Goal.Ge

22 მაისის რჩევები სანდრო ცნობილაძისგან



"ბარსელონა" - "სევილია"
მადრიდში, „ვინსენტე კალდერონზე“, „ბარსელონა“ ევროპა ლიგის უკანასკნელ გამარჯვებულთან „სევილიასთან“ მატჩში სამეფო თასის 28-ედ მოგებას შეეცდება. კატალონიური კლუბი ამ ტიტულის შარშანდელი მფლობელია. გასულ სეზონში ლუის ენრიკეს შეგირდებმა ბილბაოს „ატლეტიკი“ „ნოუ კამპზე“ 3:1 დაამარცხეს.

სევილიელებმა ბოლოს ქვეყნის თასი 2010 წელს მოიგეს. ექვსი წლის წინანდელ ფინალში მათ მადრიდის „ატლეტიკოს“ 2:0 სძლიეს. საერთო ჯამში ანდალუსიურ კლუბს ეს ტიტული ხუთჯერ აქვს მოგებული.

მიმდინარე გათამაშებაში „ბარსელონამ“ რვა მატჩი გამართა, რომელთაგანაც ექვსი მოიგო და ორი ფრედ დაასრულა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი „ვალენსიასთან“ მოგებული პირველი ½ ფინალური დაპირისპირება იყო, რომელშიც “ნოუ კამპზე“ კატალონიელებმა მეტოქე 7:0 გაანადგურეს.

კიდევ უფრო შთამბეჭდავია სევილიელთა სერია. გუნდმა რვა მატჩიდან შვიდში გამარჯვება მოიპოვა. ფრედ მხოლოდ „სელტასთან" ჩატარებული განმეორებითი ½ ფინალური მატჩი დაასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ზედიზედ შვიდ მოგებულ თამაშში უნაი ემერის გუნდს საკუთარ კარში გოლიც კი არ გაუშვია.

ურთიერთშეხვედრებში დასრულებული სეზონის საჩემპიონატო მატჩებიდან გუნდებმა თითო მოგება გაიფორმეს. ორივე მათგანმა მეტოქე სახლში იდენტური ანგარიშებით 2:1 დაამარცხა.

ექსპერტების პროგნოზი: 5.5-ზე მეტი ყვითელი. 10.5-ზე მეტი კუთხური. ბარსელონა მოიგებს

ინგლისი-თურქეთი
„ეტიჰადზე“ გასამართი მატჩით ინგლისის და თურქეთის ნაკრებები ევრო 2016-ის მზადების უკანასკნელ ეტაპს იწყებენ. ამ მატჩის გარდა საფრანგეთის ტურნირამდე გუნდები კიდევ ორ-ორ ამხანაგურ თამაშსს ჩაატარებენ.

მას შემდეგ, რაც როი ჰოჯსონის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპი ასპროცენტიანი შედეგით დაასრულა, გუნდმა ოთხი ამხანაგური მატჩი გამართა. ორ შემთხვევაში ინგლისელებმა მარცხი იწვნიეს და ორჯერ გაიმარჯვეს. ბრიტანელებს ჯერ ესპანეთის, ხოლო შემდეგ კი ჰოლანდიის ნაკრებებმა მოუგეს. სამაგიეროდ ინგლისელებმა სახლში ფრანგები, ხოლო გასვლაზე კი გერმანელები დაამარცხეს.

მსგავსი ტრიუმფით არ გაუვლია საკვალიფიკაციო ეტაპი თურქეთის ნაკრებს. გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში დაკავებული მესამე ადგილით გააღწია და შეჯიბრზე როგორც საუკეთესო მესამე ადგილოსანი ისე მოხვდა. ამის შემდეგ გამართული ოთხი ამხანაგურიდან კი ფატიჰ თერიმის შეგირდებმა სამი მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ინგლისელებისგან განსხვავებით მათ შედარებით სუსტი მეტოქეები ჰყავდათ.

ორივე გუნდს გარკვეული საკადრო პრობლემები აქვს. ინგლისელთა რიგებში არ იქნებიან ნატან კლაინი, კრის სმოლინგი, ჯეიმს მილნერი,მარკუს რეშფორდი, უეინ რუნი და დანიელ სტარიჯი. სტუმრებს კი არდა, ნური შაჰინი და ბურაკ ილმაზი არ ეყოლებათ.

ეს გუნდები ერთმანეთს ათჯერ დაუპირისპირდნენ. რვა შემთხვევაში გამარჯვება ინგლისელებს დარჩათ, ხოლო ორჯერ კი მატჩი ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ თურქეთის ნაკრებს მეტოქისთვის ამ მატჩებში გოლი არ გაუტანია, ხოლო საკუთარ კარში კი 31 ბურთი მიიღო.

ექსპერტების პროგნოზი: ინგლისის ნაკრები მოიგებს. 2.5-ზე მეტი გოლი

"სან ლორენცო" - "ბანფილდი"
არგენტინის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ა“ ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა გაირკვევა. ერთ-ერთი პრეტენდენტი – „სან ლორენცო“, „ბანფილდს“ უმასპინძლებს. „სან ლორენცოს“ და „გოდოის“ ერთნაირი ქულები აქვთ და თუ ტურნირს გუნდები თანაბარი ქულებით დაასრულებენ ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით გამარჯვებულად „გოდოი“ გამოცხადდება.

ჩემპიონობის პრეტენდენტს ამ მატჩში ორი წამყვანი მცველი ემანუელ მასი და მატიას კარუსო დააკლდება. ორივე მათგანი დისკვალიფიცირებულია. საეჭვოა ხუან მერსიერის თამაშიც, რომელმაც ბოლო ვარჯიში ტრავმის გამო, დროზე ადრე დაასრულა.

განსხვავებით მეტოქისგან, „ბანფილდი“ მატჩისთვის სრული საბრძოლო შემადგენლობით ემზადება. გუნდმა სეზონი აშკარად ჩააგდო, რისი დასტურიც მხოლოდ 14 ქულა და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილია.

ექსპერტების პროგნოზი: სან ლორენცო მოიგებს მინიმუმ ორი ბურთის სხვაობით

"სან მარტინი" - "გოდოი"
„გოდოი“ განსვავებით „სან ლორენცოსგან“, თავის მატჩს გასვლაზე ჩაატარებს. „ა“ ჯგუფის ჩემპიონობის მაძიებელ მენდოსურ კლუბს „სან ლორენცოსთან“ შედარებით გატანილი და გაშვებული ბურთების უკეთესი ბალანსი აქვს, რაც თანაბარი ქულების შემთხვევაში „გოდოის“ უპირატესობას აძლევს.

„სან მარტინი“ „ბ“ ჯგუფში ასპარეზობდა. გუნდმა ოცი ქულა მოაგროვა და მეცხრე ადგილზეა. გასულ ტურში „სან მარტინმა“ „ატლეტიკო ტიკუმანთან“ გასვლაზე 2:3 წააგო. ამ თამაშში პირველი გოლი სტუმარტა გოლკიპერმა ანდრადემ გაიტანა, რომელმაც პენალტი გამოიყენა. მიმდინარე სეზონში ეს მეკარის მეორე გოლია.

„გოდოიმ“ წინა ტურში დაძაბულ ბრძოლაში „ბელგრანოს“ მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგო.

ორივე გუნდი მატჩს სრული საბრძოლო შემადგენლობით ხვდება.

ურთიერთშეხვედრებში „გოდოის“ მეტოქესთან საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს. „სან მარტინს“ ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული, მაშინ როდესაც დანარჩენი ოთხი თამაში მენდოსელებმა მოიგეს.

ექსპერტების პროგნოზი: 2.5-ზე ნაკლები გოლი

"ჰაგესუნდი" - "როსენბორგი"
ტრონჰეიმელები 28 ქულით ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერები არიან. უახლოეს მდევარ „მიოლდეს“ ისინი ოთხი ქულით უსწრებენ. „მიოლდემ“ ამ ტურის თამაში უკვე ითამაშა, ასე რომ ლიდერს გამარჯვების შემთხვევაში უპირატესობის შვიდ ქულამდე გაზრდა შეუძლია.

მასპინძლებს 20 ქულა აქვთ და გათამაშების ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფებიან. გასულ ტურში „ჰაგესუნდმა“ გასვლაზე „ვალერენგას“ მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგო. ერთადერთი ბურთი 19 წლის იბრაჰიმ შუაიბუმ გაიტანა, რომელიც მის კარიერაში პირველი აღმოჩნდა.

სტუმრებს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლიათ. მათ შორის მეკარე ალექსანდერ ჰანსენი და ფორვარდი პერ ჰელანდი. პირველი მათგანი ძირითადი შემადგენლობის წევრად არ ითვლება, რაც შეეხება ჰელანდს, მან მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთი მატჩის ჩატარება მოახერხა.

ექსპერტების პროგნოზი: 2.5-ზე მეტი გოლი. როსენბორგი მოიგებს.

სანდრო ცნობილაძე, სპეციალურად GOAL.GE–სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ნეიმარის გოლით ბრაზილიამ ურუგვაი დაამარცხა [VIDEO]

ამხანაგურ მატჩში ურუგვაის ნაკრებმა ბრაზილიის ნაკრები მიიღო და 0:1 დამარცხდა.

დღეს, 02:04

ვისთან ერთად ირიცხებოდა ქართველი ფეხბურთელი ბარსელონას აკადემიაში?

გიორგი ჩაკვეტაძის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერის ფონზე, კარგი იქნებოდა კიდევ ერთი ქართველის გახსენება,

დღეს, 01:52

სომხეთმა გიბრალტარი მიწასთან გაასწორა, მოვსოსიანის პოკერი

უეფას ერთა ლიგის მატჩში, სომხეთის ნაკრები გიბრალტარის ნაკრებს ესტუმრა და მეტოქე 6:2 გაანადგურა.

დღეს, 01:48

დეპაის და ვაინალდუმის გოლები, ჰოლანდიამ მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]

უეფას ერთა ლიგის მატჩში, ჰოლანდიის ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

დღეს, 01:42

სალაჰმა ულამაზესი გოლით ეგვიპტეს 90-ე წუთზე მოაგებინა [VIDEO]

აფრიკის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ეგვიპტის ნაკრებმა ტუნისის ნაკრები მიიღო და მეტოქე 3:2 დაამარცხა.

დღეს, 01:18

პოჩეტინო სოლარიზე: "რეალს სადარდებელი არ აქვს"

მაურისიო პოჩეტინომ მადრიდის "რეალის" ახალ მწვრთნელზე, სანტიაგო სოლარიზე ისაუბრა.

დღეს, 01:12

პოლიციამ ბრაზილიელი ფეხბურთელის მკვლელობაში ბრალდებული მე-9 პირი დააკავა

გასულ თვეს, ბრაზილიაში "სან პაოლოს" 24 წლის ფეხბურთელი ანხელ კორეა მოკლეს.

დღეს, 01:10

ბენიტესი: "თუ რეალი ტიტულებს არ იგებს, ესეიგი რაღაც ხდება"

ესპანელმა სპეციალისტმა, რაფაელ ბენიტესმა ყოფილ გუნდზე, მადრიდის "რეალზე" ისაუბრა.

დღეს, 01:05

რეალმა ვინიციუსი ბრაზილიის ნაკრებიდან მოკვეთა

"რეალმა" ამ წესით ისარგებლა და ვინიციუსი მადრიდში დატოვა.

დღეს, 00:58

კასილასი: "დავბრუნდები თუ არა რეალში?"

"პორტოს" კიპერი, იკერ კასილასი გადაცემა Universo Valdano-ში იყო მიწვეული, სადაც ყოფილ გუნდსა და ნაკრებზეც ისაუბრა.

დღეს, 00:49

ობლაკი: "ბარსელონასთან თამაში იოლი არასდროს არის"

ლა ლიგის მომდევნო ტურში, "ბარსელონა" "ატლეტიკოს" ესტუმრება.

დღეს, 00:46

დალიჩი: "რაკიტიჩის ინგლისთან გამოყვანას ვერ გავრისკავდი"

უეფას ერთა ლიგაზე, ხორვატიის ნაკრები ინგლისის ნაკრებთან შესახვედრად ემზადება, სადაც გუნდს ივან რაკიტიჩი არ ეყოლება.

დღეს, 00:43

ჩელსის ჰასაი სურს - აგენტმა დაადასტურა: "60 მილიონიც ღირს"

ელსეიდ ჰასაის აგენტმა, მარიო გიუფრედიმ დაადასტურა, რომ ლონდონის "ჩელსის" მისი კლიენტის დამატება სურს.

დღეს, 00:40

იგუაინის ძმა: "გონსალოზე ტყუილებს ნუ წერთ"

გონსალო იგუაინის ძმამ და ამავდროულად აგენტმა, ნიკოლას იგუაინმა იტალიური პრესა სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

დღეს, 00:36

ვენგერი: "იმედგაცრუებული ვარ"

ფრანგი სპეციალისტი, გუნდმა სეზონის ბოლოს დაითხოვა და უკვე 6 თვეა ის უმუშევარია.

დღეს, 00:32

მანჩესტერი გოდინს მიუბრუნდა - Daily Star

ბრიტანული გამოცემა Daily Star წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" დიეგო გოდინს მიუბრუნდა.

დღეს, 00:29

რატომ დაესწრო მოურინიო ბელგიის ნაკრების მატჩს?

ერთა ლიგაზე, ბელგიის ნაკრები ისლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

დღეს, 00:27

მანჩესტერს ევერტონ სოარესის დამატება სურს - ESPN

ცნობილი ამერიკული გამოცემა ESPN წერს, რომ "მანჩესტერს" ევერტონ სოარესის დამატება სურს.

დღეს, 00:24

მილანმა რეალს სუსოზე პასუხი გასცა - Calcio Mercato

იტალიური გამოცემა Calcio Mercato წერს, რომ "მილანი" სუსოს გაყიდვის გეგმას არ განიხილავს.

დღეს, 00:21

ლივერპულისგან შეთავაზება არ არის, თუმცა ბარსელონა ვარიანტებს ელოდება - მენეჯერის კომენტარი

ბრიტანული გამოცემა GOAL.COM წერს, რომ ამ ეტაპზე "ლივერპულს" უსმან დემბელესთვის შეთავაზება არ გაუკეთებია.

დღეს, 00:18

ჩელსი 70 მილიონ ფუნტს ამზადებს - Daily Mail

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს, რომ ლონდონის "ჩელსი" კრისტიან პულიშიჩის შესაძენად 70 მილიონ ფუნტს ამზადებს.

დღეს, 00:14

საქართველო - სამოა: ყველაფერი, რაც შეხვედრაზე უნდა ვიცოდეთ

საქართველო და სამოა ერთმანეთს მეხუთედ შეერკინებიან

დღეს, 00:12

ხორვატიის ნაკრებს გადამწყვეტი მატჩის წინ ლიდერი გამოაკლდა

ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ბოლო ტურის თამაშის წინ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა დაკარგა.

გუშინ, 21:47

ATP ლონდონი: 1/2 ფინალური წყვილი ცნობილია

დღეს ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე ჯგუფური ეტაპი სრულდება და მიუხედავად იმისა, რომ 1 მატჩი ჯერ კიდევ ჩასატარებელია, ნახევარფინალური წყვილები უკვე გამოვლენილია.

გუშინ, 21:35

"ეს დამცირება იყო" - რატომ დატოვა რუნიმ მანჩესტერი?

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, ლეგენდარულმა უეინ რუნიმ, ინგლისური გრანდიდან წასვლის მიზეზი დაასახელა.

გუშინ, 21:19

"შენ ნამდვილი მამაცი გული ხარ" - კლოპმა თავის მოთამაშეს კაპიტნობა მიულოცა

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, თავის მოთამაშეს ეროვნულ ნაკრებში კაპიტნობა ორიგინალურად მიულოცა.

გუშინ, 21:11

ბუნდესლიგაში თვის საუკეთესო მოთამაშე გამოავლინეს

გერმანიის ბუნდესლიგის ქომაგებმა ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს.

გუშინ, 21:02

ყველაფერი ნათელია - ბარსელონამ დემბელეს თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსხმელი, უსმან დემბელე, ბოლო დღეებში საფეხბურთო პრესაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი პერსონა იყო.

გუშინ, 20:58

მილანის პრეზიდენტი: "იბრაჰიმოვიჩი? ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ისედაც ამ გუნდში თამაშობს"

"მილანის" პრეზიდენტმა, პაოლო სკარონიმ, გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად "ლოს ანჯელეს გალაქსის" რიგებს იცავს.

გუშინ, 19:49

ჟირუ: "როდესაც აზარი პირველ ვარჯიშზე ვიხილე, ვიფიქრე: ჯანდაბა!"

ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ, ედენ აზარზე ისაუბრა.

გუშინ, 19:01

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები