სედრიკ სუარეში: რონალდუს სიტყვებმა ორმაგი მოტივაცია მოგვცა

სედრიკ სუარეში: რონალდუს სიტყვებმა ორმაგი მოტივაცია მოგვცა

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა პორტუგალიის ნაკრების განაპირა მცველმა სედრიკ სუარეშმა.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელები ფინალში საფრანგეთს შეხვდნენ და დამატებით დროში 1:0 მოუგეს.

"ევრო 2016 მოვიგეთ - ეს საოცარი მომენტია. მატჩის შემდეგ მეც და ჩემი თანაგუნდელებიც შოკში ვიყავით.

შესვენებაზე, რონალდუ ჩვენთან მოვიდა და შემდეგი სიტყვები გვითხრა - "მომისმინეთ ხალხნო, დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ, ვიყოთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე."

რონალდუს ამ სიტყვებმა ორმაგი მოტივაცია მოგვცა, გავედით მოედანზე და ევროპის ჩემპიონები გავხდით", - აცხადებს სუარეში.

კომენტარები (1)

gio-barca
/
12 ივლისი 13:00
7
რონის დიდი დამსახურებაა პორტუგალიის ჩემპიონობა

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა