პრემიერ ლიგის მატჩები აშშ-ში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პრემიერ ლიგის მატჩები აშშ-ში


პრემიერ ლიგის მატჩები აშშ-ში

2018-2019 წლების სეზონიდან, ლა ლიგის რამდენიმე შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.

პირველი დაპირისპირება, მაიამიში, იანვარში შედგება, სადაც "ბარსელონა" "ხირონას" დაუპირისპირდება.

ეს გადაწყვეტილება ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა შიდა ჩემპიონატის გულშემატკივრის გასაზრდელად მიიღო და მიიჩნია, რომ ამისთვის ამერიკა საუკეთესო ადგილია.

გაცნობებთ, რომ მსგავს საკითხს პირველად ესპანეთში არ განიხილავდნენ, მანამდე ინგლისში გაჟღერდა ეს იდეა.

2008 წელს, პრემიერ ლიგის პრეზიდენტი რიჩარდ სკუდმორი იყო და სწორედ ის ამბობდა, რომ ჩემპიონატის რამდენიმე შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს საზღვრებს გარეთ უნდა ჩატარებულიყო.

მას სურდა, რომ პრემიერ ლიგისთვის 39-ე ტური დაემატა და სწორედ ეს 1 ტური გამართულიყო უცხო ქვეყანაში.

ინგლისში, იდეაზე იმსჯელეს, თუმცა 2014 წელს საბოლოოდ უარი დადასტურდა.

ბრიტანული პრესა წერს, რომ ლა ლიგის ინიციატივის შემდეგ, შესაძლოა, ინგლისშიც დაბრუნდეს ამ საკითხზე მსჯელობა.

ასევე იხილეთ:

რომელ ადგილზეა კალაძე მილანის ყველაზე ძვირადღირებულ მცველთა სიაში?

ერთა ლიგა: ტურის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების 5 ფეხბურთელი მოხვდა

ასე გულშემატკივრობენ კაშია და ყაზაიშვილი კალათბურთელთა ნაკრებს [VIDEO]


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები