Goal.Ge

ქართველი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ და რონალდინიოს დებიუტი - გავიხსენოთ ძოძუაშვილი და მისი ლატვია


ქართველი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ და რონალდინიოს დებიუტი - გავიხსენოთ ძოძუაშვილი და მისი ლატვია

9 სექტემბერს საქართველოს ნაკრები გამართავს რიგით მეორე მატჩს უეფას ერთა ლიგის ფარგლებში. შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნების" წინა მეტოქე ყაზახეთი იყო, რომელიც ჩვენებმა დამაჯერებლად დაამარცხეს (0:2).

შემდეგი მოწინააღმდეგე - ლატვიაა. თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, შეხვედრის ადგილი - ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. ზოგადად საქართველო-ლატვიის დაპირისპირებას მდიდარი ისტორია აქვს.

ქართველი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ და რონალდინიოს დებიუტი - გავიხსენოთ ძოძუაშვილი და მისი ლატვია

ნაკრებები 8-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - 3-ჯერ ჩვენ ვიმარჯვეთ, 3 მოგება ბალტიისპირელების ანგარიშზეც არის, 2 თამაში კი ფრედ დასრულდა. აღნიშნული მატჩებიდან ყველაზე საინტერესო მაინც 1998 წლის შეხვედრაა, რატომ? საქმე იმაშია, რომ "ჯვაროსნებს" დაუპირისპირდა გუნდი, რომელსაც ქართველი სპეციალისტი წვრთნიდა.

ლატვიას თავკაცობდა ადამიანი, რომელიც ზედმეტ წარდგენას არ საჭიროებს - რევაზ ძოძუაშვილი. ლეგენდარული ფეხბურთელი და მოგვიანებით ერთ-ერთი პირველი ქართველი დამრიგებელი, რომელიც მშობლიურ საზღვრებს გასცდა.

ქართველი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ და რონალდინიოს დებიუტი - გავიხსენოთ ძოძუაშვილი და მისი ლატვია

ძოძუაშვილის სამწვრთნელო კარიერაში ფიგურირებს უკრაინული, ლატვიური, რუსული, ლიტვური, ყაზახური, აზერბაიჯანული და არაბული კლუბიც კი. რაც შეეხება საერთაშორისო სარბიელს, რევაზის რეზიუმეში არც აღნიშნული გრაფაა ცარიელი - საქართველოსა და ლატვიის ნაკრებები.

ძოძუაშვილი ბალტიისპირეთში 1997 წელს მოხვდა. თავდაპირველად ის რიგის "სკონტოს" თავკაცად დაინიშნა, რამდენიმე თვის შემდეგ კი რევაზი უკვე ლატვიის ეროვნულ გუნდს ჩაუდგა სათავეში.

ქართველი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ და რონალდინიოს დებიუტი - გავიხსენოთ ძოძუაშვილი და მისი ლატვია

ქართველმა 1999-მდე დაჰყო "წითლების" ბანაკში. შეიძლება ითქვას, რომ ძოძუაშვილის მოღვაწეობა არც ისეთი წარმატებული იყო, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს - 18 მატჩი, 5 მოგება, 3 ფრე და 10 წაგება. ერთ-ერთი მარცხი რევაზმა თანამემამულეებისგან იგემა.

ეს მოხდა 1998 წლის 6 თებერვალს, მალტაში გამართულ ამხანაგურ ოთხთა ტურნირზე. საქართველომ 2:1 დაამარცხა ლატვია, დუბლით გამოირჩა გოჩა ჯამარაული. ცნობისთვის, ეს იყო ძოძუაშვილის პირველი მატჩი ბალტიისპირელების მთავარი მწვრთნელის რანგში.

ქართველი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ და რონალდინიოს დებიუტი - გავიხსენოთ ძოძუაშვილი და მისი ლატვია

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვეში რევაზმა რევანშის აღება მოახერხა, თანაც არა ამხანაგურ სპარინგში, არამედ ევრო 2000-ის შესარჩევის ჯგუფურ ეტაპზე - ლატვიამ მინიმალური ანგარიშით მოუგო საქართველოს.

ძოძუაშვილის მოღვაწეობა კი ლამაზად დასრულდა - ბრაზილიასთან მატჩით. "სელესაოს" შემადგენლობაში თამაშობდნენ რონალდო, რობერტო კარლოსი, კაფუ, დიდა, ემერსონი და ახალგაზრდა რონალდინიო, რომელსაც დებიუტი ჰქონდა ნაკრებში. რთული გამოსაცნობი არ არის, თუ ვინ გაიმარჯვა იმ შეხვედრაში 3:0.

ბრაზილია-ლატვია 3:0 (რონალდინიოს დებიუტი ნაკრებში)



ამით ქართველის თავგადასავალი არ დასრულებულა. ლატვიის შემდეგ რევაზი საუდის არაბეთში გაეშურა და ადგილობრივი "ალ-იტიჰადი" ჩაიბარა, რომლის რიგებში იმ დროს კარიერის დასკვნით ეტაპს ატარებდა "მილანისა" და იტალიის ნაკრების ლეგენდა - რობერტო დონადონი.

აღსანიშნავია, რომ 80-იანების დასაწყისში "შავ-ყვითლებს" აგრეთვე წვრთნიდა ვანდერლეი ლუშემბურგო. სწორედ მის ბრაზილიას დაუპირისპირდა ძოძუაშვილი 1999 წელს.

ქართველი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ და რონალდინიოს დებიუტი - გავიხსენოთ ძოძუაშვილი და მისი ლატვია

სამწუხაროდ ქართველმა ვერ აუღო ალღო უცხო კულტურას, რის გამოც არაბებს მალევე მოუწიათ ახალი მწვრთნელის ძებნა. რას შეეხება თავად რევაზს, "ალ-იტიჰადის" შემდეგ ის დაბრუნდა მისთვის კარგად ნაცნობ პოსტ-საბჭოთა სივრცის კლუბებში.

ხვალ ჩვენი ნაკრები კვლავ დაუპირისპირდება ლატვიას, მაგრამ ამჯერად აღნიშნული დუელი ქართველი სპეციალისტების გარეშე ჩაივლის. ეს ფაქტი სულაც არ უკარგავს ხიბლს შეხვედრას, რადგან სასწორზე ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევა დგას.

ქართველი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ და რონალდინიოს დებიუტი - გავიხსენოთ ძოძუაშვილი და მისი ლატვია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ჟეზუსი: "VAR-ი - ნაგავია"

როგორც მოგეხსენებათ, "მან სიტი" - "ტოტენჰემის" შეხვედრაში გაბრიელ ჟეზუსს ბოლო წუთებზე გოლი არ ჩაუთვალეს.

დღეს, 15:38

წარმოუდგენელი სტატისტიკა: 30 დარტყმა 3-ს სანაცვლოდ, ანგარიში კი 2-2

„მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემს“ შორის გამართული შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.

დღეს, 15:10

ტიბო კურტუას ბრწყინვალე სეივი სელტასთან მატჩის გადამწყვეტ მომენტში [VIDEO]

ლუკა მოდრიჩის გაძევების შემდეგ, „სელტას“ ანგარიშის გატანაბრების შანსი რამდენიმე წამში მიეცა.

დღეს, 15:01

პერესი ბეილს პირადად შეხვდა - შეხვედრის დეტალები ცნობილია

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, გუნდში გარეტ ბეილის დარჩენას მხარი დაუჭირა.

დღეს, 14:53

"ალბათ, როდრიზე დაჯარიმების დროს, ვიდეორეფერის ხალხი ყავას მიირთმევდა" - გვარდიოლა

პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემის“ შეხვედრაში ერთ-ერთ საკამათო ეპიზოდზე ისაუბრა.

დღეს, 14:47

აზარის გარეშე, თანაც ბეილით - გამარჯვება სახელად "მოლოდინი სხვა იყო"

მადრიდის "რეალი" თავის გულშემატკივრებს მთელი ზაფხულის განმავლობაში ეიფორიაში ტოვებს.

დღეს, 14:19

ტოტენჰემს პრემიერ ლიგის ორხელისუფლებიანობის დამხობა შეუძლია - ფაქტები

პრემიერ ლიგის სტარტმა აჩვენა, რომ "ტოტენჰემი" "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულისთვის" პირდაპირი კონკურენტია.

დღეს, 12:58

ვან პერსი: "მე და არსენალი რვა წელი დაქორწინებულები ვიყავით, შემდეგ კი ცოლი ჩემგან დაიღალა"

„არსენალის“ ყოფილმა ფორვარდმა, რობინ ვან პერსიმ, გუნდიდან წასვლის და „მან.იუნაიტედში“ გადასვლის მიზეზი დაასახელა.

დღეს, 12:43

კაზემირო: "ბეილს სათამაშო დრო აუცილებლად უნდა მიეცეს"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, კაზემირომ, აღნიშნა, რომ გარეტ ბეილი გუნდში უნდა დარჩეს.

დღეს, 12:34

პოჩეტინო: "მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად რჩება"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა:

დღეს, 11:26

მანეს ფენომენალური შედეგი - ყველაზე მეტი გოლი პრემიერ ლიგაში

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულმა" სტუმრად "საუთჰემპტონი" დაამარცხა.

დღეს, 11:15

როდის გააძევეს მოდრიჩი ბოლოს?

როგორც მოგეხსენებათ, "სელტა" - "რეალის" შეხვედრაში მოულოდნელი ფაქტი მოხდა:

დღეს, 10:49

ლუკაკუმ კრიტიკოსებს ფოტოთი უპასუხა

შეგახსენებთ, რომ პრესაში რომელუ ლუკაკუს თაობაზე არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

დღეს, 10:34

დადასტურდა: კავანის ახალი გუნდი ცნობილია

ედინსონ კავანის ახალი გუნდი ოფიციალურად ცნობილი გახდა.

დღეს, 10:22

ხაბიბი: "კონორის ადგილი ციხეშია"

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია თუ როგორ ურტყამს კონორ მაკგრეგორი მოხუც კაცს.

დღეს, 10:14

ტიტე: "ნეიმარი პსჟ-ს გადაწყვეტილებას ელოდება"

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ნეიმარზე ისაუბრა:

დღეს, 10:02

რაკიტიჩი თუ ვიდალი? ინტერში გადაწყვეტილება მიიღეს

Sky Sport Italia-ს ცნობით, მილანის "ინტერმა" თვალი დაადგა "ბარსელონას" ორ ნახევარმცველს: ივან რაკიტიჩსა და არტურო ვიდალს.

დღეს, 09:47

მილიკი კონკურენტ გუნდში?

Sky Sport Italia-ს ცნობით, არკადიუშ მილიკს სერია ა-ში მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 09:37

ბაიერნმა სანეს ტრანსფერის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Bild-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნმა" ლეროი სანეს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 09:26

მანჩესტერული დერბი სანჩოს ხელში ჩაგდებისთვის 2020 წელს დაიწყება

Daily Mail-ის ცნობით, დორტმუნდის "ბორუსია" უკვე შეეგუა იმ ფაქტს, რომ ჯეიდონ სანჩო 2020 წელს გუნდს დატოვებს.

დღეს, 09:18

სანჩესი ლუკაკუს თანაგუნდელი ისევ გახდება?!

Sky Sport Italia-ს ცნობით, ალექსის სანჩესისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა.

დღეს, 09:11

იტალიამ რუსეთი 13-ჯერ დაალელოვა და 70-ქულიანი სხვაობით გაანადგურა! [VIDEO]

იტალიამ რუსეთი 13-ჯერ დაალელოვა და 70-ქულიანი სხვაობით გაანადგურა! [VIDEO]

დღეს, 05:23

საფრანგეთმა შოტლანდია დაჩაგრა [VIDEO]

საფრანგეთმა შოტლანდია დაჩაგრა [VIDEO]

დღეს, 05:08

გადახალისებულმა სამხრეთ აფრიკამ არგენტინა შინაც დაამარცხა [VIDEO]

გადახალისებულმა სამხრეთ აფრიკამ არგენტინა შინაც დაამარცხა [VIDEO]

დღეს, 04:53

უელსმა ინგლისს რევანში აუღო და ისტორია დაწერა! [VIDEO]

უელსმა ინგლისს რევანში აუღო და ისტორია დაწერა! [VIDEO]

დღეს, 04:40

ავსტრალიას ახალი ზელანდიის გაბრაზება ძვირად დაუჯდა [VIDEO]

ავსტრალიას ახალი ზელანდიის გაბრაზება ძვირად დაუჯდა [VIDEO]

დღეს, 04:24

მსოფლიო რაგბის ახალი რეიტინგი: ახალი ზელანდიის ათწლიანი ჰეგემონია დასრულდა!

მსოფლიო რაგბის ახალი რეიტინგი: ახალი ზელანდიის ათწლიანი ჰეგემონია დასრულდა!

დღეს, 04:09

შოთა არველაძე სნეიდერს დაემშვიდობა

რამდენიმე დღის წინ, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა უესლი სნეიდერმა კარიერის დასრულებაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 03:45

საბურთალო ერთ–ერთმა ლიდერმა დატოვა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "საბურთალო" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა.

დღეს, 03:40

კაზემირო: "ბეილი ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება"

ზინედინ ზიდანმა დაადასტურა, რომ გარეთ ბეილი ამ სეზონშიც მადრიდის "რეალში" ითამაშებს.

დღეს, 03:37

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10