მბაპე: "მსურს, რომ ლიგის ფინალში სწორედ ეს ორი გუნდი გავიდეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მბაპე: "მსურს, რომ ლიგის ფინალში სწორედ ეს ორი გუნდი გავიდეს"


მბაპე:

"პარი სენ ჟერმენის" შემტევმა კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის ფინალსა და კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

ფრანგს სურს, რომ ფინალში სწორედ კრიშტიანუს "იუვენტუსს" დაუპირისპირდეს.

"რონალდუს "იუვენტუსში" ტრანსფერი? პირველ რიგში, მან იტალიური ფეხბურთი მაღალ საფეხურზე აიყვანა. იქ ყოველთვის დიდებული კლუბები იყვნენ, თუმცა ბოლო პერიოდში რაღაც აკლდათ.

კრიშტიანუს "იუვეში" გადასვლის შემდეგ, სერია ა-ს ქომაგებს მეტი მონდომება ექნებათ.

"ბებერ ქალბატონს" არც აქამდე აკლდა მოთამაშეები და ისინი საკმაოდ ძლიერები იყვნენ. "იუვენტუსი" ლიგის ფინალში ორჯერ გავიდა და მათ სიძლიერეს ეს ფაქტიც ადასტურებს.

თუმცა, კრიშტიანუს მისვლის შემდეგ ისინი გაცილებით ძლიერები გახდებიან.

"პარი სენ ჟერმენი" "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში? დიდი სიამოვნებით", - განაცხადა მბაპემ.

ასევე იხილეთ:

რომელ ადგილზეა კალაძე მილანის ყველაზე ძვირადღირებულ მცველთა სიაში?

ერთა ლიგა: ტურის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების 5 ფეხბურთელი მოხვდა

ასე გულშემატკივრობენ კაშია და ყაზაიშვილი კალათბურთელთა ნაკრებს [VIDEO]


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები