ბონუჩიმ უპასუხა ქომაგს, რომელმაც მის შვილებს სიკვდილი უსურვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბონუჩიმ უპასუხა ქომაგს, რომელმაც მის შვილებს სიკვდილი უსურვა


ბონუჩიმ უპასუხა ქომაგს, რომელმაც მის შვილებს სიკვდილი უსურვა

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალური მცველი, ლეონარდო ბონუჩი, ერთ-ერთი გულშემატკივარის კომენტარს გამოეხმაურა.

"შესაძლოა, ოდესმე უკეთეს სამყაროში ვიცხოვროთ. ახლა ჩემი სურვილია, რომ ჩემი შვილები ამ სამყაროსგან შორს იყვნენ - სამყაროსგან, რომელშიც ასეთი ადამიანები ცხოვრობენ.

ძალადობა არის სიტყვებში, ჟესტებსა და ფიქრებში. ეს უბრალოდ სირცხვილია!", - განაცხადა ლეო ბონუჩიმ.

გამოცდილ იტალიელ მცველს ორი შვილი ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი მატეო 2016/17 წლების სეზონის მსვლელობისას სერიოზულად იყო დაავადებული.

ბონუჩის ინსტაგრამზე ასეთი კომენტარი დაუწერეს: "თქვენი ორივე შვილი უნდა მომკვდარიყო!".

ლეონარდო ბონუჩიმ "იუვენტუსი" გასულ ზაფხულს დატოვა და "მილანში" გადავიდა, მაგრამ ამ სეზონის წინ ტურინულ გრანდს დაუბრუნდა.

ასევე იხილეთ:

"გასაოცარი, მუქი თმით, ესპანელი", - როგორ აბამდა კრაუჩი ალონსოს მეუღლეს?

ფოტო - ასე დაემშვიდობა რამოსის მეუღლე ზაფხულს

თასების მფლობელთა თასი ბრუნდება - მწვანე შუქი ქართულ კლუბებს

ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი ლეონარდო ბონუჩი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები