Goal.Ge

8 მაისის რჩევები სანდრო ცნობილაძისგან



"სიტი" - "არსენალი"

გუნდებს შორის განსხვავება სამი ქულაა. ორივე მათგანი სამეულში მოსახვედრად იბრძვის. მასპინძლებს 64 ხოლო სტუმრებს კი 67 ქულა აქვთ. „სიტი“ - მეოთხე, ხოლო „არსენალი“ კი მესამე ადგილებზე იმყოფებიან.

წინა ტურში „საუთჰემპტონთან“ შეხვედრაში მანუელ პელეგრინის შეგირდებმა ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს. ჩემპიონატში მარცხს, მათ მადრიდში ამაზრზენი თამაშის ფონზე წაგებაც მიუმატეს და საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გავიდნენ. „ეტიჰადზე“ გამართული ბოლო შვიდი შეხვედრიდან „სიტიმ“ ოთხი მოიგო და სამი წააგო. ამ თამაშებიდან ექვსში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

რვა მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს „არსენალს“. ამდენივე ბოლო გასვლით შეხვედრაში ლონდონელებმა მხოლოდ ერთი მარცხი იწვნიეს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მათ მარტო ორჯერ მოიგეს. ხუთი თამაში ფრედ დასრულდა.

მასპინძლებს დაემტვრათ კაპიტანი ვინსენ კომპანი, რომელიც მსგავსად დავიდ სილვასი, პაბლო საბალეტასი და ალექსანდრ კოლაროვისა მოედანზე ვერ გამოვა. დიდი ალბათობით ისევ სათადარიგოთა სკამზე დარჩება რაჰიმ სტერლინგი და მის ადგილს სასტარტოში ხესუს ნავასი დაიკავებს.

დანაკლისი აქვს „არსენალსაც“ რომელიც ოქსლეიდ-ჩემბერლენის და პერ მერტესაკერის არყოფნაში გამოიხატება.

ურთიერთშეხვედრათაგან ყველა ტურნირის მასშტაბით „არსენალს“ „სიტისთან“ უკვე ზედიზედ ხუთი მატჩია არ წაუგია. ამ შეხვედრათაგან ლონდონელებმა სამი მოიგეს და ორი ფრედ დაასრულეს. ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება, რომელიც „ეტიჰადზე“ ჩატარდა არსენ ვენგერის გუნდმა 2:0 მოიგო.

ექსპერტების პროგნოზი: 2.5-ზე მეტი გოლი. არსენალი არ წააგებს

"სამპდორია" - "ჯენოა"
გენუურ დერბის დამატებით სიმძაფრეს ისიც აძლევს რომ მასპინძლები თეორიულად სერია-ა-ს დატოვების საშიშროების წინაშე დგანან. მართალია, „სამპდორიას“ გავარდნა უფრო მათემატიკური ვიდრე რეალური შანსია, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ თუ „ჯენოას“ ექნება შანსი, რომ თანაქალაქელს ცხოვრება გაურთულოს, იგი ამას აუცილებლად გააკეთებს.

„ლუიჯი ფერარისზე“ რომელზეც ორივე კლუბი თამაშობს, ჩასატარებელ რიგით 94-ე დერბის მასპინძლები პალერმოში განცდილი მარცხის შემდეგ ხვდებიან. რაც შეეხება „ჯენოას“, მან წინა ტურში ასევე წააგო. ჯან-პიერო გასპერინის გუნდმა თამაში „რომასთან“ დათმო.

სახლში გამართული ბოლო ექვსი მატჩიდან მასპინძლებმა სამი ისე დაასრულეს, რომ მეტოქეს გოლი ვერ გაუტანეს. ეს მით უფრო გასაკვირია, რომ ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობით „სამპას“ მხოლოოდ ექვსი კლუბი უსწრებს.

ბოლო რვა გასვლითი მატჩიდან „ჯენოამ“ ექვსი წააგო და მხოლოდ ერთი მოიგო. აღსანიშნავია, რომ როდესაც „ლუიჯი ფერარისზე“ მასპინძელი „სამპდორია“ იყო, „ჯენოამ“ ასეთ ვითარებაში გამართული ბოლო ორი მატჩი არ წააგო.

ექსპერტების პროგნოზი: 2.5-ზე ნაკლები გოლი. 5.5-ზე მეტი ბარათი

"ბარსელონა" - "ესპანიოლი"
გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს კატალონიური დერბი ელის, რომელსაც „ბარსა“ ზედიზედ სამ მოგებიანი სერიით ხვდება. ლუის ენრიკეს შეგირდებმა ამ მატჩებში 16 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში არც ერთი არ მიუღიათ. თეორიული ვარიანტი არსებობს იმისი, რომ „ესპანიოლი“ პრიმერადან გავარდეს. გუნდს 40 ქულა აქვს და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გასავარდნ ზონაში მყოფი „სპორტინგის“ და „ხეტაფეს“ წყვილს ხუთი ქულით უსწრებს. უკანასკნელ ტურში „სევილიასთან“ მოგება ერთადერთია რომელსაც კონსტანტინ გალკას შეგირდებმა მიაღწიეს.

„ესპანიოლი“ ძალიან ცუდად თამაშობს გასვლაზე. უკანასკნელი 14 მატჩიდან რომელიც გუნდმა თავისი სტადიონის გარეთ ჩაატარა მან მხოლოდ ერთი მოიგო.

„ბარსელონა“ მეტოქეს ძირითადი გოკიპერის კლაუდიო ბრავოს გარეშე უმასპინძლებს. ჩილელმა „ბეტისთან“ გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო და ამ შეხვედრაში მას ტერ-შტეგენი შეცვლის.

ორი წამყვანი ფეხბურთელი აკლიათ სტუმრებს. კერძოდ, დაცვაში კონსტანტინ გალკა გონსალეს სობერონს, ხოლო მოედნის ცენტრში კი ოსკარ დუარტეს ვერ გამოიყენებს. ორივე მათგანი მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. სამაგიეროდ გუნდს დაუბრუნდა დისკვალიფიკაცია მოხდილი ხავი ლოპესი.

ურთიერთშეხვედრებში ბოლოს „ესპანიოლმა“ თავისი მეტოქე 2009 წლის თებერვალში დაამარცხა. მაურისიო პოჩეტინიოს გაწვრთნილმა გუნდმა მაშინ თანაქალაქელს „ნოუ კამპზე“ 2:1 მოუგო. ამ მატჩის შემდეგ ჩემპიონატის მასშტაბით გუნდებმა ათი სეხვედრა ჩაატარეს, რომელთაგანაც რვა „ბარსამ“ მოიგო.

ექსპერტების პროგნოზი: ბარსელონა მოიგებს მინიმუმ ორი ბურთის სხვაობით

"რეალი" - "ვალენსია"
„სამეფო კლუბი“ ლიდერთა დუეტს ერთი ქულით ჩამორჩება. ზინედინ ზიდანის შეგირდებს გონს მოსულ „ვალენსიაზე“, რომელმაც ბოლო ტურში მოულოდნელად „ვილიარეალთან“ სახლში 0:2 წააგო, 40 ქულით მეტი აქვს. „რეალმა“ წარმატებით გადაჭრა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის ამოცანა და ახლა შეუძლია მთლიანად საშინაო ტურნირზე იყოს კონცენტრირებული, თუმცა მადრიდელები მარტო თავის თავზე არ არიან დამოკიდებულნი. ჩემპიონობისთვის მათ „ბარსელონას“ და ‘ატლეტიკოს“ მხრიდან ქულების დაკარგვა სჭირდებათ.

„ვალენსია“ 44 ქულით მეცხრე ადგილზეა. გუნდმა ბოლო ტურში წაგებამდე სამ მოგებიანი მატჩების სერია შემოგვთავაზა. ერთ-ერთი მეტოქე რომელსაც „ვალენსიელებმა მოუგეს „ბარსელონა“ იყო.

მასპინძლებს საკადრო პრობლემები აქვთ. გადაწყვეტილია რომ ვერ ითამაშებენ ბენზემა და კასემირო. რაც შეეხება კეილოპრ ნავასს, მისი მოედანზე გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

სტუმრებს დანაკლისი ფაქტობრივად არ აქვთ. რუსი დენის ჩერიშევი, რომელიც „ვალენსიაში“ „რეალიდან“ არენდის წესით თამაშობს, ამ მატჩსს სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს. ოფიციალური ინფორმაციით იგი ტრავმირებულია, თუმცა თუ იმ ინცინდენტს გავიხსენებთ რომელიც მას უკავშირდება, არაა გამორიცხული, რომ რუს ფეხბურთელს მოედანზე გასვლა თავად არ სურდეს.

ურთიერთშეხვედრათაგან ბოლო ათ მატჩს თუ გადავხედავთ აღმოვაჩენთ რომ უმეტესობა ანუ ექვსი თამაში ფრედ დასრულდა. „რეალს“ სამი შეხვედრა აქვს მოგებული, ხოლო „ღამურებს“ კი ერთი. ბოლო გამარჯვება რომელიც „ვალენსიამ“ „ბერნაბეუზე“ მოიპოვა 2008 წლით თარიღდება, მაშინ სტუმრებმა „სამეფო კლუბი“ 3:2 დაამარცხეს. იმ მატჩის შემდეგ ეს გუნდები მადრიდში შვიდჯერ შეხვდნენ და „ვალენსიამ“ მეტოქე ვერც ერთხელ ვერ დაამარცხა.

ექსპერტების პროგნოზი: რეალი მოიგებს. 5.5-ზე მეტი ბარათი.

"ლევანტე" - "ატლეტიკო"

მასპინძლები პრიმერადან უკვე გავარდნილები არიან. შესაბამისად, ასეთ მეტოქესთან ერთ-ერთ ლიდერს ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს. დიეგო სიმეონეს გუნდს ორივე თამაში რომელიც მან ჩემპიონატის მასშტაბით უნდა ჩაატაროს უმოტივაციო გუნდებთან აქვს დარჩენილი. ბოლო მათგანი 15 მაისს ანუ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე თითქმის ორი კვირით ადრე გაიმართება, ასე რომ „როხი ბლანკო“ რომელიც ისედაც არც ერთ თამაშში ძალებს არ ზოგავს სავარაუდოდ ამ მატჩებში ექვს ქულას აიღებს.

მასპინძლებმა ბოლო ხუთი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგეს, რაც შეეხება საშინაო შეხვედრებს, აქ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. ამავე რაოდენობის მატჩებიდან მათ სამი ქულის აღება ვერც ერთში ვერ შეძლეს.

სრულიად საპირისპირო ვითარებაა „ატლეტიკოსთან“ დაკავშირებით. მადრიდელებს ჩემპიონატის მასშტაბით ზედიზედ ექვსი მატჩი აქვთ მოგებული და ამ შეხვედრებში მხოლოდ ორი გოლი გაშვებული. რაც შეეხება გასვლით თამაშებს, აქ უკანასკნელი ექვსიდან მათ ხუთში გაიმარჯვეს, მათ შორის „სანტიაგო ბერნაბეუზე“.

მასპინძლებს ამ მატჩში დისკვალიფიცირებული ხოსე მარი არ ეყოლებათ. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ საკადრო პრობლემები არ აქვთ.
ურთიერთშეხვედრათაგან ბოლო ათ მატჩში „ატლეტიკომ“ ექვსი მოიგო და „ლევანტემ“ კი ორი. მასპინძლების უკანასკნელი გამარჯვება 2013-24 წლების სეზონით თარიღდება, როდესაც „ლევანტემ“ მეტოქე 2:0 დაამარცხა. იმ სეზონში „როხი ბლანკო“ ჩემპიონი გახდა.

ექსპერტების პროგნოზი: ატლეტიკო მოიგებს. ლევანტე გოლს ვერ გაიტან.

სანდრო ცნობილაძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"ჰა-ჰა! 3:2! შენ პრესკონფერენციებზე საუბრის ოსტატი ხარ, საქმეში კი..." - ლოვრენმა რამოსთან ომი განაგრძო

ხორვატიის ნაკრების მცველი, ესპანეთის კაპიტანს თავს ვერ ანებებს.

დღეს, 17:59

რეალის პრობლემები გრძელდება? მოდრიჩის და სებალოსის ღია კონფლიქტი [VIDEO]

მადრიდის "რეალში" მორიგი პრობლემებია - ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრების შეხვედრაში გუნდის ორმა ფეხბურთელმა იკამათა.

დღეს, 17:51

ჩაკვეტაძის მოლოდინში - 10 ახალგაზრდა ტალანტი, რომელმაც ბარსელონაში გაამართლა

"ბარსელონა" არის გუნდი, რომლის ფუნდამენტს შეადგენენ აკადემიის აღზრდილები და ტოპ-კლასის ვარსკვლავები.

დღეს, 17:38

ასენსიომ რეალის დატოვება გადაწყვიტა - Tuttosport

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველს, მარკო ასენსიოს, გუნდის დატოვება სურს.

დღეს, 14:10

ხამესი რეალს უბრუნდება?! ბაიერნმა კოლუმბიელის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - Kicker

დიდი ალბათობით, კოლუმბიელი, მიმდინარე სეზონის ბოლოს, მადრიდის "რეალში" დაბრუნდება.

დღეს, 13:52

"ჩვენ მათ მაშინაც კი მივულოცეთ, როდესაც 0:6 წავაგეთ, მათ კი..." - ლოვრენმა ესპანელები გააკრიტიკა

"ლივერპულის" და ხორვატიის ნაკრების მცველმა, დეიან ლოვრენმა, ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ, ფურია როხას ფეხბურთელები გააკრიტიკა.

დღეს, 13:44

მორატა: "ეს მწვრთნელი რეალში დიდ წარმატებას მიაღწევდა"

ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ, მადრიდის "რეალში" ანტონიო კონტეს არშემდგარ დანიშვნაზე ისაუბრა.

დღეს, 13:33

რამდენი მატჩი არ წაუგია ანდორას საკუთარ მოედანზე?

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი ანდორისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.

დღეს, 12:35

როგორი შეფასება მიიღ​ო ჩაკვეტაძემ ბარსელონას სკაუტებისგან?

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ანდორას დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა.

დღეს, 12:25

ყველა შემთხვევა, როდესაც ევროპულმა პრესამ ჩაკვეტაძე ტოპ-კლუბებს დაუკავშირა

რამდენიმე დღის წინ, ევროპულ პრესაში გავრცელდა ჩვენთვის საკმაოდ სასიხარულო ინფორმაცია - გიორგი ჩაკვეტაძით "ბარსელონა" დაინტერესდა.

დღეს, 11:34

ოთარ კაკაბაძე: „ვიმუშავებთ და 3 დღეში, თამაშის ხარისხს გამოვასწორებთ“

საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე ანდორასთან მატჩის შემდეგ გვესაუბრა.

დღეს, 04:18

დავით ხოჭოლავა: „კატასტროფული არაფერი მომხდარა“

ანდორასა და საქართველოს მატჩი 1:1 დასრულდა.

დღეს, 04:12

რა კრიტერიუმით ირჩევა განრიგი სილქ უნივერსალზე? - [VIDEO]

მსოფლიოში იშვიათად გადააწყდებით არხებს, სადაც თვეში მხოლოდ 5-10 ლარად სრულ შეგიძლიათ თითქმის ყველა სპორტის, ყველა ცენტრალურ შეხვედრას ადევნოთ თვალი.

დღეს, 03:17

პრემიერი ტალახაძეს, ასანიძეს და ნაკრების სხვა წევრებს შეხვდა - ფოტოები

საქართველოს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე საქართველოს ძალოსანთა წარმომადგენლებს შეხვდა.

დღეს, 03:17

ბატშუაის დუბლი, ბელგიამ იმარჯვა [VIDEO]

უეფას ერთა ლიგის მატჩში ბელგიამ ისლანდია მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

დღეს, 02:28

შეხლა-შემოხლა მატჩის შემდეგ [VIDEO]

უეფას ერთა ლიგის მატჩში, საქართველოს ნაკრები ანდორის ნაკრებს ესტუმრა და დაპირისპირება 1:1 დასრულდა.

დღეს, 02:25

მთლიან D ლიგაში, საქართველოს მაინც ყველაზე მეტი ქულა აქვს

ერთა ლიგის მატჩში, საქართველოს ნაკრები ანდორას ნაკრებს ესტუმრა და დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

დღეს, 02:14

მეორე მატჩიც ფრედ დასრულდა, რა სიტუაციაა ჩვენს ჯგუფში?

დღეს, უეფას ერთა ლიგის მატჩში საქართველო ანდორას ესტუმრა და დაპირისპირება 1:1 დასრულდა.

დღეს, 02:09

"ბიჭო, რა ვქნა ბურთი ავიღო თუ ამ მხარეზე დავრჩეთ?", - ნავალოვსკი მატჩის წინ [VIDEO]

ერთა ლიგის მატჩში საქართველოს ნაკრები ანდორის ნაკრებს ესტუმრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

დღეს, 02:04

ერთა ლიგის შეცდომა - კიტეიშვილი და გვილია ფორვარდებად

ერთა ლიგის მატჩში საქართველოს ნაკრები ანდორის ნაკრებს ესტუმრა და დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

დღეს, 02:02

ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა - საქართველომ პირველი გოლი გაუვა და პირველი ქულები დაკარგა

ერთა ლიგის მეხუთე ტურში ერთმანეთს ანდორისა და საქართველოს ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:58

გერმანიამ რუსეთი მარტივად დაამარცხა [VIDEO]

ამხანაგურ მატჩში, გერმანიამ რუსეთი მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

დღეს, 01:57

ინგლისმა 3:0 მოიგო, რუნიმ ბოლო მატჩი ჩაატარა, თუმცა ვერ გაიტანა [VIDEO]

ამხანაგურ მატჩში, ინგლისის ნაკრებმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

დღეს, 01:56

სასწაული მატჩი ზაგრებში! ხორვატიამ ესპანეთი ბოლო წუთზე დაამარცხა [VIDEO]

უეფას ერთა ლიგის მატჩში ხორვატიის ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები მიიღო და მეტოქე 3:2 დაამარცხა.

დღეს, 01:45

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები