Goal.Ge

"მას სუსტი დარტყმა აქვს საჯარიმოს გარედან" - რას წერდნენ ჩაკვეტაძეზე ერთი წლის წინ?



როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ტრიუმფალურად დაიწყო უეფას ერთა ლიგაზე ასპარეზობა. ჩვენებმა პირველივე მატჩში მოიპოვეს გამარჯვება, თანაც სტუმრად.

"ჯვაროსნების" მეტოქე ყაზახეთი იყო, რომელიც საქართველომ 0:2 დაამარცხა. სტუმრების მხრიდან პირველი გოლი 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, მეორე ბურთი კი ავტო-გოლის შედეგად გავიდა, თუმცა "ქორების" კარის აღება ვერ მოხერხდებოდა რომ არა ყაზაიშვილი და ისევ ჩაკვეტაძე.

"მას სუსტი დარტყმა აქვს საჯარიმოს გარედან" - რას წერდნენ ჩაკვეტაძეზე ერთი წლის წინ?

გიორგი უეფას ისტორიაში შევიდა. "გენტის" ქართველი შემტევი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთა ლიგაზე გოლის გატანა მოახერხა. ამასთან ერთად ჩაკვეტაძის გასროლა იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ ის აუცილებლად მოხვდება ლამაზი გოლების სხვადასხვა კოლაჟებში.

როგორც ვხედავთ ქართველმა მთელი ევროპა აალაპარაკა. საინტერესოა, რას წერდნენ მასზე პრესაში მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ უბრალოდ იმედისმომცემი თინეიჯერი იყო? გთავაზობთ "Sports.ru"-ს სტატიას ჩაკვეტაძის შესახებ. ტექსტი მომზადებულია 2017 წლის 3 ივლისს.

"მას სუსტი დარტყმა აქვს საჯარიმოს გარედან" - რას წერდნენ ჩაკვეტაძეზე ერთი წლის წინ?

ფეხბურთელის შესახებ

გიორგი ჩაკვეტაძე 2016 წლიდან თამაშობდა თბილისის "დინამოს" მთავარ გუნდში. ქართველი 17-ის იყო, როდესაც მან პირველი მატჩი ჩაატარა დიდ ფეხბურთში. ეს მოხდა თანაქალაქელ "ლოკომოტივის" წინააღმდეგ, ჩაკვეტაძე შეხვედრის ბოლო წუთებზე შემოვიდა მოედანზე.

ამავდროულად გიორგი წარმატებულად ასპარეზობდა უეფას ახალგაზრდულ ლიგაში "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდში. შემდეგ სეზონში ჩაკვეტაძე უფრო რეგულარულად ჩნდებოდა თბილისური კლუბის შემადგენლობაში.

"მას სუსტი დარტყმა აქვს საჯარიმოს გარედან" - რას წერდნენ ჩაკვეტაძეზე ერთი წლის წინ?

თავისი პირველი გოლი ნიჭიერმა შემტევმა გაიტანა საჩხერის "ჩიხურას" წინააღმდეგ. ჯამში ჩაკვეტაძემ "დინამოს" რიგებში ჩაატარა 31 მატჩი, რომელშიც 5-ჯერ გამოიჩინა თავი.

რაც შეეხება საერთაშორისო კარიერას, გიორგი მონაწილეობდა იუნიორთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში. დღეს ჩაკვეტაძე უკვე "ჯვაროსნების" 19-წლამდელთა გუნდის წევრია. ქართველი წარმატებულად თამაშობს როგორც ცენტრში, ისე ფლანგზეც.

"მას სუსტი დარტყმა აქვს საჯარიმოს გარედან" - რას წერდნენ ჩაკვეტაძეზე ერთი წლის წინ?

ძლიერი მხარე

გიორგი ფლობს შესანიშნავ მოედნის ხედვასა და პასს. ჩაკვეტაძეს შეუძლია გააკეთოს დროული, მაგრამ ამავდროულად მოულოდნელი საგოლე გადაცემა. ბურთის მოსანადირებლად და შეტევის დასაწყებად ის ხშირად იწევს თავის საჯარიმოსთან.

ჩაკვეტაძის არსენალშია ტექნიკა, დრიბლინგი და სისწრაფე. ქართველს მარტივად შეუძლია მოწინააღმდეგეს მოტყუება და მაგალითად სტანდარტის მოპოვება.

"მას სუსტი დარტყმა აქვს საჯარიმოს გარედან" - რას წერდნენ ჩაკვეტაძეზე ერთი წლის წინ?

სუსტი მხარე

გიორგის მთავარი ნაკლი არის ძლიერი დარტყმის არქონა. მისი გასროლები საჯარიმოს გარედან ხშირ შემთხვევაში არ არის სახიფათო. ჩაკვეტაძემ ბევრი უნდა იმუშაოს სუსტი მხარეების აღმოსაფხვრელად. ვნახოთ, როგორ დახვეწავს ქართველი დარტყმის სიძლიერესა და მიზანს.

...

ყაზახეთთან მატჩში ყველამ დავინახეთ, რომ ჩაკვეტაძე პროგრესირებს. გიორგიმ აუღებელი შორეული გასროლით პრაქტიკულად გაარღვია ნენად ერიჩის კარი. ზოგადად ერთა ლიგის პირველ შეხვედრას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ჩაკვეტაძის ბენეფისი.

გავიხსენოთ კიდევ ერთხელ - ყაზახეთი-საქართველო 0:2


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

უეფას 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილია

ინტერნეტსივრცეში საკმაოდ საინტერესო და ხმაურიანმა ინფორმაციამ გაჟონა.

დღეს, 19:33

დორტმუნდმა ბუნდესლიგა ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

განსხვავებით "ბაიერნისგან", ლუსიენ ფავრის "დორტმუნდმა" 2019/20-წლების ბუნდესლიგა დიდებულად დაიწყო.

დღეს, 19:29

ბრძოლაში ბარსელონაც ჩაება - სად გადავა რუგანი?

"იუვენტუსის" მცველმა, დანიელე რუგანიმ კარიერა შესაძლოა ესპანეთში გააგრძელოს.

დღეს, 19:24

ბარსელონამ ვიდალს ფასი დაადო, ჩილელის შეძენა ორ გრანდს სურს

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა უახლოეს პერიოდში შესაძლოა კლუბი დატოვოს.

დღეს, 19:21

გრიზმანმა შესაძლოა ბარსელონაში სათამაშო ნომერი შეიცვალოს

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა შესაძლოა სათამაშო ნომერი შეიცვალოს.

დღეს, 19:17

ოფიციალურად: ჯეკოს მომავალი გადაწყდა

"რომას" თავდამსხმელის, ედინ ჯეკოს სატრანსფერო საგას წერტილი საბოლოოდ დაესვა.

დღეს, 19:13

მანეს ულამაზესი გოლი საუთჰემპტონის კარში [VIDEO]

ამ წუთებში "ლივერპული" პრემიერ ლიგის მეორე ტურში "საუთჰემპტონს" უპირისპირდება.

დღეს, 18:55

ნაპოლის უარი ატლეტიკოს - სიმეონეს 67-მილიონიანი ტრანსფერი დაებლოკა

როგორც იწერება, ამ ტრანსფერის განხორციელება პირადად "ატლეტიკოს" თავკაც დიეგო სიმეონეს სურდა.

დღეს, 18:34

99%-ით გადაწყდა: ბაიერნი მორიგ ტრანსფერს ახორციელებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბაიერნი" აქტიურობას აგრძელებს.

დღეს, 18:28

ბეილის მომავალი საბოლოოდ გაირკვა - ზიდანის განცხადება

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილის მომავალს ფარდა ახადა.

დღეს, 18:20

ლოვრენის ტრანსფერი ჩაიშალა, მიზეზი ცნობილია

"ლივერპულმა" მცველ დეიან ლოვრენის "რომაში" გაყიდვა იუარა, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

დღეს, 18:12

სანჩესის კონტრაქტის დეტალები - რატომ ვერ პოულობს ჩილელი ახალ კლუბს?

დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი ამ ზაფხულს კლუბიდან არ წავა.

დღეს, 18:07

ორიდან ორი - არსენალმა სახლში ბარნლი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "არსენალმა" საკუთარ მოედანზე "ბარნლის" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

დღეს, 17:25

სოლსკიაერმა სანჩესის მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა თავდამსხმელ ალექსის სანჩესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 17:25

ხამესის მომავალი გარკვეულია - ესპანური პრესა

როგორც ესპანურ პრესაში იწერება, "რეალის" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის მომავალი გადაწყვეტილია.

დღეს, 17:18

ბაიერნი ვერნერის სანაცვლოდ მიზერულ თანხას იხდის

"ბაიერნი" მზადაა "ლაიფციგის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი იყიდოს.

დღეს, 17:11

"მისი წასვლა არარეალურია", - ატლეტიკოს ხმაურიანი ტრანსფერი ჩაეშალა

აქამდე გავლენიანმა გამოცემა AS-მა დაწერა, რომ "ატლეტიკომ" 60-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა.

დღეს, 17:06

იკარდის მორიგი მსურველი გამოუჩნდა - მოლაპარაკებები დაწყებულია

"ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი კვლავ გაურკვეველია.

დღეს, 17:01

"ლივერპულთან ბრძოლა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ..." - ბერნარდომ კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა, ბერნარდო სილვამ, თავისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა.

დღეს, 16:13

კოვაჩი: "მარტო ბაიერნს კი არა, მთელ ბუნდესლიგას უნდა უხაროდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერით ბედნიერია.

დღეს, 15:54

პსჟ ბარსელონას ნახევარმცველით ინტერესდება

კატალონიური გამოცემა SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" არტურო ვიდალის გაყიდვას აპირებს.

დღეს, 15:48

ზლატანმა მადლობა გადაუხადა ექიმს, რომელმაც კარიერა გადაურჩინა

ლოს ანჯელესის "გალაქსის" ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, თავის ქირურ ფრედი ფუს შეხვდა, რომელიც "დალასთან" მატჩს (2:0) დაესწრო.

დღეს, 15:35

ტუხელი: "თუ გამოსავალი ვერ მოიძებნა, ნეიმარი გუნდში დარჩება"

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, გუნდიდან ნეიმარის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 15:31

ლუკაკუს დებიუტი ჭარბწონიანობის გამო გადაიდება?!

"ინტერის" ახალწვეულის, რომელუ ლუკაკუს დებიუტი ახალ გუნდში შესაძლოა გადაიდოს.

დღეს, 14:38

"7 წლიდან გვირაბში, თავისუფლების გარეშე ვცხოვრობდი", - სნეიდერი ფეხბურთისგან დაიღალა

35 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი, უესლი სნეიდერი, კარიერის დასრულების მიზეზებზე საუბრობს.

დღეს, 13:26

გასული სეზონის საუკეთესო მატჩი პრემიერ ლიგის მეორე ტურში

პრემიერ ლიგის დღის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 13:00

ბარსელონამ სუარესის ტრავმის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

კატალონიის "ბარსელონამ" "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ლუის სუარესის ტრავმის შესახებ განცხადებას აკეთებს.

დღეს, 12:42

6 მატჩი, 0 მოგება - ბარსელონა მესის გარეშე საშინელია

კატალონიის "ბარსელონა" თავისი ლიდერის გარეშე სულ სხვანაირად თამაშობს.

დღეს, 12:07

პიკე: "ბარსელონას თავისი ადგილი მიუჩინეს"

"ბარსელონას" მცველი, ჟერარ პიკე იმედოვნებს, რომ გუნდი "ბილბაოსთან" მარცხისგან დასკვნებს გამოიტანს.

დღეს, 12:01

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10