Goal.Ge

"ჩოგბურთი რომ არა, ის პილოტი იქნებოდა" - უცხოური პრესა ბასილაშვილზე ალაპარაკდა



როგორც მოგეხსენებათ გუშინ შედგა ამერიკის ღია პირველობის მე-4 წრის შეხვედრა, რომელშიც ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაუპირისპირდა მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს - რაფაელ ნადალს.

ესპანელმა დაამარცხა ქართველი, მაგრამ არა ისე მარტივად როგორც 2017 წელს. ნიკოლოზმა ღირსეული ბრძოლა გაუმართა მრისხანე მეტოქეს და ამაზე თავად ნადალის სიტყვებიც მეტყველებს:

"რა თქმა უნდა ფიზიკურად რთულია, როცა ზედიზედ ორ შეხვედრაში ტაი-ბრეიკის თამაში გიწევს. კარგია, რომ ეს სიძნელე დავძლიე. ბასილაშვილმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, განსაკუთრებით მესამე სეტში. ბურთებზე ის კარგად რეაგირებდა და ძლიერად ურტყამდა, რომ მოქმედებას ვერ ვასწრებდი,"

"ჩოგბურთი რომ არა, ის პილოტი იქნებოდა" - უცხოური პრესა ბასილაშვილზე ალაპარაკდა

ქართველმა ჩოგბურთელმა რაფას მე-3 სეტი მოუგო, რითაც გააოგნა არა მხოლოდ ქართველი გულშემატკივრები. ჯამში გამარჯვებული გამოვიდა ნადალი (3:6, 3:6, 7:6, 4:6).

ესპანელი ამერიკის ღია პირველობის 1/4 ფინალში გავიდა, სადაც დომინიკ ტიმს დაუპირისპირდება, ბასილაშვილმა კი ტურნირი თავაწეულმა დატოვა. ნიკოლოზმა უდავოდ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და გახდა მორიგი სპორტსმენი, რომელმაც საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოს შეახსენა.

"ჩოგბურთი რომ არა, ის პილოტი იქნებოდა" - უცხოური პრესა ბასილაშვილზე ალაპარაკდა

ამაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ ბასილაშვილზე უცხოური პრესა ალაპარაკდა, მაგალითად "US Open"-ის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა რამდენიმე საინტერესო დეტალი გაიხსენა ნიკილოზის ცხოვრებიდან.

ჩოგბურთი რომ არა, ის პილოტი იქნებოდა. ქართველს რამდენიმე გატაცება აქვს, მათ შორის არის ფილმების ყურება და კულინარია, თუმცა ყველაზე მეტად ბასილაშვილს ავიაცია იზიდავს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღეს ნიკოლოზს თითქმის არ გააჩნია თავისუფალი დრო, მიზეზი - მისი ძირითადი საქმიანობაა.

"ჩოგბურთი უდიდეს კონცენტრაციასა და მომზადებას მოითხოვს. მე ვვარჯიშობ კვირაში 7 დღე, დასვენებების გარეშე. სხვანაირად შეუძლებელია წარმატების მიღწევა სპორტის ამ სახეობაში,"

"ჩოგბურთი რომ არა, ის პილოტი იქნებოდა" - უცხოური პრესა ბასილაშვილზე ალაპარაკდა

ხელოვნება და მედიცინა მისი ოჯახის განუყრელი ნაწილია. ნიკოლოზმა პირველად 5 წლის ასაკში აიღო ხელში ჩოგანი. ეს მოხდა მამამისის, ნოდარის დამსახურებით, რომელიც თავის დროზე "სუხიშვილების" ქართულ ეროვნულ ბალეტში ცეკვავდა. დედამისი - ნატალია კი პროფესიით ექიმია.

მისი კუმირები ფედერერი და ნადალი არიან, საყვარელი ტურნირი კი უიმბლდონი. ბასილაშვილი წარმატებული ჩოგბურთელია, სხვა შემთხვევაში ის ვერასდროს შეხვდებოდა კორტზე თავის ფავორიტს, თანაც ორჯერ.

"მათ გარდა ჩემი კუმირი ყველა ის ჩოგბურთელია, რომელიც რეიტინგის 10-ეულში იმყოფება. ისინი ნამდვილი მებრძოლები არიან. უდიდეს პატივს ვცემ თითოეულ მათგანსა და ვცდილობ მეც გავხდე ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი,"

"ჩოგბურთი რომ არა, ის პილოტი იქნებოდა" - უცხოური პრესა ბასილაშვილზე ალაპარაკდა

მას არავისთან უჭირს კომუნიკაცია. ნიჭიერი ადამიანი - ყველაფერში ნიჭიერია. ქართული ენის გარდა ნიკოლოზი სრულყოფილად ფლობს ინგლისურსა და რუსულს.

მეოჯახე. ბასილაშვილი 2013 წლის სექტემბერში დაოჯახდა. 2015 წლის 4 მაისს კი ნიკოლოზს შვილიც შეეძინა.

შემოთავაზება რუსეთიდან. 12 წლის ასაკში ბასილაშვილი ამერიკის ქალაქ საკრამენტოში გაემგზავრა, სადაც 16 წლამდე ვარჯიშობდა (2007-2011). შემდეგ ნიკოლოზმა თავისი სპორტული კარიერა რუსეთში გააგრძელა და უნდა ითქვას, რომ მას შემოთავაზებაც ჰქონდა ამ ქვეყნიდან, თუმცა ბასილა სამშობლოს ერთგული დარჩა.

გავიხსენოთ კიდევ ერთხელ - ბასილაშვილი-ნადალი (მატჩის მიმოხილვა)


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანეს ულამაზესი გოლი საუთჰემპტონის კარში [VIDEO]

ამ წუთებში "ლივერპული" პრემიერ ლიგის მეორე ტურში "საუთჰემპტონს" უპირისპირდება.

დღეს, 18:55

ნაპოლის უარი ატლეტიკოს - სიმეონეს 67-მილიონიანი ტრანსფერი დაებლოკა

როგორც იწერება, ამ ტრანსფერის განხორციელება პირადად "ატლეტიკოს" თავკაც დიეგო სიმეონეს სურდა.

დღეს, 18:34

99%-ით გადაწყდა: ბაიერნი მორიგ ტრანსფერს ახორციელებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბაიერნი" აქტიურობას აგრძელებს.

დღეს, 18:28

ბეილის მომავალი საბოლოოდ გაირკვა - ზიდანის განცხადება

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილის მომავალს ფარდა ახადა.

დღეს, 18:20

ლოვრენის ტრანსფერი ჩაიშალა, მიზეზი ცნობილია

"ლივერპულმა" მცველ დეიან ლოვრენის "რომაში" გაყიდვა იუარა, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

დღეს, 18:12

სანჩესის კონტრაქტის დეტალები - რატომ ვერ პოულობს ჩილელი ახალ კლუბს?

დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი ამ ზაფხულს კლუბიდან არ წავა.

დღეს, 18:07

ორიდან ორი - არსენალმა სახლში ბარნლი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "არსენალმა" საკუთარ მოედანზე "ბარნლის" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

დღეს, 17:25

სოლსკიაერმა სანჩესის მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა თავდამსხმელ ალექსის სანჩესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 17:25

ხამესის მომავალი გარკვეულია - ესპანური პრესა

როგორც ესპანურ პრესაში იწერება, "რეალის" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის მომავალი გადაწყვეტილია.

დღეს, 17:18

ბაიერნი ვერნერის სანაცვლოდ მიზერულ თანხას იხდის

"ბაიერნი" მზადაა "ლაიფციგის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი იყიდოს.

დღეს, 17:11

"მისი წასვლა არარეალურია", - ატლეტიკოს ხმაურიანი ტრანსფერი ჩაეშალა

აქამდე გავლენიანმა გამოცემა AS-მა დაწერა, რომ "ატლეტიკომ" 60-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა.

დღეს, 17:06

იკარდის მორიგი მსურველი გამოუჩნდა - მოლაპარაკებები დაწყებულია

"ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი კვლავ გაურკვეველია.

დღეს, 17:01

"ლივერპულთან ბრძოლა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ..." - ბერნარდომ კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა, ბერნარდო სილვამ, თავისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა.

დღეს, 16:13

კოვაჩი: "მარტო ბაიერნს კი არა, მთელ ბუნდესლიგას უნდა უხაროდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერით ბედნიერია.

დღეს, 15:54

პსჟ ბარსელონას ნახევარმცველით ინტერესდება

კატალონიური გამოცემა SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" არტურო ვიდალის გაყიდვას აპირებს.

დღეს, 15:48

ზლატანმა მადლობა გადაუხადა ექიმს, რომელმაც კარიერა გადაურჩინა

ლოს ანჯელესის "გალაქსის" ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, თავის ქირურ ფრედი ფუს შეხვდა, რომელიც "დალასთან" მატჩს (2:0) დაესწრო.

დღეს, 15:35

ტუხელი: "თუ გამოსავალი ვერ მოიძებნა, ნეიმარი გუნდში დარჩება"

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, გუნდიდან ნეიმარის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 15:31

ლუკაკუს დებიუტი ჭარბწონიანობის გამო გადაიდება?!

"ინტერის" ახალწვეულის, რომელუ ლუკაკუს დებიუტი ახალ გუნდში შესაძლოა გადაიდოს.

დღეს, 14:38

"7 წლიდან გვირაბში, თავისუფლების გარეშე ვცხოვრობდი", - სნეიდერი ფეხბურთისგან დაიღალა

35 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი, უესლი სნეიდერი, კარიერის დასრულების მიზეზებზე საუბრობს.

დღეს, 13:26

გასული სეზონის საუკეთესო მატჩი პრემიერ ლიგის მეორე ტურში

პრემიერ ლიგის დღის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 13:00

ბარსელონამ სუარესის ტრავმის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

კატალონიის "ბარსელონამ" "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ლუის სუარესის ტრავმის შესახებ განცხადებას აკეთებს.

დღეს, 12:42

6 მატჩი, 0 მოგება - ბარსელონა მესის გარეშე საშინელია

კატალონიის "ბარსელონა" თავისი ლიდერის გარეშე სულ სხვანაირად თამაშობს.

დღეს, 12:07

პიკე: "ბარსელონას თავისი ადგილი მიუჩინეს"

"ბარსელონას" მცველი, ჟერარ პიკე იმედოვნებს, რომ გუნდი "ბილბაოსთან" მარცხისგან დასკვნებს გამოიტანს.

დღეს, 12:01

ლევანდოვსკი კოუტინიოს ტრანსფერს გამოეხმაურა

როგორც იცით, გუშინ გვიან ღამით "ბაიერნმა" "ბარსელონასთან" პრინციპული შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 11:49

ვალვერდე: "გრიზმანი გუნდის თამაშში უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

დღეს, 11:44

კარაგერი: "ერიქსენი რეალის და ბარსელონას დონის არ არის"

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, კრისტიანი ერიქსენი გააკრიტიკა.

დღეს, 11:32

საქმეში ბართომეუ ჩაერთო - ბარსელონა საფინალო შემოთავაზებას ამზადებს

კატალონიური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 11:25

ვალვერდე: "როცა დავინახე, რომ ადურისი ჰაერში მაკრატელას დასატყამად ახტა..."

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "ბილბაოსთან" წაგებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 04:26

სუარესმა ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა

ლა ლიგის პირველ ტურში "ბარსელონა" "ბილბაოს" დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.

დღეს, 04:19

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10