ილიას ზუროსი: "მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ ასეთია კალათბურთი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ილიას ზუროსი: "მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ ასეთია კალათბურთი"


ილიას ზუროსი:

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ კომენტარი ჩვენი ნაკრების თავკაცმა ილიას ზუროსმა გააკეთა.

"დიდი ბრძოლა იყო და მოგებასაც ვიმსახურებდით, რადგან დიდებული მატჩი ჩავატარეთ. ეს მოგება ჩვენთვის კარგი იქნებოდა, თუმცა ბოლო წუთებზე წაგება ყოველთვის დასანანია.

ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად, მაგრამ შეიძლება ითქვას, არ გაგვიმართლა. ახლა კი შემდეგი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ.

საბერძნეთი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია და ასეთი ნაკრების დამარცხებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ასეთია კალათბურთია.

დიდი მადლობა ჩემს კალათბურთელებს ბრძოლისთვის და გულშემატკივარს ბოლომდე ქომაგობისთვის", - აცხადებს ზუროსი.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი საქართველოსა და საბერძნეთს შორის, სტუმართა გამარჯვებით 85:86 დასრულდა.

ასევე იხილეთ:

მბაპე: "მსურს, რომ ლიგის ფინალში სწორედ ეს ორი გუნდი გავიდეს"

გვარდიოლა: "ზუსტად მახსოვს, რა მითხრა მესიმ, როცა ბუსკეტსი გადმოვიყვანე"

რეალი და სიმულაციები წარსულს ჩაბარდა - როგორ ცდილობს ნეიმარი ყველაფრის გამოსწორებას?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები