მოურინიომ სმოლინგს ვარცხნილობა დაუწუნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოურინიომ სმოლინგს ვარცხნილობა დაუწუნა


მოურინიომ სმოლინგს ვარცხნილობა დაუწუნა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პრემიერ ლიგის მე-5 ტურში "უოტფორდთან" (2:1) გამართული მატჩის შემდეგ მცველ კრის სმოლინგის თამაში შეაფასა, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა.

"კრისი კარგი იყო. ერთადერთი, რაც ახლა მასში არ მომწონს ვარცხნილობაა, მაგრამ ის არ ვარ, ვისაც მასთან ამაზე საუბარი შეუძლია".

"ძალიან კარგად თამაშობს, როგორც ლინდელოფი. ბოლო ორ მატჩში დაცვისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფელაინი, რადგან "ბარნლიც" და "უოტფორდიც" ორი ძლიერი თავდამსხმელით თამაშობს".

"სამივეს შეუძლია ბურთის კონტროლი, გრძელი გადაცემების გაკეთება, ჰაერში კარგები არიან, ძლიერები, ჭკვიანები, ამიტომაც, მივიჩნევ, რომ ეს ბიჭები ჩვენთვის ძალიან საჭიროები არიან. და თუ ცენტრალური მცველი გოლს იტანს, კიდევ უკეთესი", - ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს FourFourTwo.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები