ინტერი მოდრიჩის ტრანსფერს უბრუნდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინტერი მოდრიჩის ტრანსფერს უბრუნდება


ინტერი მოდრიჩის ტრანსფერს უბრუნდება

იტალიური გამოცემები წერენ, რომ "ინტერი" ლუკა მოდრიჩის ტრანსფერს უბრუნდება.

იტალიურ გუნდს, 33 წლის ხორვატის დამატება ზაფხულში სურდა, თუმცა მადრიდის "რეალმა" ფეხბურთელი არ გაუშვა.

"მათ, მოდრიჩი ფაქტიურად უფასოდ სურდათ", - ეს განცხადება ფლორენტინო პერესმა გააკეთა და მიანიშნა, რომ იტალიელებმა საკმარისი თანხა არ გადაიხადეს.

თავად, ფეხბურთელს სურდა, რომ კარიერა "ინტერში" გაეგრძელებინა, სადაც მისი თანამემამულეები, ვრსალკო, პერიშიჩი და ბროზოვიჩი გამოდიან.

იტალიელები წერენ, რომ "ინტერი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კვლავ ეცდება მოდრიჩის დამატებას.

ასევე იხილეთ:

რომელ ადგილზეა კალაძე მილანის ყველაზე ძვირადღირებულ მცველთა სიაში?

ერთა ლიგა: ტურის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების 5 ფეხბურთელი მოხვდა

ასე გულშემატკივრობენ კაშია და ყაზაიშვილი კალათბურთელთა ნაკრებს [VIDEO]


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები