» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ჩემპიონთა თასი - დღევანდელი ამხანაგურები


ჩემპიონთა თასი - დღევანდელი ამხანაგურები

დღეს დილით ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე ერთბაშად სამი საკმაოდ საინტერესო თამაში გაიმართა.

ოჰაიოში, მადრიდის "რეალმა" თავისი პირველი ამხანაგური თამაში ჩაატარა და უნაი ემერის "პარისენ-ჟერმენთან" დასანანი მარცხიც განიცადა. ზინედინ ზიდანმა შედარებით ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. ძირითადში მოხვდა "სამეფო კლუბში" დაბრუნებული ალვარო მორატაც. პარიზელთა სასტარტოში კი რამდენიმე ახალგაზრდა გამოჩნდა: პრესნელ კიმპემბე, ჯონათან იკონე და ლორენცო კალეგარი.

ფრანგებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მეორე წუთზე გაიბრწყინა 18 წლის ფრანგმა იკონემ, რომელმაც ჩინებული სოლორეიდი დააგვირგვინა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ თამაში ცოტათი დაწყნარდა, ტაიმის ბოლოს კი "პსჯ-ს" ახალწვეულმა, 24 წლის ბელგიელმა განაპირა მცველმა, ტომას მუნიემ გაიბრწყინა. მან დებიუტში შეცვალა ტიაგო სილვა და ჯერ შორიდან გაიტანა ლამაზი ბურთი, შემდეგ კი ლუკას მოურას კარგი პასით საჯარიმოში შეიჭრა, ჩაწოდება სცადა, რომელიც კიკო კასილიამ ჩაჭრა, საბოლოოდ კი, ბურთი ისევ მუნიეს მიუვიდა და მან ხუთ წუთში დუბლის გაფორმება მოახერხა. ტაიმის ბოლოს, ორიეს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა. პენალტი მარსელომ გამოიყენა - 1:3.

მეორე ნახევარში "რეალი" ახალი, კიდევ უფრო ახალგაზრდული შემადგენლობით გავიდა. აღსანიშნავია, რომ შანსი მიიღო ნორვეგიელმა ვუნდერკინდმა, მარტინ ოდეგორმა და აგრეთვე ლეგენდარული ზიდანის ვაჟმა, ენცო ზიდან ფერნანდესმა, რომელიც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და ერთი მომენტიც ჰქონდა. თუმცა, ყველაზე სახიფათო ეპიზოდები მაინც პარიზელებს ჰქონდათ. ედინსონ კავანი ორჯერ დარჩა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ვერცერთხელ ვერ შეაგდო. ემერიმ მეორე ნახევარში ჩართო თამაშში გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული ჰატემ ბენ არფა, მაგრამ მან ვერაფერი მოასწრო. საბოლოოდ, 3:1 და "პსჟ-მ" მორიგი სატესტო მატჩი მოიგო. მადრიდელები კი ორ დღეში ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდებიან.
ჩემპიონთა თასი - დღევანდელი ამხანაგურები


რეალი 1:3 პსჟ

გოლები: 0:1 - იკონე (2'), 0:2 - მუნიე (35'), 0:3 - მუნიე (40'), 1:3 - მარსელო (44' პენ.)

რეალი: კასილია (რუბენი 46'); დანილო (კარვახალი 46'), ვარანი (აჩრაფი 46'), ნაჩო (ლინჰარტი 46'), მარსელო (ტეხერო 46'); ისკო (ასენსიო 46'), კასემირო (მარკოს ლიორენტე 46'), კოვაჩიჩი (ოდეგორი 46'); ხესე (ფებასი 46'), მორატა (მარიანო დიასი 46'), ლუკას ვასკესი (ენცო ზიდანი 46').

პსჟ: ტრაპი; ორიე, ტიაგო სილვა (მუნიე 11'), კიმპემბე, კურჟავა (მაქსველი 69'); პასტორე (სტამბული 46'), რაბიო (ნკუნკუ 69'), იკონე (დი მარია 46'); მოურა (გერგენი 69'), კავანი (ბენ არფა 69'), კალეგარი.


"რეალისა" და "პსჟ-ს" თამაშის შემდეგ, ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე მორიგი ძალიან საინტერესო თამაში დაიწყო ჩიკაგოში. კარლო ანჩელოტი მიუნხენის "ბაიერნით" თავის ყოფილ კლუბს "მილანს" დაუპირისპირდა და გამოცდილმა იტალიელმა, "რეკორდმაისტერის" თავკაცის პოსტზე, თავისი პირველი თამაში წააგო .

"ბაიერნის" სასტარტო თერთმეტეულში პირველად გამოჩნდა გერმანელი ცენტრალური მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მინდორს. სხვა მხრივ კი, იტალიელმა სპეციალისტმა იგივე მოთამაშეები გამოიყვანა, რომლებიც წინა თამაშებში გამოიყენა. რაც შეეხება "მილანს", ეს ვინჩენცო მონტელას გუნდისათვის მეორე ამხანაგური თამაში იყო და "როსონერის" ძირითადიც ოპტიმალურად გამოიყურებოდა. იტალიელებმა აქტიურად დაიწყეს და მბაიე ნიანგმა მე-15 წუთზე შეაგდო, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა. თუმცა, ახალგაზრდა ფრანგმა ძალიან მალე მიიღო საჩუქარი ბადშტუბერისგან და მარტივად გაიყვანა წინ "მილანი". ამან გამოაფხიზლა მიუნხენური კლუბი და შვიდ წუთში ფრენკ რიბერიმ, ალაბას პასის შემდეგ, მარჯვენაზე ბურთი გაისწორა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა. დაახლოებით ათ წუთში კი, უკვე დავიდ ალაბამ გაიტანა მშვენიერი გოლი შორიდან. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა.

შესვენებაზე მხოლოდ ერთი ცვლილება განხორციელდა და მოედანზე გამოვიდა "მილანის" საყრდენი იურაი კუცკა. "როსონერიმ" მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და ანდრეა ბერტოლაჩიმ დებიუტშივე გამოიყენა შანსი. იტალიელმა ნახევარმცველმა "ბაიერნის" საჯარიმოში შექმნილი ქაოსით ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ კარგი მომენტი ჰქონდა სუსოს, ხოლო რამდენიმე წუთში, ცენტრში, კუცკამ ითამაშა ბრწყინვალედ, გაისროლა შორიდან და ფელჰანის ფეხიდან ბურთი "ბაიერნის" კარში აღმოჩნდა - 3:2. ანჩელოტიმ თამაშში რამდენიმე ახალგაზრდა ჩართო და მიუნხენელებმა ბოლოს მაინც გაიტანეს. ხუან ბერნატმა მოიპოვა პენალტი, რომელიც გოლად ფრენკ რიბერიმ გარდასახა. დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც "მილანმა" 4:3 მოიგო. გადამწყვეტი გამოდგა ჯანლუიჯი დონარუმას სეივი, რომელმაც რაფინიას აჯობა. "როსონერის" მხრიდან კი ყველაზე ზუსტი გამოდგა.
ჩემპიონთა თასი - დღევანდელი ამხანაგურები


ბაიერნი 3:3 მილანი

გოლები: 0:1 - ნიანგი (23'), 1:1 - რიბერი (29'), 2:1 - ალაბა (38'), 2:2 - ბერტოლაჩი (49'), 2:3 - კუცკა (61'), 3:3 - რიბერი (90' პენ.).

ბაიერნი: ულრაიხი; რაფინია, ხავი მარტინესი (პანტოვიჩი 79'), ბადშტუბერი (ფელდჰანი 31'), ბერნატი; ლამი, ხაბი ალონსო (იოზტურკი 60'), ტიაგო (ბენკო 60'); რიბერი, გრინი (ლაპე 79'), ალაბა.

მილანი: დონარუმა; აბატე (კუცკა 46'), პალეტა, რომანიოლი, ანტონელი (ელი 62'); მონტოლივო (ელ ჰილალი 80'), პოლი (ვერგარა 80'), ბერტოლაჩი (ზანელატო 62'); ბონავენტურა, ნიანგი (მატრი 63'), სუსო (ჰონდა 62').


ბოლო საინტერესო დაპირისპირება კი კალიფორნიაში გაიმართა. ლონდონის "ჩელსიმ" მშვენიერი თამაში ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა იურგენ კლოპის "ლივერპული". ანტონიო კონტემ ოპტიმალურთან მიახლოვებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, ძირითადში ახალგაზრდებიდან მხოლოდ ლოფტუს-ჩიკი და იბრაჰიმა ტრაორე მოხვდნენ. რაც შეეხება "ლივერპულს" კლოპმა კვლავ მისცა შანსი გრუიჩს, აგრეთვე სტიუარტდს, რენდალსა და ეარიას. პლიუას ამას ახალწვეულებიც იყვნენ სასტარტოში კარიუსის, კლავანისა და სადიო მანეს სახით.

"არისტოკრატებმა" ანგარიში დებიუტშივე გახსნეს. სესკ ფაბრეგასის კუთხურის შემდეგ გარი კეჰილმა თავით წინ გაიყვანა "ჩელსი". "ლივერპული" გააქტიურდა, რამდენიმე კარგი ეპიზოდი შექმნა და რობერტო ფირმინიომ გოლიც შეაგდო, მაგრამ ბრაზილიელი თამაშგარეში იყო. შესვენების შემდეგ კლოპმა შედარებით ძლიერი მოთამაშეები ჩართო თამაშში, მაგრამ "წითლებმა" ვერ გატეხეს ლონდონური კლუბის ძლიერი დაცვის ხაზი. შეხვედრის 70-ე წუთზე კი ფაბრეგასმა გაშლილი ფეხი ჩაარტყა რაგნარ კლავანს, რის გამოც პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. საბოლოოდ კონტემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და "ჩელსი" მოემზადება მადრიდის "რეალთან" შეხვედრისთვის.
ჩემპიონთა თასი - დღევანდელი ამხანაგურები


ჩელსი 1:0 ლივერპული

გოლი: 1:0 - კეჰილი (10').

ჩელსი: ბეგოვიჩი; ასპილიკუეტა, კეჰილი, ტერი, აინა; ფაბრეგასი, მატიჩი; მოზესი (ბატშუაი 67'), ლოფტუს-ჩიკი (ჩალობა 72'), ვილიანი (კუადრადო 67'); ტრაორე (პედრო 67').

ლივერპული: კარიუსი; ეარია (მარკოვიჩი 64'), ლოვრენი (უისდომი 64'), კლავანი, მორენო (ბრანეგენი 82'); სტიუარდი (არნოლდი 82'), რენდალი (ინგზი 64'), გრუიჩი (ლალანა 46'); მანე (ოიო 64'), ფირმინიო (ჰენდერსონი 64'), კოუტინიო (მილნერი 63').

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"მარადონას მსგავსად, ღმერთის ხელი მეც დამეხმარა", - დუდეკი სტამბულის ფინალის შესახებ

"ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ და ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის სტამბულის ფინალის გმირმა, ირჟი დუდეკმა, ანდრეი შევჩენკოს ეპიზოდი გაიხსენა:

დღეს, 12:00

კოუტინიოს პრემიერ ლიგაში კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველის, ფელიპე კოუტინიოს მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

დღეს, 11:49

რეალი იუვენტუსს ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს

Diario-ს თანახმად, მადრიდის "რეალმა" ტურინის "იუვენტუსს" შესთავაზა საკმაოდ საინტერესო ბარტერი.

დღეს, 11:33

ბეილის კარიერის გაგრძელების 4 ვარიანტი

El Chiringuito-ს თანახმად, მადრიდის "რეალის" შემტევს, გარეტ ბეილს კარიერის გაგრძელების ოთხი ვარიანტი აქვს.

დღეს, 11:25

"ლივერპულში გადმოსვლა, იდეალური გადაწყვეტილება აღმოჩნდა", - ადრიანი

"ლივერპულის" სათადარიგო მეკარემ, ადრიან კასტილიომ თავისი მომავლის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:17

"ალაჰის გეშინოდეთ", - ხაბიბი UFC 249-ის ჩაშლის შესახებ

UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვი 249-ე ღონისძიების ჩაშლას გამოეხმაურა:

დღეს, 11:10

რუშთუმ იმუნიტეტის დაქვეითების მთავარი მიზეზი დაასახელა

"ბარსელონას" ყოფილმა მეკარემ და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა,

დღეს, 10:51

მილანის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი უკვე გამოიკვეთა

Sky Sport Italia-ს თანახმად, "მილანის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი უკვე გამოიკვეთა.

დღეს, 10:42

ვინ გადაუნერგა აბიდალს ღვიძლი 2011 წელს?

როგორც მოგეხსენებათ, 2011 წელს ერიკ აბიდალს აღმოაჩნდა ონკოლოგიური დაავადება, რის გამოც მისთვის ღვიძლის გადანერგვა გახდა საჭირო.

დღეს, 10:34

მიზეზი, რის გამოც ნეიმარს პსჟ-ში დარჩენა მოუწევს

Mundo Deportivo-ს თანახმად, ნეიმარის "პარი სენ-ჟერმენში" დარჩენის შანსი და ალბათობა საკმაოდ მაღალია.

დღეს, 10:21

უაიტის კომენტარი UFC-ის 249-ე ივენთის გაუქმების შესახებ

როგორც მოგეხსენებათ, სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ დამტკიცებული UFC-ის რიგით 249-ე ივენთი მაინც ჩაიშალა.

დღეს, 10:14

როდის განაახლებენ იტალიური გუნდები ვარჯიშებს?

როგორც მოგეხსენებათ, უკვე ერთი თვეა კორონავირუსის გამო იტალიის ჩემპიონატი გაჩერებულია.

დღეს, 05:28

იუვენტუსის ფეხბურთელი კორონავირუსისგან განიკურნა და მალე კარანტინს დატოვებს

ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი დანიელე რუგანი იყო პირველი მოთამაშე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 05:26

ატლეტიკოს ნაპოლის თავდამსხმელის შეძენა სურს

გავლენიანი იტალიური პრესა იტყობინება, რომ მადრიდის "ატლეტიკო" "ნაპოლის" ფეხბურთელის შეძენით ინტერესდება.

დღეს, 05:23

ბელგიის ჩემპიონატის ეს სეზონი გაუქმდა, თუმცა გადაწყვეტილება იცვლება?

გასულ კვირას, გამოაცხადეს, რომ ბელგიის ჩემპიონატის ეს სეზონი აღარ განახლდებოდა, მიზეზი კორონავირუსია.

დღეს, 05:20

ოფიციალურად: UFC 249 აღარ ჩატარდება

ოფიციალურად დადასტურდა, რომ UFC 249, რომელიც 18 აპრილს იყო დაგეგმილი, აღარ ჩატარდება.

დღეს, 05:15

ვულვზის ფეხბურთელი: "4-ეულში შესვლა შეგვიძლია"

"ვულვზის" ფეხბურთელი რაულ ხიმენესი ოპტიმისტურადაა განწყობილი და თავისი გუნდის შესაძლებლობებს აფასებს.

დღეს, 05:11

ინფანტინო: "ჩემპიონატების მალე განახლება უბრალოდ შეუძლებელია"

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

დღეს, 05:09

რონალდომ ბექჰემი შეაქო: "ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ ინგლისელი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი შეაქო.

დღეს, 05:06

ტიაგო: "ყველაფრის 0-დან დაწყება მოგვიწევს"

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა აცხადებს, რომ მის გუნდს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს.

დღეს, 05:03

ბრუნო ფერნანდეში: "მანჩესტერი ერთი ფეხბურთელის გამო შემიყვარდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში ამბობს, რომ ის ამ გუნდს დიდი ხანია ქომაგობს.

დღეს, 05:00

"2 ფეიკ სიახლე!" - ლეო მესი ტყუილ ინფორმაციებს ეხმაურება

ბოლო პერიოდში, არგენტინელ ფეხბურთელზე ლეო მესიზე ბევრი ინფორმაცია იწერება.

დღეს, 04:55

გრიზმანი უკმაყოფილოა: "Football Manager-ის შემქმნელებს ჩემი თამაში არ უნახავთ"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა Football Manager-ში თავისი მონაცემების შეფასება გააკეთა:

დღეს, 00:25

დადასტურდა: ლინდელოფმა მანჩესტერი დატოვა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ვიქტორ ლინდელოფმა კლუბი დატოვა.

დღეს, 00:14

ვინ არის ევროპის ტოპ-5 ლიგის ყველაზე საიმედო მეკარე?

სანამ მიმდინარე სეზონი შეჩერებულია, შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ ვინ არის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე საიმედო მეკარე.

დღეს, 00:06

სუარესი: "იმედია, შემდეგი ვარჯიში უკვე თანაგუნდელების გარემოცვაში იქნება"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:48

"კონორი როგორც ეჭვიანი მეძავი, ისე იქცევა", - ხაბიბის მენეჯერი

ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა, ალი აბდელ-აზიზმა კონორ მაკგრეგორი მწვავედ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა:

გუშინ, 23:40

"მანჩესტერში გადმოსვლის შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი", - ბრუნო

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა, ბრუნო ფერნანდეშმა თავისი გუნდის შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:27

ჩელსისა და ზიეჩს შორის გაურკვევლობა წარმოიქმნა

The Telegraph-ის თანახმად, ლონდონის "ჩელსისა" და ჰაკიმ ზიეჩს შორის ერთგვარი გაურკვევლობა წარმოიქმნა.

გუშინ, 23:19

ტერ შტეგენმა კარიერის საუკეთესო მომენტი დაასახელა

"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა თავისი კარიერის ყველაზე გამორჩეული მომენტი დაასახელა:

გუშინ, 23:11

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10