» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ბრძოლები იწყება


ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ბრძოლები იწყება

დღეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ფინალური ანუ ჯგუფური ეტაპი იწყება და ძალიან საინტერესო თამაშები გველის. თითო ჯგუფში ერთი გამორჩეულია შეხვედრაა, რომლებსაც მაყურებელი საკმაოდ დიდი ინტერესით ელის. დღის ცენტრალური დაპირისპირება კი პარიზის ლამაზ მინდვრებზე გაიმართება.

პსჟ - არსენალი


ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, A ჯგუფი, I ტური
თარიღი: 22:45 საათი, 13 სექტემბერი
სტადიონი: "პარკ დე ფრენსი", პარიზი
მთავარი მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)
პირდაპირი ტრანსლიაცია: Silk სპორტ HD2

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა

უნაი ემერის პარიზული კარიერა დიდებულად დაიწყო, როდესაც მისმა გუნდმა საფრანგეთის სუპერთასი მოიგო და ლიონის "ოლიმპიკი" 4:1 გაანადგურა. თუმცა, საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის სტარტზე პრობლემები დაიწყო და "პსჟ" ოპტიმალურ ფორმაში აშკარად არ არის. გუნდმა ამ ზაფხულს ორი ჩინებული მოთამაშე: დავიდ ლუისი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაკარგა, რაც საკმაოდ სერიოზული დანაკლისია. საფრანგეთის ჩემპიონმა მთავარ კონკურენტ "მონაკოსთან" უკვე წააგო, ხოლო სანაკრებო პაუზის შემდეგ შინ "სენტ-ეტიენთან" ქულები დაკარგა. ოთხი ტურის შემდეგ "პსჟ" შვიდი ქულით მეექვსე პოზიციაზეა და ესპანელი სპეციალისტი აშკარად ძიების პროცესშია. მან ცეტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, ედინსონ კავანის გარდა, ახალწვეულები: ჰატემ ბენ არფა და ხესე როდრიგესი გამოსცადა. ჯერჯერობით, ფრანგი შემტევი და ესპანელი ფორვარდიც ადაპტაციას გადიან. სეზონის სტარტზე შესანიშნავ ფორმაში მარცხენა მცველი, ლაივინ კურჟავა და ბრაზილიელი ვინგერი, ლუკას მოურა არიან. დღევანდელი თამაში პარიზელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან "არსენალი" საკმაოდ სერიოზული გამოცდა იქნება. "პსჟ-ს" ახლა ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ ჯერ სერიოზული დასკვნების გამოტანა არ შეიძლება. "სენტ-ეტიენთან" შეხვედრაში კურჟავამ ბარძაყის დაზიანება მიიღო და მინდორი შესვენებაზე დატოვა. სავარაუდოდ, ფრანგი ვერ ითამაშებს და მას ახალგაზრდა პრესნელ კიმპემბე ჩაანაცვლებს. გარდა ამისა, მაქსველის, ტიაგო სილვას, სერჟ ორიესა და ხავიერ პასტორეს თამაშია საეჭვო.

ლონდონის "არსენალმა", ტრადიციულად, სანერვიულო სტარტი აიღო და ფორმაში ნელ-ნელა შედის. პრემიერ ლიგაში "უოტფორდთან" პირველი, საკმაოდ დამაჯერებელი, გამარჯვების შემდეგ, "მეთოფეებმა" შინ, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ, საკმაოდ რთული ბრძოლა გადაიტანეს. არსენ ვენგერის გუნდმა სანტი კასორლას ბოლო წამზე გატანილი პენალტით იმარჯვა და ოთხ ტურში შვიდი ქულა დააგროვა. შაბათს შკოდრან მუსტაფისა და ლუკას პერესის დებიუტები შედგა. გერმანელი ცენტრალური მცველი დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ხოლო ესპანელი შემტევი აშკარად ჩაკარგული იყო, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მატჩია. "არსენალი", როგორც ყოველთვის, საკმაოდ სანახაობრივ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ პარიზშიც საინტერესო იქნება მათი ხილვა. ვენგერი სამშობლოში ბრუნდება და ეს მატჩის დამატებითი ინტრიგაა. "არსენალს", როგორც ყოველთვის, სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. მუხლის ტრავმის გამო "მეთოფეებს" პერ მერტესაკერი, კარლ ჯენკინსონი და დენი უელბეკი ვერ ეხმარებიან. მატიუ დებუშის კი კუნთის პრობლემები აქვს, გაბრიელ პაულისტას კი - ქუსლის. გარდა ამისა, პრემიერ ლიგის მეოთხე ტურში, ლორან კოსელნიმ დაზიანება მიიღო და მისი სიტუაციაც სათუთი იყო, მაგრამ ფრანგმა გამოჯანმრთელება მოასწრო. აარონ რემსისაც მცირე პრობლემები აქვს და უელსელის თამაშიც სარისკოა. ასე, რომ ვენგერს კვლავ ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ "არსენალს" კონკურენტუნარიანი შემადგენლობა ჰყავს.

პირველი ტურის ცენტრალური თამაში სწორედ პარიზში გაიმართება და სავარაუდოდ, საკმაოდ კარგი სანახაობაც იქნება. "არსენალი" და "პსჟ" მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ, ამიტომ უშეღავათო ბრძოლას ველით.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ბრძოლები იწყებაპსჟ: ტრაპი; მენიე, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, კიმპემბე; ვერატი, ტიაგო მოტა, მატუიდი; მოურა, კავანი, დი მარია.

ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ბრძოლები იწყებაარსენალი: ჩეხი; ბელერინი, მუსტაფი, კოსელნი, ნაჩო მონრეალი; ელნენი, გრანიტ ჯაკა; ჩემბერლეინი, იოზილი, სანჩესი; ჟირუ.

საინტერესო ფაქტები

"პსჟ" და "არსენალი" ერთმანეთს 22 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ უპირისპირდებიან. 1993/94 წლების სეზონში, თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში, ინგლისელებმა 2:1 იმარჯვეს (1:1 სტუმრად და 1:0 შინ). ფინალში კი "მეთოფეებმა" "პარმა" დაამარცხეს და ტიტულიც მოიპოვეს.

პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეხუთედ ასპარეზობს და წინა ოთხ შემთხვევაში მეოთხედფინალამდე მიაღწია.

ლონდონის "არსენალმა" კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური ზედიზედ მეცხრამეტედ მოიპოვა და ჯგუფში 2000 წლის შემდეგ არ ჩარჩენილა.

გასულ სეზონში, ფლეი-ოფის სტადიაზე, "პსჟ" ორ ინგლისურ კლუბს დაუპირისპირდა. ლორან ბლანის გუნდმა მერვედფინალში "ჩელსი" გამოაგდო (შინ 2:1 და სტუმრად 2:1), ხოლო მეოთხედფინალში "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა (შინ 2:2 და სტუმრად 0:1).

"არსენალი" კი ფრანგულ კლუბს, ბოლოს, 2014/15 წლების კამპანიაში, მერვედფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდა. "მეთოფეებმა" "მონაკოსთან" შინ 1:3 წააგეს, სტუმრად კი 2:0 გამარჯვება აღარ ეყოთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

თუმცა, არსენ ვენგერის გუნდს საფრანგეთში ზედიზედ შვიდი თამაში აქვს მოგებული.

"მონაკოში" მუშაობის დროს (1987-94), ვენგერი "პსჟ-ს" სულ 22-ჯერ დაუპირისპირდა, საიდანაც მისმა გუნდმა 12 მატჩი მოიგო და ხუთი წააგო.

კიევის დინამო - ნაპოლი


ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, B ჯგუფი, I ტური
თარიღი: 22:45 საათი, 13 სექტემბერი
სტადიონი: ოლიმპიური არენა, კიევი
მთავარი მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)
პირდაპირი ტრანსლიაცია: -

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა

კიევის "დინამოსთვის" სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველი ერთი კვირა საკმაოდ მნიშვნელოვანი და რთულია. პარასკევს უკრაინულმა გრანდმა მთავარ კონკურენტთან, დონეცკის "შახტართან", გასვლაზე ითამაშა და ფრეს (1:1) დასჯერდა. ახლა კი "დინამოს" ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური იტალიური კლუბი ელის. უკრაინის პრემიერ ლიგაში კიეველები 16 ქულით მეორე ადგილზე არიან და "ვორლსკასთან" საშინაო მარცხის გამო "შახტარს" სამი ქულით ჩამორჩებიან. თუმცა, ეს არ არის დიდი სხვაობა, ამიტომ რებროვის გუნდი ახლა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზეა კონცენტრირებული. გასულ სეზონში ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ საკმაოდ სერიოზული ძალაა და ბრძოლა ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია. საკმაოდ კარგ ფორმაშია მარჯვენა მცველი, მიკოლა მოროზიუკი, ხოლო საუკეთეს ბომბარდირი ბრაზილიელი ჟუნიორ მორაესია. "დინამოს" საკმაოდ ტექნიკური და საინტერესო მოთამაშეები ჰყავს. სერგეი რებროვის გუნდს არანაერი საკადრო პრობლემა არ აქვს და ახალგაზრდა უკრაინელ სპეციალისტს სრული ფუფუნება აქვს.

ნეაპოლურმა კლუბმა იტალიის ეროვნული ჩემპიონატი, როგორც ყოველთვის, საკმაოდ მხიარულად და სანახაობრივად დაიწყო. პირველ ორ ტურში, მაურიციო სარის გუნდმა, ნამდვილი სპექტაკლები დადგა და "მილანთან" დიდებული გამარჯვება (4:2) მოიპოვა. სანაკრებო პაუზის შემდეგ კი "პალერმოს" ესტუმრა და მშვიდად, 3:0 იმარჯვა. ახალი კამპანია მშვენივრად დაიწყეს მარეკ ჰამშიკმა, ხოსე კალეხონმა და ახალწვეულმა, გონსალო იგუაინის შემცვლელმა, არკადიუშ მილიკმა. სამი ტურის შემდეგ "ნაპოლის" შვიდი ქულა აქვს და ახლა "ცისფრები" ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდებიან. სარისთვის ეს სრულიად ახალი გამოცდილებაა, ამიტომ მისი გუნდის ხილვა ძალიან საინტერესო იქნება. "ნაპოლის" ლორენცო ტონელი, ვლად ქირიქეში და ემანუელე ჯაკერინი კვლავ ვერ ეხმარებიან. სარის შეტევაში რამდენიმე ვარიანტი აქვს, მაგრამ ნეაპოლელთა თერთმეტეული, ასე თუ ისე, მაინც გამოკვეთილია. თუმცა, არის დრის მერტენსის ფაქტორი, რომელიც ჩინებულად გამოიყურება, მაგრამ ლორენცო ინსინიესა და ხოსე კალეხონის სახით სერიოზული კონკურენტები ჰყავს. ვნახოთ სარი რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

კიევის ოლიმპიურ არენაზე თამაში ნებისმიერი გუნდისათვის რთული იქნება, მაგრამ "ნაპოლი" მაინც უკეთესი და უფრო გამართული გუნდი, რომელსაც ფავორიტის სტატუსი აქვს. თუმცა, "დინამოს" შეუძლია წარმატების მიღწევა.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ბრძოლები იწყებაკიევის დინამო: შოვკოვსკი; დანილო სილვა, ვიდა, ხაჩერიდი, ანტუნეში; სიდორჩუკი, მოროზიუკი; იარმოლენკო, ბუიალსკი, დერლის გონსალესი; მორაესი.

ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ბრძოლები იწყებანაპოლი: რეინა; ჰუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გოულამი; ჰამშიკი, ალანი, ჟორჟინიო; კალეხონი, მილიკი, ინსინიე.

საინტერესო ფაქტები

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ მესამედ იასპარეზებს და კიევის "დინამოს" ისტორიაში პირველად დაუპირისპირდება.

უკრაინული გრანდი კი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალურ ეტაპს მეთექვსმეტედ ეწვია. კიევის "დინამო" გასულ სეზონში მერვედფინალში გავიდა, რაც 1999/00 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა.

იტალიური კლუბების წინააღმდეგ "დინამოს" უარყოფითი სტატისტიკა აქვს: 12 წაგება, 6 ფრე და მხოლოდ ორი მოგება. კიეველებმა ორივეჯერ "რომა" დაამარცხეს. ეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, 2004/05 წლების სეზონში, მოხდა. "დინამომ" სტუმრად 3:0, ხოლო შინ - 2:0 იმარჯვა.

"ნაპოლის" დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე 2011/12 წლებში შედგა, როდესაც ვალტერ მაცარის გუნდი მერვედფინალში გავიდა და იქ ლონდონის "ჩელსისთან" დრამატულ ბრძოლაში (გუნდებმა 3:1 საშინაო გამარჯვებები გაცვალეს და "ჩელსიმ" დამატებით დროში 4:1 მოიგო) დამარცხდა.

2013/14 წლების სეზონში კი რაფა ბენიტესის "ნაპოლიმ" 12 ქულა დააგროვა, მაგრამ დორტმუნდის "ბორუსია" და "არსენალი" მაინც წინ გაუშვა. ნეაპოლური კლუბი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთადერთია, რომელმაც ამდენი ქულა მოაგროვა და ფლეი-ოფში ვერ გავიდა.

"ნაპოლი" უკრაინულ კლუბს, აქამდე, მხოლოდ ერთხელ შეხვდა და ეს "დნიპრო" იყო. ეს გუნდები ერთმანეთს ევროპის ლიგის 2014/15 წლების სეზონში, ნახევარფინალურ ეტაპზე, შეხვდნენ. საშინაო ფრის (1:1) შემდეგ, ნეაპოლელები უკრაინაში 0:1 დამარცხდნენ.

"ცისფრები" "დნიპროს" 2012/13 წლების კამპანიაშიც, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, შეხვდნენ. მაცარის გუნდმა სტუმრად მაშინაც წააგო - 1:3, მაგრამ შინ 4:2 იმარჯვა.

ბარსელონა - სელტიკი


ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, C ჯგუფი, I ტური
თარიღი: 22:45 საათი, 13 სექტემბერი
სტადიონი: "კამპ ნოუ", ბარსელონა
მთავარი მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)
პირდაპირი ტრანსლიაცია:

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა

კატალონიური გრანდი ჩემპიონთა ლიგის სტარტს საკმაოდ გაბრაზებული ხვდება, რადგან ლუის ენრიკეს გუნდმა, შაბათს, სენსაციური მარცხი განიცადა. პრიმერა დივიზონიოს მესამე ტურის ეგიდით, "ბარსამ" შინ ახალწვეულ "დეპორტივო ალავესთან" 1:2 წააგო და ეროვნულ ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა. ენრიკემ შემადგენლობა სერიოზულად გადაახალისა, მაგრამ ასეთ შედეგს ნამდვილად არავინ ელოდა. ასე, რომ "ბლაუგრანა" ქომაგების გახარებას და რეაბილიტაციას დღეს შეეცდება. ლიდერები: ხერარდ პიკე, ლიონელ მესი და ლუის სუარაესი, სავარაუდოდ, სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან და "ბარსა" მინდორზე მხოლოდ კარგი ფეხბურთისთვის გავა. "ბარსას" ლაზარეთი ცარიელია, ვინაიდან ტერ შტეგენი და პორტუგალიელი ახალწვეული, ანდრე გომეში, უკვე მომჯობინდნენ და მწყობრში არიან. კატალონიური გრანდი დღეს ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს და ქომაგების გახალისებას ეცდება.

ესპანელებისგან განსხვავებით, გლაზგოს "სელტიკი" დიდებულ განწყობაზეა და "კამპ ნოუზე" თავდაჯერებული ჩავიდა. ბრენდან როჯერსის გუნდმა გასულ უქმეებზე რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ აღდგენილი შოტლანდიური კლასიკა, "რეინჯერსის" წინააღმდეგ, 5:1 მოიგო და პრინციპული მეტოქე გაანადგურა. შოტლანდიის პრემიერ ლიგას გლაზგოელები 12 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ და კარგ ფორმაში იმყოფებიან. "სელტიკს" საკმაოდ სიმპათიური და ტექნიკური გუნდი ჰყავს, რამდენიმე საინტერესო მოთამაშით. შეტევაში სკოტ სინკლერი, ჯეიმს ფორესტი, და გრიფიტსი ბრწყინავენ. "რეინჯერსთან" შეხვედრაში კი 20 წლის ფრანგი ტალანტის, მუსა დემბელეს, დებიუტი შედგა და მან ჰეთ-თრიქი გაიფორმა. ასე, რომ როჯერსის გუნდი დიდებულ განწყობაზეა. "სელტიკი" დღევანდელ შეხვედრას უდანაკარგოდ ხვდება.

"კამპ ნოუზე" გლაზგოურ კლუბს მხოლოდ სასწაულის იმედი თუ ექნება, მაგრამ გამორიცხული მაინც არაფერია. "ბარსელონას" კი გამარჯვების გარდა სხვა შედეგი არ ეპატიება.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ბრძოლები იწყებაბარსელონა: სილესენი; სერხი რობერტო, მასკერანო, პიკე, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი, ნეიმარი.

ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ბრძოლები იწყებასელტიკი: დე ვრაისი; ლუსტიგი, კოლო ტურე, სვიაჩენკო, ტერნი; როგიჩი, სკოტ ბრაუნი, ბიტონი; ფორესტი, მუსა დემბელე, სინკლერი.


საინტერესო ფაქტები

"ბარსელონასა" და "სელტიკის" დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის ერთგვარი კლასიკაა. ეს გუნდები, ევროთასებზე, ერთმანეთს სულ ათჯერ დაუპირისპირდნენ. შვიდჯერ "ბარსელონამ" იმარჯვა, ორჯერ "სელტიკმა" და ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.

მათი გზები პირველად 2003/04 წლების სეზონის უეფას თასზე, მეოთხე წრეში, გადაიყარა. შოტლანდიელებმა შინ 1:0 მოიგეს, სტუმრად უგოლო ფრე გააგორეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

"ბარსელონამ" რევანში უკვე მომდევნო სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, აიღო. კატალონიელებმა გლაზგოში 3:1 იმარჯვეს, "კამპ ნოუზე" კი ფრეს (1:1) დასჯერდნენ.

2007/08 წლების კამპანიაში კი "ბარსამ" "სელტიკი" მერვედფინალურ ეტაპზე დაამარცხა. ფრენკ რაიკარდის გუნდმა სტუმრად 3:2 მოიგო, შინ კი - 1:0.

შემდეგ კი ზედიზედ ორჯერ გუნდები ერთ ჯგუფში მოხვდნენ. 2012/13 წლების კამპანიაში მათ საშინაო გამარჯვებები (2:1) გაცვალეს, ხოლო შემდეგ "ბარსამ" იმარჯვა (სტუმრად 1:0 და შინ 6:1). აღსანიშნავია, რომ "სელტიკის" ბოლო ვიზიტი "კამპ ნოუზე" სწორედ ასეთი კოშმარით დასრულდა.

გარდა ამისა, ამ ზაფხულს, ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე, ამხანაგურ ტურნირზე, "ბარსელონა" გლაზგოურ კლუბს დუბლინში დაუპირისპირდა და 3:1 მოიგო.

ლუის ენრიკეს გუნდმა, გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ხუთივე საშინაო თამაში მოიგო და "კამპ ნოუზე" მოგებების სერია 11 თამაშამდე აიყვანა.

"ბარსელონას" შოტლანდიურ კლუბებთან, საკუთარ მოედანზე, დამაჯერებელი ბალანსი აქვს: 4მ, 2ფ და 1წ. ეს ერთადერთი მარცხი კატალონიურ გრანდს, 1986/87 წლების სეზონში, უეფას თასის მეოთხედფინალში, "დანდი იუნაიტედმა" აწვნია - 2:1.

"სელტიკი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ევროთასებზე ზედიზედ რვა თამაში არ მოუგია.

ესპანური კლუბების წინააღმდეგ "სელტიკს" 14 მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (3ფ და 11წ).

პსვ - ატლეტიკო


ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, D ჯგუფი, I ტური
თარიღი: 22:45 საათი, 13 სექტემბერი
სტადიონი: "პსვ არენა", ეინდჰოვენი
მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)
პირდაპირი ტრანსლიაცია: -

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა

ჰოლანდიის მოქმედი ჩემპიონი სათამაშო ფორმაში ნელ-ნელა შედის და ხუთი ტურის შემდეგ ერედივზიონის მეორადგილოსანია."პსვ-მ" საწყის ტურებში ქულები მხოლოდ ერთხელ დაკარგა და "ფეინოორდი" წინ გაუშვა. თუმცა, ეინდჰოვენელები კარგ ფორმაში არიან და ბოლო ორი გამარჯვება დამაჯერებლად მოიპოვეს - 4:0 "ცვოლესა" და "ნაიმეგენის" წინააღმდეგ. გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა, ჰოლანდიელი ცენტრფორვარდი, ლუკ დე იონგი ჩინებულად გამოიყურება და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. ფილიპ კოკუს გუნდი ჩემპიონთა ლიგის სტარტს სერიოზული დანაკლისის გარეშე ხვდება. "პსვ-ს" მხოლოდ დიდი ხნის ტრავმირებული ლოკადია ვერ დაეხმარება, სიმ დე იონგის თამაში კი საეჭვოა.

მადრიდის "ატლეტიკომ" ახალი სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყო და პრიმერა დივიზიონის საწყის ორ ტურში ახალწვეულებთან ქულები დაკარგა. დიეგო სიმეონეს გუნდმა "დეპორტივო ალავესისა" და "ლეგანესის" დამარცხება ვერ მოახერხა, მაგრამ სანაკრებო პაუზის შემდეგ სტუმრად "სელტა" გაანადგურა. "როხიბლანკომ" ვიგოში საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა, რითიც ქომაგები ხასიათზე მოიყვანა და ჩემპიონთა ლიგის წინ კარგი განწყობა შეიქმნა. ანტუან გრიზმანი დუბლით დაბრუნდა და ფრანგის როლი "ატლეტიკოში" ძალიან მნიშვნელოვანია. სიმეონე ჯერ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული და შემადგენლობას ნელ-ნელა შეკრავს, ამიტომ ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ არის მართებული. დღეს "ატლეტიკოს" მიგელ ანხელ მოია, შიმე ვრსლაკო და ალესიო ჩერჩი ვერ დაეხმარებიან. სამივეს ტრავმა აწუხებს.

ეინდჰოვენში საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება გაიმართება. "ატლეტიკოს" უფრო მეტი შანსი აქვს, მაგრამ "პსვ-ს" თავისუფლად შეუძლია სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა და ესპანელების იმედგაცრუება.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ბრძოლები იწყებაპსვ: ზოი; არიასი, ისიმატ-მირინი, ექტორ მორენო, ვილემსი; გუარდადო, ჰენდრიქსი, პრიოპერი; პერეირო, ლუკ დე იონგი, ნარსინი.

ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ბრძოლები იწყებაატლეტიკო: ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი; საულ ნიგესი, გაბი, კოკე, კარასკო; გრიზმანი, გამეირო.

საინტერესო ფაქტები

"პსვ" და "ატლეტიკო" ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდებიან. გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, მათ სერიოზული ბრძოლა გააჩაღეს. ორივე თამაში უგოლოდ დასრულდა, დრამატულ პენალტების სერიაში კი "როხიბლანკომ" 8:7 იმარჯვა.

მანამდე, 2008/09 წლების სეზონში, მადრიდული კლუბი და "პსვ" ერთ ჯგუფში მოხვდნენ. ხავიერ აგირეს "ატლეტიკომ" ეინდჰოვენში 3:0 მოიგო, მადრიდში კი - 2:1. საბოლოოდ, ესპანელები მეორე ადგილზე გავიდნენ, ჰოლანდიელები კი - ბოლოზე.

მადრიდის "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეოთხედ ასპარეზობს. წინა სამი წლის განმავლობაში სიმეონეს გუნდი ორჯერ ფინალში გავიდა, მაგრამ ორივეჯერ მადრიდის "რეალთან" დამარცხდა.

ფილიპ კოკუს გუნდი კი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. გასულ სეზონში "პსვ-მ" ჯგუფში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩატოვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ვილიარეალმა ვალენსიას საკვანძო ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა

„ვილიარეალმა" ოფიციალურ ვებ-გვერდზე „ვალენსიას" ორი ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა.

დღეს, 18:24

"ფიფას პრეზიდენტს ველაპარაკე და ისინი ოქროს ბურთის თავად გადაცემაზე სერიოზულად ფიქრობენ", - რუმენიგე

„ბაიერნის" თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, რობერტ ლევანდოვსკის მიერ ამ სეზონში ნაჩვენები თამაში შეაფასა.

დღეს, 16:16

მდიდრული ცხოვრება, რომლის გამოც ბეილს რეალის დატოვება არაფრის ფასად არ სურს

მადრიდის „რეალს“ გარეტ ბეილის სიტუაციიდან გამოსავლის მოძიების იმედი აქვს.

დღეს, 16:12

მიზეზები, რის გამოც რეალმა ოდეგორის დაბრუნება გადაწყვიტა

მადრიდის „რეალმა“ მიიღო გადაწყვეტილება და „სოსიედადში“ იჯარით განათხოვრებული მარტონ ოდეგორი დაიბრუნა.

დღეს, 16:05

ელბერი: "მესი გენიაა, მაგრამ წელს მას ლევანდოვსკი ჯობია"

„ბაიერნის" ექს-ფეხბურთელმა, ჯოვანი ელბერტმა, ლიონელ მესი და რობერტ ლევანდოვსკი შეადარა ერთმანეთს.

დღეს, 15:59

ეროვნული ლიგა - I წრის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა, რომლის გამარჯვებული "დინამო თბილისი" გახდა.

დღეს, 15:47

ეროვნული ლიგა - მე-9 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 15:29

ალექს სანდროს პრემიერ ლიგაში მსურველი ჰყავს

The Sun-ის თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" მარცხენა მცველს, ალექს სანდროს პრემიერ ლიგაში მსურველი ჰყავს.

დღეს, 14:56

ბაიერნი 65 მილიონს ითხოვს, თუმცა ალაბა ბარსელონაში უფასოდ წავა?

Diario Sport-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" მცველისთვის, დავიდ ალაბასთვის ბრძოლაში ფავორიტი "ბარსელონა" არის.

დღეს, 14:50

მესი, ნაინგოლანი ან იქნებ მურიელი - ვინ გაიტანა ყველაზე მეტი გოლი საჯარიმოს გარედან?

ცნობილია იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომელმაც 2019-2020 წლის სეზონში შიდა ჩემპიონატში საჯარიმოს გარედან ყველაზე მეტი გოლი გაიტანა.

დღეს, 14:39

196-მილიონიანი სხვაობა: პსჟ-სა და ატალანტას ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების შედარება

ზედმეტი დავა არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ ფინანსური სხვაობა "პარი სენ-ჟერმენსა" და ბერგამოს "ატალანტას" შორის არის უდიდესი.

დღეს, 14:28

რამდენი უჯდება ბარსელონას საშუალოდ ერთი ფეხბურთელის შენახვა?

პორტალმა SafeBettingSites-მა დაადგინა, რომ ევროპაში ყველაზე მეტ ფულს ფეხბურთელების ხელფასებზე "ბარსელონა" ხარჯავს.

დღეს, 14:16

მიზეზი, რის გამოც ვიდალი იუვენტუსში დაბრუნებაზე დაფიქრდა

Tuttosport-ის თანახმად, "ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველი, არტურო ვიდალი შესაძლოა ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნდეს.

დღეს, 14:06

"ხაბიბის სუსტი წერტილის შესახებ ვიცი", - გეიჯი

UFC-ის დროებითმა ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში ჯასტინ გეიჯიმ ხაბიბ ნურმაგომედოვის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 13:57

ბარსელონაში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა

"ბარსელონას" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ კლუბში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა.

დღეს, 13:40

ლივერპულს ტიაგოსთვის ბრძოლაში გამოუჩნდა კონკურენტი, რომელსაც უპირატესობა აქვს

Sport Bild-ის თანახმად, "ლივერპული" არ არის პრემიერ ლიგის ერთადერთი კლუბი, რომელიც ტიაგო ალკანტარას ხელში ჩაგდებას ცდილობს.

დღეს, 13:26

კულიბალი პრემიერ ლიგის კლუბს უახლოვდება

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, "ნაპოლის" ცენტრალური მცველი, კალიდუ კულიბალი პრემიერ ლიგის გუნდს უახლოვდება.

დღეს, 13:18

ფლიკმა დაადასტურა: "ტიაგოსთვის პრემიერ ლიგაში თამაშის დრო მოვიდა"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა ტიაგო ალკანტარას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:46

რონალდუ პსჟ-ში? - ბუკმეიკერების პროგნოზი

როგორც მოგეხსენებათ, პრესაში აქტიურად იწერება ტურინის "იუვენტუსის" ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს "პარი სენ-ჟერმენში" შესაძლო გადასვლის შესახებ.

დღეს, 11:37

ფეხბურთელი, რომელსაც მანჩესტერს სანჩოს ნაცვლად სთავაზობდნენ

Diario Sport-ის თანახმად, მას შემდეგ, რაც დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევის, ჯეიდონ სანჩოს "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერი გამოირიცხა,

დღეს, 11:27

"მესი დღევანდელ ბაიერნს ვერ მოერევა", - მათეუსი

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლოთარ მათეუსმა მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:19

ლივერპულსა და ტიაგოს შორის შეთანხმება შედგა, დარჩენილია მხოლოდ ერთი დეტალი

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, "ლივერპულმა" შეთანხმებას მიაღწია მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურ ნახევარმცველთან, ტიაგო ალკანტარასთან.

დღეს, 11:10

ფელიქსი ჟურნალისტებს: "თქვენი ფიქრები საერთოდ არ მადარდებს"

მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევმა, ჟოაო ფელიქსმა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს აგრესიული ფორმით უპასუხა:

დღეს, 10:53

შეუძლია თუ არა კოუტინიოს ბარსელონას წინააღმდეგ თამაში?

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის ფარგლებში "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება.

დღეს, 10:44

"ნოიერი თუ ტერ შტეგენი?" - გორეცკამ არჩევანი გააკეთა

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლეონ გორეცკამ მანუელ ნოიერისა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:33

ომი, ბაქტერიული ანთება, ცოლის ღალატი, დეპრესია: ატალანტას ლიდერების ჯოჯოხეთი ახლაც გრძელდება

რამდენიმე წლის წინ, ვერავინ გაიფიქრებდა იმას, რომ სერია ა-ს ორი საშუალო დონის ფეხბურთელი - ალეხანდრო გომესი და იოსიპ ილიჩიჩი

დღეს, 10:13

ატალანტა-პსჟ: გაგრძელდება თუ არა ბერგამოელების ზღაპარი ერთ-ერთ ფავორიტთან?

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე სტარტს აიღებს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის გახსნითი შეხვედრა: ბერგამოს "ატალანტა" - "პარი სენ-ჟერმენი".

დღეს, 10:12

ლოპეტეგი: "მსოფლიოს ყველაზე დიდ კლუბს ვხვდებით და იმედია დავამარცხებთ"

ევროპა ლიგის 1/4 ფინალში "სევილია" "ვულვზს" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

დღეს, 03:27

გასპერინი: "კარგია, რომ მბაპე ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებს"

ოფიციალურად დადასტურდა, რომ დღეს, "პსჟ"-ს ლიდერი კილიან მბაპე "ატალანტას" წინააღმდეგ ითამაშებს.

დღეს, 03:24
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10