის მომავალს ამ ზაფხულს გაარკვევს. ცოტა ხნის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურინის "იუვენტუსი" გეგმავს შემტევი ხაზის გაძლიერებას და მათი რეალური კარდიდატი ლუკას პოდოლსკია. "მე ხშირად მაქვს შემოთავაზება სხვადასხვა კლუბებიდან, მაგრა ...

21-05-2013, 12:41

კონტე: "მესის, რონალდუსა და ნეიმარის გაწვრთნაზე უარს არ ვიტყოდი"

"ბებერი ქალბატონის" თავკაცმა იუმორის თანხლებით კლუბის საზაფხულო გეგმებზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, "იუვემ" უკვე შეათანხმა ფერნანდო ლიორენტეს ტრანსფერი, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩავა ტურინში, თუმცა კლუბი ამაზე გაჩეებას არ აპირებს და გონსალო იგუაინისა და ტევესის გადმობირებას ეცდება. "იგ ...

19-05-2013, 16:18

"იუვენტუსი" გენუაში დამარცხდა

"სამპდორიამ" იტალიის ჩემპიონების დამარცხება, ბრძოლაში შეძლო. "სამპდორია" 3-2 "იუვენტუსი" გოლები: ედერი 31 (პენ.), დე სილვესტრი 57, იკადრი 75 - ქვალიარელა 25, ჯაკერინი 90+1. "სამპდორია" - ანჯელო, მუსტაფი, გასტალდელო, კასტელინი, პალომბო (მუნარი 66), პოლი, პედრო ობიანგი, დ ...

19-05-2013, 01:29

"იუვენტუსი" პიშჩეკს აკვირდება

იტალიური გრანდი ამ ზაფხულს პოლონელის შეძენას გეგმავს. პრესა წერს იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა აქტიურად აკვირდება დორტმუნდის "ბორუსიას" მცველს ლუკაშ პიშჩეკს. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ზაფხულში შტეფან ლიხტშტაინერი "ბებერ ქალბატონს" დატოვებს, რადგან მისი შეძენ ...

18-05-2013, 13:56

"იუვენტუსი" სუნიგათი დაინტერესდა

მცველმა/ნახევარმცველმა შესაძლოა უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, სამუშაო ადგილი შეიცვალოს. La Gazzetta Dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინული კლუბის ხელმძღვანელები, კოლუმბილელი მოთამაშის გადაბირებას გეგმავენ. ხუან კამილო სუნიგას ნე ...

17-05-2013, 14:55

იოვეტიჩის სანაცვლოდ "იუვე" 22 მილიონს იხდის

როგორც ჩანს, ტურინელები ახალგაზრდა ჩერნოგორიელის შეძენით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი. Tuttosport-ის ინფორმაციით, დღეს "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ "ფიორენტინას" სტევან იოვეტიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით, 22 მილიონი ევროს ფარგლებში, ოფიციალური წინადადებით მიმართა. 23-წლის თავდ ...

16-05-2013, 17:54

კონტემ "იუვენტუსთან" მოლაპარაკებები წამოიწყო

ტურინელების თავკაცის ბედი უახლოეს დროში გადაწყდება. შეგახსენებთ, ანტონიო კონტემ "სკუდეტოს" ზედიზედ მეორედ მოგების შემდეგ განაცხადა, რომ მისი მომავალი მხოლოდ კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგ გაირკვევა. ახლა კი, პრესა იუწყება, რომ სპეციალისტი "იუვეს" პრეზიდენტს ანდრეა ანიელის და კლუბ ...

16-05-2013, 13:35

მაროტა: "ზლატანი "იუვენტუსში" არ დაბრუნდება"

"ბებერი ქალბატონის" სპორტულმა დირექტორმა, ბოლო დროს გავრცელებული ჭორები უარყო. "ეს ძალიან მარტივია. იბრაჰიმოვიჩი ტურინში არ დაბრუნდება."-აცხადებს პეპე მაროტა. "ანტონიო კონტე "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, მომდევნო სეზონშიც იქნება. ახლა ყველაფერი ჰარმონიაშია, ...

15-05-2013, 21:34

იგუაინი: "რეალი" 30-ს ითხოვს, "იუვე" 25-ს იხდის

Gazzetta dello Sport მადრიდის "რეალსა" და ტურინის "იუვენტუსს" შორის მიმდინარე პროცესზე იტყობინება, რომელიც იგუაინის ტრანსფერს ეხება. ავტორიტეტული იტალიური გამომცემლობის მტკიცებით, 25 წლის თავდამსხმელი ანტონიო კონტესთვის პრიორიტეტული სამიზნეა ზაფხულში. თავად პიპიტაც თანახმაა ტურინში გადასვლ ...

14-05-2013, 12:26

"იუვენტუსი" დიამანტით ინტერესდება

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ტურინელები "ბოლონიას" ნახევარმცველის გადაბირებას შეეცდებიან. ანტონიო კონტეს მომავალი სეზონისთვის, თავდასხმის პოტენციალის გაძლიერება სურს. როგორც ცნობილია, ბიანკონერი ალესანდრო დიამანტის თამაშით არის დაინტერესებული. მოსალოდნელია, რომ ზაფხუ ...

13-05-2013, 16:07

"იუვენტუსმა" იგუაინთან პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა

"იუვენტუსი" "რეალის" თავდამსხმელს გონსალო იგუაინს ტურინულ კლუბში მის სამომავლო ხელფასის პირობებზე შეუთანხმდა. "ბებერი ქალბატონი" არგენტინის ეროვნული ნაკრების 25-წლის ფეხბურთელთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის თანახმადაც იგუაინი წელიწადში 4,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, იტყობინება < ...

12-05-2013, 17:20

"იუვენტუსი" და "კალიარი": მშვიდი ფრე

ტურინელებს იტალიის ჩემპიონობა უკვე განაღდებული აქვთ, ამიტომაც "კალიარისთან" დაპირისპირების დროს, მატჩი დიდად არ დაუძაბიათ. "იუვენტუსი" 1-1 "კალიარი" გოლები: ვუჩინიჩი 62 - იბარბო 13. "იუვენტუსი" - სტორარი, ბარცალი (კასერესი 15), ბონუჩი, კიელინი, ისლა, ვიდალი, მარონე, მარ ...

12-05-2013, 02:13

ვიდალი - "იუვენტუსის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი "იუვენტუსის" მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. "იუვეს" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი კლუბის ხელმძღვანელების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. გამოკითხვის შედეგად პირველი ადგილი არტურო ვიდალმა დაიკავა. მან კლაუდიო მარკიზიოსა და ანდრეა პირლოს აჯო ...

11-05-2013, 14:52

"რეალი" და "იუვენტუსი" იგუაინის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს 20 მაისს გამართავენ

არგენტინელი ტურინში გადაბარგებასთან ახლოსაა. "იუვენტუსი" იმ თავდამსხმელის ტრანსფერით სერიოზულადაა დაინტერესებული, რომელიც "რეალს" აღარ სჭირდება. პრესა იუწყება, რომ ფორვარდმა და "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელებმა პრინციპული შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ამ გარიგების განსახორციელებლად მხოლოდ ე ...

11-05-2013, 13:58

როგორ აღნიშნეს ჩემპიონობა ტურინში (ვიდეო)

გთავაზობთ მცირე ვიდეორგოლს, რომელშიც კარგადაა ასახული, თუ რა ვითარება იყო ტურინში "იუვენტუსის" გაჩემპიონების შემდეგ...

10-05-2013, 20:15

"იუვენტუსი": კიდევ ერთი მცდელობა კავანის ხელში ჩაგდებისთვის

"ბებერი ქალბატონი" შემადგენლობის გაძლიერებას ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელით გეგმავს. ბოლო ინფორმაციით "იუვენტუსი" "ნაპოლის" ოფიციალურ წინადადებას უმზადებს, შემდეგნაირი სქემით - ტურინული კლუბი კაავნის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის და მზადაა ნეაპოლელებს თავისი გუნდის ოთხი ფეხბურთელი ...

10-05-2013, 12:05

მატრი: "იუვენტუსში" დარჩენა მსურს"

"იუვენტუსის" ფორვარდმა ალესანდრო მატრიმ განაცხადა, რომ მის ამჟამინდელ კლუბში სურს კარიერის გაგრძელება. "აქ დარჩენა და თავდამსხმელების ჯგუფის ნაწილად ყოფნა მსურს. ჩვენი ტოპ-ფორვარდების სხვა კლუბში გადაბარგებასთან დაკავშირებული გახშირებული საუბრები იმ დიდ სამუშაოსკენ მიუთითებს, რომელიც ჩვენმა თ ...

9-05-2013, 14:45

"იუვენტუსი" კავანიში 30 მლნ ევროსა და ერთ ფეხბურთელს ჩამოდის

კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა იტალიურ პრესაში. "იუვენტუსი" "ნაპოლისთან" ფორვარდ ედინსონ კავანის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს, იტყობინება Tuttosport. ტურინელები მზად არიან "მატადორის" სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ და გარდა ამისა, ნეაპოლელებს ...

9-05-2013, 13:31

მედია: იგუაინმა "იუვენტუსში" გადასვლაზე "დიახ" განაცხადა

როგორც ჩანს, მხარეებმა მოთამაშის ტრანსფერთან დაკავშირებით, წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport იტყობინება, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელები, გონსალო იგუაინის "იუვენტუსში" გაშვებას დათანხმდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახ ...

9-05-2013, 01:33

"რეალი" და "იუვენტუსი" იგუაინის ტრანსფერს განიხილავენ

უკვე დიდი ხანია, რაც ტურინული კლუბი არგენტინელი თავდამსხმელის შეძენით ინტერესდება. არსებული ინფორმაციით, ძალიან მალე, "რეალისა" და "იუვენტუსის" წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ, რათა გონსალოს "ბებერ ქალბატონში" შესაძლო გადაბარგება განიხილონ. შეხვედრა უახლოეს დროში ტურინში უნდა შედგეს. ...

7-05-2013, 13:15

აგენტი: ჯოვინკოს "იუვენტუსში" დარჩენა სურს

სებასტიან ჯოვინკო სავარაუდოდ "ბებერ ქალბატონს" არ დატოვებს და კონტრაქტს გაახანგრძლივებს. "ნაპოლიზე" გავრცელებული ჭორები აბსოლუტურად აბსურდულია, - დაიწყო ფეხბურთელის წარმომადგენელმა კლაუდიო პასკუალინმა. - იგი, როგორც არასდროს, მზადაა კარიერა "იუვენტუსში" გააგრძელოს". "თუ რაიმე სასწაული არ მ ...

6-05-2013, 22:27

იბრაჰიმოვიჩი ტურინში საცხოვრებელ ბინას ეძებს

სავსებით შესაძლებელია, რომ საფრანგეთში ზლატანის ასპარეზობა მხოლოდ ერთწლიანი აღმოჩნდეს. იტალიური პრესის ცნობით, "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგების ვარიანტს განიხილავს. საქმე იმაშია, რომ მრავალ წყაროზე დაყრდნობით, ზლატანს საფრანგეთის ჩემპიო ...

6-05-2013, 19:47

პოგბასთვის სეზონი დასრულებულია

"იუვენტუსის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ასეთი აღმოჩნდა სერია ა-ს დისციპლინარული კომიტეტის მიერ გამოტანილი ვერდიქტი, რომელმაც "პალერმოს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ფრანგის წითელი ბარათი განიხილა. მოგეხსენებათ, "ბებერი ქალბატონის" ჩამშლელმა ნახევარმცველმა ს ...

6-05-2013, 17:48

კონტე "იუვენტუსს" არ დატოვებს

ახალგაზრდა სპეციალისტმა "იუვენტუსში" გატარებული ორი წლის განმავლობაში უკვე მეორე "სკუდეტო" მოიპოვა და ამ ზაფხულს ტურინიდან აბარგებას არ აპირებს. "ანტონიოს "იუვენტუსის" ხელმძღვანელობასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. როდესაც პროფესიონალი გარკვეულ მიზანს აღწევს, მაშინ ნორმალურია, რომ იგი მომავა ...

6-05-2013, 16:03

კონტე: "გულშემატკივრები კმაყოფილნი უნდა იყვნენ"

"იუვენტუსის" თავკაცმა სერია ა-ს ტიტულის განაღდებაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურინელებმა "პალერმო" (1:0) დაამარცხეს და ტიტული ოფიციალურად გაიფორმეს. "ბედნიერები ვართ. ფეხბურთელებმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს. არც ისე ადვილია ჩემპიონატის ზედიზედ მეორედ მოგება", - განაცხადა "ბებერი ქ ...

6-05-2013, 15:32

პოგბას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება

"იუვენტუსის" ფრანგი ნახევარმცველი შესაძლოა მოწინააღმდეგის მიმართ შეფურთხების გამო დაისაჯოს. "იუვენტუსის" 20-წლის ნახევარმცველი პოლ პოგბა "პალერმოს" წინააღმდეგ გამართული გუშინდელი შეხვედრის მიმდინარეობისას სალვატორე არონიკას მიმართ შეფურთხების გამო მოედნიდან გააძევეს და დიდი ალბათობით, უახლოეს ...

6-05-2013, 15:06

"იუვენტუსმა" ჩემპიონობა გაიფორმა, "მილანმა" იმარჯვა, კლოზემ "ბოლონიას" გადაუარა

"ბებერმა ქალბატონმა" სერა ა-ს დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონის ტიტული უკვე გაინაღდა. "იუვენტუსი" - "პალერმო" 1:0 გოლი: ვიდალი, 59 (პენალტით) "იუვენტუსი": ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი (პადოინი, 56), პოგბა, პირლო, ვი ...

5-05-2013, 19:10

"იუვენტუსი" არჩევანს იბრაჰიმოვიჩსა და იგუაინს შორის გააკეთებს

ტურინელებს ზაფხულში შეტევის პოტენციალის გაზრდა სურთ. მიუხედავად იმისა, რომ "ბებერ ქალბატონს" ივლისის თვეში ფერნანდო ლიორენტე შეუერთდება, ანტონიო კონტეს თავის განკარგულებაში კიდევ ერთი მაღალი დონის თავდამსხმელის ყოლა სურს. ახლა "იუვენტუსი" ორ კანდიდატურაზეა კონცენტრირებული: ზლატან იბრაჰიმოვ ...

5-05-2013, 14:39

"ემიუ" ვიდალს აკვირდება

ალექს ფერგიუსონი ტურინის "იუვენტუსის" თამაშებს ყურადღებით აკვირდება. ბოლო პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე გამოხატა "იუვენტუსის" ნახევარმცველის კლაუდიო მარკიზიოსა და თავდამსხმელის მირკო ვუჩინიჩის მიმართ ინტერესი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, "წითელი ეშმაკუნების" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერ ...

5-05-2013, 13:28

მარკიზიო: "იუვენტუსთან" კონტრაქტის გახანგრძლივება მსურს"

ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ განაცხადა, რომ მისი ამჟამინდელი გუნდიდან წასვლას არ აპირებს. შეგახსენებთ, რამოდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარკიზიოს მიმართ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს. "იუვენტუსის" გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია ...

4-05-2013, 09:49

"ემიუ" მარკიზიოს ხელში ჩაგდებას ეცდება?

ნახევარმცველმა შესაძლოა "იუვენტუსი" დატოვოს. შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა "იუვეში" "ემიუდან" გადავიდა, რის შემდეგაც ტურინელების ლიდერად იქცა. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა ტალანტის ჩრდილში მოექცა 27-წლის კლაუდიო მარკიზიო, ანტონიო კონტეს კი ტაქტიკური სქემის შეცვლაც კი მოუწია, რათა ორივე ნახევარმცველ ...

30-04-2013, 23:45

ჯოვინკო "იუვენტუსში" რჩება

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი სებასტიან ჯოვინკო სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს. "გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ სებასტიანი ამ ზაფხულს "იუვენტუსს" დატოვებს, სიმართლეს არ შეესაბამება. გულწრფელად ვამბობ, არც კი ვიცი ამ ჭორებმა საფუძველი საიდან აიღო", - აცხადებს ფეხბურთელის აგენტი ...

30-04-2013, 16:07

პირლო: "რეალში", "ჩელსისა" და "ბარსელონაში" გადასვლა შემეძლო"

ანდრეა პირლომ თავის ავტობიოგრაფიაში იმასთან დაკავშირებით ისაუბრა, თუ სად შეიძლებოდა გაეგრძელებინა კარიერა. "ერთხელ "ჩელსის" შევუთანხმდი, თუმცა მას შემდეგ, რაც საქმეში ბერლუსკონი ჩაერია, "მილანში" დავრჩი. 2006-წელს "რეალში" გადაბარგებასთანაც ახლოს ვიყავი. მაშინ გუნდს კაპელო წვრთნიდა და შეთანხმ ...

30-04-2013, 15:19

"იუვენტუსს" სანჩესი და რობენი არ სჭირდება

კლუბის გენერალურ დირექტორს ჯუზეპე მაროტას არ დაუდასტურებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იტალიურ გრანდს ალექსის სანჩესი და არიენ რობენი სჭირდება. "ორივე ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან", - დაიწყო მაროტამ. "რობენი დიდი ჟინით თამაშობს. ამავდროულად, იგი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ირიცხებ ...

29-04-2013, 18:52

ყველა სიახლე