Goal.Ge

"ეს გუნდი პრემიერ ლიგის ოთხეულშიც ვერ შევა" - რატომ არ აფასებს ნეიმარი ლივერპულს?



ნეიმარი მიჩვეულია ყურადღების ცენტრში ყოფნას. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიელი იშვიათად იტანდა გოლებს, თუმცა ამის მიუხედავად ყველა მაინც მასზე საუბრობდა, მიზეზი - ვარცხნილობები და სიმულაციები.

"ეს გუნდი პრემიერ ლიგის ოთხეულშიც ვერ შევა" - რატომ არ აფასებს ნეიმარი ლივერპულს?

მუნდიალიდან გამოვარდნის შემდეგ "სელესაოს" ლიდერმა საინტერესო კომენტარი გააკეთა თავისი დაივინგ-შოუს თაობაზე: "ვიცი, რომ ხალხი ხუმრობს სიმულაციების შესახებ, აღნიშნულ სიტუაციას მეც იუმორით აღვიქვავ. სწორედ ამიტომ გადავიღე სახალისო ვიდეო ბავშვებთან ერთად,"

"მინდა, რომ ყველამ გაიგოს - ჩემი თამაში აგებულია დრიბლინგსა და ფინტებზე. არ შემიძლია მეტოქის წინ გაჩერება და მისთვის თქმა: იცი, გოლის გატანა მინდა, ასე რომ უნდა გამატარო. მატჩების დროს მართლაც ხშირად მხვდება ფეხებში, გგონიათ მომწონს? არა, რა თქმა უნდა,"

"ზოგჯერ 4-5 საათი ვზივარ გაშეშებული ყინულით, იქამდე, სანამ ტკივილი არ გამივლის. თუ ერთხელ მაინც გითამაშიათ ფეხბურთი, მაშინ გამიგებთ რაზეც ვსაუბრობ,"

"ეს გუნდი პრემიერ ლიგის ოთხეულშიც ვერ შევა" - რატომ არ აფასებს ნეიმარი ლივერპულს?

ახალი საკლუბო სეზონის დაწყებით ნეიმარის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ჩაცხრა. ბრაზილიელი კვლავ "პარი სენ-ჟერმენშია" და უდიდესი ალბათობით გაზაფხულისკენ "დედაქალაქელები" მორიგ ჩემპიონის ტიტულსაც გაიფორმებენ, ასე რომ ლიგა 1-ის მიმართ ინტერესი არც ისე მაღალია.

საბედნიეროდ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი არ განვითარდება ბანალური სცენარით. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე "პსჟ" მხოლოდ ერთ-ერთი ფავორიტია და არა ერთპიროვნული როგორც შიდა პირველობაზე.

"ეს გუნდი პრემიერ ლიგის ოთხეულშიც ვერ შევა" - რატომ არ აფასებს ნეიმარი ლივერპულს?

დავიწყოთ იქიდან, რომ პარიზელებმა ჯერ უნდა გადალახონ ურთულესი ჯგუფური ეტაპი. ფრანგების მეტოქეები არიან "ლივერპული", "ნაპოლი" და "ცრვენა ზვეზდა". სერბული კლუბი საზარბაზნე ხორცის როლშია და ამას არც არავინ უარყოფს, დანარჩენ ორ კონკურენთან კი "პსჟ"-ს უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწევს.

"ნაპოლის" წვრთნის კარლო ანჩელოტი, პარიზელთა ყოფილი დამრიგებელი და უბრალოდ სპეციალისტი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევის გემო.

"ეს გუნდი პრემიერ ლიგის ოთხეულშიც ვერ შევა" - რატომ არ აფასებს ნეიმარი ლივერპულს?

რაც შეეხება "ლივერპულს", აქ ყველაფერი ნათელია - გასული სეზონის ფინალისტი წლევანდელი პრემიერ ლიგის მთავარ ფავორიტად ითვლება "მანჩესტერ სიტისთან" ერთად. უნდა აღინიშნოს, რომ იურგენ კლოპის შეგირდები ჯერჯერობით 100%-ით ამართლებენ ნდობას - 5 მატჩი, 5 გამარჯვება, ფენომენალურია.

ამის მიუხედავად ნეიმარს მაინც თავისი მოსაზრება გააჩნია ინგლისის მომავალი ჩემპიონის ვინაობის თაობაზე: "პრემიერ ლიგას "სიტი" მოიგებს, მეორე ადგილზე "იუნაიტედი" გავა, მესამეზე - "ჩელსი", მათ შემდეგ კი "ტოტენჰემი" იქნება. "ლივერპული" ოთხეულშიც ვერ შევა," - ასეთი კომენტარი გააკეთა ბრაზილიელმა ორი კვირის წინ.

"ეს გუნდი პრემიერ ლიგის ოთხეულშიც ვერ შევა" - რატომ არ აფასებს ნეიმარი ლივერპულს?

"პსჟ"-ს ათიანის სიტყვები ჟღერს ერთდროულად უცნაურად და სასაცილოდაც. კლოპის გუნდი მართლაც დაფრინავს და ამას მხოლოდ ბრმა თუ ვერ შეამჩნევს. აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "წითლების" შემადგენლობაში თამაშობს ნეიმარის 3 თანამემამულე (ფირმინო, ალისონი, ფაბინიო), შესაბამისად უპატივცემულო რეპლიკა ხომ მათაც შეეხო.

არ უნდა დაგვავიწყდეს ლებრონ ჯეიმსის ფაქტორიც. NBA-ს ლეგენდა ბრაზილიელის მეგობარია და ამავდროულად "ლივერპულის" აქციონერიც. საეჭვოა, რომ ამერიკელი აღფრთოვანებულიყო ნეიმარის მსგავსი კომენტარით.

"ეს გუნდი პრემიერ ლიგის ოთხეულშიც ვერ შევა" - რატომ არ აფასებს ნეიმარი ლივერპულს?

რაც არ უნდა იყოს, დღეს საღამოს ბრაზილიელი დაუპირისპირდება სწორედ იმ გუნდს, რომელიც მან უხეშად რომ ვთქვათ - ჩამოწერა. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, შეხვედრის ადგილი - "ენფილდი".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ისტორიაში პირველად - მადაგასკარი საერთაშორისო ტურნირზე გავიდა

კამერუნი, მადაგასკარი, ტუნისი, ეგვიპტე, სენეგალი - ეს ნაკრებები ტურნირზე მიემგზავრებიან.

დღეს, 03:15

გუნდი უფსკრულისკენ მიექანება - ყველაზე კოშმარული წელი გერმანიის ნაკრების ისტორიაში

გერმანიის ნაკრებს მსგავსი კოშმარული წელი ჯერ არასდროს ჰქონია. ყველა მიეჩვია "ბუნდესთიმის" სტაბილურობას,

დღეს, 03:04

"ალკოჰოლს ყოველდღე ვიღებდი, ზოგჯერ თამაშის წინაც", - სქოულზი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა ESPN-თან ისაუბრა, რა დროსაც კარიერაც გაიხსენა.

დღეს, 02:52

ვიდალმა ჩხუბის დროს მამაკაცს არყის ბოთლი ესროლა, რის გამოც 800 000-ით დაჯარიმდა

იქ იყვნენ ვიდალის ძმა და სიძეც და ისინი ჯამში 60 000 ევროთი დაჯარიმდნენ.

დღეს, 02:48

"რობინიო ჩემი კუმირი იყო, ალვეშმა კი 10 ნომერი მომცა", - ნეიმარის ისტორია

"პარი სენ ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა ისაუბრა თუ როგორ ერგო მას ბრაზილიის ნაკრებში 10-ნომრიანი მაისური.

დღეს, 02:45

არდა თურანმა სტამბულში გაისროლა, ოღონდ იარაღიდან და პატიმრობა ემუქრება

"ბარსელონას" ფეხბურთელს არდა თურანს, რომელიც "ბასაკშეჰირშია" განათხოვრებული პატიმრობა ემუქრება.

დღეს, 02:41

ყველაზე მეტი გოლი ნაკრებში - რონალდუ სათავეში, ჯეკო 10-ეულში

ევროპის ერთა ლიგის მატჩში ბოსნიამ ჩრდილოეთ ირლანდია 2:0 დაამარცხა, სადაც ედინ ჯეკომ დუბლი გაიფორმა.

დღეს, 02:32

რომელ ფეხბურთელებს აქვთ ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ყველაზე მეტჯერ მიღებული?

ლა ლიგამ სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელა.

დღეს, 02:27

ნეიმარმა კაკას და პელეს გადაასწრო

ამხანაგურ მატჩში ბრაზილიის ნაკრებმა არგენტინის ნაკრები დაამარცხა, სადაც მონაწილეობა ნეიმარმაც მიიღო.

დღეს, 02:25

როგორი იყო ესპანეთის შემადგენლობა, როცა ბოლოს ოფიციალურ მატჩში დამარცხდა?

უეფას ერთა ლიგის მატჩში, ესპანეთის ნაკრებმა ინგლისის ნაკრები მიიღო და 2:3 დამარცხდა.

დღეს, 02:20

ლაუდრუპმა რეალს თავისი თავი შესთავაზა

ასევე, ის საფეხბურთო კარიერის დროს "ბარსელონაში" გამოდიოდა და ამ კლუბის ლეგენდაც არის, თუმცა შემდეგ "რეალში" გადავიდა.

დღეს, 02:13

რეალის საუკეთესო მეპასე, რომელიც სკამზე ზის

წყარო წერს, რომ "სამეფო კლუბში" ყველაზე კარგი საგოლე გადაცემების სტატისტიკა სწორედ მას აქვს.

დღეს, 02:10

რეალი ლა ლიგის ინიციატივის წინააღმდეგ

"ამას ველოდი", - ეს კომენტარი გააკეთა ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, როდესაც "რეალის" პოზიცია გაიგო.

დღეს, 02:04

მილოულის ფანს ნოტინგემის ფანის მკვლელობისთვის გაასამართლებენ

2017 წლის 4 აგვისტოს, "ნოტინგემ ფორესტმა" "მილოული" 1:0 დაამარცხა, შეხვედრის შემდეგ კი ფანებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა.

დღეს, 02:01

"როგორც მამა, ჩაფლავდა, 12 წელია არ მინახავს", - ლუკას ერნანდესი

საფრანგეთის ნაკრებისა და "ატლეტიკოს" მცველმა, ტეო ერნანდესმა მამამისზე ისაუბრა.

დღეს, 01:53

ლა ლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

ლა ლიგაში, 2018 წლის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს.

დღეს, 01:50

"იანვარში ვბრუნდები", - რომელ გუნდს გაწვრთნის არსენ ვენგერი?

22-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 2018 წელს, "არსენალმა" არსენ ვენგერი დაითხოვა.

დღეს, 01:47

600 მილიონი უემბლის სანაცვლოდ - პაკისტანელმა უარი მიიღო

"ფულჰემის" მფლობელს შადჰიდ ხანს "უემბლის" სტადიონის შეძენა სურდა, რათა იქ საკუთარ კლუბს საშინაო მატჩები გაემართა.

დღეს, 01:43

საქართველოს ქალთა ნაკრები 16:0 დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა.

დღეს, 00:37

შოტლანდია ნოემბრისთვის დაირაზმა

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა ნოემბრის ტესტებისთვის 40 მორაგბე გამოიძახა.

გუშინ, 23:48

საფრანგეთმა ნოემბრის ტესტებისთვის შემადგენლობა გამოაქვეყნა

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ბრუნელმა ნოემბრის ტესტებისთვის 31 მორაგბეს უხმო.

გუშინ, 23:27

ირლანდიელი ფანი: "მეგონა, რომ კონორს მოკლავდნენ"

UFC-ს ერთგულმა ირლანდიელმა გულშემატკივარმა, დევიდ მარტინმა, ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ბრძოლის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 23:16

მეივეზერი: "ხაბიბს ჩემს სამფლობელოში ველოდები"

ლეგენდარულმა მოკრივემ, დაუმარცხებელმა ფლოიდ მეივეზერმა, ხაბიბ ნურმაგომედოვის გამოწვევა მიიღო და ახლა რუს მებრძოლს თავად ითრევს ბრძოლაში.

გუშინ, 23:09

ახალი გამოწვევა კონორს - მასთან ბრძოლა UFC-ს ლეგენდას სურს

UFC 229-ზე ხაბიბ ნურმაგომედოვთან დამარცხების შემდეგ კონორ მაკგრეგორი თავის მომავალი ბრძოლისთვის მოწინააღმდეგეს ეძებს.

გუშინ, 23:04

ხაბიბის მენეჯერი: "მაკგრეგორი მეძავია!"

UFC-ს ჩემპიონის მსუბუქ წონაში, ხაბიბ ნურმაგომედოვის, მენეჯერმა, ალი აბდელ-აზიზმა, კონორ მაკგრეგორს შეურაცხჰყოფა მიაყენა.

გუშინ, 22:56

ნაინგოლანი: "რონალდუს გუნდი სჭირდება, მესი კი მატჩებს მარტო იგებს"

მილანის "ინტერის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რაჯა ნაინგოლანმა, კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში" გადასვლა შეაფასა.

გუშინ, 21:49

რატომ აირჩია ანრიმ მონაკო?

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ, განმარტა თუ რატომ მიიღო "მონაკოს" წინადადება.

გუშინ, 21:41

"ეს უპრეცენდენტო შანსია" - ინიესტა ბარსელონას წინააღმდეგ?

ლეგენდარული ესპანელი ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა, თავის მშობლიურ კლუბთან თამაშზე თანახმაა.

გუშინ, 21:30

ობლაკის დადანაშაულების გამო სლოვენიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს

სლოვენიის ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

გუშინ, 21:20

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები