ისკო სათადარიგოთა სკამზე დარჩენას ეხმაურება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ისკო სათადარიგოთა სკამზე დარჩენას ეხმაურება


ისკო სათადარიგოთა სკამზე დარჩენას ეხმაურება

"რეალის" ნახევარმცველმა, ისკომ "ბილბაოსთან" (1:1) გამართული მატჩის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხულენ ლოპეტეგის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა, რომელმაც იგი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

26 წლის ჰავბეკი მეორე ტაიმში მოგვევლინა მინდორზე შეცვლაზე და 63-ე წუთზე გოლიც გაიტანა, რისი წყალობითაც მისმა გუნდმა ქულა მოიპოვა.

"გუნდში მხოლოდ მე არ ვარ, გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ ჩემზე უკეთესები იყვნენ. ამიტომაც მწვრთნელმა ეს შემადგენლობა შეარჩია".

"წინ ხანგრძლივი სეზონია, მზად უნდა ვიყოთ. მწვრთნელმა თქვა, რომ ჩვენი მიზნების მისაღწევად ყველა ფეხბურთელი ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ეს მნიშვნელოვანია", - თქვა ისკომ Marca-სთან საუბრისას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები