Goal.Ge

საფეხბურთო ომი, მკვლელობა და დაპატიმრებების სერია - რა რეაქციას იწვევს ეროვნული ნაკრების მარცხი


საფეხბურთო ომი, მკვლელობა და დაპატიმრებების სერია - რა რეაქციას იწვევს ეროვნული ნაკრების მარცხი

ევროპის ჩემპიონატის პარალელურად აშშ-ში “კოპა სენტენარიო“ მიმდინარეობდა. ვის რომელი ტურნირი მოწონს, გემოვნების საკითხია, გემოვნებისა, რომელზეც მუდმივად დავობენ, მაგრამ ის რომ ამერიკის კონტინენტზე, ვგულისხმობ სამხრეთ ამერიკას, ფეხბურთისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად განსხვავებულია, სადაო ნამდვილად არაა. ყოფილა შემთხვევები, რომ ეს დამოკიდებულება ცივილიზებულ ჩარჩოს სცდება.

ლათინურ ამერიკაში იციან ფეხბურთელების და გუნდების გაღმერთება, მაგრამ ასეთივე „წარმატებით“ გაწბილებულ ქომაგებს შეუძლიათ, რომ წაგებული თამაშისთვის თავისი ქვეყნის ნაკრების მოთამაშეებს ძალიან მკაცრად პასუხი მოთხოვონ. უარყოფითი დამოკიდებულების მაგალითი თავის თავზე სრული სიმძიმით ლეო მესიმ გამოსცადა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ვერ გაუძლო იმ უდიდეს ფსიქოლოგიურ წნეხს, რომელსაც მასზე მთელი არგენტინა ახორციელებდა და სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. საბედნიეროდ, იმ ადამიანთა დიდი ნაწილი, რომელიც მესის აკრიტიკებდა, თავის საქციელს ნანობს და ახლა კრიტიკა მისდამი ხვეწნა-მუდარით შეიცვალა.

მესის აშკარად გაუმართლა რომ, იგი კოლუმბიაში არ დაიბადა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის ადამიანები, რომლებმაც 1994 წელს მედელინში ანდრეს ესკობარი მუნდიალზე თავის კარში გატანილი გოლის გამო ჩაცხრილეს, თავიანთ საქციელს არ ნანობენ.

საფეხბურთო ომი, მკვლელობა და დაპატიმრებების სერია - რა რეაქციას იწვევს ეროვნული ნაკრების მარცხი

კოლუმბიაში მომხდარი ერთ-ერთია იმ შემთხვევათაგან, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ფეხბურთისადმი და ფეხბურთელებისადმი ძალადობას მოწმობს. აშშ-ში 22 წლის წინ გამართული მთელი მსოფლიო ჩემპიონატის მანძილზე კოლუმბიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფრანსისკო მატურანა და ნახევარმცველი გაბრიელ გომესი მუქარის შემცველ ზარებს იღებდნენ. მათ ამის შესახებ განაცხადეს კიდეც, მაგრამ ნაკრების თავკაცის და ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის ჩივილს, ყურადღება არავინ მიაქცია.

კიდევ უფრო შორს წავიდნენ სალვადორში. 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ამ ქვეყნის ნაკრებს ჰონდურასის ეროვნული გუნდის წინააღდეგ ორი მატჩი უნდა ჩაეტარებინა. ორივე შეხვედრის მანძილზე იყო მასობრივი არეულობები. ორ რაუნდიანი დაპირისპირება ჰონდურასელთა გამარჯვებით დასრულდა. პრესაში ნამდვილი ისტერია გაჩაღდა. მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ნაცვლად იმისა რომ მდგომარეობის განეიტრალება ეცადათ, საპირისპირო მოწოდებებს ავრცელებდნენ. საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა 1969 წლის 24 ივნისს, რომ სალვადორის ხელისუფლებამ ნაციონალური არმიის ძალების მობილიზაცია მოახდინა და ჰონდურასს ომი გამოუცხადა. სამხედრო შეტაებები ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მათ რამდენიმე ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

აზიის კონტინენტზე სამხრეთ ამერიკის მსგავსად არ იქცევიან. იქ ფეხბურთელებს არ კლავენ, სამაგიეროდ ქვეყნის მმართველების ბრძანებით წაგებული მატჩებისთვის მოთამაშეებს და მწვრთნელებს აპატიმრებენ.

ჩრდილოეთ კორეის შესახებ ბევრი მითი არსებობს. მათი დადასტურება იმ მიზეზით, რომ ამ ქვეყანაში არც არავინ ჩადის, არავის შეუძლია. ყველას აქვს ალბათ ნანახი ამ უცნაური ქვეყნის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოები. მართლა ატყუებენ თუ არა ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას იმით, რომ მათი ასტრონავტები კოსმოსს ითვისებენ, არავინ იცის, სამაგიეროდ დადასტურებული ფაქტია, რომ საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კიმ ჩენ ჰუნი, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა 2014 წლის მუნდიალზე ითამაშა დაპატიმრებულია. ქვეყნის მმართველმა კიმ ჩენ ინმა, პორტუგალიის ნაკრებთან 0:7 მარცხი სამშობლოს ღალატად შერაცხა. ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დანაშაული აღიარა, რისთვისაც ამჟამად იგი სასჯელს საკონცენტრაციო ბანაკში იხდის.

2013 წელს სახელმწიფო სადამსჯელო მანქანა პრინციპიალური მატჩის წაგებისთვის ჩინეთშიც აამუშავეს. ტაილანდთან 1:5 დამარცხებამ, რომელიც ქვეყნის მმართველის სი ცზინპინის დაბადების დღეს დაემთხვა ამ უკანასკნელის უკიდურესი განრისხება გამიწვია. თამაშის ჩატარებიდან მოკლე ხანში დააპატიმრეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ნაკრების ყოფილი კაპიტანი, რომლებსაც ათ-ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, კიდევ ოთხი მოთამაშე ციხეში ექვსი წლით გაუშვეს.

სანდრო ცნობილაძე, GOAL.GE–სთვის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კასილასი: "დავბრუნდები თუ არა რეალში?"

"პორტოს" კიპერი, იკერ კასილასი გადაცემა Universo Valdano-ში იყო მიწვეული, სადაც ყოფილ გუნდსა და ნაკრებზეც ისაუბრა.

დღეს, 00:49

ობლაკი: "ბარსელონასთან თამაში იოლი არასდროს არის"

ლა ლიგის მომდევნო ტურში, "ბარსელონა" "ატლეტიკოს" ესტუმრება.

დღეს, 00:46

დალიჩი: "რაკიტიჩის ინგლისთან გამოყვანას ვერ გავრისკავდი"

უეფას ერთა ლიგაზე, ხორვატიის ნაკრები ინგლისის ნაკრებთან შესახვედრად ემზადება, სადაც გუნდს ივან რაკიტიჩი არ ეყოლება.

დღეს, 00:43

ჩელსის ჰასაი სურს - აგენტმა დაადასტურა: "60 მილიონიც ღირს"

ელსეიდ ჰასაის აგენტმა, მარიო გიუფრედიმ დაადასტურა, რომ ლონდონის "ჩელსის" მისი კლიენტის დამატება სურს.

დღეს, 00:40

იგუაინის ძმა: "გონსალოზე ტყუილებს ნუ წერთ"

გონსალო იგუაინის ძმამ და ამავდროულად აგენტმა, ნიკოლას იგუაინმა იტალიური პრესა სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

დღეს, 00:36

ვენგერი: "იმედგაცრუებული ვარ"

ფრანგი სპეციალისტი, გუნდმა სეზონის ბოლოს დაითხოვა და უკვე 6 თვეა ის უმუშევარია.

დღეს, 00:32

მანჩესტერი გოდინს მიუბრუნდა - Daily Star

ბრიტანული გამოცემა Daily Star წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" დიეგო გოდინს მიუბრუნდა.

დღეს, 00:29

რატომ დაესწრო მოურინიო ბელგიის ნაკრების მატჩს?

ერთა ლიგაზე, ბელგიის ნაკრები ისლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

დღეს, 00:27

მანჩესტერს ევერტონ სოარესის დამატება სურს - ESPN

ცნობილი ამერიკული გამოცემა ESPN წერს, რომ "მანჩესტერს" ევერტონ სოარესის დამატება სურს.

დღეს, 00:24

მილანმა რეალს სუსოზე პასუხი გასცა - Calcio Mercato

იტალიური გამოცემა Calcio Mercato წერს, რომ "მილანი" სუსოს გაყიდვის გეგმას არ განიხილავს.

დღეს, 00:21

ლივერპულისგან შეთავაზება არ არის, თუმცა ბარსელონა ვარიანტებს ელოდება - მენეჯერის კომენტარი

ბრიტანული გამოცემა GOAL.COM წერს, რომ ამ ეტაპზე "ლივერპულს" უსმან დემბელესთვის შეთავაზება არ გაუკეთებია.

დღეს, 00:18

ჩელსი 70 მილიონ ფუნტს ამზადებს - Daily Mail

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს, რომ ლონდონის "ჩელსი" კრისტიან პულიშიჩის შესაძენად 70 მილიონ ფუნტს ამზადებს.

დღეს, 00:14

საქართველო - სამოა: ყველაფერი, რაც შეხვედრაზე უნდა ვიცოდეთ

საქართველო და სამოა ერთმანეთს მეხუთედ შეერკინებიან

დღეს, 00:12

ხორვატიის ნაკრებს გადამწყვეტი მატჩის წინ ლიდერი გამოაკლდა

ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ბოლო ტურის თამაშის წინ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა დაკარგა.

გუშინ, 21:47

ATP ლონდონი: 1/2 ფინალური წყვილი ცნობილია

დღეს ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე ჯგუფური ეტაპი სრულდება და მიუხედავად იმისა, რომ 1 მატჩი ჯერ კიდევ ჩასატარებელია, ნახევარფინალური წყვილები უკვე გამოვლენილია.

გუშინ, 21:35

"ეს დამცირება იყო" - რატომ დატოვა რუნიმ მანჩესტერი?

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, ლეგენდარულმა უეინ რუნიმ, ინგლისური გრანდიდან წასვლის მიზეზი დაასახელა.

გუშინ, 21:19

"შენ ნამდვილი მამაცი გული ხარ" - კლოპმა თავის მოთამაშეს კაპიტნობა მიულოცა

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, თავის მოთამაშეს ეროვნულ ნაკრებში კაპიტნობა ორიგინალურად მიულოცა.

გუშინ, 21:11

ბუნდესლიგაში თვის საუკეთესო მოთამაშე გამოავლინეს

გერმანიის ბუნდესლიგის ქომაგებმა ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს.

გუშინ, 21:02

ყველაფერი ნათელია - ბარსელონამ დემბელეს თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსხმელი, უსმან დემბელე, ბოლო დღეებში საფეხბურთო პრესაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი პერსონა იყო.

გუშინ, 20:58

მილანის პრეზიდენტი: "იბრაჰიმოვიჩი? ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ისედაც ამ გუნდში თამაშობს"

"მილანის" პრეზიდენტმა, პაოლო სკარონიმ, გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად "ლოს ანჯელეს გალაქსის" რიგებს იცავს.

გუშინ, 19:49

ჟირუ: "როდესაც აზარი პირველ ვარჯიშზე ვიხილე, ვიფიქრე: ჯანდაბა!"

ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ, ედენ აზარზე ისაუბრა.

გუშინ, 19:01

ვილაშ-ბოაში: "როგორ შეიძლებოდა რონალდუს გაშვება 100 მილიონ ევროდ?"

პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა, კრიშტიანუ რონალდუს "რეალიდან" "იუვენტუსში" გადასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 18:35

გვარდიოლამ კატალონიელი პოლიტპატიმრები მოინახულა

ესპანელმა სპეციალისტმა კატალონიის პოლიტპატიმრები მოინახულა.

გუშინ, 18:11

"ჰა-ჰა! 3:2! შენ პრესკონფერენციებზე საუბრის ოსტატი ხარ, საქმეში კი..." - ლოვრენმა რამოსთან ომი განაგრძო

ხორვატიის ნაკრების მცველი, ესპანეთის კაპიტანს თავს ვერ ანებებს.

გუშინ, 17:59

რეალის პრობლემები გრძელდება? მოდრიჩის და სებალოსის ღია კონფლიქტი [VIDEO]

მადრიდის "რეალში" მორიგი პრობლემებია - ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრების შეხვედრაში გუნდის ორმა ფეხბურთელმა იკამათა.

გუშინ, 17:51

ჩაკვეტაძის მოლოდინში - 10 ახალგაზრდა ტალანტი, რომელმაც ბარსელონაში გაამართლა

"ბარსელონა" არის გუნდი, რომლის ფუნდამენტს შეადგენენ აკადემიის აღზრდილები და ტოპ-კლასის ვარსკვლავები.

გუშინ, 17:38

ასენსიომ რეალის დატოვება გადაწყვიტა - Tuttosport

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველს, მარკო ასენსიოს, გუნდის დატოვება სურს.

გუშინ, 14:10

ხამესი რეალს უბრუნდება?! ბაიერნმა კოლუმბიელის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - Kicker

დიდი ალბათობით, კოლუმბიელი, მიმდინარე სეზონის ბოლოს, მადრიდის "რეალში" დაბრუნდება.

გუშინ, 13:52

"ჩვენ მათ მაშინაც კი მივულოცეთ, როდესაც 0:6 წავაგეთ, მათ კი..." - ლოვრენმა ესპანელები გააკრიტიკა

"ლივერპულის" და ხორვატიის ნაკრების მცველმა, დეიან ლოვრენმა, ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ, ფურია როხას ფეხბურთელები გააკრიტიკა.

გუშინ, 13:44

მორატა: "ეს მწვრთნელი რეალში დიდ წარმატებას მიაღწევდა"

ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ, მადრიდის "რეალში" ანტონიო კონტეს არშემდგარ დანიშვნაზე ისაუბრა.

გუშინ, 13:33

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები