ნევილი პოგბას: "წადი, მანჩესტერი მაინც კარგად იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნევილი პოგბას: "წადი, მანჩესტერი მაინც კარგად იქნება"


ნევილი პოგბას:

"მანჩესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტმა, გარი ნევილმა პოლ პოგბაზე ისაუბრა.

ფრანგ ნახევარმცველს "იუნაიტედის" დატოვება სურდა, თუმცა მას წასვლის საშუალება კლუბმა არ მისცა.

"ჩემთვის, როგორც რიგითი ფანისთვის, არავინ არის კლუბზე დიდი. პოლ, თუ წასვლა გინდა, წადი, "იუნაიტედი" მაინც კარგად იქნება. ამაზე არ იდარდო.

რას აკეთებენ დირექტორები? ვფიქრობ, რომ მათ პოგბას წასვლის შემთხვევაში, ზუსტად იმ თანხის მიღება სურთ (90 მილიონი ფუნტი), რა თანხაც მათ "იუვენტუსს" გადაუხადეს. შესაბამისად, ყველაფერს აჭიანურებენ", - განაცხადა ნევილმა.

ასევე იხილეთ:

რომელ ადგილზეა კალაძე მილანის ყველაზე ძვირადღირებულ მცველთა სიაში?

ერთა ლიგა: ტურის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების 5 ფეხბურთელი მოხვდა

ასე გულშემატკივრობენ კაშია და ყაზაიშვილი კალათბურთელთა ნაკრებს [VIDEO]


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები