Goal.Ge

რონალდუს წასვლის შემდეგ ბენზემამ გოლების გატანის გემო გაიხსენა - ეს უკვე სულ სხვა რეალია


რონალდუს წასვლის შემდეგ ბენზემამ გოლების გატანის გემო გაიხსენა - ეს უკვე სულ სხვა რეალია

კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის "რეალიდან" წასვლის შემდეგ დღესავით ნათელი გახდა, რომ "სამეფო კლუბის" სათამაშო სტილი შეიცვლებოდა. ეს სრულიად ბუნებრივი მოვლენაა, რადგან "ბლანკოსის" ბოლო წლების ტაქტიკა მთლიანად პორტუგალიელის გარშემო იყო აგებული. განვიხილოთ "თეთრების" ევოლუცია ხულენ ლოპეტეგის ხელში.

რონალდუს წასვლის შემდეგ ბენზემამ გოლების გატანის გემო გაიხსენა - ეს უკვე სულ სხვა რეალია

ზიდანის დროს - "რონალდუს რეალი"

თითოეული მწვრთნელი გუნდს თავისებურად აშენებს - გვარდიოლა ნამდვილი პერფექციონისტია, კლოპის ფეხბურთი ემოციებითა და ენერგიით არის სავსე, მოურინიო შედეგის მისაღწევად ნებისმიერ ხერხს მიმართავს, ზიდანმა კი თავისი ტაქტიკა შემადგენლობის საუკეთესო მოთამაშეს მოარგო.

გასულ სეზონში რონალდუმ 180-ჯერ დაარტყა კარში, რაც თითქმის 2-ჯერ მეტია ლა ლიგის სხვა ფეხბურთელების მაჩვენებლებთან შედარებით. ზიზუს ხელში კრიშტიანუ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ცენტრ-ფორვარდად და გოლების გატანის გარდა პორტუგალიელი სხვაზე არაფერზე ფიქრობდა.

რონალდუს წასვლის შემდეგ ბენზემამ გოლების გატანის გემო გაიხსენა - ეს უკვე სულ სხვა რეალია

"რეალის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი პრაქტიკულად არ აკეთებდა პასებს და არ მიმართავდა მეტოქის პრესინგს, დაცვაში ჩასვლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მის ნაცვლად ამ ყველაფერს ასრულებდნენ სხვები. შეიძლება ითქვას, რომ ზიდანის შეგირდები გადატვირთულნი იყვნენ ფუქციებით, ყველა, რონალდუს გარდა.

მათ შორის კრიშტიანუს პარტნიორები შეტევაში - ბეილი და ბენზემა. უელსელი და ფრანგი მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში იხსნებენდენ თავის ბომბარდირულ წარსულს. მაგალითად იმ მომენტში, როდესაც პორტუგალიელს არ მისდიოდა თამაში, გავიხსენოთ თუნდაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ლივერპულის" წინააღმდეგ.

რონალდუს წასვლის შემდეგ ბენზემამ გოლების გატანის გემო გაიხსენა - ეს უკვე სულ სხვა რეალია

სხვა დროს გარეტისა და კარიმის ბურთაობა მთლიანად რონალდუზე იყო მორგებული. უნდა ითქვას, რომ ზიდანის მეთოდი 100%-ით მუშაობდა, "რეალმა" წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწია, თუმცა აშკარა იყო, რომ აღნიშნული პრინციპით დიდხანს თამაში შეუძლებელი იქნებოდა.

სწორედ ამიტომ წავიდა ზიზუ გასული სეზონის ბოლოს, მის გზას კი ფრანგი სპეციალისტის ფავორიტიც მიჰყვა. დღეს ჩვენ ვხედავთ უკვე სულ სხვა "სამეფო კლუბს". მთავარ როლებში არიან ისინი, ვინც ადრე სტატისტების მოვალეობასაც კი ასრულებდნენ ზოგჯერ.

რონალდუს წასვლის შემდეგ ბენზემამ გოლების გატანის გემო გაიხსენა - ეს უკვე სულ სხვა რეალია

ლოპეტეგის "ახალი რეალი"

რონალდუს ტურინის "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ ყველას ეგონა, რომ ფლორენტინო პერესი თავის საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდებოდა და სატრანსფერო ბაზარს ააფეთქებდა. პრესა აქტიურად უკავშირებდა "ბლანკოსს" აზარს, ნეიმარს, სალაჰსა და ბევრ სხვა მეგა-ვარსკვლავს.

რეალურად კი მადრიდში არ განხორციელებულა გრანდიოზული გარიგებები. მიზეზი ლოპეტეგია, რომელმაც არსებული შემადგენლობითვე გადაწყვიტა კრიშტიანუს ადგილის ამოვსება.

რონალდუს წასვლის შემდეგ ბენზემამ გოლების გატანის გემო გაიხსენა - ეს უკვე სულ სხვა რეალია

ხულენმა კვლავ შემტევი ფუნქციებით დატვირთა ბეილი და ბენზემა, რომლებსაც დღეს სრული თავისუფლება აქვთ მეტოქის საჯარიმოსთან. უნდა ითქვას, რომ შედეგიც სახეზეა - პორტუგალიელის ჩრდილიდან გამოსვლის შემდეგ უელსელი და ფრანგი მოედანს უგოლოდ არ ტოვებენ.

გარეტს უკვე 3 ბურთი დაუგროვდა, კარიმს საერთოდ 5, რონალდუს ტურინული მაჩვენებელი კი ჯერ კიდევ 0-ს უდრის. "ლეგანესთან" გამართული გუშინდელი მატჩი სრულად ასახავს "რეალის" შემტევების ნამდვილ პოტენციალს.

რეალი-ლეგანესი 4:1



ბეილმა ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ამასთან ერთად უელსელი ძალიან ბევრს მოძრაობდა. ის კომბინირებდა თანაგუნდელებთან და ერთბაშად რამდენიმე ზონიდან უტევდა მეტოქეს. ბრიტანელი იყო ყველგან - მარცხნივ, მარჯვნივ და ცენტრშიც კი. ლოპეტეგიმ მართლაც გაუხსნა ფანტაზიის უნარი გარეტს.

რაც შეეხება ბენზემას, მან 2-ჯერ აიღო "ლეგანესის" კარი. ხულენმა დააწინაურა ფრანგი - რონალდუს ასისტენდიდან კარიმი როგორც იქნა გარდაიქმნა "რეალის" მთავარ ფორვარდად. გულშემატკივრები მხარს უჭერენ თავიანთ ცხრიანს, ბენზემა კი უბედნიერესია.

რონალდუს წასვლის შემდეგ ბენზემამ გოლების გატანის გემო გაიხსენა - ეს უკვე სულ სხვა რეალია

გუშინდელი შეხვედრიდან აგრეთვე გამოსარჩევია კურტუას დებიუტი, ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და ოქროს ბურთის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტის - მოდრიჩის გამოჩენა ძირითადში და რამოსის მორიგი გოლი პენალტით. როგორც ვხედავთ "სამეფო კლუბში" კვლავ დუღს ცხოვრება, ზიდანისა და რონალდუს წასვლის შემდეგაც კი.

რონალდუს წასვლის შემდეგ ბენზემამ გოლების გატანის გემო გაიხსენა - ეს უკვე სულ სხვა რეალია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

აგუერომ და გვარდიოლამ მოედანზევე იკამათეს [VIDEO]

„ტოტენჰემთან“ შეხვედრაში პეპ გვარდიოლამ სერხიო აგუერო მოედნიდან გაიყვანა და პრეტენზიების წაყენება დაუწყო.

გუშინ, 23:27

კვლავ სიტი-ტოტენჰემი, კვლავ დრამატული დასასრული - გუნდები ფრეს დასჯერდნენ [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ეტიჰადზე“ „მანჩესტერ სიტი“ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა.

გუშინ, 22:28

წარმოუდგენელი ციფრი - რეალმა ბარსელონას სატურნირო ცხრილში 27 თვის შემდეგ პირველად გადაასწრო

მადრიდელები ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერები დიდი ხანია არ ყოფილან.

გუშინ, 21:51

ზიდანმა ბეილის მომავალს ფარდა საბოლოოდ ახადა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „სელტასთან“ გამარჯვება (1-3) შეაფასა.

გუშინ, 21:45

რეალმა ლა ლიგის პირველ ტურში სელტა დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდის "რეალი" სტუმრად "სელტას" დაუპირისპირდა და 1-3 იმარჯვა.

გუშინ, 21:00

ტონი კროოსმა სელტას კარი ყუმბარისებული დარტყმით აიღო [VIDEO]

ლუკა მოდრიჩის გაძევებიდან რამდენიმე წუთში, ტონი კროოსმა "რეალის" უპირატესობა ორამდე ბრწყინვალე გოლით გაზარდა.

გუშინ, 20:33

ლუკა მოდრიჩმა სელტასთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო [VIDEO]

ამ წუთებში, ლა ლიგის პირველ ტურში "სელტა" საკუთარ მოედანზე მადრიდის "რეალს" მასპინძლობს.

გუშინ, 20:28

მალდინი მადრიდს ესტუმრება - მილანი ორ ტრანსფერს გეგმავს!

"მილანის" სპორტული დირექტორი, პაოლო მალდინი უახლოეს საათებში მადრიდში ჩავა.

გუშინ, 20:13

ლივერპულმა სტუმრად საუთჰემპტონი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "ლივერპული" "საუთჰემპტონს" ესტუმრა და მინიმალურად, 1-2 იმარჯვა.

გუშინ, 19:56

უეფას 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილია

ინტერნეტსივრცეში საკმაოდ საინტერესო და ხმაურიანმა ინფორმაციამ გაჟონა.

გუშინ, 19:33

დორტმუნდმა ბუნდესლიგა ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

განსხვავებით "ბაიერნისგან", ლუსიენ ფავრის "დორტმუნდმა" 2019/20-წლების ბუნდესლიგა დიდებულად დაიწყო.

გუშინ, 19:29

ბრძოლაში ბარსელონაც ჩაება - სად გადავა რუგანი?

"იუვენტუსის" მცველმა, დანიელე რუგანიმ კარიერა შესაძლოა ესპანეთში გააგრძელოს.

გუშინ, 19:24

ბარსელონამ ვიდალს ფასი დაადო, ჩილელის შეძენა ორ გრანდს სურს

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა უახლოეს პერიოდში შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 19:21

გრიზმანმა შესაძლოა ბარსელონაში სათამაშო ნომერი შეიცვალოს

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა შესაძლოა სათამაშო ნომერი შეიცვალოს.

გუშინ, 19:17

ოფიციალურად: ჯეკოს მომავალი გადაწყდა

"რომას" თავდამსხმელის, ედინ ჯეკოს სატრანსფერო საგას წერტილი საბოლოოდ დაესვა.

გუშინ, 19:13

მანეს ულამაზესი გოლი საუთჰემპტონის კარში [VIDEO]

ამ წუთებში "ლივერპული" პრემიერ ლიგის მეორე ტურში "საუთჰემპტონს" უპირისპირდება.

გუშინ, 18:55

ნაპოლის უარი ატლეტიკოს - სიმეონეს 67-მილიონიანი ტრანსფერი დაებლოკა

როგორც იწერება, ამ ტრანსფერის განხორციელება პირადად "ატლეტიკოს" თავკაც დიეგო სიმეონეს სურდა.

გუშინ, 18:34

99%-ით გადაწყდა: ბაიერნი მორიგ ტრანსფერს ახორციელებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბაიერნი" აქტიურობას აგრძელებს.

გუშინ, 18:28

ბეილის მომავალი საბოლოოდ გაირკვა - ზიდანის განცხადება

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილის მომავალს ფარდა ახადა.

გუშინ, 18:20

ლოვრენის ტრანსფერი ჩაიშალა, მიზეზი ცნობილია

"ლივერპულმა" მცველ დეიან ლოვრენის "რომაში" გაყიდვა იუარა, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

გუშინ, 18:12

სანჩესის კონტრაქტის დეტალები - რატომ ვერ პოულობს ჩილელი ახალ კლუბს?

დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი ამ ზაფხულს კლუბიდან არ წავა.

გუშინ, 18:07

ორიდან ორი - არსენალმა სახლში ბარნლი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "არსენალმა" საკუთარ მოედანზე "ბარნლის" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

გუშინ, 17:25

სოლსკიაერმა სანჩესის მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა თავდამსხმელ ალექსის სანჩესის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 17:25

ხამესის მომავალი გარკვეულია - ესპანური პრესა

როგორც ესპანურ პრესაში იწერება, "რეალის" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის მომავალი გადაწყვეტილია.

გუშინ, 17:18

ბაიერნი ვერნერის სანაცვლოდ მიზერულ თანხას იხდის

"ბაიერნი" მზადაა "ლაიფციგის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი იყიდოს.

გუშინ, 17:11

"მისი წასვლა არარეალურია", - ატლეტიკოს ხმაურიანი ტრანსფერი ჩაეშალა

აქამდე გავლენიანმა გამოცემა AS-მა დაწერა, რომ "ატლეტიკომ" 60-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა.

გუშინ, 17:06

იკარდის მორიგი მსურველი გამოუჩნდა - მოლაპარაკებები დაწყებულია

"ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი კვლავ გაურკვეველია.

გუშინ, 17:01

"ლივერპულთან ბრძოლა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ..." - ბერნარდომ კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა, ბერნარდო სილვამ, თავისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა.

გუშინ, 16:13

კოვაჩი: "მარტო ბაიერნს კი არა, მთელ ბუნდესლიგას უნდა უხაროდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერით ბედნიერია.

გუშინ, 15:54

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10