საქართველოს თასის პირველი ეტაპი იწყება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

საქართველოს თასის პირველი ეტაპი იწყება


საქართველოს თასის პირველი ეტაპი იწყება

დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველი ეტაპი სტარტს ხვალ აიღებს.

თასის გათამაშება, წელს განსხვავებული რეგლამენტით ჩატარდება და თუკი აქამდე გუნდები, ორ-მატჩიან დუელში არკვევდნენ ურთიერთობას, ახლა ისინი შემდეგი ეტაპის საგზურს მხოლოდ ერთი მატჩით გაინაღდებენ.

პირველ ეტაპზე, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

23 აგვისტო:

გაგრა - გურია ("მიხეილ მესხი", ცენტრალური სტადიონი)
მერანი - დინამო ბთ. (მარტვილი, "მურთაზ ხურცილავა")
სამგურალი - ტორპედო (წყალტუბო, "26 მაისი")
ლიახვი - შუქურა (გორი, "თენგიზ ბურჯანაძე")
ჭიათურა - კოლხეთი ფ. (ჭიათურა, "თემურ მაღრაძე")
სულორი - ზუგდიდი (ვანი, "გრიგოლ ნიკოლეიშვილი")
ვიტ ჯორჯია - ლოკომოტივი ("მიხეილ მესხი", სათადარიგო)
იმერეთი - სიონი (ქუთაისი, "რამაზ შენგელია")
ჩხერიმელა - საბურთალო (სამტრედია, ეროსი მანჯგალაძე)

24 აგვისტო:

კოლხეთი ხ. - ცხინვალი (ხობი, ცენტრალური სტადიონი)
ბორჯომი - საპოვნელა (ბორჯომი, "ჯემალ ზეინკლიშვილი")
ოდიში 1919 - გარდაბანი (ზუგდიდი, "ბაიას" ბაზა)

ყველა თამაში, სტარტს 16:30 საათზე აიღებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები