ავტორიზაცია

4 ერი: სამხრეთ აფრიკის და ახალი ზელანდიის შემადგენლობები ცნობილია

4 ერი: სამხრეთ აფრიკის და ახალი ზელანდიის შემადგენლობები ცნობილია
თარიღი 04 Oct 2018, 20:25
სამხრეთ აფრიკის და ახალი ზელანდიის ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა, რაგბი ჩემპიონშიფის ბოლო ტურის მატჩისთვის შემადგენლობები დაასახელეს.

"სპრინგბოქსის" გურუმ რასი ერასმუსმა, ავსტრალიასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, სამი მოთამაშე შეცვალა. მარცხენა ბურჯის პოზიციაზე ტენდაი მტავარირას ნაცვლად, სტივენ კიტშოფი ითამაშებს, 8 ნომერზე დაბრუნდა ფრანსუა ლოუ, ხოლო სიხუმბუზო ნოტშემ მარქაფაში გადაინაცვლა, შუამარბის ამპლუაში კი დამიან დე ალენდემ ანდრე ესტერჰუიზენი ჩაანაცვლა.

აფრიკელთა შემადგენლობა ასეთია:

უკანა ხაზი


15. ვილი ლე რუ (49 კეპი), 14. ჩესლინ კოლბი (3), 13. ჯესი კრილი (35), 12. დამიან დე ალენდე (32), 11. აპიუი დიანტი (8), 10. ჰანდრე პოლარდი (34), 9. ფაფ დე კლერკი (19);

შერკინება

1. სტივენ კიტშოფი (32), 2. მალკოლმ მარქსი (19), 3. ფრანს მალჰერბი (24), 4. ებენ ეთზებეთი (72), 5. ფრანკო მოსტერტი (25), 6. სიია კოლისი (36, კაპიტანი), 7. პიტერ-სტეფ დუ ტოი (41), 8. ფრანსუა ლოუ (61);

მარქაფა

16. ბონგი მბონამბი (21), 17. ტენდაი მტავარირა (106), 18. ვინსენტ კოხი (9), 19. რიჯეი სნიმენი (7), 20. სიხუმბუზო ნოტშე (5), 21. ემბროუზი პაპიე (3), 22. ელტონ იანტისი (28), 23. დამიან უილემსი (2);

4 ერი: სამხრეთ აფრიკის და ახალი ზელანდიის შემადგენლობები ცნობილია

ახალი ზელანდიის თავკაცმა სტივ ჰანსენმა არგენტინასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ ოთხი ცვლილება განახორციელა. მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ოფა ტუუნგაფასი ოუენ ფრენკსმა ჩაანაცვლა, 8 ნომერზე კი კაპიტანი ქირან რიდი, ლუკ უაითლოკის ნაცვლად დაბრუნდა. 9 ნომერზე ძირითადში დაბრუნდა აარონ სმიტი, ტიჯეი პერენარამ კი მარქაფაში დაიკავა ადგილი, ხოლო ჯეკ გუდჰუმ თადარიგიდან სასტარტოში გადაინაცვლა და რაიან კროტის გაუცვალა ადგილი.

"ოლ ბლექსის" შემადგენლობა ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი


15. ბენ სმიტი (73 კეპი), 14. ვაისაკი ნაჰოლო (23), 13. ჯეკ გუდჰუ (5), 12. სონი ბილ უილიამსი (48), 11. რიეკო იოანი (19), 10. ბოდენ ბარეტი (68), 9. აარონ სმიტი (78);

შერკინება

1. კარლ ტუ'ინუკუაფე (8), 2. კოდი ტეილორი (37), 3. ოუენ ფრენკსი (102), 4. სამუელ უათლოკი (104), 5. სკოტ ბარეტი (24), 6. შენონ ფრიზელი (4), 7. სემ კეინი (59), 8. ქირან რიდი (113, კაპიტანი);

მარქაფა

16. ნათან ჰარისი (17), 18. ტიმ პერი (4), 18. ოფა ტუუნგაფასი (21), 19. პატრიკ ტუიპულოტუ (18), 20. არდი სავეა (30), 21. ტიჯეი პერენარა (50), 22. რიჩი მო'უნგა (3), 23. რაიან კროტი (40).

4 ერი: სამხრეთ აფრიკის და ახალი ზელანდიის შემადგენლობები ცნობილია

სამხრეთ აფრიკის და ახალი ზელანდიის ნაკრებების დაპირისპირება შაბათს, პრეტორიაში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. "ოლ ბლექსმა" 2018 წლის რაგბი ჩემპიონშიფის ტიტული, გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაიფორმა, თუმცა მეოთხე ტურში შინ სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდნენ (34:36) და რევანში აქვთ ასაღები. მატჩის მთავარი მსაჯი ავსტრალიელი ანგუს გარდნერი იქნება.

სატურნირო მდგომარეობა

4 ერი: სამხრეთ აფრიკის და ახალი ზელანდიის შემადგენლობები ცნობილია