» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

დიბალა ზაფხულში შესაძლოა "იუვენტუსში" ვიხილოთ

"პალერმოს" თავდამსხმელი, პაულო დიბალა "იუვენტუსის" ინტერესთა სფეროში მოექცა, ავრცელებს ცნობას Tuttosport. იტალიური პრესის ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა სეზონის დასრულების შემდეგ 21 წლის არგენტინელის გადაბირებას ეცდება. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "პალერმო" მზადაა, თა ...

11-02-2015, 20:10

"ინტერს" ნაგატომო ექვსი კვირით გამოაკლდა

"ინტერის" მცველი, იუტო ნაგატომო, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "პალერმოსთან" (3:0) გამართულ მატჩში ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო, ექვსი კვირა ვერ ითამაშებს, იუწყება Tmw. იაპონელი, შეგახსენებთ, აღნიშნული შეხვედრის 36-ე წუთზე შეცვალეს. მიმდინარე სეზონში ნაგატომომ მილანური გუნდის შე ...

11-02-2015, 20:06

ტასკი "იუვენტუსში"?

მოსკოვის "სპარტაკის" კიდევ ერთი ფეხბურთელი, შეიძლება, იტალიაში აღმოჩნდეს. როგორც TMW იტყობინება, "იუვენტუსი" მოსკოველთა მცველის, სერდარ ტასკის დამატებას გეგმავს. ტრანსფერი, შეიძლება, ზაფხულში განხორციელდეს. შეგახსენებთ, "სპარტაკს" სერია ა-ში ორი ფეხბურთელი უკვე გაშვებული ჰყავს: მცველი სალვ ...

11-02-2015, 20:03

ჰამშიკი: "ნაპოლი" მეორე ადგილისთვის იბრძოლებს"

"ნაპოლის" ნახევარმცველმა, მარეკ ჰამშიკმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რათა იტალიის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავოს. მოგეხსენებათ, რაფაელ ბენიტესის შეგირდები მეორეადგილოსან "რომას" მხოლოდ და მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. "ნაპოლი" მეორე ადგილისთვის იბრძოლებს", - ციტირე ...

11-02-2015, 19:27

"მილანის" ექსკიპერი "პერუჯაში" ითამაშებს

"მილანის" ყოფილი მეკარე მარკო ამელია "პერუჯას" ფეხბურთელი გახდა, ავრცელებს ინფორმაციას Sky Sports-ის ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური საიტი. 32 წლის იტალიელმა ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ კიდევ ორი წლით გახანგრძლივდეს ავტომატურად. შეგახსენებთ, ...

11-02-2015, 19:23

მონტელა - ძირითადი პრეტენდენტი "მილანის" ახალი მწვრთნელის პოსტზე

შუალედურ სეზონში "მილანში", შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს. ამ პოსტზე ძირითადი პრეტენდენტი ვინჩენცო მონტელაა, რომელიც "ფიორენტინას" მეთაურობს, იუწყება Football Italia, Tuttosport-ზე დაყრდნობით. ადრე ცნობილი გახდა, რომ "როსონერის" ახალი მწვრთნელი, შესაძლოა, ანტონიო კონტე გამხდარიყო, რომ ...

11-02-2015, 19:22

"რეალს" მორატას დაბრუნება უნდა 30 მლნ ევროდ

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, ალვარო მორატა, შესაძლოა, "რეალში" დაბრუნდეს 30 მლნ ევროდ. იტალიურ კლუბში ესპანეთის ნაკრების 22 წლის ფორვარდის წარმატებულმა ასპარეზობამ "რეალი" ფებხურთელის "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნებაზე დააფიქრა. მადრიდელებმა მორატაში ამ ზაფხულში 30 მლნ ევრო უნდა გადაიხადონ, ან - ...

11-02-2015, 19:15

"ჩელსის" იკარდი სურს

ლონდონური „ჩელსი“ მილანის „ინტერის“ ფორვარდით, მაურო იკარდით ინტერესდება. გარიგება შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე განხორციელდეს. ფეხბურთელს ხელშეკრულება 2018 წლამდე აქვს და ჯერჯერობით მის გახანგრძლივებაზე საუბარი არ არის. მიმდინარე სეზონში შემტევის ანგარიშზე 18 გოლია 30 ჩატარებულ შეხვედრა ...

11-02-2015, 14:57

ტოპ 15: ყველა დროის საუკეთესო სათადარიგოთა სკამი

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა ტოპ ვარსკვლავი სათადარიგოთა სკამზე მჯდარა. ზოგჯერ დასვენების მიზნით, ზოგჯერ კი მწვრთნელთან უთანხმოების გამო. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ყველა დროის საუკეთესო 15 "სათადარიგოთა სკამია" გამოსახული: [jwplayer player="1" mediaid="97443"]

11-02-2015, 13:11

"ლაციოს" გულშემატკივრები ერთ თამაშს არ დაესწრებიან

სერია ა-ს 22-ე ტურში, რომის "ლაციოსა" და "ჯენოას" დაპირისპირებისას, ტრიბუნის ერთ-ერთ სექტორში რასისტული ბანერი დაფიქსირდა. ამის გამო იტალიელმა ფუნქციონერებმა გუნდი 15000 ევროთი დააჯარიმეს, ხოლო აღნიშნული სექტორი ერთი მატჩით დახურეს. იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ფაქტი განმეორ ...

10-02-2015, 23:52

"მანჩესტერ იუნაიტედი" იკარდის განიხილავს

"ინტერის" თავდამსხმელი, მაური იკარდი "მანჩესტერ იუნაიტედის" თვალთახედვის არეში მოექცა. კვირას "წითელი ეშმაკუნების" სკაუტები 21 წლის არგენტინელის თამაშს აკვირდებოდნენ იტალიის ჩემპიონატის მატჩში "პალერმოს" წინააღმდეგ და ნანახით კმაყოფილნი დარჩნენ, იუწყება Sky Sport Italia. შეგახსენებთ, რომ იკარ ...

10-02-2015, 15:32

"მილანი" ზაფხულში კუაიტეს გადაბირებას შეეცდება

ლონდონის "ვესტ ჰემის" ჩამშლელი ნახევარმცველი, შეიხუ კუაიტე "მილანის" ინტერესთა სფეროში მოექცა.. სენეგალის ეროვნული ნაკრების 25 წლის ფეხბურთელს ჩამშლელი ჰავბეკის პოზიციის გარდა, ცენტრალურ მცველადაც შეუძლია თამაში. "მილანი" აფრიკელი ფეხბურთელის ყიდვას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება. ...

10-02-2015, 08:26

"ჯენოამ " სტუმრად 10-კაციანი "ლაციო" დაამარცხა

"ჯენოამ" "ლაციოს" ზედიზედ მეორედ მოუგო. "ლაციო" 0 - 1 "ჯენოა" გოლი: პეროტი, 29(პენალტი) "ლაციო": მარკეტი, ბასტა, დე ვრეი, კანა, რადუ, ბიგლია, პაროლო, კატალდი, კანდრევა, მაური, კლოზე "ჯენოა": პერონი, რონკალია, დე მეო, იცო, რინკონი, კუცკა, ბერტოლაცი, ედენილსონი, ფალკე, ...

10-02-2015, 01:49

ოსვალდო "ბოკა ხუნიორსში"?

მილანის "ინტერის" ცენტრალური თავდამსხმელი, პაბლო ოსვალდო შესაძლოა კარიერის გასაგრძელებლად "ბოკა ხუნიორსში" წავიდეს. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი მილანურ კლუბში თამაშით უკმაყოფილოა და "ნერაძურის" სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. მის კონტრაქტზე უფლებებს "საუთჰემფტონი" ფლობს. უ ...

9-02-2015, 22:31

ბარძალი "ჩეზენასთან" ითამაშებს

"იუვენტუსის" მცველი, ანდრეა ბარძალი, იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "ჩეზენასთან" გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს, იუწყება Football Italia. 33 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ტრავმა ახლახან მოირჩინა, ამ სეზონში პირველ შეხვედრას ჩაატარებს. წყაროს ცნობით, "ბებერი ქალბატონის" მთავა ...

9-02-2015, 22:19

იოვეტიჩმა კარიერა შეიძლება "იუვენტუსში" გააგრძელოს

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, სტევან იოვეტიჩი, სეზონის დასრულების შემდეგ, არ არის გამორიცხული, "იუვენტუსში" გადავიდეს, ავრცელებს ინფორმაციას Daily Star. მიმდინარე სეზონში 24 წლის ფორვარდმა "ქალაქელთა" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ერთად 24 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი შეაგდო და სამი საგოლე გად ...

9-02-2015, 21:57

ლუის ადრიანო: "ძალიან მინდოდა "რომაში" თამაში, მაგრამ "შახტარში" ვრჩები"

"შახტარის" ფორვარდმა, ლუის ადრიანომ "რომაში" თავის არშემდგარ გადასვლაზე აზრი გამოთქვა. "კლუბებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს ჩემს გადასვლაზე. ერთი რამ ზუსტად ვიცი: ჯერ "შახტარში" ვაგრძელებ თამაშს. მინდა, ამ კლუბისთვის მოვიგო ტიტულები და გავიტანო გოლები. "რომა" მშვენიერი გუნდია დიდი ისტორიით, ...

9-02-2015, 20:14

კლოზე და "ლაციო" კონტრაქტს გაახანგრძლივებენ

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიის საუკეთესო ბომბარდირი, მიროსლავ კლოზე, "ლაციოში" კიდევ ერთი წლით დარჩება. მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუკი იგი მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრას ჩაატარებდა, მაშინ ხელშეკრულება ავტომატურად გახანგრძლივდებოდა. ახლა მიროს ანგარიშზე 18 მატჩია, თუმცა, რომა ...

9-02-2015, 18:17

"იუვენტუსი" პოგბას შემცვლელს ეძებს

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" პოლ პოგბას შემცვლელს ეძებს. "ბებერი სენიორა" მის პოზიციაზე ბელგიელი აქსელ ვიტსელის კანდიდატურას განიხილავს. კლუბის ხელმძღვანელები უკვე შეხვდნენ ფეხბურთელის აგენტს. ტრანსფერის განხორციელება ზაფხულში იგეგმება. ვიტსელის კონტრაქტი "ზენიტთან" 2017 წე ...

9-02-2015, 17:02

ტევესი და პირლო, შესაძლოა, "ბოკაში" გადაბარგდნენ

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც პრესაში აქტიურად იწერება კარლოს ტევესის "ბოკა ხუნიორსში" დაბრუნების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელები ფეხბურთელს 2016 წელს გაუფორმებენ კონტრაქტს, როდესაც ტევესს "იუვესთან" ხელშეკრულება დაუსრულდება. თუმცა, თავად შემტევს სამშობლოში მარტო გამგზავრება არ სურ ...

9-02-2015, 16:17

"მილანს" კონტე გაწვრთნის?

მიმდინარე სეზონში იტალიური "მილანი" საკმაოდ ცუდ ფორმაშია. პიპო ინძაგის გუნდი სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს. ხელმძღვანელობა გუნდის მოღვაწეობით უკმაყოფილოა და გამოსავალს მწვრთნელის ცვლილებაში ხედავს. იტალიური პრესა "როსონერის" დამრიგებლად ანტონიო კონტეს მოიაზრებს, რომელიც, ამჟამად, იტალ ...

9-02-2015, 16:12

"რომამ" "კალიარი" დაამარცხა, "ნაპოლიმ" "უდინეზეს" სძლია

დღეს, სერია ა-ში კვირის შეხვედრები ჩატარდა. თავისი მატჩები ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერებმა "ნაპოლიმ" და "რომამ" მოიგეს. ორივე გუნდმა დამაჯერებლად დაამარცხა მეტოქე და კითხვის ნიშნები თამაშში არ დაუტოვებიათ. თავის მხრივ "სამპდორიამ" "სასუოლოს" დამარცხება ვერ შეძლო და შანსი გაუშვა მე-4 ადგილზე ა ...

8-02-2015, 20:01

"ფიორენტინამ" დაძაბულ შეხვედრაში "ატალანტა" დაამარცხა

"ფიორენტინამ" ძალიან დაძაბულ შეხვედრაში "ატალანტა" დაამარცხა. ორივე გუნდმა საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი შექმნა, რაც შედეგზეც აისახა - "ვიოლამ" 3-2 მოიგო. დროის პერიოდის მიხედვით, კლუბებმა 3 გოლი ბოლო თხუთმეთ წუთში გაიტანეს და ყველაზე დასამახსოვრებელი სწორედ ეს მონაკვეთი გამოდგა. საინტერესოა ასევ ...

8-02-2015, 17:42

ტოტი "კალიარისთან" თამაშს შეძლებს

"მგლების" კაპიტანი, ფრანჩესკო ტოტი სრულად განიკურნა ავადმყოფობისგან და, სავარაუდოდ, დღეს სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ადრე გავრცელდა ცნობა, რომ გრიპის გამო ტოტი რომაელთა დახმარებას ვერ შეძლებდა "კალიარის" წინააღმდეგ, თუმცა, ახლა ცნობილი გახდა, რომ ფრანჩესკო უკვე გამოჯამრთელდა და შეძლებს რუდი ...

8-02-2015, 16:59

პოგბას ფასი ყოველდღიურად იზრდება

ტურინის "იუვენტუსისა" და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის, პოლ პოგბას აგენტმა, მინო რაიოლამ, საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი კლიენტი ძალიან ძვირი ღირს. აგრეთვე, რაიოლამ ის კლუბებიც დაასახელა, სადაც, შესაძლოა, პოგბა ვიხილოთ. "ჩელსი", "პსჟ", "ბაიერნი", "ბარსელონა", "რ ...

8-02-2015, 15:37

"იუვენტუსი" "მილანს" გაუმკლავდა

მასიმილიანო ალეგრის კოლექტივმა ზედმეტი პრობლემების გარეშე აჯობა "მილანს". "იუვენტუსი" 3:1 "მილანი" გოლები: ტევესი 14, ბონუჩი 31, მორატა 65 - ანტონელი 28 "იუვენტუსი": ბუფონი, პადოინი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, ვიდალი, პირლო, მარკიზიო (ოგბონა 84), პოგბა, ტევესი (ლი ...

8-02-2015, 14:14

იგუაინი: "მე "ნაპოლიში" ისტორიის დასაწერად გადმოვედი"

"ნაპოლის" არგენტინელმა თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა მან კარიერის ნეაპოლიკანურ კლუბში გაგრძელება. "შემიძლია თუ არა მარადონას მიღწევების გამეორება? ეს წარმოუდგენლად რთული იქნება. ის გადმოვიდა კლუბში გაიტანა უამრავი გოლი და დაწერა ისტორია. მეც სწორედ ...

8-02-2015, 14:14

რონალდინიოს სუპერ-გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა

რონალდინიო გაუჩომ "კერეტაროს" მაისურით კინაღამ მორიგი შედევრი შექმნა. [jwplayer player="1" mediaid="96695"]

8-02-2015, 00:51

"კალიარი" - "რომა". ტოტიმ შესაძლოა გრიპის გამო მატჩი გამოტოვოს

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას "რომას" თავდამსხმელის, ფრანჩესკო ტოტის მონაწილეობის საკითხი იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში, "კალიარის" წინააღმდეგ. როგორც რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ გვაუწყა, ტოტი გრიპის სიმპტომების გამო ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა. გარდა ამისა, სარდი ...

7-02-2015, 19:49

ოსვალდო "ბოკა ხუნიორსში" გადასვლას დათანხმდა

"ინტერის" ფორვარდი, პაბლო ოსვალდო უახლოეს პერიოდში "ბოკა ხუნიორსში" გადავა. არგენტინაში სატრანსფერო ფანჯარა 15 თებერვლამდე ღიაა და ახლა მხარეებმა გარიგების პირობები შეათანხმეს. იუწყებიან, რომ 29 წლის ფეხბურთელი არგენტინის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება. სერია A-ს ...

7-02-2015, 19:16

მონტელა: "მილანში" მუშაობა? ეს ყველაფერი ჭორია"

"ფიორენტინას" მწვრთნელს, ვინჩენცო მონტელას ჯერ არ აქვს სამუშაო ადგილის შეცვლის სურვილი. ადრე ავტორიტეტული იტალიური მედია-საშუალებები ინფორმაციას ავრცელებდნენ იმის შესახებ, რომ "მილანის" ხელმძღვანელობა ვინჩენცო მონტელას მოწვევას აპირებდა, რომელიც ფილიპო ინძაგის შეცვლას შეძლებდა. თუმცა, თავად მონტ ...

7-02-2015, 16:26

მაურო იკარდი: "მატჩებს არ ვუყურებ და არ ვიცი, რა ხდება ფეხბურთში. ვინ არის "ჩელსის" მეკარე? ვიცი, სულელი არ ვარ"

"ინტერის" თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ ფეხბურთისადმი თავის დამოკიდებულებაზე მოგვითხრო. "ფეხბურთი ეს სპორტის ის სახეობაა, რომლისგანაც სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ ვთამაშობ და ამით მორჩა. მატჩებს არ ვუყურებ და არ ვიცი, რა ხდება ფეხბურთში. თვალ-ყურს არ ვადევნებ სერია A-ს სხვა გუნდების შედეგებს და ა ...

7-02-2015, 16:15

კალეხონი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

"ნაპოლის" ფეხბურთელი, ხოსე კალეხონი 2015 წლის ზაფხულში ტრანსფერის მოთხოვნის წარდგენას აპირებს. ესპანელის მომსახურებით "ატლეტიკოა" დაინტერესებული. "ნაპოლი" კალეხონის ტრანსფერში 25-30 მლნ ევროს ითხოვს. წყარო: Il Mattino

7-02-2015, 15:18

მატჩის წინ: "იუვენტუსი" - "მილანი"

GOAL.GE წარმოგიდგენთ სერია ა-ს 22–ე ტურის ცენტრალური მატჩის პრევიუს. "იუვენტუსი" - "მილანი" ტურინი, "იუვენტუს სტედიუმი", 7 თებერვალი, 23:45, მსაჯი: ანტონიო დამატო მიმდინარე ჩემპიონატის მესამე ტურის წინ, "იუვენტუსს" გარკვეული სიფრთხილით, მაგრამ მაინ ...

7-02-2015, 14:35

ლიდერ ფსონი: მადრიდში ბრძოლის მორიგ რაუნდს ველით

მოგესალმებით, საფეხბურთო საიტი Goal.Ge იწყებს ახალ რუბრიკას "ლიდერ-ფსონს". მოკლედ მინდა, აგიხსნათ ჩვენი რუბრიკის პრინციპი - ჩემი მიზანია, ევროპის ყველა წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატის ლიდერების მატჩების სრული განხილვა და იდეალური ფსონის შემოთავაზება. საუბარია მხოლოდ ლიდერებზე, გუნდებზე, რომლებიც ...

7-02-2015, 13:00

სალაჰი: "ჩელსიში" დაბრუნებაზე არ ვფიქრობ"

ფლორენციული "ფიორენტინას" ახალწვეული, მოჰამედ სალაჰი აცხადებს, რომ "ჩელსიდან" წასვლა თავისი სურვილი იყო. "ახლა "ჩელსიში" დაბრუნებაზე არ ვფიქრობ. კლუბი ჩემი სურვილით დავტოვე. მოურინიოსთან ამ საკითხზე პირადად ვისაუბრე და შეთანხმება მარტივად მოვახერხეთ. ჩემი საფიქრალი მხოლოდ "ფიორენტინაა". ...

7-02-2015, 11:39

ინძაგი ავად გახდა

"მილანის" მთავარი მწვრთნელი, ფილიპო ინძაგი, ავად გახდა და გუნდის დღევანდელ ვარჯიშს ვერ უხელმძღვანელა - იგი ასისტენტმა მაურო ტასოტიმ შეცვალა, იუწყება Tmw. 41 წლის სპეციალისტი იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის ეგიდით "იუვენტუსთან" გასამართ წინასამატჩო პრესკონფერენციას ვერ გამართავს. შეგახსენებ ...

6-02-2015, 22:15

მარკიზიოს 36 წლამდე სურს თამაში

"იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ დაფიქრებულა იმაზე, თუ რით დაკავდება პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ. 29 წლის ჰავბეკი უმაღლეს დონეზე თამაშ კიდევ შვიდი წელიწადი აპირებს. "იუვენტუსს" ამჟამად საოცარი კოლექტივი ...

6-02-2015, 22:07

ლიორენტემ ზაფხულში შეიძლება "იუვენტუსი" დატოვოს

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, ფერნანდო ლიორენტემ ზაფხულში ტურინული კლუბი შესაძლოა დატოვოს, ავრცელებს ცნობას Tmw. წყაროს ცნობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა "სასუოლოსა" და იტალიის ნაკრების ფორვარდის, სიმონე ძაძას შეძენას გეგმავს, რაც ესპანელს სასტარტო ...

6-02-2015, 22:04

ძანეტი: "ინტერში" მანჩინის სჯერათ"

"ინტერის" ვიცეპრეზიდენტმა, ხავიერ ძანეტიმ გუნდის მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინის მხარი დაუჭირა. მოგეხსენებათ, "ნერაძურიმ" ზედიზედ სამი მატჩი წააგო, რის გამოც იტალიელი სპეციალისტის გათავისუფლებაზე ალაპარაკდნენ. "ვფიქრობ, ერთ შეხვედრას ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ვიმედოვნებ, ეს მატჩი სწორედ " ...

6-02-2015, 21:59

"რომას" იბარბო ხუთი კვირით გამოაკლდა

"რომას" თავდამსხმელი, ვიქტორ იბარბო, ხანგრძლივი პერიოდით იუქმებს. რომაული კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ ფორვარდს, რომელიც "მგლების" რიგებში "კალიარიდან" რამდენიმე დღის წინ გადაბარგდა, მუხლის ტრავმა აქვს. იტალიური პრესის ცნობით, იბარბო ხუთი კვირა იუქმებს. შეგახსენებთ, ვიქტორი რომა ...

6-02-2015, 21:54

ანტონიო კონტე: "შარშან შემოთავაზება მივიღე ინგლისური ტოპ-კლუბისგან, მაგრამ "იუვენტუსში" დარჩენა გადავწყვიტე"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ აღიარა, რომ ეროვნულ გუნდში დანიშვნამდე ინგლისიდან მიიღო შემოთავაზება. "შარშან რამდენიმე შემოთავაზება მქონდა. ერთი - ინგლისური ტოპ-კლუბისგან, მაგრამ პატივისცემის გამო ამაზე არავისთან მისაუბრია. მაშინ გადავწყვიტე სამუშაოს გაგრძელება "იუვე ...

6-02-2015, 20:49

მასიმილიანო ალეგრი: "ინძაგის ყველაფერი აქვს, წარმატებული მწვრთნელი რომ გახდეს"

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ "მილანში" მომუშავე ფილიპო ინძაგიზე აზრი გამოთქვა "როსონერის" წინააღმდეგ მატჩის წინ. "ინძაგის ყველა თვისება აქვს, წარმატებული მწვრთნელი რომ გახდეს" . - თქვა იტალიელმა. "იუვენტუსი" და "მილანი" ერთმანეთს შაბათს შეხვდებიან. წყარო: "იუვენ ...

6-02-2015, 20:26

ინძაგიმ "მილანის" ვარჯიში ვერ ჩაატარა

როგორც ცნობილი ხდება, "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, პიპო ინძაგიმ, კლუბის ვარჯიში გამოტოვა. იგი არც მატჩისწინა პრესკონფერენციას დაესწრო. შეგახსენებთ, რომ "როსონერი" ხვალ "იუვენტუსს" დაუპირისპირდება სერია ა-ს ეგიდით. სავარაუდოა, რომ დამრიგებელი ავად გახდა და სწორედ ამიტომ მოუწია სახლში დარჩენა. მ ...

6-02-2015, 16:30

აგენტი: "ჯეკო "იუვენტუსში" ან "ატლეტიკოში" გადავა"

ბოსნიელი ედინ ჯეკოს აგენტმა, იფრან რეჯეპაგიჩმა, მისი კლიენტის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელი, თუკი "სიტის" დატოვებს, მაშინ ან "ატლეტიკოში", ან "იუვენტუსში" ჩაირიცხება. "ჯეკო 28 წლისაა და მაღალ დონეზე თამაში კვლავ შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუკი იგი "სიტის" დატოვებს, რამდენიმე ...

6-02-2015, 15:51

"პარმა" მეორედ გაიყიდა

რეზარტ ტაჩი, რომელიც იტალიური "პარმას" მფლობელი სულ ახლახანს, 2014 წლის დეკემბერში გახდა, შენაძენით უკმაყოფილო აღმოჩნდა და კლუბი გაყიდა. უცნობია, თუ ვინაა ახალი ინვესტორი, თუმცა, საუბარი სლოვენიელ და რუს ბიზნესმენებზეა. აღსანიშნავია, რომ გუნდი მძიმე ფინანსურ კრიზისშია. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ფ ...

6-02-2015, 15:29

დესტრო: "მილანისთვის" უარის თქმა ძალიან ძნელია"

იტალიური "მილანის" ახალწვეულმა, მატია დესტრომ მის ტრანსფერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისეთ კლუბში თამაშზე, როგორიც "როსონერია", ყოველთვის ოცნებობდა. შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი გუნდში ნახევარწლიანი არენდით გამოდის, შემდგომი გამოსყიდვის პირობით. "მილანს" უარს ვერ ეტყვი, ეს საოცარი კლუბია დიდ ...

6-02-2015, 15:16

მინო რაიოლა: "კონტე იდეალური ვარიანტია "მილანისთვის" და ზაფხულში ანტონიო თითქმის დავარწმუნე ამაში"

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა, მინო რაიოლამ მოგვითხრო, რომ იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს "მილანის" მეთაურობა შეეძლო "იუვენტუსიდან" წამოსვლის შემდეგ. "კონტე "მილანის" პროექტისთვის იდეალური ვარიანტია და მას 1 კვირის მანძილზე დაჟინებით ვარწმუნებდი. მომეჩვენა, რომ უკვე თითქმის დ ...

6-02-2015, 14:35

"უდინეზე" დი ნატალეს შენარჩუნებას ცდილობს

"უდინეზეს" პრეზიდენტი, ფრანკო სოლდატი საკუთარი გუნდის ვეტერანი შემტევის, ანტონიო დი ნატალეს შენარჩუნებას ცდილობს. "ტოტო ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილია და ვიმედოვნებ, რომ ის აქ კიდევ დიდი ხნით დარჩება. გასაგებია, რომ კარიერის დასრულების წინ ტოტოს თავში მრავალი აზრი უტრიალებს, თუმცა, ვიმედოვნე ...

6-02-2015, 08:44

ზაფხულში "მილანი" შესაძლოა მონტელამ ჩაიბაროს

იტალიური გავლენიანი მედიასივრცე წერს, რომ ზაფხულში "მილანის" ჩაბარების ერთ-ერთ სერიოზულ კანდიდატად "ფიორენტინას" მენტორი, ვინჩენცო მონტელა მიიჩნევა. "როსონერი" იმ შემთხვევაში გაათავისუფლებს პოსტიდან ფილიპო ინძაგის, თუ უახლოეს მომავალში "შავ-წითლები" რეზულტატის გამოსწორებას და სატურნირო ცხრილშ ...

6-02-2015, 08:39

ყველა სიახლე

ქართული ფეხბურთი