Goal.Ge

320 წუთი, 28 დარტყმა და უარი ნაკრებს - როგორ ემზადებოდა რონალდუ პირველი გოლისთვის?


320 წუთი, 28 დარტყმა და უარი ნაკრებს - როგორ ემზადებოდა რონალდუ პირველი გოლისთვის?

"სასუოლოსთან" მატჩამდე კრიშტიანუ რონალდუს 23-ჯერ ჰქონდა დარტყმული მეტოქეების კარში. ცნობისთვის, გასროლების ზუსტად იგივე რაოდენობა განახორციელა მთელმა "კიევომ" და "რეალ სოსიედადმა", "ვალიადოლიდმა" და "ჰადერსფილდმა" კი საერთოდ უფრო ნაკლები.

ამის მიუხედავად პორტუგალიელის გოლების მაჩვენებელი ჯერ კიდევ 0-ს უდრიდა. ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი თვლიდა, რომ პრობლემა სერია ა-სთან ადაპტაციაშია:

"იტალიაში გუნდები დიდ დროს უთმობენ დაცვას და ძალიან ფრთხილადაც თამაშობენ. ხშირ შემთხვევაში მოწინააღმდეგეები სივრცეების დაკეტვას ისახავენ მიზნად, შესაბამისად კალჩოში 40 გოლის გატანა პრაქტიკულად შეუძლებელია,"

320 წუთი, 28 დარტყმა და უარი ნაკრებს - როგორ ემზადებოდა რონალდუ პირველი გოლისთვის?

რომის "ლაციოსთან" მატჩის შემდეგ მაქსმა აღნიშნა, რომ რონალდუ ჯერ კიდევ ვერ უგებს სათანადოდ პარტნიორებს, ეს იყო სერია ა-ს მე-2 ტური. ანალოგიური რამ "პარმასთან" შეხვედრაშიც შეინიშნებოდა, რომელიც ორი კვირის წინ გაიმართა.

მაგალითად: ერთ-ერთ ეპიზოდში კრიშტიანუ გაეშურა ბურთის მოსანადირებლად, რომლის მოსაპოვებლად აგრეთვე იყო წასული მარიო მანჯუკიჩიც. მეორე მომენტში კი ფედერიკო ბერნარდესკი კონტრ-შეტევას იწყებდა, თუმცა პორტუგალიელი არ გაეხსნა მას დროულად, რის გამოც "იუვეს" ჩანაფიქრი ჩაიშალა.

320 წუთი, 28 დარტყმა და უარი ნაკრებს - როგორ ემზადებოდა რონალდუ პირველი გოლისთვის?

არსებობს არგუმენტი რონალდუს დასაცავად - კრიშტიანუ ყოველთვის აგდებდა სეზონის სტარტს, მიზეზი - ზაფხულში გამართული სანაკრებო ტურნირი, ანუ ბანალური გადაღლა. პორტუგალიელი აგვისტოს ერთ მატჩში დაახლოებით იტანდა 0.52 გოლს, სექტემბრისთვის კი ეს მაჩვენებელი 1.17-მდე იზრდებოდა.

იგივე გასულ სეზონში რონალდუმ თავისი პირველი ბურთის შეგდება მოახერხა მხოლოდ მე-4 შეხვედრაში. სტატისტიკაც წლევანდელის მსგავსი იყო - 23 დარტყმა, 0 გოლი. საბოლოოდ კი კრიშტიანუმ 44 ბურთით დაასრულა მადრიდული პერიოდის დასკვნითი ეტაპი.

320 წუთი, 28 დარტყმა და უარი ნაკრებს - როგორ ემზადებოდა რონალდუ პირველი გოლისთვის?

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელის მოედანზე ყოფნა უხსნის დამატებით შესაძლებლობებს სხვა "იუვენტინოებს". რონალდუს ყოველთვის აზღვევს 2-3 მოწინააღმდეგე, რის გამოც დანარჩენებს უფრო მეტი თავისუფლება აქვთ მეტოქის ნახევარზე.

მოედნის სიღრმეში მყოფი ხედირა და მატუიდიც კი ხშირ შემთხვევაში მარტივად ქმნიან სახიფათო მომენტებს. კრიშტიანუს თამაშში ბევრი ნაკლია, თუმცა ეს პრობლემები ადაპტაციას უკავშირდება.

320 წუთი, 28 დარტყმა და უარი ნაკრებს - როგორ ემზადებოდა რონალდუ პირველი გოლისთვის?

როდესაც რონი საბოლოოდ გაშინაურდება იტალიაში, ის აუცილებლად დაბრუნდება, მითუმეტეს მან უკვე დაიწყო გოლების გატანა. "სასუოლოსთან" მატჩში პორტუგალიელმა დუბლის გაფორმება მოახერხა. ჯამში მას დასჭირდა 320 წუთი და 28 დარტყმა პირველი ბურთის შესაგდებად.

რონალდუ ძალიან განიცდიდა თავის მშრალ სერიას, ის სანაკრებო მატჩებზეც კი არ გაემგზავრა. პორტუგალიელი ტურინში დარჩა იმისთვის, რომ უკეთ მომზადებულიყო სერია ა-ს მოახლოებული ტურისთვის. როგორც ვნახეთ შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

320 წუთი, 28 დარტყმა და უარი ნაკრებს - როგორ ემზადებოდა რონალდუ პირველი გოლისთვის?

"ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან კარგად ვითამაშეთ და მოგებაც დავიმსახურეთ. მეტოქის კარის გასაღებს დიდი ხნის მანძილზე ვეძებდი და საბოლოოდ ვიპოვე კიდეც! გულშემატკივრები ჩემგან გოლების გატანას ელოდნენ და საბედნიეროდ მე მათ არ გავუცრუე იმედი. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის," - განაცხადა კრიშტიანუმ მატჩის შემდეგ.

გავიხსენოთ კიდევ ერთხელ - იუვენტუსი-სასუოლო 2:1


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

NBA-მ სტარტი აიღო! - გახსნით მატჩში ბოსტონი ფილადელფიაზე ძლიერი აღმოჩნდა [VIDEO]

დღეს ნბა-ს 2018/19 წლების სეზონის გათამაშება დაიწყო.

დღეს, 08:15

რა მოხდება თუ საქართველო კოსოვოს შეხვდება, რომელსაც სახელმწიფოდ არ აღიარებს?

უეფას ერთა ლიგის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრები დაამარცხა და ფლეი ოფის საგზური მოიპოვა.

დღეს, 03:06

"ტრადიციულად, ნაკრებმა მე-4 ტურის შემდეგ ინტრიგა მოგვიკლა", - ჯანელიძის კურიოზული პოსტი

იუმორისტმა გიორგი ჯანელიძემ საქართველოს ნაკრებზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

დღეს, 02:41

რა მოხდება თუ აზერბაიჯანი და სომხეთი ჯგუფიდან გავლენ?

უეფას ერთა ლიგის, D ლიგაში საქართველოს ნაკრებმა ფლეი ოფის საგზური მოიპოვა.

დღეს, 02:16

აბურჯანია: "ასეთი ნაბიჯი ისტორიაში პირველად გადავდგით, რაც სასიხარულოა"

ჯაბა კანკავას ტრავმის შემდეგ, მოედანზე გიორგი აბურჯანია შევიდა, რომელიც თამაშში კარგად ჩაერთო.

დღეს, 01:57

დავით ხოჭოლავა: "ოთხივე მატჩი იდეალურად ჩავატარეთ"

საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა ლატვიასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ კომენტარს აკეთებს.

დღეს, 01:51

ეს რეკორდი არ არის - გავიხსენოთ, ზედიზედ 5 მოგებული მატჩი 1998 წლიდან

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ფლეი ოფის საგზური მოიპოვა, ჯგუფში კი ზედიზედ 4 მატჩი მოიგო.

დღეს, 01:47

მერებაშვილი: "გილოცავთ, ეს ქართული ფეხბურთისთვის დიდი დღ​ე იყო!"

საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი მერებაშვილმა ლატვიასთან მოგებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 01:43

ლუკა ზარანდია სადებიუტო მატჩის შემდეგ: "მადლობა ყველა ფეხბურთელს და მწვრთნელს"

ლატვიასთან მოგებული მატჩის შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების შემტევმა ლუკა ზარანდიამ გააკეთა.

დღეს, 01:35

საქართველოს ნაკრების გასაოცარი სტატისტიკა 2018 წელს

საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრებიც დაამარცხა და ერთა ლიგის ფლეი ოფის საგზური მოიპოვა.

დღეს, 01:34

"უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ", - ჩაკვეტაძე მატჩის შემდეგ

საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრები 3:0 დაამარცხა და ერთა ლიგის ფლეი ოფში გავიდა.

დღეს, 01:25

საქართველოს ნაკრები C ლიგაში ოფიციალურად აღზევდა - ვნახოთ ჩვენი მეტოქეები 2024-წლისთვის

უეფას ერთა ლიგის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრები 3:0 დაამარცხა.

დღეს, 01:11

როდის გამართავს საქართველოს ნაკრები 1/2 ფინალურ მატჩს?

უეფას ერთა ლიგის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრები 3:0 დაამარცხა.

დღეს, 00:59

ვაისი: "ეს საუკეთესო მატჩი იყო, რაც ამ ნაკრებთან ერთად მქონია"

ლატვიასთან მოგებული 3:0 მატჩის შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

დღეს, 00:58

ვინ არის ჩვენი სავარაუდო მეტოქე 1/2 ფინალში?

უეფას ერთა ლიგის მატჩში საქართველოს ნაკრები ლატვიის ნაკრებს ესტუმრა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

დღეს, 00:54

ყაზახეთმა გამოიღვიძა, თუმცა მატარებელმა უკვე ჩაიარა [VIDEO]

უეფას ერთა ლიგის მატჩში ყაზახეთის ნაკრებმა ანდორის ნაკრები მიიღო და მეტოქე 4:0 გაანადგურა.

დღეს, 00:46

ისტორიული შედეგი: საქართველოს ნაკრებმა ლატვია გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა! [გოლები]

ერთა ლიგის მეოთხე ტურში ერთმანეთს ლატვიისა და საქართველოს ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

დღეს, 00:45

ბელგიისა და ჰოლანდიის მატჩი ფრედ დასრულდა [VIDEO]

ამხანაგურ მატჩში ბელგიის ნაკრებმა ჰოლანდიის ნაკრები მიიღო და დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

დღეს, 00:42

გრიზმანის დუბლი და კვლავ დამარცხებული გერმანია [VIDEO]

უეფას ერთა ლიგის მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა გერმანიის ნაკრები მიიღო და იოჰამ ლიოვის გუნდს მორიგი მარცხი აგემა.

დღეს, 00:38

ბრაზილიამ არგენტინა ბოლო წუთზე დაამარცხა [VIDEO]

ამხანაგურ მატჩში ბრაზილიის ნაკრებმა არგენტინის ნაკრები მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

დღეს, 00:34

მხითარიანის ბენეფისი - სომხეთმა ლიდერი მაკედონია 4:0 გაანადგურა [VIDEO]

უეფას ერთა ლიგის მატჩში სომხეთმა მაკედონია მიიღო და მეტოქე 4:0 გაანადგურა, სადაც ჰენრიკ მხითარიანმა 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

დღეს, 00:30

ჩაკვეტაძის სასწაული გადაცემა და ვაკო გვილიას გოლი [VIDEO]

ქართველმა ტალანტმა გიორგი ჩაკვეტაძემ ვაკო გვილიას სასწაული გადაცემა გაუკეთა, რომელიც მან გამოიყენა და ანგარიში 2:0 გახადა.

გუშინ, 23:23

ჯაბა კანკავამ ლატვიას ულამაზესი გოლი გაუტანა [VIDEO]

ამ წუთებში მიმდინარეობს ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ლატვიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.

გუშინ, 23:01

ვის იწვევს გუნდში ხაბიბის მამა ფლოიდთან ბრძოლისთვის?

ხაბიბ ნურმაგომედოვის მამამ და მწვრთნელმა დაასახელა ლეგენდარული სპორტსმენი, რომლის თავის გუნდში ხილვას ისურვებდა თუ მისი ვაჟი ფლოიდ მეივეზერს შეხვდება.

გუშინ, 22:37

"ნოკაუტში ჩაგაგდებ!" - გუსტაფსონი ჯონსს ემუქრება

UFC-ს შვედმა მებრძოლმა, ალექსანდრ გუსტაფსონმა, წლის ბოლოს ჯონ ჯონსთან საპასუხო შეხვედრის წინ მოწინააღმდეგეს გამომწვევად მიმართა.

გუშინ, 22:32

დეშამმა კოსელნის უპასუხა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი, ლორან კოშელნის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა.

გუშინ, 22:20

ლივერპულმა სანაკრებო პაუზის პერიოდში მე-4 მოთამაშე დაკარგა

"ლივერპულს" სანაკრებო პაუზის პერიოდში კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემტვრა.

გუშინ, 22:15

გაფრთხილება ვალვერდეს: "მან შეიძლება თავი მოგაჭამოს!"

გამოცდილმა ესპანელმა სპეციალისტმა და ამჟამად "სევილიას" სპორტულმა დირექტორმა კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე, გააფრთხილა.

გუშინ, 22:05

მანჩესტერის ლეგენდა: "სანჩესი არ გვჭირდებოდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა ალექსის სანჩესის ტრანსფერი მწვავედ გააკრიტიკა.

გუშინ, 21:59

საფრანგეთი - გერმანია: სასტარტო შემადგენლობები

ერთა ლიგის დღის ცენტრალური შეხვედრის დაწყებამდე დაახლოებით 1 საათია დარჩენილი და გუნდების ძირითადი თერთმეტეულები ცნობილია.

გუშინ, 21:55

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები