პირლო: "დიბალა, რონალდუს მსგავსად, რომ ვარჯიშობდეს..." » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პირლო: "დიბალა, რონალდუს მსგავსად, რომ ვარჯიშობდეს..."


პირლო:

იტალიელმა ლეგენდამ ანდრეა პირლომ პაულო დიბალას სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა.

2018-2019 წლების სეზონში, 270 შესაძლო წუთიდან, არგენტინელმა მხოლოდ 100 წუთი ითამაშა. ამ ფაქტს, პირლო ფეხბურთელის ნაკლებ მონდომებას აბრალებს.

"პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სეზონის სტარტია და ამ დროს სირთულეები იქმნება.

პაულოს რაც შეეხება, ის კრიშტიანუ რონალდუს მონდომებით რომ ვარჯიშობდეს, მისი ძირითად შემადგენლობაში არ დაყენება რთული იქნებოდა.

როდესაც, მთავარი მწვრთნელი არ გათამაშებას, ესეიგი არის რაღაც, რაც უკეთ უნდა გააკეთო. ცხადია, რომ დიბალას კლასი ეჭვგარეშეა", - განაცხადა პირლომ.

ასევე იხილეთ:

რომელ ადგილზეა კალაძე მილანის ყველაზე ძვირადღირებულ მცველთა სიაში?

ერთა ლიგა: ტურის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების 5 ფეხბურთელი მოხვდა

ასე გულშემატკივრობენ კაშია და ყაზაიშვილი კალათბურთელთა ნაკრებს [VIDEO]


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები