ავტორიზაცია

10 გოლიანი მატჩი - პორტუგალიამ სომხეთი გაანადგურა

10 გოლიანი მატჩი - პორტუგალიამ სომხეთი გაანადგურა
თარიღი 16 Nov 2025, 20:23
მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ტურში პორტუგალიამ სომხეთს უმასპინძლა და 9-1 გაანადგურა.

ამ უხვგოლიან შეხვედრაში არაერთი ჰეთ-თრიქი იხილა მაყურებელმა, მატჩში თავის გამოჩენა რენატო ვეიგამ, გონსალუ რამუშმა, ბრუნო ფერნანდეშმა (ჰეთ-თრიქი), ჟოაო ნევეშმა (ჰეთ-თრიქი) და ფრანსისკო კონსეისაუმ შეძლეს. ხოლო რაც შეეხება სომხეთის ნაკრებიდან ერთადერთი გოლი ედუარდ სპარტსიანმა გაიტანა.


ამ გამარჯვების შემდეგ F ჯგუფში პორტუგალიამ საბოლოოდ გაინაღდა პირველი ადგილი და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა, ხოლო სომხეთი ბოლო პოზიციაზე დარჩა და ვერ შეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა.