პსჟ-ს პრეზიდენტი ნეიმარის ტრანსფერზე: "ამ ფაქტზე რეალთან ვისაუბრეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პსჟ-ს პრეზიდენტი ნეიმარის ტრანსფერზე: "ამ ფაქტზე რეალთან ვისაუბრეთ"


პსჟ-ს პრეზიდენტი ნეიმარის ტრანსფერზე:

"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფმა ნეიმარის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

ზაფხულში, ფლორენტინო პერესს ბრაზილიელი შემტევის დამატება სურდა, თუმცა ტრანსფერი არ გამოვიდა.

"ნეიმარის ტრანსფერი? მის მიმართ აგორებული ჭორები, ოდნავ გამაღიზიანებელია, რადგან სხვა კლუბის წევრების მხრიდან, მეორე გუნდის ფეხბურთელზე საუბარი მართებული არ არის.

ეს ფაქტი არ მოგვწონდა და ამის გამო, "რეალთან" საუბარიც გვქონდა. ამ კლუბს დიდი პატივს ვცემ და შესაბამისად, "პსჟ"-ს ისინიც პატივს სცემენ.

ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ კლუბებმა, ტრანსფერებზე ზურგსუკან არ იმუშაონ", - განაცხადა ნასერ ალ ხელაიფმა.

ასევე იხილეთ:

რომელ ადგილზეა კალაძე მილანის ყველაზე ძვირადღირებულ მცველთა სიაში?

ერთა ლიგა: ტურის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების 5 ფეხბურთელი მოხვდა

ასე გულშემატკივრობენ კაშია და ყაზაიშვილი კალათბურთელთა ნაკრებს [VIDEO]


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები