21 მაისის რჩევები სანდრო ცნობილაძისგან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

21 მაისის რჩევები სანდრო ცნობილაძისგან



მარსელი - პსჟ
„სატ დე ფრანსზე“ ჩასატარებელი მატჩის უპირობო ფავორიტია „პსჟ“. პარიზელებმა უკვე მოიგეს ჩემპიონატი და ლიგის თასი. ტრიპლეტისგან ზლატანს და კომპანიას მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებთ. რაც შეეხებათ მარსელელებს, ეს მატჩი შანსია რომ „ოლიმპიკმა“ 2011-12 წლების სეზონის შემდეგ პირველად რომელიმე პრიზი მოიგონ. ბოლო ტროფეი, რომელიც კლუბმა დაისაკუთრა ლიგის თასია.

პარიზელებს ქვეყნის თასზე ბოლო 11 შეხვედრა აქვთ მოგებული. მსგავსი სტატისტიკით ვერ დაიკვეხნიან მარსელელები, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ტურნირის ბოლო ხუთ შეხვედრაში მათ გოლი არ გაუშვიათ, თუმცა ისიც სათქმელია რომ „კაენთან“ ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 0:0 დასრულდა და „ოლიმპიკმა“ შემდეგ ეტაპზე მხოლოდ დამატებითი პენალტების სერიის წყალობით გააღწია.

ყველა ტურნირის მასშტაბით ურთიერთშეხვედრების ბოლო ცხრა მატჩი პარიზელებმა მოიგეს, თანაც ისე რომ ამ მატჩებში მათ მეტოქეს თითოში მინიმუმ ორი გოლი გაუტანეს.

ექსპერტების პროგნოზი: პსჟ მოიგებს მინიმუმ ორ ბურთიანი სხვაობით.

ბაიერნი - დორტმუნდი
ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგებიან გუნდები, რომლებმაც ჩემპიონატი პირველ და მეორე ადგილზებზე დაასრულეს. ჩემპიონატის ბოლოს „ბორუსიას“ უღიმღამო თამაშმა, რაც უკანასკნელი ორი მატჩის ვერ მოგებაში გამოიხატა, საბოლოოდ „ბაიერნის“ ათ ქულიანი უპირატესობა განაპირობა. ისიც აღსანიშნავია რომ უკანასკნელ ორ ტურში დორტმუნდელებს აშკარად აკლდათ მოტივაცია. ეს თამაში რეკორდმაისტერის თავკაცის პოსტზე უკანასკნელი იქნება პეპ გვარდიოლასთვის. მას შემდეგ, რაც მიუნჰენელებმა კატალონიელ სპეციალისტთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერ მიაღწიეს, ბუნებრივია რომ თასის ფინალში, გუნდი მწვრთნელის ღირსეულად გასაცილებლად ყველაფერს გააკეთებს.

თასის ამ გათამაშებაში მიუნჰენელბმა ყველა მეტოქეს ადვლად მოუგეს. იგივეს თქმა შეიძლება დორტმუნდელებზეც. ორივე გუნდმა თითქმის ყველა მატჩში თავიანთი მოწინააღმდეგეები მინიმუმ ორი ბურთის სხვაობით დაამარცხა. გამონაკლისი მხოლოდ „ბაიერნი“ „დარმშტადის“ შეხვედრა იყო, რომელიც მიუნჰენელბმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

თასის გასულ გათამაშებაში ეს გუნდები ერთმანეთს ½ ფინალში დაუპირისპირდნენ და მაშინ „ბორუსიამ“ მეტოქეს დამატებითი პენალტების სერიაში სძლია. ბოლო ექვსი დაპირისპირებიდან მხოლოდ ხსენებული მატჩი და მიმდინარე სეზონის ერთი შეხვედრა, რომელიც დორტმუნდში ჩატარდა, დასრულდა ფრედ. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში „ბაიერნმა“ მოიგო. მათ შორის, „ალიანს არენაზე“ ერთი, ანგარიშით 5:1

ექსპერტების პროგნოზი: 2.5 გოლზე მეტი.

მილანი - იუვენტუსი
რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ ჩასატარებელი მატჩი „მილანისთვის“ ერთადერთი შანსია, რომ სეზონი კლუბში წარმატებული დაარქვან. ამავე დროს, ამ მატჩის მოგების შემთხვევაში „როსო ნერო“ მომავალ სეზონში ევროთასებზე ითამაშებს. ტურინელებს კი შეუძლიათ ზედიზედ მეორე სეზონში დუბლი გააკეთონ. გასულ წელს „ბებერმა ქალბატონმა“ თასის ფინალში „ლაციო“ დაამარცხა და ტურნირი ისტორიაში მე-15-ედ, 18 წლიაქნი პაუზის შემდეგ მოიგო. "მილანი" 13 წელი იტალიის თასის ფინალში არ გასულა. ამ უკანასკნელმა აღნიშნული ჯილდო ბოლოს 2003 წელს მოიგო.

„იუვემ“ ფინალამდე საკმაოდ რთული გზა გაიარა. ½ ფინალში მისი მეტოქე „ინტერი“ იყო. ორი მატჩის ჯამში „ბებერმა ქალბატონმა“ მხოლოდ დამატებითი პენალტების სერიის მეშვეობით გააღწია ფინალში. რაც შეეხება „მილანს“, მისი მეტოქე ქვედალიგელი „ალესანდრია“ იყო, რომელსაც „როსო ნერომ“ ადვილად, საერთო ჯამში 6:0 მოუგო. მილანელებმა ფინალის გზაზე „კროტონეს“ გარდა ყველა მეტოქე ძირითად დროში დაამარცხეს. გუნდმა 13 გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა.

თასის გადამწყვეტ შეხვედრაში ეს გუნდები ერთმანეთს მეორედ ხვდებიან. პირველად ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ისინი 1973 წელს წარდგნენ და მაშინ ის თამაში „მილანმა“ მოიგო. ყველა ტურნირის მასშტაბით ურთიერთშეხვედრათაგან ბოლო შვიდი მატჩი „იუვემ“ მოიგო,

ექსპერტების პროგნოზი: 2.5-ზე ნაკლები გოლი.

სტაბეკი - ტრომსო
ნორვეგიის ჩემპიონატი 11 ტურია რაც დაიწყო. ეს გუნდები კარგი სტარტით ვერ დაიკვეხნიან. მასპინძლებს შვიდი, ხოლო სტუმრებს კი ათი ქულა აქვთ. შესაბამისად „სტაბეკი“ მე-15 ადგილზე, ანუ გასავარდნ ზონაშია, ხოლო „ტრომსო“ კი ათი ქულით გათამაშების ცხრილის მე-13 საფეხურზე იმყოფება.

მიმდინარე ჩემპიონატში მასპინძლებს მხოლოდ ორი მატჩი აქვთ მოგებული და ორივე ეს შეხვედრა მათსავე მოედანზე ჩატარდა. ასევე ნული მოგებითაა გასვლით მატჩებში ჯერ-ჯერობით „ტრომსო“.

გასულ ტურში მეტოქეებმა მარცხი იწვნიეს. ორივე გუნდს ამ მატჩის წინ გარკვეული საკადრო პრობლემები აქვს. მასპინძლებს წამყვანი მცველი ბირგმირ მელინი აკლიათ, რომელიც დისკვალიფიცირებულია. ასევე ორი ძირითადი მცველის გარეშე ითამაშებენ სტუმრები. ორივე მათგანს დისკვალიფიკაცია აქვს. დღევანდელ მატჩში მონაწილეობას ანტონსენი და ოდეგაარდი ვერ მიიღებენ.

ერთმანეთში ამ გუნდებს 36 მატჩი აქვთ გამართული, რომელთაგანაც 14 „სტაბეკმა“, ხოლო 16 კი „ტრომსომ“ მოიგეს.

ექსპერტების პროგნოზი: სტაბეკი მოიგებს.

მიოლდე - ბრანი
მასპინძლები ერთ-ერთი იმ კლუბთაგანი არიან, რომლებიც ამ სეზონში ჩემპიონობის კანდიდატად განიხილებიან. სტარტი „მიოლდეს“ საკმაოდ ნორმალური ჰქონდა, მაგრამ ეს „ნორმალური“ ჯერ-ჯერობით არ ყოფნის ბრწყინვალედ მოთამაშე „როსენბორგისთვის“ კონკურენციის გაწევას. ტრონჰეიმელებს 28 ქულა აქვთ და ისინი „მიოლდეს“ შვიდი ქულით უსწრებენ. მასპინძლები გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილს დაიბრუნებენ, რომელიც მათ „ოდს“ დაუთმეს. ამ უკანასკნელს მე-12 ტურის მატჩი უკვე გამართული აქვს.

რაც შეეხებათ სტუმრებს, ისინი იმ გუნდთა სამეულში არიან, რომლებსაც ოცი ქულა აქვთ მოგროვილი და მეექვსე ადგილზე იმყოფებიან.
ამ მატჩისთვის მასპინძლებს კაპიტანი, მცველი იონა ტოივუ უბრუნდებათ.

დისკვალიფიცირებულია ნახევარმცველი ელიოანუსი და ტრავმირებულია ფორვარდი ჯოშუა გატი. ამერიკელი ფორვარდი „მიოლდეს“ ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალაა, მაგრამ მუხლის ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში მას არც ერთი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.

წინა ხაზში დანაკლისი აქვს „ბრანსაც“. ასევე, ტრავმის გამო, ვერ ითამაშებს სტუმართა კოსტა-რიკელი თავდამსხმელი დეიერ ვეგა.
სულ ეს გუნდები ყველა ტურნირის მასშტაბით ერთმანეთს ორმოცჯერ შეხვდნენ. ამ მატჩთაგან 17 „ბრანმა“ ხოლო ერთით ნაკლები კი „ბრანმა“ მოიგეს.

ექსპერტების პროგნოზი: 2.5-ზე მეტი გოლი. მიოლდე მოიგებს.

სანდრო ცნობილაძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები