ჩემპიონობისთვის ბრძოლა დაიძაბა: დინამომ ლიდერი საბურთალო დაამარცხა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩემპიონობისთვის ბრძოლა დაიძაბა: დინამომ ლიდერი საბურთალო დაამარცხა [VIDEO]



ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ცენტრალური მატჩი "დინამო არენაზე" "დინამო თბილისსა" და "საბურთალოს" შორის შედგა.

პირველი ნახევარი ორივე გუნდის გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა და უგოლოდ სრულდებოდა, თუმცა საბურთალოელებმა სტანდარტი ზუსტად გამოიყენეს და ანგარიში გაგი მარგველაშვილმა გახსნა.

მეორე ტაიმში "დინამო" გააქტიურდა. 58-ე წუთზე, მათ აქტიურად რეხვიაშვილის ავტო-გოლი მოჰყვა.

ბოლო წუთებზე "საბურთალო" უტევდა, მაგრამ დინამოელებმა იდეალური კონტრ-შეტევა წამოიწყეს, რომელიც ლევან შენგელიამ ზუსტად დაასრულა 2:1.

24 ტურის შემდეგ, ამ გუნდებს შორის სხვაობა 5 ქულამდე შემცირდა, თუმცა "დინამოს" ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

დინამო - საბურთალო 2:1


გოლები: მარგველაშვილი, რეხვიასვილი (აგ), შენგელია.

გაფრთხილება: კუპატაძე, კობოური, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი, ხარაბაძე.

შემადგენლობები

დინამო: სიკაში, თოთაძე, ლოჩოშვილი, ხარაბაძე, კობოური, ივანისენია, ქარდავა, ნინუა, შულაია, ზივზივაძე, შენგელია.

შეცვლა
: ქოჩლაძე, ვაწაძე, ივანიშვილი.

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, რეხვიაშვილი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, ტერა, გორგიაშვილი, ვაგნერი, დიასამიძე, ვოლკოვი, კოხრეიძე.

შეცვლა: ალთუნაშვილი, თარგამაძე, ტატანაშვილი.

სატურნირო ცხრილი
ჩემპიონობისთვის ბრძოლა დაიძაბა: დინამომ ლიდერი საბურთალო დაამარცხა [VIDEO]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები