ემერი ობამეიანგის უკმაყოფილებას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ემერი ობამეიანგის უკმაყოფილებას გამოეხმაურა


ემერი ობამეიანგის უკმაყოფილებას გამოეხმაურა

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ პრემიერ ლიგის მე-5 ტურში "ნიუკასლთან" (2:1) გამართულ მატჩში მომხდარ ერთ-ერთ ეპიზოდზე ისაუბრა.

"მეთოფეთა" თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი 69-ე წუთზე შეცვალეს, რის გამოც უკმაყოფილება გამოთქვა.

"ეს ნორმალურია. მინდა, რომ ფეხბურთელები ბრაზდებოდნენ, როცა მათ ცვლიან ან საერთოდაც, სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდებიან".

"ამბიციები უნდა გააჩნდეთ და თამაშის, გუნდის დახმარებისა და მოედანზე დარჩენის სურვილი. ჩემთვის ეს ნორმალური სიტუაციაა", - თქვა ემერიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები