Goal.Ge

საქართველოს თასი - მეოთხედფინალური ეტაპი


საქართველოს თასი - მეოთხედფინალური ეტაპი

19 ოქტომბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება. ამ ეტაპზე რვა გუნდი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ რვიდან ორი გუნდი პირველი ლიგის წარმომადგენელია. გულშემატკივრებს ოთხივე შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შეეძლებათ. „მერანი“ – „კოლხეთი 1913“-ისა და „ჩიხურა“ – „სამტრედიას“ ტრანსლაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შემოგთავაზებთ, ვანის „სულორი“ - ქუთაისის „ტორპედოს“ ტელეკომპანია „რიონი“, თბილისის „დინამოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ დაპირისპირებას კი, დინამოელთა ვებ-გვერდი.

მარტვილის „მერანი“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებს. მეოთხედფინალამდე მიმავალ გზაზე მარტვილელებმა ბათუმის „დინამო“ და გორის „დილა“ გამოთიშეს ასპარეზობიდან. ისინი „დინამოს“ თასის პირველ ეტაპზე დაუპირისპირდნენ და 3:0 დაამარცხეს მეტოქე. გორელებს კი, მერვედფინალურ ეტაპზე შეხვდნენ და პენალტების სერიით მოიპოვეს მეოთხედფინალის საგზური. ფოთელთა მეტოქე თასის პირველ ეტაპზე „ჭიათურა“ გახლდათ. მატჩი მათი დამაჯერებელი გამარჯვებით - 3:0 დასრულდა. მერვედფინალში კი, გელა სანაიას გუნდი სტუმრად ბოლნისის „სიონს“ გაეჯიბრა და დაძაბულ ბრძოლაში - 1:0 დაამარცხა მეტოქე.

მეოთხედფინალის კიდევ ერთი პირველ ლიგელი მონაწილე, ვანის „სულორი“ საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს. ვანელებმა მეოთხედფინალამდე ყველაზე გრძელი გზა განვლეს. ისინი საქართველოს თასის გათამაშებაში შესარჩევი ეტაპიდან ჩაერთნენ, სადაც მათი მეტოქე „რუსთავი“ იყო. მატჩი იმერელთა გამარჯვებით - 1:0 დასრულდა. შემდეგ ეტაპზე „სულორი“ „ზუგდიდს“ დაუპირისპირდა და მეტოქე ანალოგიური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მერვედფინალში კი, ვანელებმა საკუთარ მოედანზე „გურიას“ უმასპინძლეს და უხვგოლიან შეხვედრაში 3:1 დაამარცხეს მეტოქე. რაც შეეხებათ ქუთაისლებს, მათ მეოთხედფინალამდე ორი ეტაპი განვლეს. პირველ ეტაპზე „ტორპედო“ სტუმრად „სამგურალს“ დაუპირისპირდა და 4:1 იმარჯვა. მერვედფინალში კი, დრამატულ ბრძოლაში, 4:3 დაამარცხა ზუგდიდის „ოდიში 1919“ და ასე მოიპოვა მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება.

უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფები ლიდერები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ივანწმინდაში. ცენტრალურ სტადიონზე საჩხერის „ჩიხურა“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს. ორივე გუნდი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში მერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთო. საჩხერლები ხობის „კოლხეთს“ დაუპირისპირდნენ და 3:1 დაამარცხეს მეტოქე. სამტრედიელები კი, ხარაგაულს ესტუმრნენ და ადგილობრივი „ჩხერიმელა“ 3:0 დაჯაბნეს.

თასის მფლობელი თბილისის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „ლოკომოტივს“ მიიღებს. დინამოელები „ჩიხურასა“ და „სამტრედიის“ მსგავსად გათამაშებაში მერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთვნენ, სადაც მათი მეტოქე „ბორჯომი“ გახლდათ. ივანწმინდაში გამართული მატჩი „დინამოს“ გამარჯვებით - 3:0 დასრულდა. რაც შეეხება „ლოკომოტივს“, მათ მეოთხედფინალამდე ორი ეტაპი დაძლიეს. პირველ ეტაპზე მათი მეტოქე „ვიტ-ჯორჯია“ იყო, „მცხეთა პარკზე“ გამართული შეხვედრა ლოკომოტიველთა გამარჯვებით - 1:0 დასრულდა. მერვედფინალში კი, ჟერარდ სარაგოსას გუნდი, სტუმრად „ლიახვს“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა მეტოქე.

ჩიხურა - სამტრედია

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. თოდრია, ს. სპიცინი, დ. სანოძე, ა. ნონიკაშვილი, ი. კვირიკაშვილი


მერანი - კოლხეთი 1913

მარტვილი, „მურთაზ ხურცილავა“, 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.gff.ge

მსაჯები: ბ. ნინუა, დ. კურტანიძე, ფ. ჭაავა, დ. ხარიტონაშვილი

დისკვალიფიკაცია: თამაზ ჟიშკარიანი (კოლხეთი 1913)


სულორი - ტორპედო

ვანი, „გრიგოლ ნიკოლეიშვილი“, 15:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.rionitv.com

მსაჯები: ჯ. ხორავა, ა. კოკაია, დ. ახვლედიანი, გ. ვარდიძე


დინამო თბ - ლოკომოტივი

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 17:00

პირდაპირი რეპორტაჟი: www.fcdinamo.ge

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ი. ხერხაძე, გ. დოგრაშვილი, შ. ქუხილავა

დისკვალიფიკაცია: გიორგი პაპუნაშვილი, რენე ფერეირა (ორივე დინამო თბ)

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პსჟ დიბალას დაუკავშირდა, არგენტინელის პოზიცია ცნობილია

"პსჟ" "იუვენტუსის" თავდამსხმელ პაულო დიბალათია დაინტერესებული.

დღეს, 15:24

ტოტენჰემმა შეთავაზება გაზარდა - რა ბედი ელის ერიქსენს?

"ტოტენჰემი" ცდილობს კრისტიან ერიქსენი გუნდში დარჩენაში დაარწმუნოს.

დღეს, 15:19

ნეიმარი ბარსელონაში? - მესის პოზიცია ცნობილია

გავლენიანი გამოცემა Sky Sports საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 15:14

ტოტენჰემი 68-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ტოტენჰემი" აქტიურობს.

დღეს, 15:07

ოზილმა საკუთარ მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"არსენალის" გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ ოზილი ალაპარაკდა.

დღეს, 14:31

სიმეონემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ატლეტიკოს" მწვრთნელი, დიეგო სიმეონე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 14:27

ინტერის მორიგი შეთავაზება, მანჩესტერის პასუხი ცნობილია

"ინტერი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ რომელუ ლუკაკუს შეძენას კვლავ ცდილობს.

დღეს, 14:18

ბაიერნის მორიგი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

ამ ზაფხულს "ბაიერნი" მორიგი საინტერესო ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

დღეს, 14:13

აზარმა რეალში თავისი მთავარი მიზანი დაასახელა

"რეალის" ახალწვეულმა, ედენ აზარმა ახალ კლუბში თავის მთავარ მიზანზე ისაუბრა.

დღეს, 14:08

ფრენკი: "ნეიმარის დაბრუნება დიდებული იქნებოდა"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ფრენკი დე იონგმა გუნდში ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 13:13

სიმეონე: "გრიზმანი ძალიან მიყვარს და მასზე ნაწყენი არ ვარ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი ანტუან გრიზმანზე „ბარსელონაში“ გადასვლის გამო ნაწყენი არ არის.

დღეს, 13:09

დე იონგი: "კროიფთან შედარება მეამაყება, მაგრამ ამის გაკეთება დაუშვებელია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ლეგენდარულ იოჰან კროიფთან შედარებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:34

ზიდანი: "პოგბას ტრანსფერი? რეალს გეგმა აქვს შემუშავებული"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, პოლ პოგბას შესაძლო შეძენაზე ისაუბრა.

დღეს, 12:31

კონტე: "უარყოფას აზრი არ აქვს, სერიოზულ პრობლემებს წავაწყდით"

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, აღნიშნა, რომ გუნდს სატრანსფერო ბაზარზე პრობლემები აქვს.

დღეს, 12:27

იბრა: "იმისთვის არ მიშრომია, რომ კარლოს ველას მადარებდეთ"

ზლატან იბრაჰიმოვიჩს კარლოს ველასთან შედარება ძალიან ეწყინა.

დღეს, 10:30

ზლატანმა კარლოს ველასთან შედარებას პასუხი მის გუნდთან ჰეთ-ტრიკით გასცა [VIDEO]

გამთენიისას MLS-ში ლოს ანჯელესური დერბი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და კარლოს ველას გუნდები დაუპირისპირდნენ.

დღეს, 10:25

მარსელომ ნეიმარსა და აზარს შორის საუკეთესო დაასახელა

მადრიდის „რეალის“ ვიცე-კაპიტანმა თავის თანამემამულე ნეიმარზე და თანაგუნდელ ედენ აზარზე ისაუბრა.

დღეს, 10:14

სამი ფეხბურთელი, რომელსაც იუვენტუსი იუნაიტედს პოგბას სანაცვლოდ შესთავაზებს

იტალიური პრესა გვარწმუნებს, რომ „იუვენტუსს“ პოლ პოგბას გადაბირების იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.

დღეს, 10:07

შოთა არველაძე თვის საუკეთესო მწვრთნელია

ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს.

დღეს, 02:52

ოფიციალურად: ქართველი ფეხბურთელი ლევანტეში ჩაირიცხა

"ლევანტეს" ოფიციალური საიტი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე განცხადებას აკეთებს.

დღეს, 02:47

იუვენტუსი მატუიდის ყიდის?

იტალიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ "იუვენტუსი" მატუიდის გასაყიდად ემზადება.

დღეს, 02:41

იოზილი: "როგორი ურთიერთობა მაქვს ემერისთან?"

ლონდონის "არსენალის" გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა ამ გუნდის მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა.

დღეს, 02:37

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა

B დივიზიონში გაიმართა ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალური მატჩი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის.

დღეს, 02:32

დაასვენეთ მაჰრეზი - ალჟირელი შემტევის საოცარი სერია ამ სეზონში

ალჟირელი ფეხბურთელი რიად მაჰრეზი ნაკრებთან ერთად აფრიკის ჩემპიონი გახდა.

დღეს, 02:27

დადასტურდა: რეალი ახალ ფეხბურთელს უახლოეს საათებში გაიფორმებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალი" კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს.

დღეს, 02:13

ლამპარდმა თავისი ფეხბურთელი შეაქო: "მისი თამაში ყველა ქომაგს მოეწონება"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ამავე გუნდის ახალწვეული შეაქო.

დღეს, 02:10

40 წლის პიზარო კარიერას ასრულებს: "ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება"

40 წლის ფეხბურთელმა კლაუდიო პიზარომ დაადასტურა, რომ ეს მისთვის ბოლო სეზონი იქნება.

დღეს, 02:07

აიაქსმა 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ამსტერდამის "აიაქსმა" 17-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 02:05

ბერბატოვმა ლუკაკუს მომავალზე ისაუბრა

აქტიურად იწერება, რომ სულ მალე რომელუ ლუკაკუ კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

დღეს, 02:02

უცნაური გადაწყვეტილება: იუვენტუსმა იგუაინი განაცხადში შეიყვანა

ტურინის "იუვენტუსი" ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და გუნდი რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

დღეს, 02:00

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10