მთებში გატარებული ბავშვობა, დათვთან ჩხუბი და ვიზიტი საქართველოში - გაიცანით ჩემპიონი

7 ოქტომბრამდე მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მებრძოლის სტატუსს კონორ მაკგრეგორი ინარჩუნებდა, თუმცა ირლანდიელის ჰაიპი მთლიანად წაიღო ხაბიბ ნურმაგომედოვმა, რომელმაც უშანსოდ დაამარცხა "ნოტარიუსი".
დღეს ყურადღების ცენტრში იმყოფება სწორედ დაღესტნელი. "არწივი" რამდენიმე თვის წინ UFC-ის ჩემპიონის ქამარს დაეუფლა, მაკთან ბრძოლაში კი ხაბიბმა წარმატებულად დაიცვა თავისი ტიტული.
ხაბიბი კონორის წინააღმდეგ
აღსანიშნავია, რომ ნურმაგომედოვი ფართო წრეში არ არის ისეთი ცნობილი, როგორიც მისი ეპატაჟური ანტაგონისტი. გთავაზობთ მისი ბიოგრაფიის ყველაზე საინტერესო დეტალებს.
ბავშვობა
ხაბიბის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა მისმა მამამ - აბდულმანაპმა. 90-იანებში ნურმაგომედოვ-უფროსმა გახსნა სპორტული დარბაზი, სადაც შვილმაც დაიწყო ვარჯიში, მასთან ერთად კი სხვა დაღესტნელებმაც, რომლებმაც ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიეს.
პატარა ხაბიბი დათვის ბელის წინააღმდეგ
ოჯახი თავიდან ცხოვრობდა სოფელ სილდიში, შემდეგ კიროვაულში. 1999 წელს ნურმაგომედოვები გაეუშურნენ მახაჭკალაში, სწორედ იქ მოხვდა პატარა ხაბიბი თავის პირველ საფეხბურთო მატჩზე - "ანჟი"-"სპარტაკზე". იმ დღიდან მოყოლებული მომავალი ჩემპიონი გახდა "ყვითლების" მხურვალე გულშემატკივარი.
"ანჟის" შემადგენლობაში უთამაშია ბევრ ქართველს, მაგალითად: ცხადაძეს, ლორიას, ნავალოვსკის, რევიშვილს, კვირკველიას, მარცვალაძეს, აშვეთიასა და სხვებს.

ხაბიბმა სწორედ დაღესტანის დედაქალაქში დაამთავრა სკოლა, შემდეგ კი ჩააბარა თურქულ კოლეჯში, ფინანსურ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. მამა-შვილი დიდი ხნის მანძილზე კამათობდნენ განათლების მიღების შესახებ, თუმცა ბოლოს მაინც მივიდნენ კონსესუსამდე.
"მამაჩემი ხშირად მუშტით მაგებინებდა იმას, რაც არ მესმოდა. მე-6 კლასის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი მომავალი სპორტში იყო, მაგრამ ამის მიუხედავად სწავლა მაინც გავაგრძელე. სკოლაში ხშირად ვჩხუბობდი. ქუჩაში ჩემი სტატისტიკა უკეთესი იყო, ვიდრე დარბაზში,"

პირველი ნაბიჯები სპორტში და MMA
თავდაპირველად მამა-შვილს საერთო მიზანი ჰქონდათ - ოლიმპიური ჩემპიონობა ძიუდოში, თუმცა მოგვიანებით ხაბიბმა ნახა ფიოდორ ემელიანენკოს ბრძოლების ვიდეო ჩანაწერები, რის შემდეგაც მომავალმა ჩემპიონმა შეიცვალა პრიორიტეტები.
რა თქმა უნდა, იმ პერიოდში ოლიმპიადაზე გამოსვლა უფრო პრესტიჟული იყო, ვიდრე გალიაში ჩხუბი ფინანსური თვალსაზრისითაც. საპრიზო ჰონორარი შეადგენდა მინიმუმ 100 ათასს. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 14 წელიწადში ხაბიბი ოქტაგონში გამართულ ერთ ბრძოლაში მიიღებდა 5-ჯერ მეტ ფულს.

საბოლოოდ შვილმა თავისი გაიტანა, ძიუდოსთან ერთად დაღესტნელი ეზიარა სამბოსა და კრივს. ნურმაგომედოვს ავარჯიშებდნენ საუკეთესო კავკასიელი მებრძოლები, რომლებიც მამამისის მეგობრებიც იყვნენ.
19 წლის ასაკში ხაბიბს საკუთარი ფულის შოვნის მიზნით ჰქონდა გადაწყვეტილი დაცვაში მუშაობა, მაგრამ საქმეში ჩაერია აბდულმანაპი: "შენ უნდა ივარჯიშო, იძინო და ჭამო. ვარჯიში და ძილი ისედაც შეგიძლია, საჭმლის ფულს კი ჩვენ მოგცემთ,"

2004-ში მახაჭკალაში ადგილობრივ ტურნირზე ჩამოვიდა ნურმაგომედოვის კუმირი - ემელიანენკო. "ბევრმა არც კი იცოდა თუ ვინ იყო ის, მაგრამ მე ვიცოდი. მთელი დღე მასთან ერთად გავატარე. ფიოდორმა პირველი ადგილი აიღო, ზოგადად ემელიანენკო ისედაც პირველია,"
2008 წელს ხაბიბმა თავად შეაბიჯა შერეული ორთაბრძოლების სამყაროში. UFC-იმდე დაღესტნელი გამოდიოდა ისეთ ლიგებსა და ღონისძიებებზე როგორიცაა: Pankration Atrium Cup, M-1 Challenge, ProFC და ა.შ. ნურმაგომედოვს დაუგროვდა 16 მოგება და 0 მარცხი.

UFC
2011-ში ხაბიბზე გამოვიდა მენეჯერი სემ კარდენი, სწორედ მან შესთავაზა "არწივს" კონტრაქტი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ლიგასთან. ნურმაგომედოვის დებიუტი შედგა 2012 წლის 20 იანვარს, მისი ოპონენტი იყო კამალ შალორუსი.
ნურმაგომედოვი შალორუსის წინააღმდეგ (დაღესტნელის დებიუტი UFC-ში)
დაღესტნელმა მარტივად დაამარცხა ირანელი, შემდეგ იყო უმძიმესი ბრძოლა გლეისონ ტიბაუსთან, რომელიც საბოლოოდ მაინც ხაბიბის ტრიუმფით დასრულდა. აღნიშნული დუელის დასრულებისას ხაბიბს პირველად ჰკითხეს მისი განუყრელი ატრიბუტის შესახებ: "პარიკი არ არის, ამას ფაფახი ჰქვია. ის ბაბუისგან მერგო,"

დროთა განმავლობაში ხაბიბმა დაამარცხა ისეთ მრისხანე მეტოქეები როგორებიც არიან ტავარესი, ტრუხილო, დოს ანიოსი, ჰორჩერი, ბარბოსა და სხვები. მთავარი ბრძოლები კი დაღესტნელს 2018 წელს ჰქონდა.
აპრილში ნურმაგოედოვმა სატიტულო ბრძოლაში მოუგო ელ იაკვინტას, რომელიც ტრავმირებული ტონი ფერგიუსონის ნაცვლად გამოვიდა ოქტაგონში. რამდენიმე დღის წინ კი "არწივი" უშანსოდ გაუსწორდა კონორ მაკგრეგორს, რითაც შეინარჩუნა საჩემპიონო ქამარი მსუბუქ წონით კატეგორიაში. დღეისათვის ხაბიბის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: 27 გამარჯვება, 0 წაგება.
ნურმაგომედოვი იაკვინტას წინააღმდეგ
ტრავმები
2014-2016 წლის შუალედმა UFC-ში დაღესტნელის გარეშე ჩაიარა. სწორედ ამ პერიოდში გაიწყვიტა ნურმაგომედოვმა ჯვარედინი მყესები. აღსანიშნავია, რომ დაზიანებამდე რამდენიმე საათით ადრე ხაბიბმა გააფორმა კონტრაქტი დონალდ სერონესთან ბრძოლაზე, თუმცა ვარჯიშზე მიღებულმა ტრავმამ თავდაყირა დააყენა ყველაფერი.
"არწივი" ორი წლის მანძილზე მკურნალობდა დაშავებულ მუხლს, შემდეგ კი ტრიუმფალურად დაბრუნდა - დამარცხებული იქნა დარელ ჰორჩერი. 2017 წელს დაღესტნელი კვლავ ლაზარეთში აღმოჩნდა, ამჯერად წონის დაგდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
ხაბიბი აგდებს წონას
წინ იყო სატიტულო ბრძოლა ფერგიუსონთან, თუმცა ხაბიბი ვერ მოვიდა აწონვის პროცედურაზე. დაღესტნელს აშორებდა მხოლოდ 2 კგ ლიმიტში ჩაჯდომამდე, ის წავიდა საუნაში, სადაც მოგვიანებით შეუძლოდ იგრძნო თავი.
გამოკვლევამ აჩვენა, რომ ნურმაგომედოვის ორგანიზმი შესუსტებული იყო გაუწყლოებისგან, რის გამოც დაღესტნელი მოიხსნა საჩემპიონო დუელიდან. ქამარი გადაეცა ტონის, რომელმაც კევინ ლი დაამარცხა.

კონფლიქტები
ხაბიბის მთავარი მტერი მაკგრეგორია, თუმცა კონორთან დაჯახებამდე "არწივმა" ჯერ მისი გუნდის წევრებთან იომა. რამდენიმე წლის წინ ნურმაგომედოვი ატარებდა მაისურს წარწერით: "სამბო რომ მარტივი ყოფილიყო, მას ჯიუ-ჯიტსუ ერქმეოდა".

აღნიშნულმა ციტატამ დიდი რეზონანსი გამოიწვია შერეული ორთაბრძოლების სამყაროში. ყველაზე მწარედ კი ეს სიტყვები გულზე მოხვდა დილონ დენისს, რომელსაც დღეს ვიცნობთ როგორც მაკგრეგორის სპარინგ პარტნიორს.
დენისმა დაღესტნელს შესთავაზა სამბოსა და ჯიუ-ჯიტსუს ერთმანეთთან შედარება ხალიჩაზე, თუმცა მისი მესიჯი უყურადღებოდ დარჩა. ამის შემდეგ დილონმა დაიწყო ხაბიბის ლანძღვა და მიწასთან გასწორება სხვადასხვა ინტერვიუებში, რის შესახებაც უკვე მოგიყევით.

ნურმაგომედოვი-დენისის კონფლიქტის ისტორიამ თავისი გაგრძელება იპოვა კონორთან ბრძოლის დასრულების შემდეგ. სწორედ დილონის გამო გადმოძვრა ხაბიბი ოქტაგონიდან.
ნურმაგომედოვი ძვრება ოქტაგონიდან და უტევს დენისს
დენისის საქმე თავის დროზე აიტაცა მაკგრეგორის კიდევ ერთმა მეგობარმა არტიომ ლობოვმა. რუსი წარმოშობის ირლანდიელი მებრძოლი დაღესტნელს უწოდებდა ლაჩარ ვირთხას, თუმცა მოგვიანებით ლობოვმა პასუხი აგო თავის სიტყვებზე.
ნურმაგომედოვისა და ლობოვის გარჩევა
ბოლოს კი მთავარი შემმოქმედი - კონორი. ისინი თავიდან მეგობრები იყვნენ, მებრძოლებს საერთო სპონსორიც კი ჰყავდათ. შემდეგ ირლანდიელმა გადაწყვიტა მსუბუქ წონით კატეგორიაში გადმოსვლა, რის შემდეგაც მაკის თვალში "არწივი" კონკურენტად იქცა.
მუდმივი შეურაცხყოფები, მუქარა, ავტობუსის დარბევა - ყველაფერი ეს მტრობის შემადგენელი ნაწილი გახდა. ხაბიბმა ოქტაგონში გასცა "ნოტარიუსს" პასუხი, თუმცა მათი ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

ნურმაგომედოვს გალიის გარეთაც ჰქონდა კონფლიქტები. მაგალითად რეპერ ტიმატისთან. ხაბიბმა აკრძალა მისი კონცერტი დაღესტანში, მიზეზად კი დაასახელა იუნუსოვის მუსიკის ცუდი გავლენა ახალგაზრდა თაობაზე. ტაბუ დაედო ტიმატის პროტეჟესაც - იგორ კრიდს.
მხარეები რამდენიმე დღის მანძილზე ცდილობდნენ შეთანხმების მიღწევას, თუმცა "არწივმა" პრინციპებს არ გადაუხვია. ტიმატიმ კი თავის მხრივ კონორი-ხაბიბის ბრძოლის შემდეგ განაცხადა: "არ ვაპირებ მილოცვას. მე რუსეთს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ სამწუხაროდ დავინახე მხოლოდ ერთი რეგიონის გამარჯვება,"

ქონება
UFC-ში პირველი ჩხუბისგან ნურმაგომედოვს ერგო 16 ათასი დოლარი. მოგვიანებით ჰონორარი ეტაპობრივად იზრდებოდა, ბოლოს კი ნახევარ მილიონამდეც ავიდა. ოქტაგონის გარეთ დაღესტნელს აფინანსებდა რუსი მილიარდერი ზიავუდინ მაგომედოვი, რომელმაც მებრძოლს "Mercedes-AMG GT S"-ი აჩუქა.
"Forbes"-ის მონაცემების თანახმად, დაღესტნელის ქონება 1.7 მილიონ დოლარს შეადგენს. დაღესტნელს აკავშირებს მოქმედი კონტრაქტი "Reebok"-სა და "KHK-Team"-თან.

ხაბიბი და საქართველო
ნურმაგომედოვი თვლის, რომ კავკასია არის ერთი დიდი ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ ერები სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები არიან. ხაბიბი რეგულარულად სტუმრობს კავკასიურ სახელმწიფოებს, ივნისში ის საქართველოშიც იყო. მისი ინსტაგრამით თუ ვიმსჯელებთ, "არწივს" ჩვენთან მოეწონა.