ავტორიზაცია

100 მილიონიანი კონტრაქტი — კრიზისიდან გამოსასვლელად ბარსელონამ ახალი ეკონომიკური ბერკეტი აამოქმედა

100 მილიონიანი კონტრაქტი — კრიზისიდან გამოსასვლელად ბარსელონამ ახალი ეკონომიკური ბერკეტი აამოქმედა
თარიღი 29 Dec 2024, 12:26
ბოლო რამდენიმე წელია, კატალონიის ბარსელონა ფინანსურ კრიზისშია და კლუბი სხვადასხვა კონტრაქტებით ცდილობს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას.

ფინანსური პრობლემების გამო, კატალონიური გრანდი დანი ოლმოს და პაუ ვიქტორის დარეგისტრირებასაც ვერ ახერხებს და შესაძლოა ფეხბურთელები იანვარში უფასოდ დაკარგოს.

ბარსელონას ხელმძღვანელობა მზად არის კამპ ნოუს VIP სექტორების მართვა 100 მილიონ ევროდ გაასხვისოს და მიღებული თანხით გარკვეული ფინანსური პრობლემები გადაჭრას, მათ შორის ფეხბურთელები დაარეგისტრიროს.

ამ ეტაპზე უცნობია რომელი კომპანია გააფორმებს ბლაუგრანასთან კონტრაქტს და დაიწყებს სტადიონის VIP სექტორების მართვას. შეგახსენებთ, რომ კამპ ნოუს რეაბილიტაციის დასრულება მომდენო სეზონის დაწყებამდე არის დაგეგმილი.