მერაბ ჟორდანია ლანჩხუთის "გურიაში" ინვესტირებას გეგმავს [ჰო და არა] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მერაბ ჟორდანია ლანჩხუთის "გურიაში" ინვესტირებას გეგმავს [ჰო და არა]


მერაბ ჟორდანია ლანჩხუთის

მერაბ ჟორდანიას "გურიაში" მისვლა თითქმის გადაწყვეტილია. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას "ჰო და არა" იუწეყბა.

გამოცემის ინფორმაციით,, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის "დინამოსა" და არნემის "ვიტესის" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისა და "გურიას" ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს. ის ბიზნესჯგუფის წარმომადგენელთან ერთად მშობლიურ კლუბში ინვესტირებას გეგმავს.

როგორც ცნობილია, დღეს მერაბ ჟორდანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა. ჯერჯერობით მხარეები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მცირეოდენი დეტალებია დასაზუსტებელ- შესათანხმებელი და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ჟორდანია "გურიაში" დაბრუნდება, ამჯერად მაღალჩინოსნის რანგში.

შეგახსენებთ, რომ მერაბ ჟორდანია 80-იანი წლების ტრიუმფალური "გურიის" ცნობილი წევრია, შემდგომში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას მშობლიურ კლუბს აქტიურად ეხმარებოდა, მათ შორის - ფინანსურადაც.

ინფორმაციის წყარო: ჰო და არა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები