დინამოს ოფიციალური განცხადება - ორივე მოთამაშე უმკაცრესად დაისჯება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დინამოს ოფიციალური განცხადება - ორივე მოთამაშე უმკაცრესად დაისჯება


დინამოს ოფიციალური განცხადება - ორივე მოთამაშე უმკაცრესად დაისჯება

საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" ლანჩხუთში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

"დინამო თბილისის" პრეზიდენტი, რომან ფიფია და გუნდის ხელმძღვანელობა აღშფოთებულია ლანჩხუთში მომხდარი ინციდენტით, გმობს დინამოელი ფეხბურთელების - რენე სანტოსისა და გიორგი პაპუნაშვილის საქციელს. კლუბში შედგება მომხდარი ფაქტის დეტალური განხილვა და ორივე მოთამაშე უმკაცრესად დაისჯება. აქვე გვინდა აღფრთოვანება გამოვხატოთ იმ მოთამაშეების მიმართ, რომლებიც თანაგუნდელთა ქცევის გამო ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ, არ დაიბნენ, უმოკლეს დროში შეძლეს მობილიზება და მატჩის დადებითი შედეგით დასრულება", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

რენე ფერეირამ და გიორგი პაპუნაშვილმა, გუშინ, "გურიას" წინააღმდეგ შეხვედრაში, ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც, მატჩის მთავარმა არბიტრმა, ორივე ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები