Goal.Ge

დვალი: "მწვრთნელის გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევი, ამის უფლება არც მაქვს"


დვალი:

ჯაბა დვალს, რომ იტყვიან, მეორე სუნთქვა გაეხსნა. ექვსი თამაში და შვიდი გოლი - ასეთია 31 წლის თავდამსხმელის მონაგარი "ცხინვალში" გადასვლის შემდეგ. უკვე მესამედ, მას აქვს შანსი, გახდეს ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი. ჩემპიონატის ორგზის ბომბარდირი და საქართველოს ისტორიაში, ევროთასებზე საუკეთესო მეგოლე, ნაკრებს არ გააკარეს. დრო მიდის, დვალს წლები და გოლების რაოდენობა ისევ ემატება, თუმცა, ჯერ კიდევვ თემურ ქეცბაიამ, მისი საუკეთესო პერიოდი გაანიავა. შემდეგ, ტრავმები, ფორმადაკარგული ფეხბურთელი, მითუმეტეს ცხადაძის გუნდს არაფერში ჭირდებოდა. ამჟამინდელმა მწვრთნელმა კი, საერთოდ საეჭვოა მის შესახებ რამე იცოდეს. აქვს თუ არა პირად მიღწევებს მისთვის მნიშვნელობა და წყდება თუ არა გული, რომ ნაკრებში მისი ადგილი არასდროს აღმოჩნდა. ჯაბა დვალი Goal.ge-ს კითხვებს პასუხობს.

- "ცხინვალმა" "გურიას" უმნიშვნელოვანესი თამაში მოუგო. ორი გოლი და სამი ქულა - "ცხინვალისთვის" შეუცვლელ ფეხბურთელა იქეცი?

-
- დღევანდელ ფეხბურთში შეუცვლელი არავინაა. ყველა იცვლება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გუნდს ვეხმარები წარმატების მიღწევაში. 2 გოლი გავიტანე, სასიხარულოა, მაგრამ მოვიგეთ - ეს უპირველესი.

- ექვს შეხვედრაში შვიდი გოლი გაიტანე და ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირი უკვე ორჯერ გახდი, ჰეთ-თრიქის შესრულებას აპირებ?

-
რა თქმა უნდა, ყველა თავდამსხმელის მიზანი ბომბარდირობაა. ვეცდები ყველანაირად, რომ გოლები გავიტანო და პირველ რიგში, ამით "ცხინვალს" გამოვადგე. ჯერ-ჯერობით, ეს გამომდის და ძალიანაც მიხარია და მომავალში რა მოხდება, დრო გვიჩვენებს.

- გასულ სეზონში მიღებული ტრავმა გაგიმიზეზდათ. მხედველობაში მაქვს მოტეხილი ტერფი, რომლის შემდეგაც ოპერაციაც დაგჭირდათ და გარკვეული ხანი გაგიცდათ? ტრავმით თამაშობთ თუ დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა?

- არა, ისეთი არაფერია. გამიარა დაზიანებამ. ერთი პერიოდი მიწევდა ტრავმირებულს მეთამაშა, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი რიგზეა.

დვალი: "მწვრთნელის გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევი, ამის უფლება არც მაქვს"


- შენი სატრანსფერო უფლებები, დღემდე მოლდოვურ "დაჩიას" ეკუთვნის, რომელთანაც სხვა კლუბთან იჯარის გაფორმებაზე, ყოველთვის პრობლემები გაქვს. ასე მოხდა "ცხინვალის" შემთხვევაშიც. რაზე შეთანხმდით თქვენ და მოლდოვური კლუბი?

- "ცხინვალში" "დაჩიადან" იჯარით ვარ დეკემბრამდე.

- ჩემპიონატის ახალი ფორმატიდან გამომდინარე, უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსები რამდენად აქვს "ცხინვალს"?

- ახლა, ვინც ჩვენთან ჯგუფშია, ჩემპიონობის და დარჩენის შანსი ყველას აქვს. მეორე და მესამე ადგილთან სხვაობა მხოლოდ 2-3 ქულაა და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ თამაშებს მოვიგებთ, ევროსაგრბიელზეც შეიძლება გავიდეთ და თუ ვერ მოიგე, ამაზე საუბარიც აღარ არის საჭირო, თუ რა მოჰყვება წაგებებს. გამარჯვების მოპოვება ყველასთან შეიძლება და გუნდიც სწორედ ამისთვის იბრძოლებს.

- "საპოვნელაში" ჩავარდნილი სეზონის შემდეგ, "ცხინვალში" თამაშით კვლავ უცხოეთისკენ ხომ არ აპირებ გეზის აღებას?

- ამაზე ახლა ნამდვილად არ ვფიქრობ. რაც შემიძლია, "ცხინვალს" ყველაფრით ვეხმარები. მიზანი მხოლოდ ერთი მაქვს - ეს სეზონი ჩვენთვის სასიკეთოდ დავამთავროთ. მოვიპოვოთ ის ადგილი, რაც მიზნად დავისახეთ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს, ამაზე საუბარი, ამ ეტაპზე ნამდვილად ნაადრევია.

ორჯერ ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი, საქართველოს საუკეთესო მეგოლე ყველა დროის ევროტურნირებზე და მიუხედავად ამისა, ნაკრებში მხოლოდ ერთხელ გამოგიძახეს, ამხანაგურ შეხვედრაში. გულწრფელად რომ მითხრა, არ დაიჩაგრე?

- აქ შემდეგნაირი სიტუაციაა: ფეხბურთში ყოველთვის ყველაფერს მწვრთნელი წყვეტს. მის აზრებში ვერ ჩავერევი და ამის უფლება არც მაქვს. როგორც გადაწყვეტენ, ისე იქნება. თუ ჩათვლიან საჭიროდ, რომ შემიძლია ნაკრებს დავეხმარო, ამისთვის მზად ვარ ყოველთვის. მეტი რა გითხრათ, ეს ძალიან დიდი ბედნიერება იქნება.

- გაქვს თუ არა იმის იმედი, რომ მომავალში მაინც გაიხსნება შენთვის ნაკრების კარი?

- აი, რა გითხრათ. ჩემი მოვალეობა რაც არის, ვცდილობ მაქსიმალურად გავაკეთო. ვითამაშო ფეხბურთი, გავიტანო გოლები. რა კარი გაიხსნება, ამაზე ვერ გიპასუხებ, რადგან ეს არის მწვრთნელის გადასაწყვეტი.

მოამზადა საბა საპანაძემ, სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფოტო: ს.კ ცხინვალი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"როგორც კი პსჟ ბარსელონას დათანხმდება, რეალი საქმეში 10 წამში ჩაერთვება"

ესპანური ტელეარხ El Chiringuito-ს წამყვანმა, ხოსეპ პედრელოლმა, ექსკლუზივი შემოგვთავაზა.

დღეს, 15:41

რიბერის ახალი გუნდი Sky Sports-ის ავორიტეტულმა ჟურნალისტმაც დაადასტურა

Sky Sports-ის ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ფრენკ რიბერის ახალი გუნდი დაადასტურა.

დღეს, 15:38

ნახევარმცველი, რომელიც მაურიციო სარის გეგმებში არ შედის

სავარაუდოდ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, „იუვენტუსს“ ბლეზ მაუტიდი დატოვებს.

დღეს, 15:34

"დედაჩემი ატირდა", - ბალოტელიმ მშობლიური ქალაქის გუნდში გადასვლაზე ისაუბრა

იტალიელმა ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ, მშობლიურ „ბრეშიაში“ დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 15:28

იუნაიტედმა პოლ პოგბას თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დაიცვა, რომელიც „ვულვზთან“ პენალტის გაცუდების შემდეგ, რასისტული შეურაცხყოფების მსხვერპლი გახდა.

დღეს, 15:19

რობენმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

მიუნხენის „ბაიერნის“ ექს-შემტევმა, არიენ რობენმა, ისაუბრა იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს მას შემდეგ, რაც კარიერა დაასრულა.

დღეს, 15:14

ვაკო გვილია პოლონეთში საუკეთესოთა შორის მოხვდა

პოლონეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში "ლეგია" "ზაგლემბეს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 15:00

სოლსკიაერი: "შევცვლი თუ არა გუნდში პენალტების შემსრულებლებს?"

„ვულვერჰემპტონთან“ პრემიერ ლიგის მეორე ტურში პოლ პოგბას მიერ გაფუჭებულ პენალტზე ოლე-გუნარ სოლსკიაერმაც ისაუბრა.

დღეს, 14:10

ნევილი: "რატომ გააკეთა ეს პოგბამ? ასეთ რაღაცებს ვერ ვიტან"

„მანჩსტერ იუნაიტედის“ ექს-კაპიტანმა, გარი ნევილმა, პოლ პოგბა გააკრიტიკა.

დღეს, 14:04

აზარი დადგენილზე ადრე დაბრუნდება?

ესპანური Marca-ს ინფორმაციით, ედენ აზარის დაზიანება ისეთი სერიოზული არ აღმოჩნდა, როგორიც თავიდან ჩანდა.

დღეს, 13:50

იუვენტუსის ლეგენდამ ჩინურ გუნდს უარი იმის გამო უთხრა, რომ ისინი ინტერის მფლობელებიც არიან

„იუვენტუსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ, ჩინურ გუნდში გადასვლაზე უარის თქმის მიზეზი დაასახელა.

დღეს, 13:46

პულიშიჩმა იუნაიტედს უარი ჟოზე მოურინიოს გამო უთხრა

ლონდონის „ჩელსის“ ამერიკელ შემტევს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის შანსი ჰქონდა.

დღეს, 13:40

ბენზემა: "რაულის ადგილს დავიკავებ"

4 სექტემბერს გამოდის დოკუმენტური ფილმი კარიმ ბენზემას შესახებ.

დღეს, 12:02

სუარესი: "ვითამაშებ თუ არა ბეტისთან?"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:

დღეს, 11:51

დროგბა ახალი სამსახურისთვის ემზადება

ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარული თავდამსხმელი დიდიე დროგბა ახალი სამსახურისთვის ემზადება.

დღეს, 11:39

კონორმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მის შთაგონების წყაროს წარმოადგენს

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მის შთაგონების წყაროს წარმოადგენს:

დღეს, 11:31

ლუკაკუ სანჩესს: "მილანი მანჩესტერზე ლამაზი ქალაქია"

როგორც მოგეხსენებათ, ალექსის სანჩესი მილანის "ინტერში" გადასვლასთან არის ახლოს.

დღეს, 11:22

ობამეიანგი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდება, მაგრამ ერთი პირობით

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალი" პიერ-ემერიკ ობამეიანგის ახალ კონტრაქტზე მუშაობს.

დღეს, 10:56

კიდევ ერთი ჩილელი ინტერს - სანჩესის შემდეგ ვიდალიც?!

როგორც მოგეხსენებათ, ალექსის სანჩესი მილანის "ინტერში" გადასვლასთან ახლოს არის.

დღეს, 10:44

სანტოსის ექს-პრეზიდენტი: "ნეიმარი რეალზე გიჟდებოდა"

"სანტოსის" ყოფილმა პრეზიდენტმა მარსელო ტეიშეირამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:34

მაკგრეგორი: "მინდა ვიყო მსოფლიო ჩემპიონი ვისკის წარმოებაში"

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა თავის ბიზნესზე ისაუბრა:

დღეს, 10:26

მუსტაფის ახალი გუნდი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, შკოდრან მუსტაფი ლონდონის "არსენალის" დატოვებასთან ახლოს იმყოფება.

დღეს, 10:17

პოგბას საშინელი სტატისტიკა გუშინდელი მატჩის შემდეგ

პრემიერ ლიგაში გამართული მატჩი "ვულვზსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.

დღეს, 03:40

მესი ბარსელონასთან ერთად კვლავ არ იმყოფება

არგენტინელი თავდამსხმელი ლეო მესი "ბარსელონასთან" ერთად კვლავ არ ვარჯიშობს.

დღეს, 03:36

მარსელო: "რეალს მეტი ტრანსფერი არ სჭირდება"

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელ მცველს მარსელოს კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ჰკითხეს.

დღეს, 03:34

რონალდუ იუვენტუსს შეუერთდა

რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, "იუვენტუსის" ლიდერი კრიშტიანო რონალდუ გუნდს შეურთდა.

დღეს, 03:31

ლუკა ზარანდია პოლონური გუნდის ყველა დროის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პოლონური "არკას" ოფიციალურმა საიტმა ჩაატარა გამოკითხვა, სადაც ხალხს ყველა დროის საუკეთესო 11–ეული უნდა აერჩია.

დღეს, 03:26

შინდაგორიძის გოლი და საგოლე გადაცემა ბელარუსში [VIDEO]

ბელარუსის ჩემპიონატში "შახტიორი" "სლუტსკს" დაუპირისპირდა და 0:5 გაანადგურა.

დღეს, 03:19

ნევილი: "პოგბას პენალტზე ვყვიროდი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი ფეხბურთელი გარი ნევილი პოლ პოგბას პენალტს ეხმაურება.

დღეს, 03:12

სოლსკიაერი პოგბაზე: "ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა პოლ პოგბა დაიცვა.

დღეს, 03:08

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10