დასანანი მარცხი: საბერძნეთის ნაკრებმა საქართველოს ბოლო წამზე მოუგო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დასანანი მარცხი: საბერძნეთის ნაკრებმა საქართველოს ბოლო წამზე მოუგო


დასანანი მარცხი: საბერძნეთის ნაკრებმა საქართველოს ბოლო წამზე მოუგო

ცოტა ხნის წინ, დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის.

მოგეხსენებათ, ამ შეხვედრაში საქართველოს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი შეენარჩუნებინა.

ილიას ზუროსის გუნდმა თამაში თავიდანვე კარგად დაიწყო და სტაბილურად, 10 ქულის სხვაობით უგებდა მეტოქეს.

მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 11 ქულის სხვაობით, 49:38 წააგეს.

მესამე მეოთხედში საბერძნეთი გააქტიურდა, საქართველოს კი არაფერი გამოსდიოდა, რის შედეგადაც, 12 ქულით წააგო.

განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა მეოთხე მეოთხედი, რომელიც ბოლო წუთებამდე ქულა-ქულაში მიდიოდა.

ბოლო 4 წუთი საქართველოს ნაკრებმა კარგად ჩაატარა, თუმცა ბოლოს მოდუნდა და ერთი ქულის სხვაობით, 85:86 წააგო.

გასაკვირი არაა, რომ საქართველოს ნაკრებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომლის ანგარიშზე 22 ქულა და 13 მოხსნაა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები