"აკადემია არ უნდა დაივიწყო", - დელ ბოსკემ ბარსელონა გააკრიტიკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"აკადემია არ უნდა დაივიწყო", - დელ ბოსკემ ბარსელონა გააკრიტიკა



ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ "ბარსელონა" გააკრიტიკა.

დელ ბოსკეს ესპანეთში ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ძირითად 11-ეულში 8-9 "ბლაუგრანას" ფეხბურთელი ასპარეზობდა.

ბოლო ამხანაგური შეხვედრების დროს კი ნაკრებში კატალონიური გუნდიდან მხოლოდ 2-3 მოთამაშე მოჩანდა.

"გასაოცარია, რომ ესპანეთის ნაკრებში "ბარსელონადან" ასე ცოტა ფეხბურთელია. ცხადია ეს დროთა ცვლილების გამოც ხდება, თუმცა კლუბმა ახალგაზრდული აკადემია არ უნდა დაივიწყოს", - განაცხადა დელ ბოსკემ და მიანიშნა, რომ "ბარსელონამ" "ლა მასიაზე" ხელი აიღო.

ასევე იხილეთ:

რომელ ადგილზეა კალაძე მილანის ყველაზე ძვირადღირებულ მცველთა სიაში?

ერთა ლიგა: ტურის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების 5 ფეხბურთელი მოხვდა

ასე გულშემატკივრობენ კაშია და ყაზაიშვილი კალათბურთელთა ნაკრებს [VIDEO]


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები