Goal.Ge

მრეტებიდან დინამოში 1 მილიონად - პირველი კომერციული ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში


მრეტებიდან დინამოში 1 მილიონად - პირველი კომერციული ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

80-იანების ბოლო - რამდენიმე ფაქტით გამორჩეული პერიოდი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. გელა კეტაშვილი იგებს ოლიმპიადას სსრკ-ს ნაკრების შემადგენლობაში და ხდება ერთადერთი ქართველი მოთამაშე ოლიმპიური ოქროთი.

მრეტებიდან დინამოში 1 მილიონად - პირველი კომერციული ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

შენგელია და სულაქველიძე ტოვებენ თბილისის "დინამოს" და შვედურ "ჰოლმსუნდში" გადადიან, სადაც 3 წლით ადრე ვინი ჯონსიც თამაშობდა. რევაზ ძოძუაშვილი თითქმის 10-წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერას ანახლებს და კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" იბარებს.

"დინამო" ატარებს უკანასკნელ მატჩს სსრკ-ს ჩემპიონატში სეხნია კიეველების წინააღმდეგ (2:2) და ბოლოჯერ გამოდის ევროსარბიელზე საბჭოთა სახელით. თბილისელები უეფას თასის მე-3 რაუნდში ბრემენის "ვერდერთან" გამოვარდნენ (1:1; 1:2).

დინამო-ვერდერი 1:1



ზოგადად 80-იანების დასკვნითი ეტაპი მთლიანად იყო ცვლილებების სულით აღსავსე. მოგვიანებით 16 ნაწილად დაიშალა სსრკ და საქართველომ დამოუკიდებლად განაგრძო არსებობა, თუმცა სანამ ეს მოხდებოდა, ჩვენს ფეხბურთში შედგა პატარა ეპოქალური მოვლენა.

1988 წელს ჩამოყალიბდა პირველი ქართული კლუბი, რომელსაც კერძო მესაკუთრე ჰყავდა. დამფუძნებლის სახელი იყო ვაჟა ჩხაიძე, გუნდს კი "მრეტები თბილისი" დაერქვა.

მცირე ფინანსების გამო "მრეტებში" აქცენტს აკეთებდნენ ახალგაზრდა ტალანტებზე, ჩხაიძე მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდა. ვაჟას მთავარი აღმოჩენა 17 წლის გიორგი ქინქლაძე იყო, რომელიც იმ დროს ვერ ახერხებდა "დინამოს" მთავარ გუნდში ადგილის დამკვიდრებას.

მრეტებიდან დინამოში 1 მილიონად - პირველი კომერციული ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

ქინქი "მრეტებში" კობა ჟორჟიკაშვილის პროტექციით მივიდა და უნდა ითქვას, რომ ვარჯიშის დაწყებიდან ზუსტად 5 წუთში ჩხაიძემ უკვე იცოდა თუ როგორი ნიჭიერი მოზარდი ჩაუვარდა მას ხელში.

ძალიან მალე გიორგის შესახებ მთელს ქალაქში ალაპარაკდნენ. ხმებმა "დინამომდეც" მიაღწია, რომელიც მზად იყო, რომ ნებისმიერ ფასად დაებრუნებინა თავისი აღზრდილი. ახალგაზრდა ფლეიმეიქერის გადმობირების საკითხი საკუთარ თავზე ძოძუაშვილმა აიღო.

მრეტებიდან დინამოში 1 მილიონად - პირველი კომერციული ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

რევაზი რეგულარულად სტუმრობდა "მრეტებს" და პირადად ესაუბრებოდა როგორც ჩხაიძეს, ისე თავად ქინქლაძესაც. 1992 წელს "დინამომ" საწადელს მიაღწია - კლუბები ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს ფული უნდა გადაეხადა გიორგის სანაცვლოდ. გარიგების მსგავსი ფორმა სცდებოდა საბჭოთა ფეხბურთის სტანდარტებს, რადგან სსრკ-ში არასდროს იხდიდნენ თანხას მოთამაშის სანაცვლოდ.

მრეტებიდან დინამოში 1 მილიონად - პირველი კომერციული ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

"დინამო" და "მრეტები" 1 მილიონ რუბლზე შეთანხმდნენ, რომელიც იმ დროს დაახლოებით 4 ათასი დოლარის ექვივალენტი იყო. ქინქლაძის ტრანსფერი მართლაც შედგა, მაგრამ შემდეგ დაიწყო სკანდალი, რომელიც 2007 წლამდე გაგრძელდა.

"დინამომ" მოულოდნელად უარი თქვა ფულის გადახდაზე, მიზეზად კი ის ფაქტი დასახელდა, რომ გიორგი 1979-1989 წლებში კლუბის აკადემიაში ირიცხებოდა, შესაბამისად ქინქი ისედაც ითვლებოდა "დინამოელად".

მრეტებიდან დინამოში 1 მილიონად - პირველი კომერციული ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

ქართული ფეხბურთისთვის იმ დროს ჯერ კიდევ უცხო იყო მოთამაშის იჯარით გაშვების პრინციპი, თორემ ქინქლაძის საკითხი უფრო მშვიდობიანად მოგვარდებოდა. რაც არ უნდა იყოს ფაქტია, რომ "დინამოს" არ გადაუხვევია თავისი პრინციპებისთვის.

გიორგიმ მომენტალურად გაიბრწყინა ახალ გუნდში, "მრეტები" კი მის გარეშე ჩაიძირნენ და ბოლოს ქვედა დივიზიონებამდეც დაქვეითდნენ. ჩხაიძის კლუბს ფინანსურად ძალიან უჭირდა, "დინამომ" კი იმ დროს 2 მილიონ ფუნტად გაყიდა ქინქლაძე "მანჩესტერ სიტიში".

მრეტებიდან დინამოში 1 მილიონად - პირველი კომერციული ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

"დინამოსა" და "მრეტებს" შორის დადებული კონტრაქტის თანახმად, ვაჟას აღნიშნული ტრანსფერიდანაც ეკუთვნოდა რაღაც წილი, თუმცა ცხადია მას არაფერი მიუღია. ჩხაიძემ მოგვიანებით მოიარა ყველა ინსტანცია, ბოლოს კი სტრასბურგამდეც მიაღწია, სადაც სამართლიანობა როგორც იქნა აღდგა.

ადამიანთა უფლებების ევროპულმა სასამართლომ "დინამოელებს" დააკისრა ჯარიმა - 240 ათასი დოლარი, რომელიც მათ ვაჟასთვის უნდა გადაეხადათ. იმ დროს უკვე 2007 წელი იყო, "მრეტები" კი როგორც გუნდი აღარ ფუნქციონირებდა.

რას წარმოადგენდა ქინქლაძე "სიტიში" ყველამ კარგად ვიცით - გენიალური გოლები, 2-ჯერ ზედიზედ კლუბის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება და გულშემატკივრების უზომო სიყვარული.

ქინქლაძის ლეგენდარული გოლი საუთჰემპტონის კარში



გიორგისთვის იბრძოდა "ბარსელონა" და "ლივერპული", თუმცა ქინქი ქალაქ მანჩესტერის ლურჯი ნაწილის ერთგული დარჩა. მას დღემდე თბილად იხსენებენ, ადიდებენ და შეყავთ "ქალაქელთა" ყველა დროის სხვადასხვა სიმბოლურ თერთმეტეულებში.

საინტერესო ფაქტი - 1 სექტემბერს "სიტის" ოფიციალურმა "Facebook"-ის გვერდმა განათავსა პოსტერი, რომელზეც თავმოყრილნი არიან კლუბის ლეგენდები. კომპანისთან, სილვასთან, მერედიტთან და სხვა გამორჩეულ "ქალაქელებთან" ერთად სურათზე ქინქლაძეც ფიგურირებს.

მრეტებიდან დინამოში 1 მილიონად - პირველი კომერციული ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

აგუერომ და გვარდიოლამ მოედანზევე იკამათეს [VIDEO]

„ტოტენჰემთან“ შეხვედრაში პეპ გვარდიოლამ სერხიო აგუერო მოედნიდან გაიყვანა და პრეტენზიების წაყენება დაუწყო.

გუშინ, 23:27

კვლავ სიტი-ტოტენჰემი, კვლავ დრამატული დასასრული - გუნდები ფრეს დასჯერდნენ [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ეტიჰადზე“ „მანჩესტერ სიტი“ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა.

გუშინ, 22:28

წარმოუდგენელი ციფრი - რეალმა ბარსელონას სატურნირო ცხრილში 27 თვის შემდეგ პირველად გადაასწრო

მადრიდელები ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერები დიდი ხანია არ ყოფილან.

გუშინ, 21:51

ზიდანმა ბეილის მომავალს ფარდა საბოლოოდ ახადა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „სელტასთან“ გამარჯვება (1-3) შეაფასა.

გუშინ, 21:45

რეალმა ლა ლიგის პირველ ტურში სელტა დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდის "რეალი" სტუმრად "სელტას" დაუპირისპირდა და 1-3 იმარჯვა.

გუშინ, 21:00

ტონი კროოსმა სელტას კარი ყუმბარისებული დარტყმით აიღო [VIDEO]

ლუკა მოდრიჩის გაძევებიდან რამდენიმე წუთში, ტონი კროოსმა "რეალის" უპირატესობა ორამდე ბრწყინვალე გოლით გაზარდა.

გუშინ, 20:33

ლუკა მოდრიჩმა სელტასთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო [VIDEO]

ამ წუთებში, ლა ლიგის პირველ ტურში "სელტა" საკუთარ მოედანზე მადრიდის "რეალს" მასპინძლობს.

გუშინ, 20:28

მალდინი მადრიდს ესტუმრება - მილანი ორ ტრანსფერს გეგმავს!

"მილანის" სპორტული დირექტორი, პაოლო მალდინი უახლოეს საათებში მადრიდში ჩავა.

გუშინ, 20:13

ლივერპულმა სტუმრად საუთჰემპტონი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "ლივერპული" "საუთჰემპტონს" ესტუმრა და მინიმალურად, 1-2 იმარჯვა.

გუშინ, 19:56

უეფას 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილია

ინტერნეტსივრცეში საკმაოდ საინტერესო და ხმაურიანმა ინფორმაციამ გაჟონა.

გუშინ, 19:33

დორტმუნდმა ბუნდესლიგა ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

განსხვავებით "ბაიერნისგან", ლუსიენ ფავრის "დორტმუნდმა" 2019/20-წლების ბუნდესლიგა დიდებულად დაიწყო.

გუშინ, 19:29

ბრძოლაში ბარსელონაც ჩაება - სად გადავა რუგანი?

"იუვენტუსის" მცველმა, დანიელე რუგანიმ კარიერა შესაძლოა ესპანეთში გააგრძელოს.

გუშინ, 19:24

ბარსელონამ ვიდალს ფასი დაადო, ჩილელის შეძენა ორ გრანდს სურს

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა უახლოეს პერიოდში შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 19:21

გრიზმანმა შესაძლოა ბარსელონაში სათამაშო ნომერი შეიცვალოს

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა შესაძლოა სათამაშო ნომერი შეიცვალოს.

გუშინ, 19:17

ოფიციალურად: ჯეკოს მომავალი გადაწყდა

"რომას" თავდამსხმელის, ედინ ჯეკოს სატრანსფერო საგას წერტილი საბოლოოდ დაესვა.

გუშინ, 19:13

მანეს ულამაზესი გოლი საუთჰემპტონის კარში [VIDEO]

ამ წუთებში "ლივერპული" პრემიერ ლიგის მეორე ტურში "საუთჰემპტონს" უპირისპირდება.

გუშინ, 18:55

ნაპოლის უარი ატლეტიკოს - სიმეონეს 67-მილიონიანი ტრანსფერი დაებლოკა

როგორც იწერება, ამ ტრანსფერის განხორციელება პირადად "ატლეტიკოს" თავკაც დიეგო სიმეონეს სურდა.

გუშინ, 18:34

99%-ით გადაწყდა: ბაიერნი მორიგ ტრანსფერს ახორციელებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბაიერნი" აქტიურობას აგრძელებს.

გუშინ, 18:28

ბეილის მომავალი საბოლოოდ გაირკვა - ზიდანის განცხადება

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილის მომავალს ფარდა ახადა.

გუშინ, 18:20

ლოვრენის ტრანსფერი ჩაიშალა, მიზეზი ცნობილია

"ლივერპულმა" მცველ დეიან ლოვრენის "რომაში" გაყიდვა იუარა, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

გუშინ, 18:12

სანჩესის კონტრაქტის დეტალები - რატომ ვერ პოულობს ჩილელი ახალ კლუბს?

დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი ამ ზაფხულს კლუბიდან არ წავა.

გუშინ, 18:07

ორიდან ორი - არსენალმა სახლში ბარნლი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "არსენალმა" საკუთარ მოედანზე "ბარნლის" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

გუშინ, 17:25

სოლსკიაერმა სანჩესის მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა თავდამსხმელ ალექსის სანჩესის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 17:25

ხამესის მომავალი გარკვეულია - ესპანური პრესა

როგორც ესპანურ პრესაში იწერება, "რეალის" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის მომავალი გადაწყვეტილია.

გუშინ, 17:18

ბაიერნი ვერნერის სანაცვლოდ მიზერულ თანხას იხდის

"ბაიერნი" მზადაა "ლაიფციგის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი იყიდოს.

გუშინ, 17:11

"მისი წასვლა არარეალურია", - ატლეტიკოს ხმაურიანი ტრანსფერი ჩაეშალა

აქამდე გავლენიანმა გამოცემა AS-მა დაწერა, რომ "ატლეტიკომ" 60-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა.

გუშინ, 17:06

იკარდის მორიგი მსურველი გამოუჩნდა - მოლაპარაკებები დაწყებულია

"ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი კვლავ გაურკვეველია.

გუშინ, 17:01

"ლივერპულთან ბრძოლა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ..." - ბერნარდომ კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა, ბერნარდო სილვამ, თავისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა.

გუშინ, 16:13

კოვაჩი: "მარტო ბაიერნს კი არა, მთელ ბუნდესლიგას უნდა უხაროდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერით ბედნიერია.

გუშინ, 15:54

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10