Goal.Ge

ლივერპული - პსჟ: ენფილდზე დღესასწაულის მოლოდინში


ლივერპული - პსჟ: ენფილდზე დღესასწაულის მოლოდინში

დღეს საღამოს ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება - გრანდიოზული და განახლებული ფორმატით.

დღის მთავარი შეხვედრა "ენფილდზე" გაიმართება - ჩემპიონთა ლიგის გასული წლის ფინალისტი შინ "პარი სენ ჟერმენს" მიიღებს.

ლივერპული - პსჟ

დასაწყისი: 23:00 საათი
სტადიონი: "ენფილდი", ლივერპული
მთავარი მსაჯი: ჩუნეით ჩაქირი

იურგენ კლოპის გუნდმა ახალი სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო - ხუთიდან 5 მოგება ინგლისის პრემიერ ლიგაში. გასულ უქმეებზე "ლივერპულმა" "უემბლიზე" "ტოტენჰემი" 2:1 დაამარცხა და სეზონის საკმაოდ რთული მონაკვეთი წარმატებით დაიწყო. სალაჰი-ფირმინო-მანეს სამეული სრულ წესრიგშია.

ლივერპული - პსჟ: ენფილდზე დღესასწაულის მოლოდინში

მერსესაიდულ გრანდს დაცვაში აქვს გარკვეული პრობლემები, ვინაიდან დეიან ლოვრენი ტრავმირებულია და ახალგაზრდა ჯო გომესს უწევს თამაში. თუმცა როდესაც საქმე "ენფილდსა" და ჩემპიონთა ლიგას ეხება - "ლივერპულს" ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

ლივერპული - პსჟ: ენფილდზე დღესასწაულის მოლოდინში

დღეს საღამოს საეჭვოა "წითლების" ბრაზილიელი თავდამსხმელის, რობერტო ფირმინოს, თამაშია, რომელსაც თვალის დაზიანება აქვს. თუ ფირმინო მოედანზე ვერ გავა, მას სავარაუდოდ ახალწვეული ხერდან შაქირი შეცვლის.

ახალი სეზონი "პარი სენ ჟერმენმა" კიდევ უფრო დამაჯერებლად დაიწყო, უბრალოდ საფრანგეთში "პსჟ" უკონკურენტოა - პარიზელებმა ხუთიდან 5 მატჩი მინიმუმ 2 ბურთიანი სხვაობით მოიგეს და ყოველ მატჩში მინიმუმ 3 გოლი გაიტანეს. გასულ უქმეებზე "პსჟ-მ" შინ "სენტ-ეტიენი" 4:0 გაანადგურა, ხოლო გუნდის ორმა მთავარმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა და კილიან მბაპემ, დაისვენეს.

ლივერპული - პსჟ: ენფილდზე დღესასწაულის მოლოდინში

ახლა პარიზელთა გერმანელ თავკაცს, თომას ტუხელს, პირველი სერიოზული გამოცდა ელის - ჩემპიონთა ლიგის საღამო "ენფილდზე" და პირველი დიდი მატჩი მისთვის პარიზელთა მთავარი მწვრთნელის რანგში. ფრანგებს დიდი ამბიციები აქვთ, ამიტომ ჯგუფის მოგებასა და "ლივერპულის" დაძლევაზე უნდა იფიქრონ.

ლივერპული - პსჟ: ენფილდზე დღესასწაულის მოლოდინში

"ლივერპულის" წინააღმდეგ საკუთარ გუნდს შესაძლოა ტიაგო სილვა ვერ დაეხმაროს. ბრაზილიელმა წინა მატჩში კუნთის დაზიანების გამო მოედანი იძულებით დატოვა და მისი თამაში საეჭვოა. სილვას პოტენციური შემცვლელი ახალგაზრდა ფრანგი პრესნელ კიმპემბეა.

გარდა ამისა, გუნდს მარკო ვერატი ვერ დაეხმარება - იტალიელმა გასული სეზონის საპასუხო 1/8 ფინალურ თამაშში (პსჟ 1:2 რეალი) მიიღო წითელი ბარათი და დისკვალიფიკაცია ახალ სეზონში გადმოყვა.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული: ალისონი; არნოლდი, ვან დეიკი, გომესი, რობერტსონი; მილნერი, ჰენდერსონი, კეიტა; სალაჰი, ფირმინო, მანე.
მატჩს გამოტოვებენ: ლალანა, ლოვრენი.

პსჟ: არეოლა; მენიე, კიმპემბე, ტიაგო სილვა, ბერნატი; მარკინიოსი, რაბიო, დი მარია; ნეიმარი, კავანი, მბაპე.
მატჩს გამოტოვებენ: ბუფონი, ალვეში, კურჟავა, ვერატი.

ფაქტები

ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ - 1996/97 წლების უეფას თასების მფლობელთა თასის 1/2 ფინალში. "პსჟ-მ" პირველი მატჩი პარიზში 3:0 მოიგო და ლივერპულში 0:2 დამარცხდა, მაგრამ ფინალში მაინც გავიდა. იქ კი პარიზელები "ბარსელონასთან" 0:1 დამარცხდნენ.

"ლივერპულს" ევროთასებზე 16 მატჩიანი დაუმარცხებელი საშინაო სერია აქვს - 11 მოგება, 5 ფრე. მერსესაიდელები "ენფილდზე" ბოლოს 2014 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მადრიდის "რეალთან" (0:3) დამარცხდნენ.

"წითლებს" საკუთარ მოედანზე ფრანგული კლუბების წინააღმდეგ მშვენიერი სტატისტიკა აქვთ: 11 მოგება, 1 ფრე და მხოლოდ 2 მარცხი.

"პსჟ-ს" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო სამი მატჩი აქვს წაგებული. პარიზელებმა ევროტურნირზე ზედიზედ 3 შეხვედრა ბოლოს 2002-04 წლების პერიოდში წააგეს.

პარიზელებს ინგლისში 4 მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ - 3 ფრე, 1 წაგება. საერთო ჯამში კი - 1 მოგება, 4 ფრე და 4 წაგება. ეს ერთადერთი მოგება "პსჟ-მ" ლონდონის "ჩელსისთან" 2015/16 წლების სეზონში 1/8 ფინალურ ეტაპზე მოიპოვა - 2:1.

გასულ სეზონში "პსჟ-მ" და "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდები დაამყარეს - პარიზელებმა 25 ბურთი გაიტანეს, მერსესაიდელებმა - 23.

"გერმანული დერბი"

ლივერპული - პსჟ: ენფილდზე დღესასწაულის მოლოდინში

დღეს საღამოს ერთმანეთის წინააღმდეგ ორი ძალიან საინტერესო გერმანელი სპეციალისტი წარსდგება, რომელთა გზები ერთმანეთს ჰგავს, უფროსწორად ერთი მეორის კვალს მიჰყვება - 2008 წელს იურგენ კლოპი "მაინცში" თომას ტუხელმა შეცვალა, ხოლო მოგვიანებით, 2015 წელს, იგივე განმეორდა დორტმუნდის "ბორუსიაში". ორივე შემთხვევაში იურგენი თომასმა ღირსეულად შეცვალა და მისი გზა ნაყოფიერად გააგრძელა.

თუმცა ახლა ისინი სრულიად განსხვავებულ ამპლუაში გვევლინებიან - კლოპმა დააბრუნა მწვერვალზე ტრადიციული და ისტორიული კლუბი "ლივერპული", ხოლო ტუხელმა ჩაიბარა ამბიციური პროექტისა და დიდი რესურსის მქონე "პსჟ". ორივე გერმანელი თავკაცი უმაღლესი კლასის გუნდს წვრთნის და ორივეს ერთი მიზანი აქვს - ყველაფრის მოგება, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის!

ლივერპული - პსჟ: ენფილდზე დღესასწაულის მოლოდინში

ამ მწვრთნელების დაპირისპირება ევროთასებზე ერთხელ უკვე შედგა და ეს იყო ევროტურნირების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და გიჟური ისტორია. ეს 2015/16 წლების ევროპა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მოხდა - დორტმუნდში ფრის (1:1) შემდეგ ტუხელის "ბორუსიამ" "ენფილდზე" 3:1 წაიყვანა, მაგრამ დარჩენილ 25 წუთში კლოპის "ლივერპულმა" 3 ბურთი გაიტანა, 4:3 იმარჯვა და ისტორიული ქამბექი შეასრულა! იმ წელს "ლივერპული" ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა, მაგრამ "სევილიასთან" 1:3 დამარცხდა.

MFS - MCN

ლივერპული - პსჟ: ენფილდზე დღესასწაულის მოლოდინში

მიზეზი იმისა თუ რატომ იყვნენ "პსჟ" და "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონში ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე შედეგიანები? ეს მარტივი შეკითხვაა - ამ გუნდებს ალბათ მსოფლიოში საუკეთესო შემტევი სამეულები ჰყავთ. ერთ მხარეს მანე-ფირმინო-სალაჰის ტრიოა, ხოლო მეორე მხარეს მბაპე-კავანი-ნეიმარის ტრიო.

ამ საღამოს ერთ-ერთი ხიბლი სწორედ ამ ორი ფენომენალური სამეულის დაპირისპირება იქნება და იმედი ვიქონიოთ, რომ რობერტო ფირმინო მოედანზე გასვლას მოახერხებს, თუნდაც თვალზე პატარა ფინგალით.

ამ სეზონში მერსესაიდულმა ტრიომ უკვე 8 ბურთი გაიტანა, ხოლო პარიზულმა - 11.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

NBA-მ სტარტი აიღო! - გახსნით მატჩში ბოსტონი ფილადელფიაზე ძლიერი აღმოჩნდა [VIDEO]

დღეს ნბა-ს 2018/19 წლების სეზონის გათამაშება დაიწყო.

დღეს, 08:15

რა მოხდება თუ საქართველო კოსოვოს შეხვდება, რომელსაც სახელმწიფოდ არ აღიარებს?

უეფას ერთა ლიგის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრები დაამარცხა და ფლეი ოფის საგზური მოიპოვა.

დღეს, 03:06

"ტრადიციულად, ნაკრებმა მე-4 ტურის შემდეგ ინტრიგა მოგვიკლა", - ჯანელიძის კურიოზული პოსტი

იუმორისტმა გიორგი ჯანელიძემ საქართველოს ნაკრებზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

დღეს, 02:41

რა მოხდება თუ აზერბაიჯანი და სომხეთი ჯგუფიდან გავლენ?

უეფას ერთა ლიგის, D ლიგაში საქართველოს ნაკრებმა ფლეი ოფის საგზური მოიპოვა.

დღეს, 02:16

აბურჯანია: "ასეთი ნაბიჯი ისტორიაში პირველად გადავდგით, რაც სასიხარულოა"

ჯაბა კანკავას ტრავმის შემდეგ, მოედანზე გიორგი აბურჯანია შევიდა, რომელიც თამაშში კარგად ჩაერთო.

დღეს, 01:57

დავით ხოჭოლავა: "ოთხივე მატჩი იდეალურად ჩავატარეთ"

საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა ლატვიასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ კომენტარს აკეთებს.

დღეს, 01:51

ეს რეკორდი არ არის - გავიხსენოთ, ზედიზედ 5 მოგებული მატჩი 1998 წლიდან

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ფლეი ოფის საგზური მოიპოვა, ჯგუფში კი ზედიზედ 4 მატჩი მოიგო.

დღეს, 01:47

მერებაშვილი: "გილოცავთ, ეს ქართული ფეხბურთისთვის დიდი დღ​ე იყო!"

საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი მერებაშვილმა ლატვიასთან მოგებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 01:43

ლუკა ზარანდია სადებიუტო მატჩის შემდეგ: "მადლობა ყველა ფეხბურთელს და მწვრთნელს"

ლატვიასთან მოგებული მატჩის შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების შემტევმა ლუკა ზარანდიამ გააკეთა.

დღეს, 01:35

საქართველოს ნაკრების გასაოცარი სტატისტიკა 2018 წელს

საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრებიც დაამარცხა და ერთა ლიგის ფლეი ოფის საგზური მოიპოვა.

დღეს, 01:34

"უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ", - ჩაკვეტაძე მატჩის შემდეგ

საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრები 3:0 დაამარცხა და ერთა ლიგის ფლეი ოფში გავიდა.

დღეს, 01:25

საქართველოს ნაკრები C ლიგაში ოფიციალურად აღზევდა - ვნახოთ ჩვენი მეტოქეები 2024-წლისთვის

უეფას ერთა ლიგის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრები 3:0 დაამარცხა.

დღეს, 01:11

როდის გამართავს საქართველოს ნაკრები 1/2 ფინალურ მატჩს?

უეფას ერთა ლიგის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრები 3:0 დაამარცხა.

დღეს, 00:59

ვაისი: "ეს საუკეთესო მატჩი იყო, რაც ამ ნაკრებთან ერთად მქონია"

ლატვიასთან მოგებული 3:0 მატჩის შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

დღეს, 00:58

ვინ არის ჩვენი სავარაუდო მეტოქე 1/2 ფინალში?

უეფას ერთა ლიგის მატჩში საქართველოს ნაკრები ლატვიის ნაკრებს ესტუმრა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

დღეს, 00:54

ყაზახეთმა გამოიღვიძა, თუმცა მატარებელმა უკვე ჩაიარა [VIDEO]

უეფას ერთა ლიგის მატჩში ყაზახეთის ნაკრებმა ანდორის ნაკრები მიიღო და მეტოქე 4:0 გაანადგურა.

დღეს, 00:46

ისტორიული შედეგი: საქართველოს ნაკრებმა ლატვია გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა! [გოლები]

ერთა ლიგის მეოთხე ტურში ერთმანეთს ლატვიისა და საქართველოს ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

დღეს, 00:45

ბელგიისა და ჰოლანდიის მატჩი ფრედ დასრულდა [VIDEO]

ამხანაგურ მატჩში ბელგიის ნაკრებმა ჰოლანდიის ნაკრები მიიღო და დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

დღეს, 00:42

გრიზმანის დუბლი და კვლავ დამარცხებული გერმანია [VIDEO]

უეფას ერთა ლიგის მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა გერმანიის ნაკრები მიიღო და იოჰამ ლიოვის გუნდს მორიგი მარცხი აგემა.

დღეს, 00:38

ბრაზილიამ არგენტინა ბოლო წუთზე დაამარცხა [VIDEO]

ამხანაგურ მატჩში ბრაზილიის ნაკრებმა არგენტინის ნაკრები მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

დღეს, 00:34

მხითარიანის ბენეფისი - სომხეთმა ლიდერი მაკედონია 4:0 გაანადგურა [VIDEO]

უეფას ერთა ლიგის მატჩში სომხეთმა მაკედონია მიიღო და მეტოქე 4:0 გაანადგურა, სადაც ჰენრიკ მხითარიანმა 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

დღეს, 00:30

ჩაკვეტაძის სასწაული გადაცემა და ვაკო გვილიას გოლი [VIDEO]

ქართველმა ტალანტმა გიორგი ჩაკვეტაძემ ვაკო გვილიას სასწაული გადაცემა გაუკეთა, რომელიც მან გამოიყენა და ანგარიში 2:0 გახადა.

გუშინ, 23:23

ჯაბა კანკავამ ლატვიას ულამაზესი გოლი გაუტანა [VIDEO]

ამ წუთებში მიმდინარეობს ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ლატვიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.

გუშინ, 23:01

ვის იწვევს გუნდში ხაბიბის მამა ფლოიდთან ბრძოლისთვის?

ხაბიბ ნურმაგომედოვის მამამ და მწვრთნელმა დაასახელა ლეგენდარული სპორტსმენი, რომლის თავის გუნდში ხილვას ისურვებდა თუ მისი ვაჟი ფლოიდ მეივეზერს შეხვდება.

გუშინ, 22:37

"ნოკაუტში ჩაგაგდებ!" - გუსტაფსონი ჯონსს ემუქრება

UFC-ს შვედმა მებრძოლმა, ალექსანდრ გუსტაფსონმა, წლის ბოლოს ჯონ ჯონსთან საპასუხო შეხვედრის წინ მოწინააღმდეგეს გამომწვევად მიმართა.

გუშინ, 22:32

დეშამმა კოსელნის უპასუხა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი, ლორან კოშელნის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა.

გუშინ, 22:20

ლივერპულმა სანაკრებო პაუზის პერიოდში მე-4 მოთამაშე დაკარგა

"ლივერპულს" სანაკრებო პაუზის პერიოდში კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემტვრა.

გუშინ, 22:15

გაფრთხილება ვალვერდეს: "მან შეიძლება თავი მოგაჭამოს!"

გამოცდილმა ესპანელმა სპეციალისტმა და ამჟამად "სევილიას" სპორტულმა დირექტორმა კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე, გააფრთხილა.

გუშინ, 22:05

მანჩესტერის ლეგენდა: "სანჩესი არ გვჭირდებოდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა ალექსის სანჩესის ტრანსფერი მწვავედ გააკრიტიკა.

გუშინ, 21:59

საფრანგეთი - გერმანია: სასტარტო შემადგენლობები

ერთა ლიგის დღის ცენტრალური შეხვედრის დაწყებამდე დაახლოებით 1 საათია დარჩენილი და გუნდების ძირითადი თერთმეტეულები ცნობილია.

გუშინ, 21:55

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები