ავტორიზაცია

100 მილიონიანი ხელშეკრულება გაფორმებულია — ბარსელონამ ფინანსური პრობლემა გადაჭრა

100 მილიონიანი ხელშეკრულება გაფორმებულია — ბარსელონამ ფინანსური პრობლემა გადაჭრა
თარიღი 16 Jan 2025, 11:33
ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, ბარსელონამ ფინანსური ბერკეტი აამოქმედა და 100 მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა.

კატალონიურმა კლუბმა განახლებული კამპ ნოუს 475 VIP ადგილი 30 წლით ორ კომპანიას გადასცა და აღნიშნული გარიგებით ჯამში 100 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

კამპ ნოუს VIP ტრიბუნის ნაწილი კატარში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებულმა კომპანიებმა შეიძინეს, რომლებსაც უფლება ექნებათ 30 წლის განმავლობაში სურვილისამებრ განკარგონ აღნიშნული ადგილები.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ბარსელონა ლა ლიგის ფინანსურ რეგულაციებს დააკმაყოფილებს და ფეხბურთელების დარეგისტრირებას შეძლებს.