Goal.Ge

უმაღლესი ლიგა - მერვე ტური


უმაღლესი ლიგა - მერვე ტური

1-2 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მერვე ტურის მატჩები გაიმართება. აღნიშნულ ტურში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ორ სიახლეს შემოგთავაზებთ: ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე 2 ოქტომბერს გასამართი წითელი ჯგუფის სამივე მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი განხორციელდება, ამასთან, ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში პირველად ოთხ შეხვედრას 6-მსაჯიანი ბრიგადა მოემსახურება.

მერვე ტურში ორი ცენტრალური შეხვედრა გაიმართება. 1 ოქტომბერს, თბილისში „დინამო არენაზე“, „დინამო“ საჩხერის „ჩიხურას" უმასპინძლებს. საჩხერლები თეთრ ჯგუფს ლიდერობენ და მესამე ადგილზე მყოფ დინამოელებს სამი ქულით უსწრებენ. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ მატჩში დაფიქსირებულ შედეგს საჩემპიონო ბრძოლაში უდიდესი მნიშვნელობა ექნება. რაც შეეხება მეორე ცენტრალურ დაპირისპირებას, 2 ოქტომბერს „სამტრედია“ საკუთარ მოედანზე“ ბათუმის „დინამო" უმასპინძლებს. გუნდებს შორის სხვაობა სულ რაღაც ორი ქულაა, სამტრედიელები 14 ქულით პირველზე არიან, ბათუმელები კი, 12-ით მეორეზე.

უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს თბილისში. „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე „ცხინვალი“ ლანჩხუთის „გურიას“ მიიღებს. ცხინვალელები მიმდინარე სეზონში არასტაბილურად ასპარეზობენ და ოთხი ქულით მეექვსე პოზიციაზე არიან. ლანჩხუთელებმა კი, ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ მობილიზება მოახერხეს და უმაღლესი ლიგის გასულ ორ ტურში ორივე მატჩი მოიგეს. მიუხედავად ზემო აღნიშნული მიზეზებისა, გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ოთხი ქულაა და ხვალინდელი შეხვედრის შედეგი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

უმაღლესი ლიგის მერვე ტურის დარჩენილ შეხვედრებში ქობულეთის „შუქურა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს, „საბურთალო“ ბოლნისის - „სიონს“, ფოთის „კოლხეთი“ კი - „ზუგდიდს“.

შუქურა - ტორპედო

ქობულეთი, "ჩელე არენა", 16:00

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ი. უკლება, ს. სპიცინი, შ. ქუხილავა

დისკვალიფიკაცია: ზურაბ არზიანი (შუქურა), ვახტანგ კვარაცხელია (ტორპედო)

ცხინვალი - გურია

თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო, 16:00

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, გ. ელიკაშვილი, გ. ვარდიძე

დისკვალიფიკაცია: დავით მეგრელიშვილი (გურია)

დინამო თბ - ჩიხურა

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 18:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, ლ. თოდრია, ბ. ჭიჭინაძე, დ. ხარიტონაშვილი, გ. კიკაჩეიშვილი, ი. კვირიკაშვილი

დისკვალიფიკაცია: რენე ფერეირა (დინამო თბ)

სამტრედია - დინამო ბთ

სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე", 16:00

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ზ. ფიფია, ზ. ბერულავა, ი. ხერხაძე, შ. ქუხილავა, პ. მაჭარაძე

კოლხეთი ფ - ზუგდიდი

ქობულეთი, "ჩელე არენა", 16:00

მსაჯები: ბ. ნინუა, მ. კუპატაძე, ი. მაჩიტიძე, გ. დოგრაშვილი, გ. კიკაჩეიშვილი, ი. კვირიკაშვილი

საბურთალო - სიონი

თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო, 16:00

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ლ. ვარამიშვილი, ბ გლუშჩუკი, დ. ხარიტონაშვილი, ჯ. ხორავა


სფფ-ს პრეს-სამსახური

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პსჟ დიბალას დაუკავშირდა, არგენტინელის პოზიცია ცნობილია

"პსჟ" "იუვენტუსის" თავდამსხმელ პაულო დიბალათია დაინტერესებული.

დღეს, 15:24

ტოტენჰემმა შეთავაზება გაზარდა - რა ბედი ელის ერიქსენს?

"ტოტენჰემი" ცდილობს კრისტიან ერიქსენი გუნდში დარჩენაში დაარწმუნოს.

დღეს, 15:19

ნეიმარი ბარსელონაში? - მესის პოზიცია ცნობილია

გავლენიანი გამოცემა Sky Sports საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 15:14

ტოტენჰემი 68-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ტოტენჰემი" აქტიურობს.

დღეს, 15:07

ოზილმა საკუთარ მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"არსენალის" გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ ოზილი ალაპარაკდა.

დღეს, 14:31

სიმეონემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ატლეტიკოს" მწვრთნელი, დიეგო სიმეონე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 14:27

ინტერის მორიგი შეთავაზება, მანჩესტერის პასუხი ცნობილია

"ინტერი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ რომელუ ლუკაკუს შეძენას კვლავ ცდილობს.

დღეს, 14:18

ბაიერნის მორიგი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

ამ ზაფხულს "ბაიერნი" მორიგი საინტერესო ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

დღეს, 14:13

აზარმა რეალში თავისი მთავარი მიზანი დაასახელა

"რეალის" ახალწვეულმა, ედენ აზარმა ახალ კლუბში თავის მთავარ მიზანზე ისაუბრა.

დღეს, 14:08

ფრენკი: "ნეიმარის დაბრუნება დიდებული იქნებოდა"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ფრენკი დე იონგმა გუნდში ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 13:13

სიმეონე: "გრიზმანი ძალიან მიყვარს და მასზე ნაწყენი არ ვარ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი ანტუან გრიზმანზე „ბარსელონაში“ გადასვლის გამო ნაწყენი არ არის.

დღეს, 13:09

დე იონგი: "კროიფთან შედარება მეამაყება, მაგრამ ამის გაკეთება დაუშვებელია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ლეგენდარულ იოჰან კროიფთან შედარებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:34

ზიდანი: "პოგბას ტრანსფერი? რეალს გეგმა აქვს შემუშავებული"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, პოლ პოგბას შესაძლო შეძენაზე ისაუბრა.

დღეს, 12:31

კონტე: "უარყოფას აზრი არ აქვს, სერიოზულ პრობლემებს წავაწყდით"

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, აღნიშნა, რომ გუნდს სატრანსფერო ბაზარზე პრობლემები აქვს.

დღეს, 12:27

იბრა: "იმისთვის არ მიშრომია, რომ კარლოს ველას მადარებდეთ"

ზლატან იბრაჰიმოვიჩს კარლოს ველასთან შედარება ძალიან ეწყინა.

დღეს, 10:30

ზლატანმა კარლოს ველასთან შედარებას პასუხი მის გუნდთან ჰეთ-ტრიკით გასცა [VIDEO]

გამთენიისას MLS-ში ლოს ანჯელესური დერბი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და კარლოს ველას გუნდები დაუპირისპირდნენ.

დღეს, 10:25

მარსელომ ნეიმარსა და აზარს შორის საუკეთესო დაასახელა

მადრიდის „რეალის“ ვიცე-კაპიტანმა თავის თანამემამულე ნეიმარზე და თანაგუნდელ ედენ აზარზე ისაუბრა.

დღეს, 10:14

სამი ფეხბურთელი, რომელსაც იუვენტუსი იუნაიტედს პოგბას სანაცვლოდ შესთავაზებს

იტალიური პრესა გვარწმუნებს, რომ „იუვენტუსს“ პოლ პოგბას გადაბირების იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.

დღეს, 10:07

შოთა არველაძე თვის საუკეთესო მწვრთნელია

ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს.

დღეს, 02:52

ოფიციალურად: ქართველი ფეხბურთელი ლევანტეში ჩაირიცხა

"ლევანტეს" ოფიციალური საიტი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე განცხადებას აკეთებს.

დღეს, 02:47

იუვენტუსი მატუიდის ყიდის?

იტალიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ "იუვენტუსი" მატუიდის გასაყიდად ემზადება.

დღეს, 02:41

იოზილი: "როგორი ურთიერთობა მაქვს ემერისთან?"

ლონდონის "არსენალის" გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა ამ გუნდის მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა.

დღეს, 02:37

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა

B დივიზიონში გაიმართა ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალური მატჩი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის.

დღეს, 02:32

დაასვენეთ მაჰრეზი - ალჟირელი შემტევის საოცარი სერია ამ სეზონში

ალჟირელი ფეხბურთელი რიად მაჰრეზი ნაკრებთან ერთად აფრიკის ჩემპიონი გახდა.

დღეს, 02:27

დადასტურდა: რეალი ახალ ფეხბურთელს უახლოეს საათებში გაიფორმებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალი" კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს.

დღეს, 02:13

ლამპარდმა თავისი ფეხბურთელი შეაქო: "მისი თამაში ყველა ქომაგს მოეწონება"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ამავე გუნდის ახალწვეული შეაქო.

დღეს, 02:10

40 წლის პიზარო კარიერას ასრულებს: "ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება"

40 წლის ფეხბურთელმა კლაუდიო პიზარომ დაადასტურა, რომ ეს მისთვის ბოლო სეზონი იქნება.

დღეს, 02:07

აიაქსმა 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ამსტერდამის "აიაქსმა" 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 02:05

ბერბატოვმა ლუკაკუს მომავალზე ისაუბრა

აქტიურად იწერება, რომ სულ მალე რომელუ ლუკაკუ კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

დღეს, 02:02

უცნაური გადაწყვეტილება: იუვენტუსმა იგუაინი განაცხადში შეიყვანა

ტურინის "იუვენტუსი" ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და გუნდი რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

დღეს, 02:00

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10