Goal.Ge

სკანდალი - მუჯირის უხეში შეცდომა - ოლიმპის ნაცვლად დასჯილი რუსთავი


სკანდალი - მუჯირის უხეში შეცდომა - ოლიმპის ნაცვლად დასჯილი რუსთავი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, რამდენიმე დღის წინ, საგანგებო ბრიფინგი გამართა და მარტვილის მერანი” და რუსთავის ”მეტალურგი” უეფას რეპორტის საფუძველზე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, 10 ათას ლარიანი ჯარიმებითა და -6-6 ქულით დასაჯა.

როგორც გაირკვა, გადაწყვეტილება სფფ-ს გენერალურმა მდივანმა ისე გამოაცხადა, რომ ამის შესახებ არც უწყების იურიდიულმა სამსახურმა იცოდა, რომელსაც, წესისამებრ, უეფას რეპორტი უნდა ჩაბარებოდა და სადისციპლინო კომიტეტზე განხილვას უნდა დასწრებოდა და არც კლუბებმა, რომელთაც, სფფ-ს დებულებით, ამ განხილვაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ.

სფფ-ს იურიდიული სამსახურის უფროსი, კესო ჩხიკვაძე, რამდენიმე დღეა დავით მუჯირმა, ასევე პირადი გადაწყვეტილებით, სამსახურიდან გაათავისუფლა. როგორც Goal.Ge-მ დაადგინა, მასთან ამ თემაზე კონსულტაციაც არავის გაუვლია. ასე რომ მომხდარიყო, ფედერაცია ამ უგუნურ და უკანონო გადაწყვეტილებას აცდებოდა.

Goal.Ge-მ მოიპოვა უეფას რეპორტის ნაწილი, რომელსაც ბეჭედი არ აქვს და მისი ავთენტურობაც კითხვის ნიშნებს ბადებს, მაგრამ ამ რეპორტში საუბარია არა რუსთავის "რუსთავზე", არამედ რუსთავის "ოლიმპზე", რომელიც დღეს საერთოდ აღარ არსებობს, "ოლიმპი" "მეტალურგად" გადაკეთდა და გასულ წელს ბანკროტად გამოცხადდა. რუსთავის "რუსთავი" აბსოლუტურად სხვა გუნდია და იმ კლუბის სამართალმემკვიდრეს არ წარმოადგენს.

GOAL.GE "რუსთავის" დირექტორს, ბადრი მაჭავარიანს დაუკავშირდა და აღნიშნულ თემაზე განმარტებების გაკეთება სთხოვა. მაჭავარიანი აცხადებს, რომ რცხვენია იმ ფედერაციის წევრობა, სადაც მას მტრად მიიჩნევენ.

- უეფას რეპორტი რუსთავის ”ოლიმპს” ეხებოდა, ადასტურებთ ამას?

- რეპორტში რამდენიმე თამაშია მოყვანილი, მაგრამ, კერძოდ ჩვენს რეპორტში ყურადღება გამახვილებული იყო 2015 წლის 8 მაისის შეხვედრაზე, "მერანსა" და "რუსთავს" შორის.

- რუსთავის "ოლიმპი" ხომ ადრე იყო, შემდეგ ”მეტალურგი” დაერქვა...

- დიახ, ის ტრანსფორმირდა "მეტალურგად". ჯერ იყო "ოლიმპი", შეეცვალა სახელი და დარჩა რუსთავის "მეტალურგად". ეს ცვლილება უეფაში რომ არ განხორციელდა, არაფერია. ის სამართალმემკვიდრე იყო იმ გუნდის, მისი სპორტული მიღწევები გაგრძელდა და ა.შ. რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ვართ აბსოლუტურად სხვა გუნდი. რეესტრის თანახმად, 2015 წლის 3 ივლისს დავფუძნდით.

- ანუ რეპორტში საერთოდ სხვა გუნდზეა საუბარი და თქვენ არაფერ შუაში ხართ?

- კონკრეტული თამაში, რომელზეც საუბარია, ჩვენსა და "მარტვილს" შორის შედგა, მაგრამ ამ ამბის წინაისტორია, ბექგრაუნდი, რატომაც გახდა განსაკუთრებული დაკვირვების საგანი, ეს არის იმიტომ, რომ "ჩვენ" უკვე ვიყავით ადრინდელ რეპორტში, ისტორიაში ხსენებული. "ჩვენ" ბრჭყალებში. რუსთავის "რუსთავი" და ჩვენ სხვადასხვა კლუბი ვართ. ეს მატჩი პირველი იყო ჩვენსა და "მარტვილს" შორის.

- დაარღვია თუ არა სფფ-ს გენმდივანმა უდანაშაულობის პრეზუმფცია?

- ეს არის დანაშაული კი არა, ყველაფერი ერთად აღებული. არაკომპეტენტურობის ზეიმი. რეპორტი მიიღეს, ჩაგვისაფრდნენ, არასდროს, არც ერთ ეტაპზე ღირსადაც არ ჩაგვთვალეს გვესაუბრა. ასე ვიცი, მტერთან ურთიერთობენ. უსაფრდებიან, შეიტყუებენ, მახეს დაუგებენ. საკმაოდ ვწუხვარ იმის გამო, რომ ვარ იმ ფედერაციის წევრი, რომელსაც თავისი წევრები მტრად მიაჩნია.

- საუბარი იყო, რომ ამ ამბის შემდეგ ფონდმა დაფინანსება შეგიწყვიტათ, ახლა კი ისევ აღგიდგინათ, რა იცით ამაზე?

- ამას ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარჰყოფ. ეს ინტერვიუ, სამწუხაროდ, ბატონი მუჯირის, გზაში ვიყავი და არ მომისმენია. რამდენადაც ვიცი, თქვა, რომ ჩვენ ასეთი ტიპის გუნდებს ვერ დავაფინანსებთო, ხელს ვერ შევუწყობთო, როდესაც მათ საიტზე შევედი, იქ არ იყო აღნიშნული ეს.

- ფედერაციის იურიდიულ დეპარტამენტიდან თუ მიიღეთ რამე ინფორმაცია?

- როგორ შეიძლებოდა მათთან მესაუბრა. ვინ არის იურიდიული დეპარტამენტი, კესო ჩხიკვაძე? - ის რომ
მოვიკითხე, უკვე აღარ მუშაობდა ფედერაციაში. ჩემს დასკვნას ვდებ აქ - ეს რომ კესოსთვის ეკითხათ, ასეთი აბსურდული დოკუმენტი არ შედგებოდა.

- იმიჯის შელახვისთვის მიმართავთ სასამართლოს?

- საქმე ის არის, რომ ჯერ-ჯერობით, მხოლოდ სპორტული თემატიკით ვსაუბრობთ. შემდეგ, რა თქმა უნდა, გადავა სხვა სიბრტყეში.

- ჯარიმის გაუქმებასა და 6 ქულის დაბრუნებას ითხოვთ?

- რა თქმა უნდა! აღვნიშნე, რომ ამ თემას ასე ვერ შევურიგდები.

სანამ გუნდები საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს ფეხბურთისთვის არ სცხელა. ის საარჩევნო ბატალიებშია ჩაბმული, დავით მუჯირი კი, საკუთარი აბსურდული გადაწყვეტილებებისგან თავს საფრანგეთის დედაქალაქში გაერიდა.

იმედია, სფფ-ში წერა-კითხვის და ორი ”ღერი” ინგლისურის მცოდნე ვინმე ჯერ კიდევ შემორჩათ...

სკანდალი - მუჯირის უხეში შეცდომა - ოლიმპის ნაცვლად დასჯილი რუსთავი
სკანდალი - მუჯირის უხეში შეცდომა - ოლიმპის ნაცვლად დასჯილი რუსთავი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ნეიმარი პსჟ-ს გერმანიაში არ გაჰყვა - ტრანსფერი ახლოვდება?

დღეს, 20 ივლისს, "პსჟ" გერმანიაში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

დღეს, 16:18

ბარსელონას ახალი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

დღეს, 16:15

99%-ით გადაწყდა: დე როსის ახალი კლუბი ცნობილია

"რომას" ლეგენდის, დანიელე დე როსის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

დღეს, 16:10

ანჩელოტი: "ზაფხულის ბოლომდე ნაპოლიმ შეიძლება ორი დიდი ფეხბურთელი დაიმატოს"

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ სატრანსფერო ბაზარზე ისაუბრა.

დღეს, 15:28

პსჟ დიბალას დაუკავშირდა, არგენტინელის პოზიცია ცნობილია

"პსჟ" "იუვენტუსის" თავდამსხმელ პაულო დიბალათია დაინტერესებული.

დღეს, 15:24

ტოტენჰემმა შეთავაზება გაზარდა - რა ბედი ელის ერიქსენს?

"ტოტენჰემი" ცდილობს კრისტიან ერიქსენი გუნდში დარჩენაში დაარწმუნოს.

დღეს, 15:19

ნეიმარი ბარსელონაში? - მესის პოზიცია ცნობილია

გავლენიანი გამოცემა Sky Sports საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 15:14

ტოტენჰემი 68-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ტოტენჰემი" აქტიურობს.

დღეს, 15:07

ოზილმა საკუთარ მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"არსენალის" გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ ოზილი ალაპარაკდა.

დღეს, 14:31

სიმეონემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ატლეტიკოს" მწვრთნელი, დიეგო სიმეონე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 14:27

ინტერის მორიგი შეთავაზება, მანჩესტერის პასუხი ცნობილია

"ინტერი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ რომელუ ლუკაკუს შეძენას კვლავ ცდილობს.

დღეს, 14:18

ბაიერნის მორიგი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

ამ ზაფხულს "ბაიერნი" მორიგი საინტერესო ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

დღეს, 14:13

აზარმა რეალში თავისი მთავარი მიზანი დაასახელა

"რეალის" ახალწვეულმა, ედენ აზარმა ახალ კლუბში თავის მთავარ მიზანზე ისაუბრა.

დღეს, 14:08

ფრენკი: "ნეიმარის დაბრუნება დიდებული იქნებოდა"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ფრენკი დე იონგმა გუნდში ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 13:13

სიმეონე: "გრიზმანი ძალიან მიყვარს და მასზე ნაწყენი არ ვარ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი ანტუან გრიზმანზე „ბარსელონაში“ გადასვლის გამო ნაწყენი არ არის.

დღეს, 13:09

დე იონგი: "კროიფთან შედარება მეამაყება, მაგრამ ამის გაკეთება დაუშვებელია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ლეგენდარულ იოჰან კროიფთან შედარებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:34

ზიდანი: "პოგბას ტრანსფერი? რეალს გეგმა აქვს შემუშავებული"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, პოლ პოგბას შესაძლო შეძენაზე ისაუბრა.

დღეს, 12:31

კონტე: "უარყოფას აზრი არ აქვს, სერიოზულ პრობლემებს წავაწყდით"

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, აღნიშნა, რომ გუნდს სატრანსფერო ბაზარზე პრობლემები აქვს.

დღეს, 12:27

იბრა: "იმისთვის არ მიშრომია, რომ კარლოს ველას მადარებდეთ"

ზლატან იბრაჰიმოვიჩს კარლოს ველასთან შედარება ძალიან ეწყინა.

დღეს, 10:30

ზლატანმა კარლოს ველასთან შედარებას პასუხი მის გუნდთან ჰეთ-ტრიკით გასცა [VIDEO]

გამთენიისას MLS-ში ლოს ანჯელესური დერბი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და კარლოს ველას გუნდები დაუპირისპირდნენ.

დღეს, 10:25

მარსელომ ნეიმარსა და აზარს შორის საუკეთესო დაასახელა

მადრიდის „რეალის“ ვიცე-კაპიტანმა თავის თანამემამულე ნეიმარზე და თანაგუნდელ ედენ აზარზე ისაუბრა.

დღეს, 10:14

სამი ფეხბურთელი, რომელსაც იუვენტუსი იუნაიტედს პოგბას სანაცვლოდ შესთავაზებს

იტალიური პრესა გვარწმუნებს, რომ „იუვენტუსს“ პოლ პოგბას გადაბირების იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.

დღეს, 10:07

შოთა არველაძე თვის საუკეთესო მწვრთნელია

ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს.

დღეს, 02:52

ოფიციალურად: ქართველი ფეხბურთელი ლევანტეში ჩაირიცხა

"ლევანტეს" ოფიციალური საიტი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე განცხადებას აკეთებს.

დღეს, 02:47

იუვენტუსი მატუიდის ყიდის?

იტალიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ "იუვენტუსი" მატუიდის გასაყიდად ემზადება.

დღეს, 02:41

იოზილი: "როგორი ურთიერთობა მაქვს ემერისთან?"

ლონდონის "არსენალის" გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა ამ გუნდის მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა.

დღეს, 02:37

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა

B დივიზიონში გაიმართა ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალური მატჩი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის.

დღეს, 02:32

დაასვენეთ მაჰრეზი - ალჟირელი შემტევის საოცარი სერია ამ სეზონში

ალჟირელი ფეხბურთელი რიად მაჰრეზი ნაკრებთან ერთად აფრიკის ჩემპიონი გახდა.

დღეს, 02:27

დადასტურდა: რეალი ახალ ფეხბურთელს უახლოეს საათებში გაიფორმებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალი" კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს.

დღეს, 02:13

ლამპარდმა თავისი ფეხბურთელი შეაქო: "მისი თამაში ყველა ქომაგს მოეწონება"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ამავე გუნდის ახალწვეული შეაქო.

დღეს, 02:10

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10