დინამო თბილისი რენესა და პაპუნაშვილს დასჯის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დინამო თბილისი რენესა და პაპუნაშვილს დასჯის


დინამო თბილისი რენესა და პაპუნაშვილს დასჯის

"დინამო თბილისი", "გურიასთან" დაპირისპირებისას მომხდარ ინციდენტში მონაწილე ფეხბურთელებს, რენე ფერეირასა და გიორგი პაპუნაშვილს მას შემდეგ დასჯის, რაც მათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი სასჯელს გამოუტანს.

ამის შესახებ, Goal.ge-ს კლუბის პრესსამსახურში განუცხადეს.

"კლუბი დაელოდება ფედერაციის გადაწყვეტილებას და ბუნებრივია, ჩვენი მხრიდანაც იქნება სასჯელი ამ ფეხბურთელების მიმართ. რა სახის, ეს მოგვიანებით გადაწყდება. რაღა თქმა უნდა, "დინამო თბილისი" გმობს ფეხბურთელების ასეთ საქციელს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს", - განაცხადა Goal.ge-სთან საუბრისას, კლუბის მედიაოფიცერმა, გიორგი პავლიაშვილმა.

გიორგი პაპუნაშვილმა და რენე ფერეირამ, გუშინ, "გურიას" წინააღმდეგ შეხვედრაში, მატჩის 43-ე წუთზე ერთმანეთში იჩხუბეს, რის გამოც, მსაჯმა ორივე მათგანი მოედნიდან გააძევა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები