სტროტმანი: "გაბრაზებულები და იმედგაცრუებულები ვართ"

სტროტმანი:

რომაული კლუბის ჰოლანდიელი ნახევარმცველი, კევინ სტროტმანი, "პორტუსთან" საშინაო მარცხით (0:3) და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვედრით ძალიან იმედგაცრუებულია.

"ეს საკმაოდ რთულია. ყველანი გაბრაზებულები და იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ახლა სერია ა-ზე უნდა გადავერთოთ. ხვალ და ზეგ კვლავ ცუდად ვიქნებით. თუმცა, არ ღირს თავის ზედმეტად გადაღლა, შეცდომები ყველამ დავუშვით, ამიტომ სიტუაციაც ერთად უნდა გამოვასწოროთ.

"რომა" უნდა გაიზარდოს, როგორც გუნდი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა დაგვემართა, რადგან კარგად ვივარჯიშეთ და ფიზიკურადაც მზად ვიყავით. ვფიქრობ, პრობლემა, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური იყო", - განაცხადა კევინმა.

გუშინდელ შეხვედრაში, "სტადიო ოლიმპიკოზე", იტალიელებს ორი მოთამაშე: დანიელე დე როსი და ემერსონი მოედნიდან გაუძევეს.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა