Goal.Ge

ექსკლუზივი - ზუგდიდის ინვესტორი - ფული ერთი კაცის ჯიბეში დავაბანდო?


ექსკლუზივი - ზუგდიდის ინვესტორი - ფული ერთი კაცის ჯიბეში დავაბანდო?

საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" გარშემო დიდი ხანია გაურკვევლობა და ბურუსია. ბურუსით არის მოცული ამ დრომდე უკრაინელი ინვესტორისთვის კლუბის გადაცემის პირობები. ფაქტია, რომ მეგრული კლუბი ფინანსურ კრიზისშია, ვარჯიშები არ ტარდება, გუნდი ვარდება, ყველა კი პასუხისმგებლობას სწორედ უკრაინელ ინვესტორს აკისრებს. რეალურად, რა ხელშეკრულება გაფორმდა, სად გაქრა, სეზონსი დაწყების წინ, კლუბისთვის გამოყოფილი 600 ათასი ლარი, Goal.ge-ს კითხვებს, "ზუგდიდის" უკრაინელი ინვესტორი, სერგეი დოროშენკო ექსკლუზიურ ინტერვიუში პასუხობს.

- უცნობი არავისთვის არის, რომ ქართული ფეხბურთი არარენტაბელურია, რატომ გადაწყვიტეთ ინვესტიციის ჩადება ქართულ ფეხბურთში და რატომ დაინტერესდით საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდით?

- და რომელ ქვეყანაში არის რენტაბელური? ადრე ვაპირებდი შემექნა გუნდი უკრაინაში და მთელი ჩემი თანხა დამებანდებინა, რადგან ფეხბურთი ჩემთვის მხოლოდ ხმაური არ არის. ძალიან მიყვარს სპორტის ეს სახეობა. გეტყვით - ჩემი შვილი „დნიპროს“ 19-წლამდელებში თამაშობს. ასე რომ, შემთხვევით არ ვდებ ამ თანხას ფეხბურთში. „ზუგდიდის“ ვარიანტი სვიატოსლავ სიროტამ გაჭრა, რომელმაც ამ გუნდის ინვესტირება შემომთავაზა და აღნიშნა, რომ შესაშური განვითარების კლუბია. მაგალითად, სვიატოსლავმა ისაუბრა ევროპის ლიგაზე გასვლაზე და მოთამაშეების შემდგომ ტრანსფერებზე, რადგან „ზუგდიდში“ ნამდვილად ძალიან ნიჭიერი ბიჭები არიან.

- რა პირობებით გადმოგეცათ გუნდის 51%, რა ვალდებულებები აიღეთ და რა პერიოდის განმავლობაში უნდა შეგესრულებინათ ის?

- მაშინ, სიროტამ გამაცნო ლევან გულორდავა, რომელიც თავისი მშობლიური კლუბისთვის ინვესტორს ეძებდა. შეხვედრაზე ლევანმა დამარწმუნა, რომ კლუბი მართლაც სასარგებლოა და მას ნათელი მომავალი აქვს. ჩვენ გავფრინდით საქართველოში, სადაც ლევანმა გამაცნო მერი, ირაკლი გოგოხია, რომელთანაც ჩვენ ჩავატარეთ მოლაპარაკებები კლუბის შეძენასთან დაკავშირებით. ამ მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ზუგდიდის აქციების 51%-ს ვიყიდდით. თავის მხრივ, გარიგება სწრაფად წარიმართა. ბევრი პირობა წამოვაყენე, მაგრამ სამწუხაროდ, არ დაკმაყოფილდა. როდესაც მე ისევ ჩამოვედი საქართველოში, მქონდა საუბარი. აღვნიშნე, რომ შემეძლო, პირველ ტრანშად, 150 დოლარი შემეტანა ანგარიშზე მაშნვე, შემდეგი პირობების გათვალისწინებით - პირველი პირობა იყო შეძენა, მეორე - ხელშეკრულების გაფორმება. მე წამოვაყენე მესამედ პირობად აუდიტის ჩატარება, რომელიც მთავარი მოთხოვნა იყო და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი. როგორც გითხარით, კლუბის შეძენა დაჩქარებული წესით მოხდა და მითხრეს, აუცილებლობას არ წარმოადგენდა 150 დოლარის ჩარიცხვა, რადგან კლუბი ფინანსური თვალსაზრისით, სტაბილური იყო და ოქტომბრის ბოლომდე, კლუბში საკმარისი თანხა იყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ მე, ოფიციალურად ნოემბერსა და დეკემბერში 100 ათასი უნდა გადამერიცხა და კიდევ 100 ათასი იმ შემთხვევაში, რომ რომ კლუბი ევროპის ლიგაზე მოხვედრილიყო. ყველაფერი თავიდანვე არასწორად განვითარდა. მას შემდეგ, რაც კლუბი გადავიფორმეთ, ჩემთან დაიწყო რეკვები და ფულის თხოვნა. ეს ზარები აგვისტოს თვეში დაიწყო. შემდეგ დავიწყე გაგება და გაცნობიერება იმის, რომ უბრალოდ მომატყუეს. კლუბი რეალურად, არასტაბილურ სიტუაციაში იყო და არა ისე, როგორც ისინი მე მარწმუნებდნენ. კლუბის ანგარიშზე, პირველ აგვისტოს 0 თეთრი იყო. ფონდი კი, გაურკვეველი მიზეზების გამო, უარს აცხადებდა 205 ათასი ლარის გადახდაზე. კლუბის სახელფასო ბიუჯეტი, იმ მომენტში 120 ათასი ლარი იყო. ასე რომ, როგორც ხვდებით, ფული არ იყო, რომ დახურულიყო ოქტომბერი და არც სექტემბერში ყოფილა ხელფასები გაცემული.

ბუნებრივია, ამ ფონზე „ზუგდიდის“ წარმომადგენლებთან დაიწყო უთანხმოება. მიუხედვად იმისა, რომ ვიცოდი, მოლაპარაკება 100 ათასზე იყო, ვგრნობდი, რომ გაგრძელდებოდა და დაიწყებოდა 300-400 ათასის მოთხოვნა დოლარებში, რადგან ჩემი ასი ათასი არაფერს არ ნიშნავდა ამ სიტუაციაში. პირველი ტრანში შემდეგ, დამაყენეს ფაქტის წინაშე, რომ კლუბი დაიღუპება, თუ ჩემი საინვესტიციო ფული არ შევა. ფაქტების მიხედვით, კლუბი უკვე ჩემია. ამიტომ, დღეს ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო კლუბის გენერალური დირექტორის მაქინაციებში, რომელმაც, ღმერთმა უწყის, ჩემთვის უცნობი ფაქტების გამო, რა ხრიკებით მიიყვანა კლუბი ასეთ სავალალო ფინანსურ სიტუაციამდე. ახლა, ჩემი მთავარი ამოცანაა, ჩავატარო კლუბში დამოუკიდებელი აუდიტი, რომელიც აჩვენებს, სად და რატომ არის კლუბის ანგარიშებზე დაკარგული ფული, რომელიც მიმდინარე სეზონში 600 ათასი ლარი უნდა ყოფილიყო. სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ კლუბმა ხუთი თვის განმავლობაში დაამტკიცა ბიუჯეტიდან მხოლოდ 205 ათასი ლარი. ამ ეტაპზე, დავალიანება 450 ათას ლარს შეადგენს და წინ კიდევ სამი თვეა. თუ ახლა მე ვარ იმ სიტუაციაში, რომ მათ ფული უნდა მივცე და ნამდვილად უნდა მივცე, ეს ტრანშები წავა დავალიანებების დასაფარად პირველი ხელძღვანელობის გამო.

ამ შემთხვევაში, მე სულელი გამოვდივარ, რომელიც მათ ფულს ჩუქნის და კლუბის განვითარების ფონდში არ ტოვებს არაფერს. მე უკვე მაქვს „ზუგდიდის“ ბაზის აშენების პროექტი, რომელიც ჩემი გათვლებით, მზად უნდა იყოს 2017 წელს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენდება ორი სასტუმრო მოთამაშეებისთვის, ადმინისტრაციული შენობა, სასადილო და სამი სახლი კლუბის ხელმძღვანელობისთვის. პროექტის სავარაუდო ღირებულება 300 ათასი დოლარია.


- როდის დასრულდება კონკრეტულად ეს პროექტი?


- ეს აშენდება 2017 წლის მარტში, მაგრამ, ახლა მიპასუხეთ, სად დავაბანდო ფული, ერთი კაცის ჯიბეში თუ კლუბის განვითარების საქმეში? ასევე, ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რატომ არის ასეთი განსაკუთრებული მოთხოვნა ჩემი პირობების შესრულებაზე. ჩვენ მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას, რომელიც ყველას შეუძლია ნახოს და რომლის თანახმადაც, მხოლოდ 100 ათასი დოლარის ინვესტირება უნდა მომეხდინა კლუბში დეკემბრის ბოლომდე და მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ყოველწიურად - 300 ათასის. ახლა მე მაქვს შეკითხვა ყველა იმ ადამიანთან, რომელიც დაკავშირებულია ან დაინტერესებული პირია ზუგდიდის კლუბით. აქვს კი აზრი ჩემს ჩადებულ ასი ათასს, როდესაც ისინი არც კი ცდილობენ კლუბის გადარჩენას. აქვს აზრი ჩავატარო აუდიტი და ვიპოვნო დამნაშავეები იმაში, თუ რაც მოხდა კლუბში? და იქნებიან ისინი დასჯილები, როგორც დამნაშავეები? ჩვენ შეგვიძლია ოპერატიულად გადავწყვიტოთ ეს შეკითხვები.

- კლუბზე უარს ამბობთ?


- არავითარ შემთხვევაში კლუბზე უარს არ ვამბობ, მაგრამ მინდა, თანხა კლუბის განვითარებაში ჩავდო და არა ვიღაცის გასამდიდრებლად, ან ვიღაცეების ვალის გადასახდელად. თანხა, რომელიც გუნდისთვის არის განკუთვნილი, ვიღაცის ჯიბეში წავიდეს. ახლა უკვე ვხვდები მიზეზს, თუ რატომ მოითხოვეს ასე სასწრაფოდ კლუბის გაყიდვა, რომელსაც სეზონის დაწყების წინ 600 ათასი ლარი ჰქონდა გამოყოფილი.

- რატომ ენდეთ სვიატოსლავ სიროტას, ადამიანს, რომლის სახელსაც უკრაინაში სკანდალები და ფულის გაფლანგვა/მითვისება ედება ბრალად. არ იფიქრეთ, რომ ეს ადამიანი თქვენს რეპუტაციას შელახავდა და არც საქმეს გააკეთებდა?

- პირველი ორი თვის განმავლობაში დახარჯული იყო 395 ათასი. ამასთან, ხელშეკრულებები ფეხბურთელებთან და ხელფასები და 3500-4000 ლარი. ვიცი, რომ ეს ფული ფეხბურთელებისთვის არ გადაუხდიათ. რაც შეეხება სიროტას, მე მას ადრეც ვიცნობდი და იმიტომ ვენდე მას. სიროტას შესახებ ბევრს წერდნენ. მის სიწმინდეზეც და მაქცინაციებზეც, როდესაც პფლ-ის პრეზიდენტი იყო, მაგრამ ის გაამართლეს. ამის შემდეგ ბევრ კლუბში მუშაობდა და კარგ შედეგებს დებდა. თუ კონკრეტულად ვილაპარაკებთ, ჩვენს ურთიერთობაში ის აფერისტი გამოდგა. როგორც კლუბის სიტუაციიდან გამომდინარე ვიცი, ის განაგრძობდა ფეხბურთელების მოტყუებას და უზარმაზარ ხელფასებს პირდებოდა. ეს ყველაფერი მე გადმომაბარა.

- როგორ შეიტყვეთ სიროტას აფიორის შესახებ?

- ეს აფიორა ლევან გულორდავამ გაშიფრა, რომელმაც დამირეკა, დამაინტერესა და მომიყვა, თუ რას აკეთებდა და რის გაკეთებას აპირებდა სვიატოსლავი. ამიტომ, სწრაფ ტემპში გააგდო სიროტა და ამით, შეამირა არასაჭირო ხარჯები კლუბის. ვითომ, ამით შეინარჩუნა ის თანხები, რომელიც მას უნდა ჩაედო ჯიბეში. ამ საქმით იყო დაინტერესებული პირადად ლევანი და გააგდო ის იმ ფეხბურთელებიანად გუნდიდან, რომლებიც არ იყვნენ იმ სიმაღლეზე, რომელიც „ზუგდიდს“ შეეფერებოდა. ორ თვეში, ხუთმა ფეხბურთელმა 4000 დოლარი მიიღო. ისინი სიროტას ფეხბურთელები იყვნენ. მე კიდევ მექნება მასთან პირადი საუბარი.

- რას აპირებთ?

- ახლა კი მთავარია, გავერკვიოთ საფეხბურთო კლუბსა და მის გარშემო არსებულ კითხვებში. დაისაჯონ დამნაშავეები, რომლებმაც გაართულეს სიტუაცია და კლუბის განვითარებასა და მის მომავალ არსებობას ხელი შეუშალეს. მერიის წინაშე პრეტენზიები არ მაქვს. არის სამუშაო კითხვები და მომავალი თანამშრომლობისა და კლუბის განვითარებისთვის, საჭიროა, ეს კითხვები პასუხგაცემული იქნას.

მაგდა კლდიაშვილი, სპეციალურად Goal.ge-სთვის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ბასტარო ამერიკას ლიონის გავლით მიაშურებს

ბასტარო ამერიკას ლიონის გავლით მიაშურებს

დღეს, 17:02

სანჩესის დაბრუნების თარიღი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" წინასასეზონო შეკრებას ალექსის სანჩესის გარეშე გადის.

დღეს, 16:53

ოფიციალურად: ჯეიმს ო'კონორი რედსის მორაგბეა და ავსტრალიის ნაკრებში თამაშის უფლება მიიღო

ოფიციალურად: ჯეიმს ო'კონორი რედსის მორაგბეა და ავსტრალიის ნაკრებში თამაშის უფლება მიიღო

დღეს, 16:52

ატლეტიკომ რეალის მორიგი აღზრდილი იყიდა

მადრიდის "ატლეტიკომ" მარიო ერმოსოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 16:37

U20 ალაფა: პორტუგალიამ ტონგა გაანადგურა და ფინალში იაპონიას დაუპირისპირდება

U20 ალაფა: პორტუგალიამ ტონგა გაანადგურა და ფინალში იაპონიას დაუპირისპირდება

დღეს, 16:26

"აჭარაბეთის“ ამბასადორი რივალდო საქართველოში ჩამოდის

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა რივალდო „აჭარაბეთის“ სპორტის ამბასადორი გახდა და საქართველოში ჩამოდის.

დღეს, 16:24

ოფიციალურად: სტარიჯი დისკვალიფიცირებულია

"ლივერპულის" ყოფილი თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი დისკვალიფიცირებულია.

დღეს, 16:18

მალკომისთვის ბრძოლაში პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გრანდი ჩაერთო

Marca-ს ცნობით, "არსენალის" შემდეგ, მალკომისთვის ბრძოლაში "ტოტენჰემიც" ჩაერთო.

დღეს, 16:04

ტოჩინოშინმა საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასზე წარმატებები უსურვა

ტოჩინოშინმა საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასზე წარმატებები უსურვა

დღეს, 15:55

ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი: "კლოპის გუნდი გაისად უფრო სუსტი იქნება"

"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა ელ-ჰაჯი დიუფმა "წითლების" შანსები შეაფასა:

დღეს, 15:46

AS: ხამესი თუ ისკო? - რეალმა არჩევანი გააკეთა

AS-ის ცნობით, მადრიდის "რეალმა" ხამეს როდრიგესისა და ისკო ალარკონის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 15:36

ლორენტეს სერია ა-ში მსურველი გამოუჩნდა

როგორც მოგეხსენებათ, ფერნანდო ლორენტე ამჟამად უგუნდოდ იმყოფება.

დღეს, 15:21

რა საჭიროა ლუკაკუ, როცა შეიძლება კავანი? - ინტერის ახალი ვარიანტი

როგორც მოგეხსენებათ, მაურო იკარდი მილანის "ინტერის" დატოვებასთან ახლოს იმყოფება.

დღეს, 15:12

ფეკირი ლა ლიგის მე-10 ადგილოსან გუნდში გადადის?!

Daily Express-ისა და კიდევ რამდენიმე წყაროს ცნობით, ნაბილ ფეკირის ახალი გუნდი ცნობილია.

დღეს, 15:01

10 ვარსკვლავი, რომელიც აიაქსმა ტოპ კლუბებს აჩუქა 21-ე საუკუნეში

ამსტერდამის "აიაქსმა" 2019 წელს ევროპის ტოპ კლუბებს მორიგი სოლიდური საჩუქარი გაუკეთა.

დღეს, 14:41

ხაბიბის აგენტი: "მეიუეზერი ნურმაგომედოვთან ბრძოლაზე ოცნებობს"

ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა ალი აბდელ-აზიზმა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა:

დღეს, 13:53

პსჟ ნკუნკუმ დატოვა

"პარი სენ-ჟერმენი" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა.

დღეს, 13:33

ალვეში არსენალში გადასვლაზე თანახმაა, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით

Sun-ის ცნობით, დანი ალვეშის მსურველებს შორის ლონდონის "არსენალიც" ფიგურირებს.

დღეს, 13:27

სალაჰის, ფირმინოსა და ალისონის დაბრუნების თარიღი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულმა" წინასასეზონო შეკრება დაიწყო.

დღეს, 12:19

მერტენსი: "სარი რონალდუს ვერაფერს ასწავლის, მაგრამ..."

"ნაპოლის" თავდამსხმელი დრის მერტენსი მაურიციო სარის "იუვენტუსში" დანიშნვას გამოეხმაურა:

დღეს, 12:11

ფეკირისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

Le10sport.com-ის ცნობით, ნაბილ ფეკირისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა.

დღეს, 11:48

EA Sports-ის ზარალი Konami-სა და იუვეს კონტრაქტის შემდეგ - მინუს 732 მილიონი

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსი" Konami-ს ექსლუზიური პარტნიორი გახდა.

დღეს, 11:39

ოფიციალურად დადასტურდა: დე ლიგტი იუვენტუსის ფეხბურთელია

"იუვენტუსის" ოფიციალურმა ტვიტერმა დაადასტურა, რომ მატეის დე ლიგტი ტურინული კლუბის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

დღეს, 11:21

ვინ დაიყოლია პავარი და ერნანდესი ბაიერნში გადმოსვლაზე?

როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" რიგები შეავსო ორმა მსოფლიო ჩემპიონმა: ბენჟამინ პავარმა და ლუკას ერნანდესმა.

დღეს, 11:13

ტოტენჰემი ტრიპიერის შემცვლელად ორ ფეხბურთელს განიხილავს

როგორც მოგეხსენებათ, კირან ტრიპიერი "ტოტენჰემიდან" "ატლეტიკოში" გადავიდა.

დღეს, 10:52

ბაიერნი არსენალთან დამარცხდა [VIDEO]

საზაფხულო ტურნირი სახელწოდებით საერთაშორისო ჩემპიონთა თასი უკვე დაიწყო.

დღეს, 10:38

კოუტინიომ ბარსელონადან წასვლის თაობაზე მინიშნება გააკეთა

"ბარსელონას" შემტევმა ფელიპე კოუტინიომ გუნდის გამოცვლის თაობაზე მინიშნება გააკეთა.

დღეს, 10:27

ვალვერდე: "ყველა ტურნირზე გამარჯვებას ვგეგმავთ"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თავისი გუნდის ამბიციებზე ისაუბრა:

დღეს, 10:13

პოგბა რეალში? - პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყდა

ესპანურ პრესაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება.

დღეს, 09:15

გვარდიოლა ალვეშს იწვევს - რა უშლის სიტიში ტრანსფერს ხელს?

პეპ გვარდიოლა ბრაზილიის ნაკრების მცველს, დანი ალვეშს "მანჩესტერ სიტიში" იწვევს.

დღეს, 09:08

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10