» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ყაზახეთის ნაკრების ქართველი მეკარის ისტორია - ავსტრალია, პსვ და შემოთავაზება სამშობლოდან


ყაზახეთის ნაკრების ქართველი მეკარის ისტორია - ავსტრალია, პსვ და შემოთავაზება სამშობლოდან

6 სექტემბერს სტარტს იღებს უეფას ერთა ლიგა, რომელიც ყაზახეთი-საქართველოს მატჩით გაიხსნება. თამაში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული შეხვედრა, ისევე როგორც მთლიანი ტურნირი უდიდეს ინტერესს იწვევს და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი განსხვავებული ფორმატით, ახალი სახელები ნაკრებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ახალი იმედი. არსებობს კიდევ ერთი დეტალი, რის გამოც ყაზახეთი-საქართველოს დაპირისპირება უფრო დამაინტრიგებელი ხდება.

საქმე იმაშია, რომ "ქორების" შემადგენლობაში თამაშობს წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი - დავით ლორია. ის პოზიციით მეკარეა და ყაზახეთის ეროვნულ გუნდში 2000 წლიდან გამოდის (46 მატჩი). როგორ აღმოჩნდა ჩვენი თანამემამულე სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ? უკეთ გავიცნოთ მომავალი "მეტოქე".

ყაზახეთის ნაკრების ქართველი მეკარის ისტორია - ავსტრალია, პსვ და შემოთავაზება სამშობლოდან

ოჯახი და პირველი ნაბიჯები ავსტრალიაში

ლორია დაიბადა ყაზახეთის ქალაქ ცელინოგრადში, ქართველ-ებრაელთა ოჯახში. დავითის მამამ, გრიგოლმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი ფეხბურთში გაატარა. ლორია-უფროსი სხვადასხვა ყაზახურ კლუბებს ხელმძღვანელობდა, 2010 წელს ის ასტანის "ლოკომოტივის" პრეზიდენტიც იყო.

აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნვამდე გრიგოლი 5-წლიან დისკვალიფიკაციას იხდიდა, დასჯის მიზეზი - ჩაწყობილი მატჩები. დავითის მამის რეზიუმეში ისეთი ყაზახური გუნდები ფიგურირებს როგორიცაა 'შახტარი", "ჟენისი" და "ოკჟეტპესი".

ყაზახეთის ნაკრების ქართველი მეკარის ისტორია - ავსტრალია, პსვ და შემოთავაზება სამშობლოდან

რაც შეეხება მის შვილს, ლორია-უმცროსის საფეხბურთო გზა მოსკოვის "ცსკა"-ს აკადემიაში დაიწყო, საიდანაც შემდეგ ის ავსტრალიაში გაემგზავრა სასწავლებლად. "მწვანე კონტინენტზე" ცხოვრების დროს დავითი გამოდიოდა სამხრეთ ავსტრალიის მოყვარულთა ჩემპიონატში, კლუბში სახელად - "ენფილდ სიტი ფალკონსი".

ყაზახეთში დაბრუნება და შემოთავაზება საქართველოდან

ლორია ავსტრალიიდან სრულყოფილ ფეხბურთელად დაბრუნდა და კონტრაქტი ადგილობრივ "ჟენისთან" გააფორმა. ასტანური გუნდის შემადგენლობაში დავითმა რამდენიმე ტიტულის მოგება მოახერხა, მათ შორის ყაზახეთის წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოც.

ყაზახეთის ნაკრების ქართველი მეკარის ისტორია - ავსტრალია, პსვ და შემოთავაზება სამშობლოდან

2000 წელს შედგა ლორიას დებიუტი საერთაშორისო არენაზე, ის ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. აღსანიშნავია, რომ დავითს საქართველოდანაც ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა დამწყებმა კიპერმა უარი თქვა თავისი ისტორიული სამშობლოს სახელით ასპარეზობაზე.

"როდესაც 17-ის ვიყავი, საქართველოდან დამიკავშირდნენ და 20-წლამდელთა ნაკრებში თამაში შემომთავაზეს. მე უარი ვუთხარი მათ, რადგან ჩავთვალე, რომ ეს არასწორი იქნებოდა,"

"დიახ, წარმოშობით ქართველი ვარ, მაგრამ დავიბადე ყაზახეთში. სწორედ აქ არის ჩემი სახლი და ოჯახი, ყაზახეთმა ყველაფერი მომცა. მე პატივს ვცემ ამ ქვეყანას, ასე აღმზარდეს მშობლებმა,"

ყაზახეთის ნაკრების ქართველი მეკარის ისტორია - ავსტრალია, პსვ და შემოთავაზება სამშობლოდან

პსვ ეინდჰოვენი

2007 წლისთვის ლორია უკვე სახელოვან მეკარედ ითვლებოდა ყაზახეთში. ის თითქმის რეგულარულად ხდებოდა ქვეყნის ჩემპიონი, იგებდა პერსონალურ ჯილდოებსა და უცვლელად ასპარეზობდა ეროვნულ ნაკრებში.

ევრო 2008-ის ერთ-ერთ შესარჩევ მატჩს, კერძოდ კი ბელგია-ყაზახეთს, რომელიც 0:0 დასრულდა, დაესწრო "პსვ"-ს იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი - რონალდ კუმანი. ჰოლანდიელს ძალიან მოეწონა დავითის თამაში, რის შემდეგაც მან გადაწყვიტა იმედისმომცემი კიპერის მოწვევა თავის კლუბში.

ყაზახეთის ნაკრების ქართველი მეკარის ისტორია - ავსტრალია, პსვ და შემოთავაზება სამშობლოდან

ლორიამ რამდენიმე კვირა დაჰყო ეინდჰოვენში, თუმცა ერედივიზიის გრანდში ადგილის დამკვიდრება დავითმა ვერ მოახერხა. "პსვ"-ს კარებში იმ დროს ეურელიო გომეში მეფობდა, შესაბამისად ყაზახი-ქართველი მართლაც ურთულესი ამოცანის წინაშე იდგა.

შემდეგ იყო სინჯების ხანმოკლე პერიოდი როტერდამის "სპარტაშიც" - მცდელობა კვლავ წარუმატებელი გამოდგა. ჰოლანდიის მერე ლორია შვედეთში გაეშურა, სადაც ადგილობრივ "ჰალმსტადთან" გააფორმა კონტრაქტი.

ყაზახეთის ნაკრების ქართველი მეკარის ისტორია - ავსტრალია, პსვ და შემოთავაზება სამშობლოდან

დავითის რეზიუმეში აგრეთვე ფიგურირებს რუსული და თურქული გუნდები, თუმცა საკლუბო კარიერის საუკეთესო წლები ლორიამ ყაზახეთში გაატარა. გასულ წელს ის "ორდაბასის" ღირსებას იცავდა, მისი მწვრთნელი კი კახაბერ ცხადაძე იყო.

დღეს ლორია "ქაირათის" შემადგენლობაში ირიცხება. ცნობისთვის, ცხადაძე აღნიშნულ კლუბსაც თავკაცობდა 2016-2017 წლებში. კახამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვლადიმერ ვაისი ჩაანაცვლა (სიმბოლურია, არა?).

ყაზახეთის ნაკრების ქართველი მეკარის ისტორია - ავსტრალია, პსვ და შემოთავაზება სამშობლოდან

ურთიერთობა ქართველ ფეხბურთელებთან

ცხადაძის გარდა დავითი იცნობს თითქმის ყველა ქართველ მოთამაშეს, ვისაც ყაზახეთში უასპარეზია (კანკავა, კვეკვესკირი, დვალიშვილი, ლობჟანიძე და ა.შ.). მათ გარდა ლორია იყო გოგუასა და სირაძის თანაგუნდელი ნალჩიკის "სპარტაკში" 2009 წელს.

დავითი აგრეთვე მეგობრობს თავის მოგვარესა და საქართველოს ნაკრების მეკარესთან - გიორგისთან. ისინი ერთ-ერთი წინასასეზონო შეკრებაზე შეხვდნენ ერთმანეთს.

ყაზახეთის ნაკრების ქართველი მეკარის ისტორია - ავსტრალია, პსვ და შემოთავაზება სამშობლოდან

შანსები საქართველოს წინააღმდეგ

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ლორია "ჯვაროსნების" წინააღმდეგ არ ითამაშებს. დავითის კონდიციები ჯერ კიდევ შორს არის ოპტიმალურისგან, მიზეზი - ტრავმაა, რომელსაც ვეტერანი კიპერი თითქმის მთელი გასული სეზონის მანძილზე მკურნალობდა.

რაც შეეხება პროგნოზს, ლორია ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს: "ყაზახ და ქართველ გულშემატკივრებს ჯგუფიდან გასვლა სურთ. მოწინააღმდეგეს ვაფასებთ და დიდ პატივსაც ვცემთ. რთულია სიტყვებით იმის აღწერა თუ რა ვიგრძენი, როდესაც გავიგე, რომ მეტოქე საქართველოა,"

ყაზახეთის ნაკრების ქართველი მეკარის ისტორია - ავსტრალია, პსვ და შემოთავაზება სამშობლოდან

დავითს აქამდე 3-ჯერ უთამაშია თავისი ისტორიული სამშობლოს წინააღმდეგ - პირველი შეხვედრა 2005 წლის აგვისტოში შედგა, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა (1:2). ორი თვის შემდეგ ტაბლოზე უგოლო ფრე დაფიქსირდა, 2016-ში კი 1:1.

საქართველო-ყაზახეთი 1:1


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ორი ვარსკვლავი დიბალას სანაცვლოდ - რეალმა იუვენტუსს შეთავაზება გაუმზადა!

მადრიდის "რეალი" "იუვენტუსს" თავდამსხმელ პაულო დიბალას ტრანსფერზე საინტერესო წინადადებას უმზადებს.

დღეს, 17:24

ინტერსა და ლაუტაროს ახალი კონტრაქტი სურთ, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა

მილანის "ინტერსა" და თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესს შორის მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს.

დღეს, 17:13

კაპელო: "იუვენტუსსა და ბარსელონას შორის არსებულმა სხვაობამ შოკში ჩამაგდო"

"იუვენტუსის" ექს-მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ "ბარსელონასთან" მატჩში ტურინელთა თამაში შეაფასა.

დღეს, 17:09

ჰარგრივზი: "ვან დე ბეკს შეუძლია მანჩესტერ იუნაიტედის მიულერი გახდეს"

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბაიერნის" ექს-ნახევარმცველმა, ოუენ ჰარგრივზმა დონი ვან დე ბეკზე ისაუბრა.

დღეს, 17:03

შეთანხმება ვერ ხერხდება - რას ითხოვს დონარუმა მილანისგან?

"მილანის" მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა კლუბს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება, წერენ იტალიურ პრესაში.

დღეს, 16:35

ჰარტი: "სულელი არ ვარ, ვიცოდი, რომ ტოტენჰემის სასტარტოში ადგილი გარანტირებული არ მექნებოდა"

"ტოტენჰემის" გოლკიპერმა, ჯო ჰარტმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ გადავიდა ლონდონურ კლუბში.

დღეს, 16:29

ლამპარდმა დაასახელა ორი საუკეთესო ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც უთამაშია

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელები, რომელთა წინააღმდეგაც უთამაშია.

დღეს, 16:16

"ბარსელონამ გამარჯვება იუვენტუსზე მეტად დაიმსახურა", - პიანიჩი კმაყოფილია

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა "იუვენტუსის" დამარცხების შემდეგ განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:03

"საშინელი კითხვაა!", - ლამპარდმა მესისა და რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 15:01

"ყველა დროის ნამდვილ საუკეთესოს კამპ ნოუზე ჩამოგიყვანთ", - იუვენტუსმა ბარსელონას უპასუხა

ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელის სტატუსთან დაკავშირებით, "იუვენტუსმა" "ბარსელონას" უპასუხა.

დღეს, 14:47

"გაუმართლა, რომ სიტის არ გაუთავისუფლებია", - ჰამანმა გვარდიოლა მწარედ გააკრიტიკა

"მანჩესტერ სიტის" ექს-ნახევარმცველმა, დიტმარ ჰამანმა "ქალაქელთა" მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა გააკრიტიკა.

დღეს, 14:39

მოურინიო: "მინდა ბეილის რეპუტაცია მქონდეს, მას ოთხი ჩემპიონთა ლიგა აქვს"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "დეზების" გარემარბ გარეტ ბეილზე ისაუბრა.

დღეს, 14:26

გოლების მანქანა - მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიული მიღწევა დააფიქსირა

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიული მიღწევა დააფიქსირა.

დღეს, 14:16

ლა ლიგის პრეზიდენტი ევროპის პრემიერ ლიგაზე: "ბარსელონა რეალის აზრს იზიარებს"

ხავიერ ტებასმა "ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტიდან წასული ხოსეპ ბართომეუს განცხადება შეაფასა.

დღეს, 14:11

რეშფორდმა გაამხილა, თუ რა დაავალა სოლსკიაერმა ჰეთ-თრიქის გაფორმებამდე

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, მარკუს რეშფორდმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 13:53

10 კლუბი, რომლის სატრანსფერო სიაში კვარაცხელია ფიგურირებს

ყაზანის "რუბინის" შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის მთავარ ახალგაზრდა ფეხბურთელად სრულიად დამსახურებულად ითვლება.

დღეს, 13:46

ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა და ისტორიაში შევიდა

"დორტმუნდის" თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა "ზენიტთან" გამართულ მატჩში ტურნირის რეკორდი დაამყარა.

დღეს, 13:05

ბრძოლა ახალი პოგბასთვის - ბარსელონასა და იუვენტუსს კონკურენტი გამოუჩნდათ

"აიაქსის" ახალგაზრდა ცენტრალური ნახევარმცველისთვის ევროპული გრანდები იბრძოლებენ.

დღეს, 12:52

"მესი ფეხბურთის ჰარი პოტერია, როცა კარიერას დაასრულებს, ტელევიზორს გადავაგდებ", - ვიერი

"იუვენტუსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, კრისტიან ვიერიმ "ბარსელონას" კაპიტან ლიონელ მესიზე ისაუბრა.

დღეს, 12:47

"ბრწყინვალედ ვიასპარეზეთ, ეს არის ის, რისკენაც ვისწრაფვით", - რეშფორდი კმაყოფილია

"მანჩესტერის" თავდამსხმელი, მარკუს რეშფორდი სეზონში პირველი საშინაო გამარჯვებით გახარებულია.

დღეს, 12:39

ტორპედო კვლავ ვერ დალაგდა: პროტესტის ნიშნად, ფეხბურთელები აღარ ვარჯიშობენ

უკვე წელიწადზე მეტია ქუთაისის "ტორპედოში" არეულობაა და გუნდი კვლავ ვერ დალაგდა.

დღეს, 12:27

ტურინში გამარჯვების შემდეგ, ბარსელონამ იუვენტუსსა და რონალდუს დასცინა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, "ბარსელონამ" "იუვენტუსი" სტუმრად დაამარცხა.

დღეს, 12:01

საინტერესო ფაქტი: რეშფორდმა სოლსკიაერის მიღწევა გაიმეორა

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, მარკუს რეშფორდმა "ლაიფციგთან" (5:0) მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

დღეს, 11:49

"მზად ვარ ვითამაშო იქ, სადაც გუნდს დასჭირდება", - დე იონგი მცველის როლის მორგების შემდეგ

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა "იუვენტუსთან" მოგებული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.

დღეს, 11:05

ტუხელმა ახსნა, თუ რატომ არ ლიდერობენ წამყვან ჩემპიონატებს ფავორიტები

"პსჟ"-ს მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგაზე გამართული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.

დღეს, 10:57

ჰეთ-თრიქი 27 წუთში - რეშფორდის ბრწყინვალე მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე

"მანჩესტერის" თავდამსხმელმა, მარკუს რეშფორდმა ჩემპიონთა ლიგაზე "ლაიფციგს" ჰეთ-თრიქი შეუსრულა.

დღეს, 10:50

რამდენად სერიოზულია ნეიმარის ტრავმა? - ტუხელი განცხადებას აკეთებს

"პსჟ"-ს მწვრთნელს, ტომას ტუხელს იმედი აქვს, რომ თავდამსხმელი, ნეიმარი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.

დღეს, 10:43

ვინ იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის?

ცნობილია ის 4 ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებს.

დღეს, 10:38

რას ვუყუროთ დღეს ევროპა ლიგაზე? - ცენტრალური მატჩი და 3 ქართველი გასვლაზე

დღეს, თბილისის დროით 21:55-სა და 23:59 საათზე ევროპა ლიგაზე არაერთი საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გაიმართება.

დღეს, 10:29

"ვინ არის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო დრიბლიორი?" - ხვიჩა კვარაცხელიას პასუხი

ერთ-ერთ რუსულ შოუში ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ყველა დროის საუკეთესო დრიბლიორებზე საუბრობს.

დღეს, 03:38
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10