Goal.Ge

"ატლეტიკო" - "რეალი", "მილანი" - "იუვე" და უიქენდის 5 ტოპ მატჩი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ



ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ უიქენდის 7 ტოპ მატჩს, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. "მანჩესტერ სიტი" - "სანდერლენდი" (კვირას, 18:00 უემბლი) კვირას "უემბლიზე" სტადიონზე მისული 90,000 ადამიანი გაიგებს, თუ ვინ გახდება Capital One Cup-ის მფლობელი. "შავი კატები" "ქალაქელების" წინააღმდეგ. მანუელ პელეგრინი შეეცდება, რომ თავის ახალ გუნდთან ერთად პირველი ტიტული მოიგოს. "მანჩესტერ სიტი" ბოლო წლებში დიდ ყურადრებას აქცევს ინგლისის ლიგის თასს. შარშან ისინი ფა ქაფის ფინალში "უიგანთან" დამარცხდნენ, ხოლო შარშან წინ Capital One Cup-ის ნახევარფინალში "ლივერპულთან". რაც შეხებათ "შავ კატებს", მათ საკუთარ ისტორიაში არც ერთხელ არ აქვთ მოგებული ეს ტიტული. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პრემიერ-ლიგის სატურნირო ცხრილის ბოლოში არიან, ლიგის თასზე მაინც ბრწყინვალე შედეგს აჩვენებენ. "ქალაქელებს" ფინალში ნასტასიჩი და იოვეტიჩი დააკლდებათ. მიუხედავად ამისა, ხვალ შესაძლოა მოედანზე არგენტინელი ვარსკვლავი სერხიო აგუერო ვიხილოთ. "ფეინოორდი" - "აიაქსი" (კვირას, 17:30 სტადიო ფეინოორდი) ჰოლანდიური ფეხბურთის კლასიკა. სატურნირო ცხრილში მათ შორის სხვაობა 9 ქულაა. "აიაქსი" ერედივიზიონს სათავეში დამაჯერებლად უდგას, ხოლო "ფეინოორდი" კი მეოთხე ადგილზეა და ცდილობს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს. მასპინძლებმა ერედივიზიონის ბოლო ტურში "ტვენტესთან" დასანანი ფრე ითამაშეს. ისინი 95 წუთამდე იგებდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს მარტინამ ანგარიში გაათანაბრა და "ფეინოორდს" თითქმის აღებული 3 ქულა წაართვა. რაც შეეხება "აიაქსს", ევროპის ლიგაზე ჰოლანდიური კლუბი საშინლად გამოვიდა. ამსტერდამულმა კლუბმა "ზალცბურგთან" ორი მატჩის ჯამში (1-6) წააგო. როგორც ჩანს, კლუბის მთავარ მწვრთნელს სურს, რომ საკუთარი გუნდის მთელი ყურადრება ერედივიზიონზე გადაიტანოს. საინტერესოა, მოახერხებს თუ არა გრასიანო პელე მორიგი ჰოლანდიური კლუბის გამწარებას? მან მიმდინარე სეზონში ფანტასტიური შედეგი აჩვენა, ჩაატარა 23 მატჩი და 19 გოლის გატანაც მოახერხა. "ბაიერნი" - "შალკე" (შაბათს, 21:30 ალიანს არენა) დღეს გერმანიაში ერთმანეთს ბუნდესლიგის ორი გიგანტი დაუპირისპირდება. "ბაიერნი" - რომელიც გერმანიის ჩემპიონატში ქვას ქვაზე არ ტოვებს და "შალკე", რომელმაც ბუნდესლიგაში რეზულტატი გამოასწორა და ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო. "ალიანს არენაზე" "შალკეს" დახვდება: მდიდრული გარემო, ვარსკვლავი ფეხბურთელები და ორკესტრის დირიჟორი - პეპ გუარდიოლა. "რეკორდმაისტერისთვის" ეს მატჩი საკმაოდ მნიშვნელოვანია. მათ ბუნდესლიგის ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩათ. ამისათვის კი "გელზენკიხენლების" დამარცხება მოუწევთ. "შალკემ" ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ კედლებში "რეალი" მიიღო და (1-6) განადგურდა. გელზენკიხენურ კლუბს ამ სამარცხვინო მარცხის შემდეგ სწრაფი რეაბილიტაცია სჭირდებათ. კელერის გუნდი ამიერიდან მთელს ყურადღებას ბუნდესლიგაზე გადაიტანს და შეეცდება, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილი დაიმკვიდროს. "პსჟ" - "მარსელი" (კვირას, 23:55 პარს დე პრინცსი) ოლიგარქული "პარისენჟერმენი" და "მონაკო" საფრანგეთის ლიგა 1-ს კვლავ ლიდერობს. პარიზული კლუბი ჩემპონის ტიტულს სულ უფრო და უფრო უახლოვდება. მისი შემდეგი მოწინააღმდეგე "მარსელი" იქნება. პარიზის ჩრდილოეთ-სამხრეთული დერბი. სტუმრები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. ისინი მესამე ადგილზე მყოფ "ლილს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან. ანიგოს გუნდმა ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგი რეზულტატი აჩვენა. "მარსელმა" ბოლო 5 მატჩიდან 3 მოიგო და 2 მატჩიც ფრედ დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ლიგა 1-ში "ოლიმპიკი" ბოლოს 27 იანვარს "მონაკოს" წინააღმდეგ დამარცხდა. სამწუხაროა, რომ მატჩი ღამით გაიმართება, რადგან პოლიციელებს გაუჭირდებათ დამნაშავე ფანების გაკონტროლება. როგორც მოგეხსენებათ, ამ ორი კლუბის ფანები ერთმანეთს სასტიკად ვერ იტანენ. "რომა" - "ინტერი" (შაბათს, 23:35 სტადიო ოლიმპიკო) "რომა" მიმდინარე სეზონში საკუთარ კედლებში შეუჩერებელია. საკუთარ მოედანზე დედაქალაქურმა კლუბმა ბოლო 12 მატჩიდან 10 მოიგო და თან ისე, რომ გაიტანა 30 გოლი და საკუთარ კარში მხოლოდ 2 ბურთი მიიღო. "ნერაძურის" საკმაოდ რთული პერიოდი უდგას. ისინი მესამე ადგილოსან "ნაპოლის" 11 ქულით ჩამორჩებიან. ვალტერ მაცარის გუნდმა სერია ა-ში ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, 1 წააგო და 2 მატჩიც ფრედ დაასრულა. დედაქალაქური კლუბი თავიდან აუცილებლად შეეცდება ცენტრის დაჭერას. როგორც წესი, რომაული კლუბი თავიდან ბურთზე კონტროლს აწესებს, ხოლო შემდგომ კი ცენტრიდან ცდილობს შეტევების წამოწყებას. ვალტერ მაცარის გუნდი უფრო ფლანგებიდან ცდილობს მეტოქის კარის დალაშქვრას. "ნერაძურის" განაპირა მცველი ნაგატომო ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. მან მიმდინარე სეზონში 5 გოლის გატანა მოახერხა. მასპინძლეთა რიგებიდან გამოსარჩევია ფრანჩესკო ტოტი, დესტრო და ჟერვინიო. მატია დესტრომ მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანაც მოახერხა. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ბოლო 6 მატჩიდან 5 "რომამ" მოიგო. საინტერესოა, მოახერხებს კი მაცარის გუნდი "ოლიმპიკოდან" 3 ქულის წამოღებას? "მილანი" - "იუვენტუსი" (კვირას, 23:45 სან სირო) იტალიაში საფეხბურთო ზეიმია. "სან სიროზე" ადგილობრივი "მილანი" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლებს. წლები გადის, სიტუაცია იცვლება. 4-5 წლის წინ ვინ წარმოიდგენდა, რომ "იუვენტუსი" "მილანს" 31 ქულით გაასწრებდა. კლარენ ზეედორფის გუნდს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას, ისინი ევროპის ლიგის ზონას 5 ქულით ჩამორჩებიან. რაც შეეხება "ბებერ ქალბატონს", ისინი სერია ა-ს დამაჯერებლად ლიდერობენ და დღითიდღე უახლოვდებიან სკუდეტოს. ტურინელებმა ევროპის ლიგის 1/16 ფინალში "ტრაბზონსპორის" დაბრკოლება უპრობლემოდ გადალახეს. "მილანს" საკუთარ მოედანზე ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. "როსონერის" გულშემატკივრები თავიანთი საყვარელი გუნდისგან "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამარჯვებას მოითხოვენ. როგორ ფიქრობთ, მოახერხებს "იუვნეტუსი" არტურო ვიდალისა და კიელინის გარეშე "სან სიროდან" 3 ქულის წამოღებას? "ატლეტიკო" - "რეალი" (კვირას, 20:00 ვისენტე კალდერონი) ესპანეთში "ვისენტე კალდერონზე", ადგილობრივი მადრიდის "ატლეტიკო", მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს. სიმეონეს გუნდმა "ბარსელონასთან" ერთად გასულ ტურში ქულები დაკარგა, რამაც სატურნირო ცხრილში კარლო ანჩელოტის "რეალი" გაალიდერა. ამ მატჩს შეუძლია გადაწყვიტოს ჩემპიონის ბედი. ხვალ გამოჩნდება, მართლა შეუძლია თუ არა სიმეონეს კლუბს ესპანეთის ჩემპიონატის მოგება. "ატლეტიკომ" საკუთარ მოედანზე ბოლო 5 მატჩიდან 3 მოიგო, 1 წააგო და 1 მატჩიც ფრედ დაასრულა. კარლო ანჩელოტის გუნდს შთამბეჭდავი შედეგი აქვს. "სამეფო კლუბმა" ლა ლიგაში გასვლითი შეხვედრა ბოლოს 26 ოქტომბერს "ბარსელონას" წინააღმდეგ წააგო. მადრიდულმა კლუბმა სულ ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საგზური გაინაღდა. "სამეფო კლუბმა" გელზენკიხენში ადგილობრივი "შალკე (1-6) დაამარცხა. მადრიდულ დერბის ინტრიგას სატურნირო ცხრილიც მატებს. "ატლეტიკო" დამარცხების შემთხვევაში ლიდერთან ჩამორჩენას 6 ქულამდე გაზრდის, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში კი ლიდერს ქულებით გაუთანაბრდება. თითოეული მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი იხილეთ აქ: LIVE.GOAL.GE ნიკა ნოზაძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლიდერები განაცხადს მიღმა - საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის ცნობილია

ლიდერები განაცხადს მიღმა - საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის ცნობილია

დღეს, 02:59

ეროვნული ლიგა - მე-18 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 02:14

კახა ჩხეტიანი: "ვინც არ უნდა შეგვხვედროდა, ყველასთან საბრძოლველი გვექნებოდა"

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედო" "ორდაბასს" დაუპირისპირდება.

დღეს, 01:34

ჭიაბრიშვილი: "სურვილი მქონდა, სელტიკს შევხვედროდით"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "შერიფს" დაუპირისპირდება.

დღეს, 01:32

ევროპა ლიგაზე ტორპედოს და ჩიხურას საშინაო მატჩები ერთ დღეს აქვთ - სად ითამაშებენ გუნდები?

დღეს გაიმართა ევროპა ლიგის წილისყრა, სადაც ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.

დღეს, 00:58

“იაპონიის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებთ“ - ფილ ნევილი

19 ივნისს ქალთა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტური გაიმართება.

დღეს, 00:50

მაკელელე ჩელსიში ბრუნდება

46 წლის კლოდ მაკელელე, სავარაუდოდ, ძველ გუნდს დაუბრუნდება.

დღეს, 00:33

ფერგიუსონი მანჩესტერის ბოსებს მიმართავს

ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერის ბოსებს მიმართავს და გუნდში სტივ უელშის მოყვანას ითხოვს.

დღეს, 00:20

მხოლოდ 5 ათასი ბილეთი სუპერ თასისთვის

სუპერ თასისთვის „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ ქომაგებს მხოლოდ 5 ათასი ბილეთი გამოუყვეს.

დღეს, 00:12

ახალი დონარუმა? - ბარსა ვენესუელელს უმიზნებს

„ბარსელონა“ 21 წლის მეკარეზე ნადირობს.

გუშინ, 23:59

ვან ბომელი რობენს ეპატიჟება

ყოფილი თანაგუნდელი რობენს „პსვ-ში“ ეპატიჟება.

გუშინ, 23:47

მოურინიოს ნაკრების გაწვრთნა სურს

ჟოზე მოურინიო ახალი გამოწვევებისთვის მზად არის.

გუშინ, 23:39

“გრიზმანთან არასდროს გვილაპარაკია!“ - ბართომეუ

ბართომეუმ გრიზმანთან კავშირი უარყო.

გუშინ, 23:24

ბენიტესს ჩინეთში იწვევენ

ესპანელი მწვრთნელი, შესაძლოა, ჩინურ სუპერ ლიგაში გადაბარგდეს.

გუშინ, 23:12

ტორეირა მილანთან ახლოსაა

ლუკას ტორეირას „არსენალის“ დატოვება სურს.

გუშინ, 22:58

ფეკირმა, შესაძლოა, ლიონი დატოვოს

„ლიონის“ ხელმძღვანელობამ ფეკირის წასვლა არ გამორიცხა.

გუშინ, 22:48

რა უნდა მოხდეს, რომ ბეილმა რეალი დატოვოს?-აგენტის განცხადება

გარეთ ბეილი მადრიდის „რეალიდან“ იჯარის წესით არ წავა.

გუშინ, 22:35

ხამესს მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"რეალს" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის ფასის თაობაზე უკვე დაუკავშირდნენ.

გუშინ, 20:41

რეალმა ნეიმარის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო - GOAL.COM

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

გუშინ, 20:31

ატლეტიკომ როდრის შემცვლელს პრემიერ ლიგაში მიაგნო

მოგეხსენებათ, "ატლეტიკოს" ნახევარმცველი, როდრი "მანჩესტერ სიტიში" გადადის.

გუშინ, 19:31

კლოპმა ლივერპულის ბოსებს სასურველი ფეხბურთელი დაუსახელა

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს.

გუშინ, 19:21

ფელიში ატლეტიკოში? - ბენფიკას ოფიციალური განცხადება

"ბენფიკამ" ჟოაო ფელიშის "ატლეტიკოში" შესაძლო ტრანსფერზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:17

მიულერმა ზღაპრული წინადადება იუარა, მიზეზები ცნობილია

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა კლუბიდან წასვლა არ ისურვა.

გუშინ, 19:12

ორი კლუბი, სადაც შესაძლოა ტოტი ვიხილოთ

მოგეხსენებათ, ფრანჩესკო ტოტიმ "რომას" ტექნიკური დირექტორის პოსტი დატოვა.

გუშინ, 19:09

ვინ იქნება რეალის მეორე მეკარე? - გადაწყვეტილება მიღებულია

ცნობილია გოლკიპერი, რომელიც მომდევნო სეზონში "რეალში" ტიბო კურტუას შემცვლელი იქნება.

გუშინ, 19:03

ოფიციალურად: ნესტა იტალიური გუნდის მწვრთნელი გახდა

"მილანის" ექს-ფეხბურთელმა, ალესანდრო ნესტამ იტალიური გუნდი ჩაიბარა.

გუშინ, 18:47

ოფიციალურად: აიაქსი მორიგმა ფეხბურთელმა დატოვა

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "აიაქსმა" მორიგი ფეხბურთელი გაყიდა.

გუშინ, 18:44

საქართველო - ერთადერთი გუნდი, რომელიც ზედიზედ მეხუთე წელი გრანდების გვერდით იქნება

საქართველო - ერთადერთი გუნდი, რომელიც ზედიზედ მეხუთე წელი გრანდების გვერდით იქნება

გუშინ, 17:59

ევროპა ლიგაზე დინამოს, ტორპედოს და ჩიხურას მეტოქეები ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დასრულდა.

გუშინ, 17:51

რეალმა როდრიგო წარადგინა და კიდევ ერთი პრეზენტაცია დააანონსა

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ბრაზილიელი ახალგაზრდა ფეხბურთელის პრეზენტაცია შედგა.

გუშინ, 17:32

ყველა სიახლე